უძლეველი ინგლისიღაა

  შემოდგომის ტესტების პირველ ვიქენდზე ინგლისმა აფრიკასთან 10-წლიანი, უგამარჯვებო ნავსი გატეხა; ავსტრალიამ ისევ წკიპზე ძლია შოტლანდია, "მსოფლიო რაგბმა" კი რჩეულებად კივები დაასახელა

აქამდელი ტრადიციით, "დაბლინის ოფისი" სეზონის საუკეთესოებს ნოემბრის ტესტების მოლევის შემდეგღა, ხოლო მსოფლიო თასის წელს - ნაფინალევს ასახელებდა 

ვერ ვიცით, რას მივაწეროთ მახვშთა აჩქარება, მაგრამ ეგ კი უდაოა, რომ ზელანდიაზე რაგინდარა აღიარება ალალია: "ოლ ბლექსმა" - ვიდრე ჩიკაგოში დაუცდებოდა ფეხი - ზედიზედ 18 ტესტის მოგებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ამ გამარჯვებათაგან 10 "საანგარიშო პერიოდზე" მოდის.  ასე რომ, გასაკვირი არაფერია იმაში, წლის მორაგბედ შავების ნორჩი მგეზავი, ბოდენ ბარეთი რომ სცნეს;  წლის მწვრთნელად - სთივ ჰანსენი, ხოლო წლის გუნდად - "ოლ ბლექსი" იმის და მიუხედავად, რომ შვიდკაცის პირველ ოლიმპიურ ჩემპიონად, რიოში, ფიჯი ეკურთხა

კაბინეტის მოსაწონი

ზელანდია საუკეთესო კია, მაგრამ 2016 წელს უძლეველი ინგლისიღაა. "ვარდებმა" ექვსი ერი სლემით (5-0) მოიგეს, ივნისში ავსტრალიაში 3-0 გაიჯეჯილეს, შემოდგომის 4-ტესტა სერიის სტარტზე კი გააბითურეს თვით აფრიკა, ვისაც 2006 წლის აქეთ 12-ჯერ შეყროდნენ, 11 რკენა წაეგოთ და ერთ ფრესღა გამორჩენოდნენ

აფრიკა წლეულს არეულია ზანგ პოლიტიკოსთა რაგბში ჩარევის გამო. მულატ გურუს, ალისთერ კუციასაც ვერაფრით დაუდგენია კაბინეტის მოსაწონი შემადგენლობა.  ცოდვა გამხელილი სჯობს: იაპები რაგბული უნარებითაც ძაან ჩამორჩებიან არამარტო ზელანდიას, არამედ კიდევ რამდენიმე გრანდს, და ამათ შორის - ინგლისსაც

ეს ცხადად გამოჩნდა თვიქნემში, წვიმაში.  ბოკემ მძიმე, ზორბა შერკინება გაიყვანა და თავიდან ორი გოლით დაწინაურდა, მაგრამ 50 წუთისთვის ანგარიში უკვე 30:9 იყო რაგბის სამშობლოს სასარგებლოდ.  სტუმრებმა "ტაქტიკური ფეხოსნობაც" პირწმინდად წააგეს, "ვარდების" 9 ნომერი, ბენ იანგსი კი ორჯერ გაუსხლტა წლის საუკეთესო "ქურციკს", პიტერ-სტეფ დიუტოის, და ლელოები გამოაცხო * 37:21

მესვეტეები მოთქვამენ

ბრიტებმა სულ ოთხი ლელო დადეს.  პირველი დერეფანს მოჰყვა: ჩათამაშებაზე ორმა ჩაირბინა, ორიც იერიშს ჩაემატა და გარემარბი ჯონ მეი ალამთან შეიჭრა.  იანგსმა მესამესა და მეოთხეზე - რაქის გვერდით ახეირა კოლეგები, მეორეზე კი ელიოთ დეილის გადაკიდებული ვერ აიღო ორმა აფრიკელმა, მაიქ ბრაუნმა ბურთს ფეხი მიჰკრა და ქორთნი ლოზმა 50-ე კეპი ლელოთი დაიტკბო

დეილიმ ზედ შესვენების წინ 48 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა.  აფრიკის ჩაფარს, იბენ ეცებეთს ტვინი შეერყა და ერთი ხანობა იუქმებს.  მედია ამტკიცებს, ბოკეს პირველ ლელოზე ფრანსუა ფენტერმა ვორენ ვაითლის წინ მიაწოდა ბურთიო, მესვეტეები კი მოთქვამენ, რომ "აფრიკის დაკნინება სრულიად დიდი რაგბისთვისაა საზიანო"

ბოკე ამ შაბათს აღარ წააგებს, რადგან იტალიას ერაგბება, აძური კი ზელანდიამ დუბლებითაც მოსრა * 68:10   კივებმა ლათინები 10-ჯერ დაალელოვეს.  მათ რომში 12 წლის წინაც ბარაქიანად, 59:10 მოიგეს და 4 წლის წინ კი 42:10, ხოლო ამ შაბათს, დაბლინში, ჩვენებურად ღამის ათის ნახევარზე (21.30) ირლანდიასთან, სულ ნარჩევი გუნდი გაჰყავთ

უდიდესი ნაზრდი

"სამყურებმა" ჩიკაგოს "ისტორიული ტესტის" დამწყები 15-ეული ერთიანად დაასვენეს კანადის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო მეოთხედში გატანილი 4 ლელოთი მაინც გატეხეს მეტოქე * 52:21

უსიტყვოდ * 52:8 გაიმარჯვა საფრანგეთმა კავკასიაში თადარიგიანად ჩამოსულ სამოასთან - ტულუზში ჰეთთრიქი შეასრულა ფიჯელმა გარემარბმა ვირიმი ვაკატავამ, ვისაც ძირითად პროფესიად მოშვიდკაცეობა აურჩევია, ხოლო დიდ რაგბს მოცალეობის ჟამსღა თამაშობს ხოლმე

ფრანგებს გამარჯვება ძვირად დაუჯდათ - მკლავი მოიტეხა მგეზავმა ფრანსუა ტრენ-დიუკმა და "ექვს ერამდე" გამოვიდა მწყობრიდან.  რუმინეთმა შტატებს არკულზე დაატოვებინა ნატოური თანა მშრომლობის სიმბოლო - "პერშინგის თასი" * 23:10 

მზარდმა გერმანიამ ფეხბურთის კარებზე გადმოკიდებულ "ამერიკულ რქებში" გაუტანა გამარჯვების მომტანი ჯარიმა ბოლო მსოფლიო თასის მონაწილე ურუგვაის * 24:21

რაგბის ისტორიაში პირველად შეიბნენ ესპანეთი და ტონგა * 13:28, სარეიტინგო ჭრილში კი უდიდესი ნაზრდი - ერთბაშად 144 წერტი - ერგო იაპონიას, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ ვაკეში შაბათს ყოვლად ულოგიკოდ და მოულოდნელი შედეგით დასრულდა თამაში

ირიბი მიძალებით

ავსტრალია ევროპას ფრიადი გეგმით ეწვია - სათითაოდ უნდა ძლიოს ოდინდელი "ხუთი ერის" წევრები.  ოზებმა ტურნეს სტარტზე იოლად იმარჯვეს უელსში, მაგრამ შოტლანდიაში ისევე გაუჭირდათ, როგორც შარშან, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში

სქოთთა კვაჭმა როს ფორდმა მეასე კეპი მოიხვეჭა.  მასპინძლები ლამის მთელი თამაში წინ იყვნენ.  ორი ლელო გაიტანა "სთორმერზის" (აფრ) შუამარბმა, ჯეელმა ჰიუ ჯოუნზმა - გადაკიდებულის აღებითა და გასხლტომით.  მასპინძელთა კივმა გურუმ, ვერნ ქოთერმა დაიჩივლა, ირლანდიელმა ბლომად გვაჯარიმაო, გამარჯვების ლელო კი ფიჯელმა ტევიტა კურინდრანიმ შეიტანა 20 მეტრიდან, ირიბი მიძალებით

ოზები ამ დროს კაცნაკლულები რაგბობდნენ.  გაწითლებულ დროზე შოტლანდიამ კიდევ სამნახევარი წუთი უტია, მაგრამ მე-19 ფაზაში ჯოუნზმა უდროოდ "ჩადო" ბურთი და დაკარგა * 22:23

ვერ ვარგოდა

უელსმა შინ, არგენტინასთან აღარ წააგო * 24:20, რაკი აიმატა ტრავმებმოშუშებული ლიდერები, და რეიტინგშიც გადაუსწრო ძლეულს

პირველი ტაიმი საცქერლად ვერ ვარგოდა.  უელსს ბურთი დროის 63% ეპყრა, არგენტინა კი ჯარიმას ჯარიმაზე იღებდა, რაც სინბინით დასრულდა

მეორე ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ლელო დადეს.  მათგან თითოს ჩათვლას ვიდეოანალიზი დაჭირდა, და თითოც კადნიერი 9 ნომრების აქტივშია

სხვაფრივ, უელსის კაპიტანმა, ბურჯმა გეთინ ჯენქინსმა 128-ე კეპი ხომ მიითვალა და ლელოც შეამზადა ბურთის წინ გადაკიდებით

 

შემოდგომის ტესტები * 2016

პირველი ვიქენდი

ბარბაროსები 40:7 ფიჯი

6ლ: ა.ფანდერმერვე (1 3) ფედეს ელის მოჰუნგა მორაჰენ;
5გ:
რ.დიუპრე -

ლ: ნაიათალევუ; გ: ნანდოლო

რეფ ბრაიანთ (ზელ) 11/11 @
ბელფასთ (ირლ), ქინგსპენ (
_  ვიდეო

7:0(3) 14:0(7) 21:0(19) 28:0(27) / 28:7(56) 35:7(76) 40:7(80)

იტალია 10:68 ზელანდია

იტა: პადოვანი ბიზენი ბენვენუტი მაკლეინ ესპოზიტო (ბონი 65) <10-9> კანა (ალენ 50) ბრონძინი (გორი 50) / ლოვოტი (პანიკო 79) გირალდინი (ჯეგა 11) ჩიტადინი (ჩეკარელი 44) ფუზერ (ბიაჯი 55) ფანსხალკვეიკ; მბანდა (მინტო 55) ფავარო პარისე^კაპ - ლ: ბონი; გ: ალენ; ჯ: კანა

ზელ: მაკქენზი დეგ (რ.იოანე 50) ფეკიტოა ლინერთ-ბრაუნ ნაჰოლო <10-9> ქრუდენ (სოპოანგა 60) ქერ-ბარლოუ (ა.სმით 50) / ქროქეთ (მუდი 70) თეილორ (ქოლთმენ 66) ფაუმუინა (ტუჰუნგაფასი 56) ტუიპოლოტუ (თოდ 60) სქ.ბარეთ (რეთალიქ 55) დიქსონ ქეინ^კაპ ლუატუა - 10ლ: ფეკიტოა (1 7) ფაუმუინა ტუიპოლოტუ დეგ ქროქეთ ლუატუა დიქსონ იოანე ნაჰოლო; 9გ: ქრუდენ 7, სოპოანგა 2

რეფ ოუენს (უელ) 12/11 @
რომა, ოლიმპიკო (
60 693  ვიდეო

0:7(5) 3:7(13) 3:14(17) 3:21(21) 3:28(27) 3:35(39) /
3:42(47) 3:49(59) 3:54(62) 10:54(68) 10:61(74) 10:68(77)

ინგლისი 37:21 აფრიკა

ინგ: ბრაუნ იარდ დეილი ფარელ მეი (ჯოზეფ 63) <10-9> ფორდ (თეო 71) იანგს (ქეა 68) / მ.ვუნიპოლა (მარლერ 63) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 57) ქოულ (სინქლერ 72) ლონჩბრი ლოზ; რობშოუ ვუდ (ჰიუზ 54) ბ.ვუნიპოლა (ეთვუდ 71) - 4ლ: მეი ლოზ ფორდ ფარელ; 4გ: ფარელ; 3ჯ: ფარელ 2, დეილი (2)

აფრ: ლერუ კომბრინკ ფენტერ დეალენდე ჯპ.პიტერსენ (მაპუ 77) <10-9> ლემბი (ხუსენ 54) პეიჯ (დეკლერკ 63) / მთავარირა (კიცჰოფ 57) სტრაუს^კაპ (მბონამბი 71) კოხ (ადრიანსე 57) ეცებეთ (მოსტერტ 31) დეიახერ (ქარ 68) ალბერც დიუტოი ვაითლი - 2ლ: ხუსენ ლერუ; გ: კომბრინკ; 2ჯ ა: ლემბი

რეფ გარსეზ (სფრ) 12/11 @
ლონდონ, თვიქნემ (
80 ათასი  ვიდეო

0:3(4) 0:6(7ა) 7:6(12) 7:9(21) 10:9(34) 17:9(37) 20:9(40+) /
27:9(44) 30:9(49) 30:14(59) 37:14(67) 37:21(80)

შოტლანდია 22:23 ავსტრალია

შტლ: ჰოგ მეითლენდ ჰ.ჯოუნზ დანბარ (ჰორნ 70) ფისერ <10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ / დელ (რიდ 52) ფორდ (ბრაუნ 56) ფეიგერსონ (ლოუ 68) რ.გრეი (გილქრისთ 13-18) ჯ.გრეი; ბარქლეი ვოთსონ ვილსონ (ჰარდი 5, გილქრისთ 62) - 3ლ: ჯოუნზ (1 2) ჯ.გრეი; 2გ ჯ: ლეიდლოუ

ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კურინდრანი ჰოჯ სპეით <10-9> ფოლი გენია (ფიპს 68) / სიო (რობერთსონ 73) მორ^კაპ კეპუ (ალაალატოა 62) არნოლდ (მამ 49) ქოულმენ (სიმონს 5) პოქოქ ჰუპერ ტიმანი (სქელთონ 62 სბ 69) - 2ლ: ჰოჯ კურინდრანი; 2გ 3ჯ: ფოლი   

რეფ ლეისი (ირლ) 12/11 @
ედინბურგ, მარიფილდ (
65 395  ვიდეო

3:0(3) 10:0(9) 10:7(15) 10:10(23) 17:10(28) /
17:13(42) 22:13(48) 22:16(56) სბ(69ა) 22:23(77) ბოლო(80+4)

ესპანეთი 13:28 ტონგა

ლ: ჰოვართ; გ 2ჯ: ლინქლეითერ -

4ლ: ფალეაფა ფ.ვაინიკოლო ტაკულუა ჰალა; 4გ: ტაკულუა სბ მაილაუ

რეფ კუბო (იაპ) 12/11 @
მადრიდ, "უნივერსიტეტი" (
12 500  ვიდეო

3:0(29) 3:7(31) 3:14(34) სბ(37ტ) / 10:14(44) 10:21(58) 13:21(61) 13:28(79)

რუმინეთი 23:10 შტატები

3ლ: ფანჰირდენ ფერკუ ლუკაჩ; გ 2ჯ: ვლაიკუ სბ კეპეცინა -

ლ გ ჯ: ჰოულდერ

რეფ ვილიამს (ზელ) 12/11 @
ბუკურეშტ, არკულ (
_  ვიდეო

7:0(8) 12:0(11) 15:0(16) 20:0(34) / 20:7(53) სბ(56რ) 20:10(69) 23:10(74)

საფრანგეთი 52:8 სამოა

სფრ: სპედინგ იუჟე ლამერა (ფიკუ 48) ფოფანა ვაკატავა <10-9> ტრენ-დიუკ (დუსენ 48) მაშნო (სერენ 67) / პუარო (ბაი 36) გირადო ^კაპ (შა 13-16, 56) ატონიო (სლიმანი 52) ლედევედეკ (ვაამაინა 51) მაესტრი; გუჟონ (ოივონ 11) გურდონ (ლედევედეკ 70) პიკამოლ - 7ლ: ვაკატავა (1 5 7) იუჟე ოივონ ფიკუ [საჯ] 4გ: მაშნო 2, სერენ 2; 3ჯ: მაშნო

სამ: პ.ვილიამს პერეს ჯ.პისი (ქ.პისი 77) ლი-ლო ლემი^კაპ <10-9> ფაჰაპალე (ლეუილა 70) ფოტუალიჰი / ტაულაფო (მულიპოლა 49) ლეიატაუა (ელია 64) ს.ჯონსთონ (პერენისე 49) ვუი (ლეპა 57) პაულო; ფაჰოსილივა ლემ (ფოუ 57) მამეა - ლ: ლი-ლო; ჯ: ფაჰაპალე

რეფ დოილ (ინგ) 12/11 @
ტულუზ, მუნისიპალ (
_  ვიდეო

0:3(8) 3:3(10) 8:3(12) 11:3(25) 16:3(29) 23:3(34) 26:3(38) /
26:8(42) 33:8(57) 38:8(65) 45:8(77) 52:8(79)

გერმანია 24:21 ურუგვაი

2ლ: ოტო პოპმაიერ; გ 4ჯ: ჰილზენბეკ სბ მარკს -

2ლ: სილვა; გ 3ჯ: ბერჩესი სბ ფრეიტას

რეფ ლინთონ (შტლ) 12/11 @
ფრანკფურტ, ფოლკსბანკ (
3 500  ვიდეო

0:5(2) სბ(7გ) 3:5(17) 3:12(25) 3:15(28) 6:15(31სბ) /
13:15(48) 13:18(49) 18:18(51) 21:18(57) 21:21(68) 24:21(80+)

უელსი 24:20 არგენტინა

უელ: ჰაფპენი ნორს ჯთ.დევის სქ.ვილიამს ლმ.ვილიამს <10-9> ბიგარ გა.დევის / ჯენქინს^კაპ (ნ.სმით 63) ოუენს (ბოლდვინ 46) ფრენსის; ჩართერის ავ.ჯოუნზ; ვორბერთონ თიპურიქ მორიართი - 2ლ: ლმ.ვილიამს გა.დევის; გ 4ჯ: ჰაფპენი

არგ: ტუკულეტ (დელაფუენტე 36) მორონი ორლანდო ერნანდეს (გონსალეს-იგლესიას 75) კორდერო <10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 63) / ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 50) კრევი^კაპ (მონტოჟა 66) ერერა სბ 39 (პიერეტო-ეილან 71) პეტი-პაგადისავალ (ლესანა 59) ალემანო; მატერა (სენატორე 63) ორტეგა-დესიო (პიერეტო-ეილან 40-49) ისა - 2ლ: ერნანდეს ლანდახო; 2გ 2ჯ: სანჩეს

რეფ გარდნერ (ავს) 12/11 @
კარდიფ, პრინსიპალითი (
50 175  ვიდეო

0:3(4) 3:3(15) 6:3(24) სბ(39ა) /
11:3(43) 11:10(49) 18:10(56) 18:17(62) 21:17(66) 21:20(74) 24:20(78)

ირლანდია 52:21 კანადა

ირლ: ოჰალორან გილროი (ადეოლოკუნ 67) რინგროუზ მარშალ ერლს <10-9> ჯექსონ (ქარბრი 68) მარმიონ (ლ.მაკგრას 67) / ჰილი (ქილქოინ 57) შ.ქრონინ (თრეისი 61) ბილემ (ჯ.რაიან 48) დილან (დ.რაიან 73) ჰოლანდ; ომანი^კაპ ობრაიენ (ლივი 68) ოდონოჰიუ - 8ლ: ერლს მარშალ ოჰალორან (3 7) [საჯ] დილან მარმიონ თრეისი; 6გ: ჯექსონ

კან: ევანს დტჰ.ფანდერმერვე თრეინორ ჰერნ (ბლევინს 68) პერის <10-9> ბრეიდ მაკრორი (მაქ 70) / სირს-დურუ (ბრუვერ 70) ბარქვილ (ჰოვარდ 62-67, 76) ილნიცკი (თირნი 79) ბუქებუმ ომსთედ; ბეილი რამბოლ (ჰითონ 67) ქარპენთერ^კაპ (ჩეივანოვიჩ 46) - 3ლ: ფანდერმერვე პერის ევანს; 3გ: მაკრორი

რეფ ფანდერვესტჰეიზენ (აფრ) 12/11 @
დაბლინ, ავივა (
51 ათასი  ვიდეო

7:0(7) 14:0(23) 14:7(25) 14:14(30) 21:14(39) /
28:14(46) 28:21(58) 35:21(61) 42:21(67) 47:21(78) 52:21(80+2)

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (14/11)

1 ზელანდია 9457, 2 ინგლისი 8984, 3 ავსტრალია 8751,
4 აფრიკა
8449, 5 ირლანდია 8367, 6(7) უელსი 8172,
7(8) საფრანგეთი 8075, 8(6) არგენტინა
8071, 9 შოტლანდია 7978
10 ფიჯი 7549, 11(12) იაპონია
7525, 12(11) საქართველო 7378,
13 იტალია 7223, 14 სამოა 7137, 15 ტონგა 6947

16 რუმინეთი 6912, 17 შტატები 6521, 18 კანადა 6453,
19(20) ნამიბია 6278, 20(19) ურუგვაი
6227, 21 რუსეთი 6191,
22 კენია 5928, 23(26) გერმანია
5899, 24(23) ესპანეთი 5856,
25 ჰონკონგი 5784, 26(24) ბელგია
5687, 27 ჩილე 5665,
28(29) პორტუგალია
5535, 29(30) ჰოლანდია 5397, 30(28) კორეა 5393

+/-:  იაპ 144 საქ, გერ 128 ურუ, პორ 106 ბელ (26:21 შ), ჩილ 92 კორ (30:12 შ), უელ 75 არგ, ავს 65 შტლ, რუმ 38 აშშ, ინგ 35 აფრ, ტონ 23 ესპ * ზელ 0 იტა, ირლ 0 კან, სფრ 0 სამ

 

მეორე ვიქენდი @ საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

19/11

საქართველო

15.00

სამოა

ვაკე

.

.

იტალია

18.00

აფრიკა

ფლორენცია

.

.

ინგლისი

18.30

ფიჯი

თვიქნემ

.

.

უელსი

18.30

იაპონია

კარდიფ

.

.

ესპანეთი

19.00

ურუგვაი

მალაგა

.

.

რუმინეთი

20.00

კანადა

ბუკურეშტ

.

.

ტონგა

20.00

შტატები

სანსებასტიან (ესპ)

.

.

შოტლანდია

21.00

არგენტინა

მარიფილდ

.

.

ირლანდია

21.30

ზელანდია

დაბლინ

.

.

საფრანგეთი

24.00

ავსტრალია

პარიზი

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

"მსოფლიო რაგბის" ოსკაროსნები

წელი

მოთამაშე

#

მწვრთნელი

გუნდი

2001

ქის ვუდ

ირლ

2

როდ მაკქვინ

ავს

ავსტრალია

2002

ფაბიან გალტიე

სფრ

9

ბერნარ ლაპორტ

სფრ

საფრანგეთი

2003

ჯონი ვილქინსონ

ინგ

10

ქლაივ ვუდვორდ

ინგ

ინგლისი

2004

სხალკ ბერგერ

აფრ

6

ჯეიქ ვაით

აფრ

აფრიკა

2005

დენ ქართერ

ზელ

10

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2006

რიჩი მაკქოუ

ზელ

7

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2007

ბრაიან ჰაბანა

აფრ

11

ჯეიქ ვაით

აფრ

აფრიკა

2008

შეინ ვილიამს

უელ

11

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2009

რიჩი მაკქოუ

ზელ

7

დექლან ქიდნი

ირლ

აფრიკა

2010

რიჩი მაკქოუ

ზელ

7

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2011

ტიერი დიუზოტუარ

სფრ

6

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2012

დენ ქართერ

ზელ

10

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2013

ქიარან რიდ

ზელ

8

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2014

ბროდი რეთალიქ

ზელ

4

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2015

დენ ქართერ

ზელ

10

მაიქლ ჩეკა

ავს

ზელანდია

2016 ბოდენ ბარეთ

ზელ

10

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია