ბოკე - იტალიურ მახეში

  შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდზე იტალიამ გააბითურა აფრიკა; ზელანდიამ სამაგიერო გადაუხადა ირლანდიას; ავსტრალია მარცხს გადაურჩა საფრანგეთთან, ორი ფრე კი ბოლოსღა "გატყდა"

წინა შეჯამებაში ვივარაუდეთ, "ბოკე ამ შაბათს აღარ წააგებს, რადგან იტალიას ერაგბება, აძური კი ზელანდიამ დუბლებითაც 68:10 მოსრა"ო, მაგრამ როგორც გამოტყდნენ "აძურის" პარიზელი სკიპერი სერჯო პარისე და ახალი, ირლანდიელი მოძღვარი ქორონ ოში - ყავაზე საუბრისას არეული "ბოკე" წინდაწინ შეუგულებიათ "ახალი ერის" პირველ სკალპად, და ამ ზემიზნის მისაღწევად მიუწვევიათ შეტევის გურუ მაიქ ქეთი (ინგ) და დაცვის მასწავლებელი, ბურივე (!) ბრენდან ფენტერი

იტალიას აფრიკასთან აქამდე 12-ჯერვე წაეგო, მაგრამ კი გატეხა ნავსი იმის მიუხედავად, რომ ბურთი დროის 42 პროცენტსღა ეპყრა და მეტოქის ნახევარზე გადასვლაც უჭირდა.  ბოკემ მეტი იპასავა და ირბინა * 471-132 მეტრი, ხაზიც მეტჯერ ჭრა * 7-1 და მბოჭავებიც მაგრად აბითურა * 20-3, მაგრამ ფლორენციის ვერან მოედანზე თამაში ვერაფრით ააწყო, და წლის მე-11 ტესტში მეშვიდედ დამარცხდა * 18:20

მოუქნელი სტუმრები

ნამატჩევს ბოკემ რაგბზე გადარეულ "ცისარტყელა ერს" ბოდიში მოუხადა, მწვრთნელმა ალისთერ კუციამ კი ბრძანა, არ გადავდგებიო.  კავშირის ახალმა, მულატმავე თავკაცმა მარკ ელიგზანდერმაც შენიშნა, განტევების ვაცის ძებნას გვიჯობს, შინ მომრავლებულ პრობლემებს ჩავწვდეთ და გადავჭრათო, მენცრები კი კრიზისის მთავარ მიზეზს იმაში ხედავენ, რომ თუ აქამდე მხოლოდ ბებერი იაპები მიდიოდნენ საშოვარზე, ახლა ჯეელებსაც იქეთკენ გაურბით თვალი

ბოკეს ბანაკს არ დაუჩივლია, თორემ აფრიკულმა მედიამ კი შენიშნა, რომ ირლანდიელმა რეფმა რაქი ერთობ ლმობიერად განსაჯა - იტალია ერთთავად ანელებდა ბურთს და არც თამაშგარეს იცავდა, მოუქნელი სტუმრები კი ასეთ მსაჯობას ვერაფრით მოერგნენ.  მეტიც: ბოლოსკენ რომ დაიძაბა ვითარება, იტალიამ იძალა და შეტევაზე იქეთ გადავიდა. აძურმა ახლოდან მოლით კიდევ შეიტანა ლელო, მაგრამ თემიდა უმალ გრანდს მიემხრო და ვიდეოთი დაასკვნა, ბურთიანმა კიდეს დააბიჯაო

ლელო ორ-ორი დაიდო. ბოკეში იყოჩაღეს ბექებმა: უბერებელმა ბრაიან ჰაბანამ და დამიენ დეალენდემ, აძურში კი ბურმა (!) ანდრის ფან სხალკვეიკმა და 111-კილოიანმა გარემარბმა ჯოვანბატისტა ვენდიტიმ, ვისაც ვერ გაუძალიანდა ცქნაფა ელთონ იანკისი.  ამან შორიდანაც გაიტანა ჯარიმა, მაგრამ ბოლო გოლი მაინც კარლო კანამ შეაგდო, ხოლო "კუცია და საძმო" ისეთ პანიკაშია, რომ ამ შაბათს, უელსთან, უარესად შეკოწიწებული გუნდი გაჰყავს - ეგებ რამე გვეშველოსო!

მონოტონურად, ჩაქუჩებივით

ვიქენდის პროგრამის თვალი დაბლინის რემატჩი იყო - ირლანდიას ორი კვირით ადრე, ჩიკაგოში 40:29 ეძლია ზელანდია და 111-წლიანი ნავსი გაეტეხა.  "ოლ ბლექსს" ერთსა და იმავე მეტოქესთან - ბოკესთან - ზედიზედ ბოლოჯერ 2009 წელს წაეგო, და სარევანშოდაც აემატებინა ძირითადი მეორეხაზელები: ბროდი რეთალიქი და სემ ვაითლოქი

რაგბეთის მოლოდინი გამართლდა - ვიხილეთ სასწაული ბურთაობა! ირლანდია თავიდან ჩამორჩა და მერე მთელი თამაში უტია; კელტებმა 20 წუთი მეტობაზეც გაატარეს, მაგრამ უსხარტესი, მექანიკური პასაობის მიუხედავად, მაინც ვერ დაძლიეს კივთა დაცვა, რაკი ერთობ მონოტონურად, ჩაქუჩებივით ეხლებოდნენ მწყობრს

ნაცნობი ბრალდებები

მასპინძლები თემიდასაც ემდურიან: გაჭირვების ჟამს ზელანდია განგებ ჯარიმდება, რათა ლელო არ გაუშვას და რიტმიდან ამოგვაგდოსო; და ვიდეორეფსაც მუდამ შავების სასარგებლოდ გამოაქვს განჩინებაო.  ამგვარი ბრალდებები არც ახალია და არც მთლად უსაფუძვლო, სტატისტიკურ ჭრილში კი ...

ირლანდიამ მეტოქეს აჯობა: ბურთის ფლობით 66-34%, ტერიტორიით 70-30%, პასებით 258-153, სოლოებით 170-104, რაქით 151-65, წესრიგით  4-14 (დაჯარიმება) და ბოჭვით 93-193 * ანუ კივებს ასით (!) მეტი დაჭირდათ,

ხოლო უფრო კლასიანმა და გაწაფულმა ზელანდიამ იმარჯვა: ხაზის ჭრით 11-4, ოფლოუდით 16-9, ნავარდით 470-361 მეტრი, ლელოებით 3/0 და რაც მთავარია, ქულებით * 21:9

მედიას ჩაუკაკლეს

თამაში იყო უსასტიკესი და ტრავმაუხვი.  ირლანდიას საწყის მეოთხედშივე გამოაკლდნენ 12 და 10 ნომრები - გამჭრელი რობ ჰენშოუ და დირიჟორი ჯონი სექსთონი, და ბური მარბიელი სიჯეი სტანდერი.  ზელანდიამ მაშინვე მოისაკლისა მღლეტელი სემ ქეინი.  ბოლოსკენ მოტყდა თითი ბენ სმითს და ქეინის დარად, ვეღარ ეთამაშება საფრანგეთს, მალაკაი ფეკიტოამ კი ერთკვირიანი "ბანი" მიიღო

ირლანდიამ მედიას ჩაუკაკლა, ნამატჩევს "საითინგ ოფისერმა" 12 საქმე აღძრა და მაქედან 11 ზელანდიას ეხებოდაო!  ოლ ბლექსის მოძღვარმა, სთივ ჰანსენმა აღიარა, ჩიკაგოში განწყობა გვაკლდა - 5 პროცენტით მოვდუნდით და დავისაჯეთ, ხოლო დაბლინში ბიჭებმა ისეთი ხასიათი გამოავლინეს, რასაც ვერარა წვრთნით ვერ გამოუმუშავებ შეგირდსო

სხვაფრივ, ამ შაბათს, "ლე სტადზე", "ოლ ბლექსს" სანაცვლო, ორფერა კვართი ეცმება.  ჰოდა, სოცმედიაში ბობოქრობს ფანობა, ტრადიციას ვერ შეეფერება და ვეღარც შნოიანიაო

მაინც არ გადაამოწმებინა

ზელანდიის სამი ლელოდან ერთიღა იყო უდაო, და კიდევ ერთი გააუქმა ვიდეომ.  ირლანდიამ ზედიზედ შეიტანა ორი, მაგრამ დამიწება ვერ მოახერხა და გოლსღა დასჯერდა

კივთა პირველი მოჰყვა 13ფაზიან შტურმს - "2016 წლის საუკეთესომ", ბოდენ ბარეთმა ფრთაზე გადაუკიდა ფეკიტოას, ვინაც აჯობა ორ მბოჭავს * 0:7 @ 5

ბარეთმავე არ დაამიწებინა შონ ობრაიენს; ხელი მოეცარა სტანდერსაც; ჰენშოუ დაარეტიანა ქეინმა;  ბარეთმა კი პირველსავე ფაზაში, 30 მეტრიდან მოაღორა დაცვა და თუმც სექსთონი მისწვდა, ანალიზმა დაადგინა, რომ შემტევმა მაინც შეახო მიწას ბურთი * 3:14 @ 15

არონ სმითი ზედიზედ დარღვევისთვის რომ დაითხოვეს, ირლანდია გოლსღა გამორჩა.  30 წუთზე ბარეთმა ოვალი დააგდებინა პედი ჯექსონს და დაუდო, მაგრამ რეფმა დაასკვნა, ბურთი შემტევის ხელიდან წინ წავიდა და ვიდრე მოიხელთებდა, მიწას შეეხოო

49 წუთზე ფეკიტოამ ურჯუკად შებოჭა საიმონ ზიბო და გააგდეს, მაგრამ ირლანდიამ ორი დერეფანი გაფლანგა და გოლით სხვაობა 5-მდეღა დაიყვანა;  66 წუთზე კი ბექთა პასაობით ფეკიტოამვე რომ გაიტანა გამარჯვების ლელო - ირლანდიამ თუმც ბევრი იდავა, მსაჯმა ვიდეოს მაინც არ გადაამოწმებინა ბოლო, ფრიად სათუო, თიჯეი პერენარას "წინ პასი" * 9:21 @ 67

ყველა შერკინება!

ავსტრალია ტურნეზე ოდინდელი "ხუთი ერის" ყველა მონაწილის ძლევას კი ეშურება, მაგრამ საფრანგეთთან მაინც დაასვენა ბობოლები - იზი ფოლაუ, მაიქლ ჰუპერი და კიდევ ხუთი დამწყები, ხოლო 10 ნომრად თამაშის დღესღა აღადგინა ბერნარდ ფოლი, რაკი ქვეიდ ქუპერს კოჭი გაუმიზეზდა

ფრანგული მედია ბრაზობდა, ოზები პატივს არა გვცემენ, დუბლი რომ გამოგვიყვანესო, მაგრამ ამ სათადარიგოებმაც კოხტად იბურთავეს და * 25:23 მოიგეს "15-კაცა, კანონიკური რაგბი" იმისდა მიუხედავად, რომ მატჩის ყველა, 9-ვე (!) შერკინება წააგეს

ფიჯელი მოშვიდკაცის, ვირიმი ვაკატავას წყალობით "ლე ბლე" 8:0 დაწინაურდა, მაგრამ მალე მოლი ჩააქცია თავის ლელოსთან და სინბინათაც დაისაჯა * 8:10

მეორე ტაიმში ორ-ორი, ჩინებული ლელო დაიდო.  ტევიტა კურინდრანის აკრობატიკაზე * 16:25 ვოლაბთა მწვრთნელმა, მაიქლ ჩეკამ იხუმრა, მეგონა, ნრლ-ს ვუცქერდიო

ტულუზელი გი ნოვესის ხელქვეით ფრანგებმა "შამპანური რჲჳგბიც" გაიხსენეს (ხაზის ჭრა 18-6, ოფლოუდი 34-8), მაგრამ "გაწითლებულ დროზე" კამი ლოპესმა 35 მეტრიდან მაინც ააცილა ფაზაობით საგულდაგულოდ შემზადებული არეკნი

75 ათასი ფეშქაშად

ინგლისი - ფიჯის შებმის წინ მთავარი სადისკუსიო თემა ფული იყო: თითო ბრიტს თამაშში 22 ათასი გირვანქა ერგებოდა, ხოლო ფიჯელს - სულ რაღაც 400.  ინგლისმა 23-კაცა რამზში ორი ძირით ფიჯელი შეიყვანა - სემესა როკონდუნგუნი და ნეითან ჰიუზი.  პირველმა დუბლიც შეასრულა, 12-ლელოიან შოუში კი რაგბის სამშობლომ * 58:15 გაილაღა და 75 ათასი უფეშქაშა გაჭირვებულ კუნძულელებს

უელსმა იაპონიასთან დაასვენა მთელი პირველი ხაზი და სამიც სხვა მორკინალი.  "ალუბლებს" აკლდნენ ვაკეში დაშავებული გარემარბები: ლემეკი და ჰესქეთი;  14:6ზე გარეს ენსქომს პასი ჩაუჭრა აკიჰიტო იამადამ;  საათის მიდამოში კოხტად ნაბურთალი დააგვირგვინა კენკი ფუკუოკამ * 24:20, 75 წუთზე კი ანგარიში სულაც გათანაბრდა * 30:30  და მაინც, უელსმა მოიგო ბოლო წუთზე - ნორჩი სემ დევისის არეკნით * 33:30

არგენტინასთან ლამის ეგრევე იმარჯვა ჩვენმა მომავალმა მეტოქემ - შოტლანდიამაც * 19:16 და რეიტინგის მეორე ოთხეულში - ანუ 2019 წლის მსოფლიო თასის წილისყრის მეორე ქოთანში - შეიჭრა.  ეგ ღონისძიება "მსოფლიო რაგბმა" 2017 წლის 10 მაისისთვის დაგეგმა კიოტოში, მარიფილდში კი ფინ რასელმა რომ დაახაია ორი არეკნი და გრეიგ ლეიდლოუმ ძელს გაარტყა ჯარიმა, ფრე ჯდებოდა

მაგრამ არა!  მეოთხე დამატებით წუთზე კაპიტანმა ლეიდლოუმ 22 მეტრიდან მაინც შეაგდო ჯარიმა, რომელიც იმად დაინიშნა, რომ ხუან-მანუელ ლეგისამონმა ბოჭვისას მეტოქეს იდაყვი აძგერა

 

შემოდგომის ტესტები * 2016

მეორე ვიქენდი

იტალია 20:18 აფრიკა

იტა: პადოვანი ბიზენი ბენვენუტი მაკლეინ ვენდიტი <10-9> კანა (ალენ 71) ბრონძინი (გორი 71) / პანიკო (კვალიო 41) ჯეგა ჩიტადინი (ფერარი 41) ფუზერ სბ 42, ფანსხალკვეიკ (ბიაჯი 28) მინტო (ბრ.სტეინ 60) ფავარო პარისე^კაპ - 2ლ: ფანსხალკვეიკ ვენდიტი; 2გ: კანა; 2ჯ: პადოვანი კანა

აფრ: ლერუ (ხუსენ 71) კომბრინკ ფენტერ დეალენდე ჰაბანა <10-9> ლემბი (იანკის 53) პეიჯ (დეკლერკ 53) / მთავარირა (კიცჰოფ 53) სტრაუს^კაპ (მბონამბი 77) კოხ (ნიაკანე 53) დიუტოი დეიახერ (მოსტერტ 71) ქარ ალბერც (მოჰოჟე 65) ვაითლი - 2ლ: ჰაბანა დეალენდე; გ: ლემბი; 2ჯ: ლემბი იანკის  

რეფ ქლენზი (ირლ) 19/11 @
ფირენცე, არტემიო ფრანკი (
21 169  ვიდეო

0:5(9) 7:5(13) 7:12(18) 10:12(30) /
სბ(42ი) 10:15(46) 17:15(58) 17:18(61) 20:18(65)

ინგლისი 58:15 ფიჯი

ინგ: გუდ როკონდუნგუნი ჯოზეფ (სლეიდ 66) ფარელ (თეო 53) დეილი <10-9> ფორდ იანგს (ქეა 53) / მ.ვუნიპოლა (მარლერ 52) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 52) ქოულ (სინქლერ 58) ლონჩბრი ლოზ (იუელს 66) რობშოუ ჰარისონ (ჰიუზ 48) ბ.ვუნიპოლა - 9ლ: ჯოზეფ (1 7) დეილი როკონდუნგუნი (3 8) ჰარისონ ლონჩბრი (5 9) გუდ; 5გ: ფარელ 4, ფორდ; ჯ: ფარელ     

ფიჯ: ტალემბულა მასილევუ (მურივალუვალუ 61) ტიკოიროტუმა ვულივული ნანდოლო <10-9> მატავესი ვულარიკა (მატავალუ 41) / მაჰაფუ (რავაი 6) კოტო-ვული (ტუაპატი 52) საულო (ატალიფო 66) რატუნიარავა (სონქეტა 54) ნაკარავა; ვანქანიმბოროტუ (რანდრონდრო 78) იატო ნქერა^კაპ (ნდავაი 59) - 3ლ: ნანდოლო ნაკარავა ტალემბულა

რეფ მიტრეა (იტა) 19/11 @
ლონდონ, თვიქნემ (
81 409  ვიდეო

7:0(5) 14:0(10) 19:0(13) 24:0(20) 31:0(28) 31:5(32) 34:5(38) 34:10(40+)  /
34:15(44) 41:15(51) 48:15(57) 53:15(65) 58:15(70)

უელსი 33:30 იაპონია

უელ: ლმ.ვილიამს სბ 8, ჰაფპენი ჯთ.დევის რობერთს ქასბერთ <10-9> ენსქომ (სმ.დევის 68) ჰლ.ვილიამს (გა.დევის 51) / ნ.სმით (გილ 68) ბოლდვინ ლი (ენდრიუზ 68) ჰილ (ბოლ 62) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ ქინგ - 3ლ: ლიდიეთ რობერთს ვორბერთონ; 3გ 3ჯ: ჰაფპენი; ა: სმ.დევის

იაპ: მაცუშიმა იამადა (ლოტოაჰეა 68) ლაფაელე ტატეკავა^კაპ ფუკუოკა <10-9> ტამურა (ლოტოაჰეა 33-39) ტანაკა (უჩიდა 75) / ნაკატანი (იამამოტო 53) ჰორიე (ჰინო 60) ჰატაკეიამა (იტო 53) კაძიკავა ანისე (ჰელუ 53) ილაუა (მიმურა 68) ნუნომაკი (მაცუჰაში 60) მაფი - 3ლ: იამადა ფუკუოკა ლოტოაჰეა; 3გ: ლოტოაჰეა, ტამურა 2; 3ჯ: ტამურა

რეფ ფანდერვესტჰეიზენ 19/11 @
კარდიფ, პრინსიპალითი (
73 969  ვიდეო

0:3(5) 0:6(9სბ) 7:6(13) 14:6(24) 14:13(39) / 17:13(43) 24:13(53) 24:20(57) 27:20(60) 27:23(63) 30:23(70) 30:30(75) 33:30(80ა)

ესპანეთი 33:16 ურუგვაი

4ლ: ბარტერე (1 2) ხორბა კონტარდი; 2გ 3ჯ: ლინქლეითერ სბ ხიმენო წბ ბარტერე -

ლ: გატას; გ: ორმაეჩეა; 3ჯ: ეჩევერი სბ ლამანა ეჩევერი წბ გამინარა

რეფ ანსელმი (არგ) 19/11 @
მალაგა, "ქალაქისა" (
10 ათასი  ვიდეო (1280)

3:0(3) 3:3(9) 3:6(16სბ) 6:6(24) 11:6(26) 11:9(31) 18:9(40) /
სბ(42უ) 21:9(44) 28:9(54) სბ(55უ) 33:9(62) 33:16(72)
წბ-წბ(80)

რუმინეთი 21:16 კანადა

2ლ: ვლაიკუ დუმიტრუ; გ 3ჯ: ვლაიკუ -

ლ: მაქ; გ: ბრეიდ; 3ჯ: მაკრორი

რეფ კუბო (იაპ) 19/11 @ ბუკურეშტ, არკულ (_)

0:3(2) 3:3(4) 10:3(12) 10:6(15) 15:6(23) 18:6(31) /
21:6(55) 21:9(62) 21:16(75)

ტონგა 20:17 შტატები

2ლ: ვეაინუ ვაინიკოლო; 2გ 2ჯ: ტაკულუა სბ პუაფისი -

2ლ: იოსეფო ტაუფეტე; 2გ ჯ: ჰოულდერ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 19/11 @
სანსებასტიან (ესპ), ანოეტა 
 ვიდეო

7:0(11) 7:3(16) 14:3(24) 14:10(39) 17:10(40) /
17:17(52) 20:17(63) სბ(70ტ)

შოტლანდია 19:16 არგენტინა

შტლ: ჰოგ მეითლენდ ჰ.ჯოუნზ (ჰორნ 58, ფისერ 79) დანბარ სიმორ <10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ / დელ (ალენ 74) ბრაუნ (ფორდ 22-33, 68) ფეიგერსონ (ლოუ 51) გილქრისთ (სვინსონ 71) ჯ.გრეი; ბრედბერი (ვილსონ 51) ვოთსონ ბარქლეი - ლ: მეითლენდ; გ 4ჯ: ლეიდლოუ

არგ: ტუკულეტ მორონი (დელაფუენტე 74) ორლანდო (ესტეჟეს 71) ერნანდეს კორდერო <10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 58) / ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 71) კრევი^კაპ (მონტოჟა 71) ერერა (პიერეტო-ეილან 71) პეტი-პაგადისავალ (ლეგისამონ 71) ალემანო; მატერა ორტეგა-დესიო ისა (სენატორე 57) - ლ: ორლანდო; გ 3ჯ: სანჩეს

რეფ ოქიფ (ზელ) 19/11 @
ედინბურგ, მარიფილდ (
50 481  ვიდეო

3:0(3) 6:0(28) 6:3(39) /
6:6(44) 6:13(51) 13:13(55) 13:16(63) 16:16(68) 19:16(80+4)

ირლანდია 9:21 ზელანდია

ირლ: რ.ქარნი თრიმბლ პეინ ჰენშოუ (რინგროუზ 11) ზიბო (მარმიონ 73) <10-9> სექსთონ (ჯექსონ 18) მარი / მაკგრას (ჰილი 58) ბესთ^კაპ (შ.ქრონინ 68) ფერლონგ (ბილემ 68) რაიან (ჰენდერსონ 58) თოუნერ; სტანდერ (ფანდერფლიერ 22) ობრაიენ ჰიზლიპ - 3ჯ: სექსთონ, ჯექსონ 2

ზელ: ბ.სმით (ნაჰოლო 73) დეგ ფეკიტოა სბ 49, ლინერთ-ბრაუნ ჯ.სავეა (ქრუდენ 58) <10-9> ბ.ბარეთ ა.სმით სბ 18 (პერენარა 58) / მუდი (ქროქეთ 49) ქოულზ (ქ.თეილორ 68) ო.ფრენქს (ფაუმუინა 52) რეთალიქ ვაითლოქ; სქვაიერ (სქ.ბარეთ 68) ქეინ (ა.სავეა 18) რიდ^კაპ - 3ლ: ფეკიტოა (1 3) ბ.ბარეთ; 3გ: ბ.ბარეთ

რეფ პეიპერ (აფრ) 19/11 @
დაბლინ, ავივა (
_  ვიდეო

0:7(5) 3:7(10) 3:14(15) სბ(18ზ) 6:14(25) /
სბ(49ზ) 9:14(58) 9:21(67)

საფრანგეთი 23:25 ავსტრალია

სფრ: სპედინგ (ლოპეს 30-36) ნაკაიტათი ლამერა (ფიკუ 68) ფოფანა ვაკატავა <10-9> დუსენ (ლოპეს 45-50, 57) მაშნო (სერენ 73) / ბაი (შოსი 64) გირადო^კაპ (შა 64) ატონიო (სლიმანი 64) ვაამაინა (ლედევედეკ 64) მაესტრი; ოივონ სბ 24, გურდონ პიკამოლ (შული 71) - 3ლ: ვაკატავა დუსენ ფოფანა; გ 2ჯ: მაშნო

ავს: მორაჰენ ნაივალუ კურინდრანი გოდვინ სპეით <10-9> ფოლი გენია (ფიპს 78) / სლიპერ (სიო 64) ლატუ (მორ 65) ალაალატოა (რობერთსონ 70) დაგლას (სქელთონ 70) სიმონს; ფარდი პოქოქ^კაპ მაკმან (მამ 68) - 3ლ: [საჯ] ფოლი კურინდრანი; 2გ 2ჯ: ფოლი

რეფ ჯექსონ (ზელ) 19/11 @
პარიზი, სანდენი, სტად დე ფრანს (
80 ათასი  ვიდეო  

3:0(6) 8:0(17) 8:3(22) 8:10(25სბ) 8:13(37) 11:13(40+2) /
11:20(45) 16:20(53) 16:25(58) 23:25(67) ბოლო(80+3)

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (21/11)

1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 8984, 3 ავსტრალია 8814,
4(5) ირლანდია
8346, 5(4) აფრიკა 8249, 6 უელსი 8177,
7(9) შოტლანდია
8057, 8(7) საფრანგეთი 8013, 9(8) არგენტინა 7991,  
10 ფიჯი 7549, 11 იაპონია
7520, 12 საქართველო 7424,
13 იტალია
7423, 14 სამოა 7091, 15 ტონგა 7025

16 რუმინეთი 6936, 17 შტატები 6466, 18 კანადა 6429,
19(21) რუსეთი
6325, 20(19) ნამიბია 6278, 21(20) ურუგვაი 6066,
22(24) ესპანეთი
6017, 23(22) კენია 5928, 24(23) გერმანია 5899,
25(28) პორტუგალია
5688, 26 ბელგია 5687, 27(25) ჰონკონგი 5650,
28(30) კორეა
5550, 29(27) ჩილე 5508, 30(29) ჰოლანდია 5493

+/-:  იტა 200 აფრ, ესპ 161 ურუ, კორ 157 ჩილ (38:36 გ),
პორ
153 შვც (28:10 გ), რუს 134 ჰნკ (27:0 გ), ჰოლ 96 მოლ (44:17 შ), შტლ 79 არგ, ტონ 78 აშშ, ავს 63 სფრ, საქ 46 სამ, რუმ 24 კან,
ზელ
21 ირლ, უელ 5 იაპ * ინგ 0 ფიჯ

 

მესამე ვიქენდი @ საქართველოს თარიღითა და დროით

პარ

25/11

სამოა

23.00

კანადა

გრენობლ (სფრ)

შაბ

26/11

იტალია

18.00

ტონგა

პადუა

.

.

ინგლისი

18.30

არგენტინა

თვიქნემ

.

.

შოტლანდია

18.30

საქართველო

ქილმარნოქ

.

.

რუმინეთი

20.00

ურუგვაი

ბუკურეშტ

.

.

ირლანდია

21.30

ავსტრალია

დაბლინ

.

.

უელსი

21.30

აფრიკა

კარდიფ

.

.

საფრანგეთი

24.00

ზელანდია

პარიზი

კვი

27/11

ფიჯი

18.00

იაპონია

ვან (სფრ)

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html