მარდნი, ჯანიანები, ტექნიკურნი

   სამხრეთისა - და სრულიად რაგბეთისაც - ფალავანმა ზელანდიამ წლეულს მესამედაც გააბურთავა ავსტრალია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 18 ტესტი მოიგო

კივებმა, შარშანდელი ფალავნობის წაგების შემდეგ, ჯერ გააბითურეს ავსტრალია და შეინარჩუნეს სამეზობლო - ბლედისლოუს თასი;  შემდეგ მსოფლიო თასზე 7-ვე რკენა მოიგეს;  წლეულს სამჯერ ძლიეს სტუმარი უელსი, ფალავნობაზე კი ექვსივე მატჩში ბონუსით იმარჯვეს.  აი, ასე შედგა 1 + 7 + 3 + 6 = 17 მოგებიანი წყება

მიჯრით ამდენი "ოლ ბლექსს" თავადვე ორჯერ მოეგო უწინ, ერთხელ კი - აფრიკასაც, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ კიდევ ერთი ძალუმი ნაბიჯის გადადგმა ბუმბერაზებსაც უჭირთ ხოლმე.  ჰოდა, ავსტრალია სრულ საათს ძაან რომ გაუძალიანდა ფავორიტს, შავები თუმც სულ წინ იყვნენ, მეტწილად თავს იცავდნენ, და ბოლოსღა გალაღდნენ

ძლიერის რიდი ყველას აქვს და "ოლ ბლექსს" ამჯერად თემიდაც შეეწია - ის იყო, ოზებმა უდაო (!) ლელო გაიტანეს, ანგარიში გაათანაბრეს და გარდასახვა უნდა დაერტყათ, რომ ტელერეფმა - კონცხელმა მულატმა შონ ფელცმანმა უელსელ მარგინალს, ნაიჯელ ოუენსს მოახსენა, ბლოკი იყოო.  ამანაც დაუჯერა და ლელო გააუქმა, რის გამოც ნეიტრალმა ფანობამ კიდევ უფრო უკეთესი სეირი ვეღარ იხილა

რეკორდსმენი კვიპროსიაო

ზელანდიამ გარემარბად დაიბრუნა ჯულიან სავეა და "ავტობუსმაც" ორი ლელო დადო, რითაც პირადი მონაგარი 45 გაუხდა 49 ტესტში.  ავსტრალიას ფრანგულ კლუბში დროებით, ნოემბრის ტესტებამდე წაუვიდა 9 ნომერი ვილ გენია, მისი ძირით კივი მეწყვილე - ქვეიდ ქუპერი კი უფროსობამ დაამარქაფა, რადგან სამშობლოში ქოქოლას აყრის ხოლმე პუბლიკა

სტუმრებმა სულ ხელდახელ იბურთავეს (დარტყმები 19-6) და ფრიად სტატისტიკურ უპირატესობასაც მიაღწიეს - პასი 193-141, სოლო 155-101, ბურთის ფლობა 65-35%, ტერიტორია 68-32%, რაქი 122-49, ბოჭვა 84-174, მაგრამ ზელანდია უფრო მარდი, ჯანიანი და ტექნიკური რომაა, მეტრაჟში ოდნავღა ჩამორჩა სტუმარს 566-586, ხაზის ჭრითა და ოფლოუდით კი გვარიანად აჯობა * 14-6 და 28-15

კივებს ბლედისლოუ აგვისტოშივე დაებევებინათ მე-14 წლითაც!  2009 წლის აქეთ, მათ შინ ზედიზედ 45-ე ტესტი მოიგეს, ავსტრალია კი 1986 წლის შემდეგ, მე-17-ედ გავიდა ოქლენდის "იდენ პარქზე" და კიდევ დამარცხდა.  სხვაფრივ, რაგბეთი რომ დონეებად იყოფა, ზელანდია ჯერაც მხოლოდ ბობოლათა რეკორდსმენია, საუკეთესო კი ყოფილა ციცქნა კვიპროსი, ვისაც 2014 წლის ნოემბერში ლატვიამ 24 მოგებაზე გაუწყვიტა ტრიუმფალური სვლა

335 წუთიანი შერკინება

ტელეწამყვანები თუმც გაიძახოდნენ, ჩინებული დარიაო, 4 წუთზევე ქარმა გაუმრუდა გეზი ბერნარდ ფოლის მიერ, 35 მეტრიდან, კარის წინიდან დარტყმულ ჯარიმას;  კივთა მგეზავმა და ქიქერმა, ბოდენ ბარეთმა კი სამივე გარდასახვა გააფუჭა და 45 წუთზე არონ ქრუდენით შეცვალეს

პირველ ტაიმში კივებმა სამი ლელო დადეს, ოზებმა - ერთი.  მასპინძელთა პირველზე ბლომად იარეს ენთონ ლინერთ-ბრაუნმა და სავეამ, ხაზი კი ბენ სმითმა გაჭრა და იზრაელ დეგს უპასა * 5:0 @ 6

მეორეზე, მოლის შემდეგ, ჰენრი სპეითი პასის ჩაჭრას დაეშურა, მწყობრიდან ამოვარდა და ლინერთ-ბრაუნმა ვეება ღრეჩოში გაიჯეჯილა, მესამეზე კი, შერკინებიდან, ნიქ ფიპსმა მოსაგერიებლად ერთობ "ნელი და ჩაკიდული" მიაწოდა ახმახ რის ჰოჯს, ხოლო ამას დაუფარა თიჯეი პერენარამ და თავადვე დაუმიწა * 15:7 @ 34

24 წუთზე, ოზთა 10-მეტრა წყვეტილთან, შერკინებები 335 წუთს გაგრძელდა.  ავსტრალიას სამუ კერევი დაემტვრა, თავის ნახევარს თავდაღწეულმა კი კოხტად უტია, მაგრამ სამჯერ დაჯარიმდა

და მაინც, დეინ ჰეილეთ-პეთიმ და ჰოჯმა რომ გაინავარდეს, ზორბა რორი არნოლდი მისწვდა ლელოს, ქიარან რიდმა კი იქვე ჩხუბი ატეხა, ცენტრში დაჯარიმდა და გრძელფეხება ჰოჯმა გაფრევების შანსი ვერ გამოიყენა * 10:7 @ 29

თემიდა აუხირდათ

მეორე ტაიმშიც თავიდან სტუმრებმა შეუტიეს და დაფიციტი 5-მდე დაიყვანეს, 46 წუთზე კი ფოლიმ მოკლე ფრთაზე გაჭრა ხაზი და სპეითი გააჭენა.  ამან ნახტომით გაიტანა ლელო და ოუენსმაც ჩათვალა - ეკრანზე კიდეც დაიწერა 15:15, მაგრამ რეფმა ქიქერს გარდასახვა აღარ დაანება, ესაო და ჯერ ტელერეფს უნდა მოვუსმინოო

საქმე ის იყო, რომ სპრინტში ჩამორჩენილმა სავეამ ერთი ამბავი ატეხა, შემაფერხესო.  მართლაც, სპეითის კვალად მხარდამხარ გარბოდნენ ისა და ჰეილეთ-პეთი, და ამან ოდნავ უბიძგა, მაგრამ ამავე ეპიზოდის დასაწყისში ოზს ეგრევე მოექცნენ რიდი და თვით სავეაც

კივებიც, როგორც წესი, ლელოს თავადაც ხშირად ამ ხერხით დებენ, მაგრამ ყოველთვის გასდით ხოლმე, მაშინ როცა მათ უპირველეს მეტოქეს, მატჩის გადამწყვეტ მომენტში, თემიდა უჩვეულოდ აუხირდა და ალალი შანსი ხელიდან გამოაცალა

სავეას დუბლი

ოზები წახდნენ და თანდათან აირივნენ.  იქვე ჯერომ კაინომ ბეჭებზე დასცა არნოლდი და დეინ ქოულზმა ლელოსკენ გაიგორა ბურთი, მაგრამ ფოლიმ წკიპზე მოასწრო დამიწება - თუმცაკი, ბლოკით!

52 წუთზე ფოლიმვე 20 მეტრიდან, კარის წინიდან ძელს გაარტყა ჯარიმა, ხოლო აქედან 3 წუთში ფიპსმა შეუტია და სპეითს რომ დაუვარდა ოვალი, ბენ სმითმა კადნიერად გამოაქცუნა, ფრთიდან შიგნით შეაცურა, ქრუდენმა სარმა გამოსდო ბურჯ სქოთ სიოს, თემიდა დაბრმავდა და დამუნჯდა, ხოლო სავეამ გაილაღა * 22:10 @ 55

ავსტრალიამ ბურთაობაზე მაინც არ აიღო ხელი, მაგრამ აქტივს ვეღარაფერი შეჰმატა.  სამაგიეროდ, ქრუდენმა შეაგდო ჯარიმა, მორიგი თერნოვერიდან კი ბენმა ისევ შეუტია 65 მეტრიდან, ორი პასის შემდეგ სავეა ფრთაზე გაქანდა და გადათელა სპეითი და ნიქ ფრისბი * 32:10 @ 70

მასხარის ნიღაბით

კივებმა გატეხილი მეტოქე ბოლომდე დალახვრეს.  ფოლიმ მოგერიებული კიდეს ვერ უწია, სავეა დიაგონალზე წავიდა და ლელოსთან რომ შებოჭეს, ბურთი ქოულზს ამოუგდო * 37:10 @ 73

ბოლო წუთზე ქრუდენი გაძვრა ფრთაზე და დეგს წინ მიაწოდა. ოუენსმა დაუსტვინა და ანალიზი ფელცმანს სთხოვა.  ამან რეფს ურჩია, "წინ პასი" არ ყოფილა და ჩათვალეო, მაგრამ "უელსელი მოყვარული კომიკოსიც" მიხვდა, რომ კოლეგა უკვე მეტისმეტად ურევდა და რჩევას ყური აღარ ათხოვა - ლელო გააუქმა

ნამატჩევს გახელდა სტუმართა გურუ, მაიქლ ჩეკა და კივებს აგვისტოს ამბავი გაუხსენა, ძაან მაგარი გუნდი კი ხართ, მაგრამ ხშირად უწესო ხერხებსაც იყენებთ - აბა, სიდნის ტესტის წინ, რაღა თამაშის დილას დააწერინეთ თქვენს გაზეთს, ოზები ვერაგულად გვიყურადებენო

გაზეთი ვალში არ დაურჩა კრიტიკოსს და სპორტული ნაკვეთის პირველ გვერდზე ვოლაბის კვართში გამოწყობილ ჩეკას მასხარის ნიღაბი გაუკეთა.  ამაზე მთლად გადაირივნენ ოზები, კივური მედია ხომ შეურაცხგვყოფს და რაც უარესია, ეგ "ნიუ ზილენდ ჰერალდ"ი ... სულაც "ოლ ბლექს"ის კარნახით მოქმედებსო

ალკოჰოლს ვერიდებიო

ვითარების განსამუხტად რეკორდსმენ შავთა მოძღვარი, სთივ ჰანსენი კოლეგას შეეხმიანა, ლუდზე გპატიჟებ, რათა გულახდილად ვისაუბროთ და შევრიგდეთო, მაგრამ ჩეკამ პრესითვე მიუგო, ბეჭის ოპერაცია გავიკეთე და ალკოჰოლს ერთი ხანობა მოვერიდებიო

სამხრეთელები ამ არა და იქეთა უქმეებზე უკვე ჩრდილოეთში იტესტებენ.  ავსტრალიას ტურნეზე ვერ ეყოლება კერევი, მაგრამ კი აიმატა ფიჯელივე გარემარბი მარიკა კოროიმბეტე, ვინაც 2 ოქტომბერს ნრლ-ის "დიდი ფინალი" წააგო "მელბურნ სთორმის" სახელით და გაისიდან ზე 18-ში ირაგბებს "მელბურნ რებელზში"

ზელანდიას გამოაკლდნენ მეორეხაზელები: სემ ვაითლოქი (კოჭი) და ბროდი რეთალიქი (შერყევა).  ჰანსენმა აიმატა გარემარბი რიკო იოანე და ბარეთის ორი უმცროსი ძმაც - მეორეხაზელი სქოთი და ბექი ჯორდი

"ოლ ბლექსი" ტურნეზე არ ხვდება "ექვსი ერის" ჯილას - ინგლისს; სამაგიეროდ, ირლანდიას ეტესტება ორჯერ = ჩიკაგოსა და დაბლინში

 

ბლედისლოუს თასი * 2016

ბოლო, მესამე რკენა

ზელანდია 37:10 ავსტრალია

ზელ: ბ.სმით დეგ ლინერთ-ბრაუნ (ფეკიტოა 62) ქროთი ჯ.სავეა <10-9> ბარეთ (ქრუდენ 45) პერენარა (ქერ-ბარლოუ 62) / მუდი (ქროქეთ 52) ქოულზ (თეილორ 74) ო.ფრენქს (ფაუმუინა 52) რეთალიქ (კაინო 80) ვაითლოქ; კაინო (სქვაიერ 52) თოდ (ა.სავეა 65) რიდ^კაპ - 6ლ: დეგ ლინერთ-ბრაუნ პერენარა ჯ.სავეა (4 5) ქოულზ; 2გ ჯ: ქრუდენ

ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კერევი (ნაივალუ 24) ჰოჯ სპეით (ქუპერ 75) <10-9> ფოლი ფიპს (ფრისბი 62) / სიო (რობერთსონ 65) მორ^კაპ (ჰენსონ 75) კეპუ (ალაალატოა 62) არნოლდ (სიმონს 49) ქოულმენ; მამ ჰუპერ ტიმანი (პოქოქ 56) - ლ: არნოლდ; გ ჯ: ფოლი

რეფ ოუენს (უელ) 22/10 @ ოქლენდ, იდენ პარქ (47 744)   ვიდეო  

5:0(6) 10:0(10) 10:7(29) 15:7(34) /
15:10(43) 22:10(55) 25:10(65) 32:10(70) 37:10(73) ^
სერია 3-0

 

ბლედისლოუს თასი

1931-1997

ზელანდია

62 მოგება

31 თასი

4 ფრე

ავსტრალია

21 მოგება

07 თასი

1998-2002

ავსტრალია

  8 მოგება

  5 თასი

0 ფრე

ზელანდია

  3 მოგება

  0 თასი

2003-2016

ზელანდია

31 მოგება

14 თასი

2 ფრე

ავსტრალია

06 მოგება

00 თასი

2012

ზელანდია

2-0

27:19

22:00 ო

18:18 ბ

2013

ზელანდია

3-0

47:29 ს

27:16 ვ

41:33 დ

2014

ზელანდია

2-0

12:12 ს

51:20

29:28

2015

ზელანდია

1-1

19:27 ს

41:13 ო

34:17 (მთ)

2016

ზელანდია

3-0

42:08

29:09

37:10 ო

სულ

ზელანდია

96 მოგება

45 თასი

6 ფრე

ავსტრალია

35 მოგება

12 თასი

ბ ბრისბენ, ს სიდნი (ავს) / დ დანიდინ, ვ ველინგთონ, ო ოქლენდ (ზელ) / ლ ლონდონ (ინგ)

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (24/10)

1 ზელანდია 9657, 2 ინგლისი 8949, 3 ავსტრალია 8533,
4 აფრიკა 8485, 5 უელსი 8249, 6 ირლანდია 8167,
7 საფრანგეთი 8075, 8 შოტლანდია 8044, 9 არგენტინა 8031,
10 ფიჯი 7549, 11 საქართველო
7523, 12 იაპონია 7495

+/-:  ზელ 0 ავს

 

შემოდგომის ტესტები 2016

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

05/11

შტატები

04.00

მაორი

ჩიკაგო

.

.

იაპონია

09.40

არგენტინა

ტოკიო

.

.

უელსი

18.30

ავსტრალია

კარდიფ

.

.

ბარბაროს

19.30

აფრიკა

ჳემბლი (ინგ)

.

.

ირლანდია

24.00

ზელანდია

ჩიკაგო (აშშ)

პარ

11/11

ბარბაროს

23.30

ფიჯი

ბელფასთ (ირლ)

შაბ

12/11

საქართველო

15.00

იაპონია

ვაკე

.

.

იტალია

18.00

ზელანდია

რომი

.

.

ინგლისი

18.30

აფრიკა

თვიქნემ

.

.

შოტლანდია

18.30

ავსტრალია

მარიფილდ

.

.

ესპანეთი

19.00

ტონგა

მადრიდ

.

.

რუმინეთი

20.00

შტატები

ბუკურეშტ

.

.

საფრანგეთი

20.45

სამოა

ტულუზ

.

.

გერმანია

20.45

ურუგვაი

ფრანკფურტ

.

.

უელსი

21.30

არგენტინა

კარდიფ

.

.

ირლანდია

23.15

კანადა

დაბლინ

შაბ

19/11

საქართველო

15.00

სამოა

ვაკე

.

.

იტალია

18.00

აფრიკა

ფლორენცია

.

.

ინგლისი

18.30

ფიჯი

თვიქნემ

.

.

უელსი

18.30

იაპონია

კარდიფ

.

.

ესპანეთი

.

ურუგვაი

მალაგა

.

.

რუმინეთი

20.00

კანადა

ბუკურეშტ

.

.

ტონგა

20.00

შტატები

სანსებასტიან (ესპ)

.

.

შოტლანდია

21.00

არგენტინა

მარიფილდ

.

.

ირლანდია

21.30

ზელანდია

დაბლინ

.

.

საფრანგეთი

24.00

ავსტრალია

პარიზი

პარ

25/11

სამოა

23.00

კანადა

გრენობლ (სფრ)

შაბ

26/11

იტალია

18.00

ტონგა

პადუა

.

.

ინგლისი

18.30

არგენტინა

თვიქნემ

.

.

შოტლანდია

18.30

საქართველო

ქილმარნოქ

.

.

რუმინეთი

20.00

ურუგვაი

ბუკურეშტ

.

.

ირლანდია

21.30

ავსტრალია

დაბლინ

.

.

უელსი

21.30

აფრიკა

კარდიფ

.

.

საფრანგეთი

24.00

ზელანდია

პარიზი

კვი

27/11

ფიჯი

18.00

იაპონია

ვან (სფრ)

შაბ

03/12

ინგლისი

18.30

ავსტრალია

თვიქნემ

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html