დალეწილებმაც გარდატეხეს!

  შემოდგომის ტესტების მესამე ვიქენდზე ზელანდიამ წკიპზე ძლია საფრანგეთი; ავსტრალია გამოხშირულ ირლანდიასთან დამარცხდა, აფრიკამ კი ევროპული ტურნე გაუმარჯვებლად დაასრულა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

ზელანდიას გალებთან ბოლოჯერ 2009 წელს, შინ წაეგო, ამჯერად კი "ლე ბლეს" ზედიზედ მეათედ მოუგო იმისდა მიუხედავად, რომ 22 ბოჭვა გაუცუდდა და 14-ჯერ დაჯარიმდა.  ტულუზელი გი ნოვესის მიერ დამოძღვრილმა "მამლებმა" თავზე ხელი ძველებურად აიღეს და 31 ოფლოუდი შეასრულეს, მაგრამ ბრეიქდაუნზე ვერ ივარგეს და ხუთი თავიანთი დერეფანიც წააგეს

80 წუთში სულ 35 დერეფანი და ოდენ 8 შერკინება მოეწყო.  ბოჭვა სამ-სამჯერ გაუცუდდათ გრანდებს - ჯულიან სავეას, ბროდი რეთალიქს, ჯერომ კაინოსა და თვით ქიარან რიდსაც, მაგრამ "ოლ ბლექსი" ისევ იხსნა "2016 წლის საუკეთესო მორაგბემ", მგეზავმა ბოდენ ბარეთმა, ვინაც სავეას ფეხით გაუხერხა სალელოე პასი, ხოლო კამი ლოპესს "წითელ ზოლთან" ჩაუჭრა გადაცემა და 90 მეტრი იქეთ ირბინა

ფრანგთაგან ძაან გემოზე ბურთაობდნენ ფიჯელი გარემარბები - ვირიმი ვაკატავა და ნოა ნაკაიტათი, მაგრამ ეს ბარეთის ქიქპასზე უმწეოდ დაიბნა, სავეამ ნახტომით იხელთა ბურთი და იზრაელ დეგი გააქცუნა * 0:7 @ 8  ზელანდიამ გამარჯვება თითქმის დაიბევა საათის თავზე, როცა ფაზური შტურმი წვეროსანმა ბურჯმა ჩარლი ფაუმუინამ დაასრულა, გალთა ერთადერთი ლელო კი ნორჩმა ჰავბექმა, ბაპტისტ სერენმა ფარული პასით გაატანინა ლუი პიკამოლს * 19:24

ჩეკა ჩივის

ავსტრალიას დაგეგმილი სლემი მეოთხე ტესტში, დაბლინში ჩაუფლავდა.  ირლანდიას კივებთან ჯახის გადამკიდე ისედაც აკლდნენ ჰენშოუ, სექსთონი და ობრაიენი, ოზებთან კი პირველსავე ტაიმში დაემტვრა კიდევ სამი ბექი - ქარნი, თრიმბლი და პეინი, რის გამოც მესამე მგეზავი დადგა ფულბექად და მეორე 9 ნომერი - გარემარბად

და მაინც, "სამყურებმა" დასკვნით მეოთხედში შემოაბრუნეს წაგებული ხელი * 27:24 და გაიმეორეს ინგლისის 2003 წლისეული მიღწევა - ერთ "კალენდარულ წელში" ძლიეს სამივე სამხრეთელი ბუმბერაზი: აფრიკა, ზელანდია და ავსტრალია

კელტებმა თამაში ტაქტიკურად გამართულად წარმართეს (ფეხით 23-9), ოზები კი ისევ არანორმალურად ბლომად აჯარიმა რეფმა (13-3), რის გამოც ვოლაბთა ძირით ლიბანელი გურუ, მაიქლ ჩეკა ჩივილს აპირებს "მსოფლიო რაგბის" დაბლინის ოფისში, მსაჯთა ირლანდიელ (!) თავკაც ალენ როლანთან და წინდაწინ იცის, რომ მაქედან არაფერი გამოუვა

წინ ძალუმად წაწიეს

100-კეპოსანი კაპიტნის, კვაჭ რორი ბესთის სარდლობით ირლანდიამ პირველი სამი ჯარიმა კიდეს დაუმიზნა და ერთხელ 17 ფაზაც აკინძა, მაგრამ ხელი ყოველ ჯერზე რომ მოეცარა, პედი ჯექსონს 42 მეტრიდან კარში დაარტყმევინა * 3:0 @ 18

შუა პირველ ტაიმში ოზებს გაუსინბინეს დინ მამი, ვინაც თეიგ ფერლონგი რაქში ააყირავა.  უმალ საიმონ ზიბომ ფეხით დაუგორა ქის ერლსს და ამან იენ ჰენდერსონი დაგეზა, მეორე ლელოზე კი ქონორ მარის უხეირო პასი მაინც იხელთა ნორჩმა გარი რინგროუზმა და თუმც სტუმრები ჩიოდნენ, ბლოკი იყოო, ლელო ჩაითვალა * 17:0 @ 35

ავსტრალიამ ამის შემდეგღა შეძლო აბურთავება და 20 წუთში, თამაშ-თამაშ, ხელდახელ გაიტანა ოთხი (!), რომელთაგან ჩაითვალა სამი: იზი ფოლაუმ შექცეულით დაგეზა დეინ ჰეილეთ-პეთი;  დევიდ პოქოქს წინ პასი გამოუჩხრიკა კიდის მსაჯმა, ნაიჯელ ოუენსმა;  ოთხი სხარტი გადაცემის წყება ფრთაზე დააგვირგვინა ტევიტა კურინდრანიმ, შეცვლაზე შესულმა სეფა ნაივალუმ კი მეტობით იხეირა და ბერნარდ ფოლიმაც გაიტანა გოლები * 20:24 @ 61

და მაინც, ირლანდიამ გარდატეხა თამაში!  ძალუმად წაწიეს ბურთი წინ ბურმა სიჯეი სტანდერმა, ფერლონგმა და პითერ ომანიმ, ზიბომ კი ოფლოუდი მიართვა ერლსს * 27:24 @ 68  ავსტრალიამ კიდევ სცადა ბურთაობა, მაგრამ წუნი მოუმრავლდა, ხოლო კელტებმა თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, იქ ჭიდილი გააჩაღეს და გაძლეს

კუცია ჯიუტობს

აფრიკის წამხდარმა გურუმ, მულატმა ალისთერ კუციამ უელსს ერთბაშად ოთხი ახალბედა გაუყვანა, მაგრამ მაინც ვერაფერი დააკლო.  კარგად არც "ურჩხულებს" ურაგბიათ.  ერთი კია, მათ 110 წელში ოდენ მესამედ (!) მაინც დაამარცხეს "ბოკე" * 27:13, ვინაც სეზონი 4-8 ბალანსით დაასრულა და რეიტინგშიც მეექვსე ადგილამდე დაეშვა

პირველ ტაიმში გავიდა 6 გოლი და უელსი 12:6 დაწინაურდა.  ნავსი მას შემდეგ გატყდა, რაც ფაფ დეკლერკმა დენ ბიგარს პასზე ხელი ჩაუკრა და დაითხოვეს.  მასპინძლებმა ლელო 15 მეტრიდან, მოლით შეიტანეს;  აფრიკამ 25 წუთის შემდეგღა, მოლითვე, 5 მეტრიდან იძალა, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ჯასთინ თიპურიქმა თქვა - 20 მეტრიდან ფრონტის შუაში გაუსხლტა ორ მბოჭავს და მწმენდელიც გააცურა

ბოკეს კაპიტანმა, კვაჭმა ადრიან სტრაუსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, კუცია კი ჯიუტობს, კონტრაქტი 4 წლითა (!) მაქვსო.  კავშირის უფროსობა 9 დეკემბერს შეიკრიბება და სტრუქტურის გარდაქმნაზე იმსჯელებს.  კუციას ამალას მიაჩნია, რომ ლეგიონერებს მეთვალყურე ჭირდებათ, უელსმა კი 78 წერტით იხეირა და მსოფლიოს მეხუთე გუნდი გახდა

ვუნიპოლა იუქმებს

წლეულს წაუგებელი მარტო ინგლისია (11-0, 329:193) და დეკემბრის პირველ შაბათს, ჩაროზად ეტესტება ავსტრალიას

"ვარდებს" დიდი ბრძოლა გადახდათ არგენტინასთან * 27:14   გაიცა ორი წითელი და ოთხიც ყვითელი ბარათი:  ბრიტებს გარემარბი ელიოთ დეილი ამხტარი ლეო სენატორეს ჩამოგდებისთვის 5 წუთზევე გაუგდეს და სამი კვირა მიუსაჯეს, არგენტინელი ბურჯი - ენრიკე პიერეტო-ეილანი კი დაწიხლვისთვის 7 კვირას იუქმებს

"პუმებს" აკლდნენ ხოაკინ ტუკულეტი და ნიკო სანჩესი.  საწყის 8 წუთში სამი კაცი გაიყვანეს შერყევაზე შესამოწმებლად;  პირველი შერკინება 36 წუთზეღა დაინიშნა, ზედ შესვენების წინ კი გოლფის ავტოთი დატოვა მოედანი მუხლნატკენმა 8 ნომერმა ბილი ვუნიპოლამ და საგაისო "ექვს ერს" ახლავე გამოაკლდა

არადა, მაგ სახელოვან შეჯიბრზე ნოემბრის ბოლო დღეს, როგორც იქნა, შემოიღეს ბონუსები, რათა ლელო მეტი დაიდოს და ჩემპიონიც სხვაობით აღარ გამოვლინდეს.  მეტიც, "სლემის" გამხერხებელი (ხუთივე მატჩის მომგები) უსიკვდილოდ რომ გახდეს ჩემპიონი, ამისთვის პრემიად 3 ქულას დაურიცხავენ

ვერ გადაგვისწრეს

არგენტინა ბლომად ჯარიმდებოდა.  ოუენ ფარელმა "უკანდახევისას აღებული გაგორებული" რომ გააგდებინა თვით ხუან-მარტინ ერნანდესს და ინგლისი ფრთაზე ლელოს დებდა, მატიას ორლანდომ პასზე ხელი ჩაუკრა ბრიტებს და "საჯარიმო ლელო+ სინბინით" დაისაჯა * 16:0 @ 30

პაუზათა და შერკინებათა გამო პირველი ტაიმი საათს გაგრძელდა - პუმები მეტოქის ლელოსთან დაბანაკდნენ და 13კაცა ინგლისი მაინც გატეხეს, მეორე ნახევრის დასაწყისში კი ხელდახელ, 75 მეტრიდანაც დაუდეს მეორე * 16:14 @ 43

მაშინ ინგლისი ფეხოსნობასა და მიძალებაზე გადავიდა, ორი ჯარიმა შეაგდო, მატჩში მეორეც ააცილა, ერთხელაც ჩაათამაშა და თომ ვუდისა და ჯონათან ჯოზეფის პასებით ფრთაზე გაილაღა ჯონი მეიმ * 27:14 @ 68

სხვაფრივ, წინა ვიქენდზე აფრიკის მძლეველ იტალიას ტონგასთან რომ აღარ ჰყავდა საფრანგეთის ტოპ 14-ში დასჯილი კაპიტანი სერჯო პარისე (121 კეპი), გადაცილებულზე 40 მეტრიდან გაუშვა ჯარიმა, * 17:19 დამარცხდა და რეიტინგში ვეღარ გადაგვისწრო, და იაპონიამაც ნეიტრალურ საფრანგეთში ვერაფერი დააკლო 33 წუთიდან 14 კაცის ამარა დარჩენილ, მეათე ადგილზე გამაგრებულ ფიჯს * 25:38

 

შემოდგომის ტესტები * 2016

მესამე ვიქენდი

 

სამოა 25:23 კანადა

ლ: პერეს; გ 4ჯ 2ა: ლეუილა სბ ტუიფუჰა -

3ლ: ომსთედ ფანდერმერვე (2 3) გ 2ჯ: ბრეიდ სბ ქადმორ

რეფ პირს (ინგ) 25/11 @
გრენობლ (სფრ) დეზალპ (
12 ათასი  ვიდეო (1280)

7:0(9) 10:0(10ა) 13:0(14) 13:3(16) 16:3(24) 16:6(27) / 19:6(50) სბ(56ს) 19:11(58) სბ(62კ) 19:16(64) 22:16(68ა) 25:16(73) 25:23(79)

იტალია 17:19 ტონგა

იტა: პადოვანი ბიზენი ბენვენუტი მაკლეინ ვენდიტი <10-9> კანა (ალენ 54 სბ 72) ბრონძინი (გორი 54) / პანიკო სბ 40+ (კვალიო 48) ჯეგა ჩიტადინი (ფერარი 41) ხელდენჰეის (ბიაჯი 48) ფუზერ; მინტო (კვალიო 44-47, ბრ.სტეინ 71) ფავარო^კაპ ფანსხალკვეიკ - 2ლ: ჩიტადინი ალენ; 2გ: კანა ალენ; ჯ: პადოვანი

ტონ: ჰალაიფონუა (ვუნა 62) ტუიტავაკე ს.პიატაუ^კაპ ფოსიტა ფ.ვაინიკოლო <10-9> ჰალა ტაკულუა / მაილაუ (ფაჰანუნუ 54) ნგაუამო (ტაიონე 62) ჰალანუკონუკა (პუაფისი 54) მაფი ტუინეაუ; ფალეაფა რემ კოლოამატანგი (მაპაპალანგი 21 სბ 24) - ლ: პიატაუ; გ 4ჯ: ტაკულუა

რეფ ლეისი (ირლ) 26/11 @ პადოვა, ეუგანეო (18 165  ვიდეო

7:0(14) სბ(24ტ) 7:3(33) სბ(40+ი) ნახ(40+2) /
7:6(46) 7:13(54) 14:13(56) 14:16(73სბ) 17:16(78) 17:19(80+)

ფიჯი 38:25 იაპონია

5ლ: ვულივული ტალემბულა მბოტია (3 4) ნანდოლო; 5გ ჯ: ნანდოლო სბ+სბ=წბ იატო -

3ლ: მაცუშიმა (1 3) ილაუა; 2გ 2ჯ: ტამურა

რეფ იუბერ (აფრ) 26/11 @ ვან (სფრ) რაბინ (_  ვიდეო

7:0(16) სბ(18ფ) 7:3(20) 14:3(23) 14:6(33სბ+წბ) 21:6(36) /
28:6(44) 35:6(52) 35:13(58) 35:18(64) 35:25(78) 38:25(80+)

ინგლისი 27:14 არგენტინა

ინგ: ბრაუნ (სლეიდ 75) მეი ჯოზეფ ფარელ დეილი წბ 5 <10-9> ფორდ ბ.იანგს (ქეა 70) / მ.ვუნიპოლა (მარლერ 60 სბ 76) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 60) ქოულ სბ 40+5 (სინქლერ 74) ლოზ ქრუზ (იუელს 79) რობშოუ ვუდ (სინქლერ 40+6 - 47) ბ.ვუნიპოლა (ჰარისონ 39, მ.ვუნიპოლა 80) - 2ლ: [საჯ] მეი; გ 5ჯ: ფარელ

არგ: კორდერო ორლანდო სბ 29, მორონი გონსალეს-იგლესიას (დელაფუენტე 8) ესტეჟეს (ასკარატე 76) <10-9> ერნანდეს (დელაფუენტე 4-7) კუველი (ლანდახო 68) / ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 64) კრევი^კაპ (მონტოჟა 62) ერერა (პიერეტო-ეილან 62 წბ 76) პეტი-პაგადისავალ ალემანო (ლესანა 64) მატერა სბ 66, ორტეგა-დესიო სენატორე (ისა 5, ერერა 80) - 2ლ: ისა კორდერო; 2გ: ერნანდეს

რეფ გაიუზერ (სფრ) 26/11 @ ლონდონ, თვიქნემ (81 586  ვიდეო

3:0(4) წბ(5ი) 6:0(13) 9:0(24) 16:0(30სბ) სბ(40+5ი) 16:7(40+9) /
16:14(43) 19:14(52) 22:14(64) სბ(66ა) 27:14(68) სბ-
წბ(76) ბოლო(80+2)

რუმინეთი 36:10 ურუგვაი

5ლ: შენან (1 2) ფანჰირდენ სურუჯიუ ფერკუ; 4გ ჯ: ვლაიკუ სბ ფონოვაი -

ლ: ლეიტენშტაინ; გ ჯ: ბერჩესი სბ ბლეხიო

რეფ ვაითჰაუს (უელ) 26/11 @ ბუკურეშტ, არკულ (_)

3:0(18) 8:0(32) 8:3(36) 15:3(39) 22:3(40+3) /
სბ(45უ) 29:3(57) სბ(72რ) 29:10(75) 36:10(77)

ირლანდია 27:24 ავსტრალია

ირლ: რ.ქარნი (ზიბო 12) თრიმბლ (ქარბრი 31) პეინ (მარმიონ 41) რინგროუზ ერლს <10-9> ჯექსონ მარი / მაკგრას (ჰილი 61) ბესთ^კაპ (შ.ქრონინ 76) ფერლონგ (ბილემ 71) ჰენდერსონ (დილან 56) თოუნერ; სტანდერ ფანდერფლიერ ჰიზლიპ (ომანი 61) - 3ლ: ჰენდერსონ რინგროუზ ერლს; 3გ 2ჯ: ჯექსონ

ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კურინდრანი ჰოჯ (ქუპერ 80) სპეით (ნაივალუ 56) <10-9> ფოლი სბ 80, გენია / სიო (სლიპერ 68) მორ^კაპ (ლატუ 76) კეპუ (ალაალატოა 68) არნოლდ (დაგლას 41) სიმონს (მაკმან 68) მამ სბ 23, ჰუპერ პოქოქ -  3ლ: ჰეილეთ-პეთი კურინდრანი ნაივალუ; 3გ ჯ: ფოლი

რეფ გარსეზ (აფრ) 26/11 @ დაბლინ, ავივა (_  ვიდეო

3:0(18) სბ(23ა) 10:0(25) 17:0(35) 17:7(40+2) /
17:14(48) 20:14(50) 20:21(58) 20:24(61) 27:24(68) სბ(80ა) ბოლო(80+3)

უელსი 27:13 აფრიკა

უელ: ჰაფპენი ნორს ჯთ.დევის სქ.ვილიამს (რობერთს 79) ლმ.ვილიამს (სმ.დევის 59) <10-9> ბიგარ გა.დევის / ჯენქინს^კაპ (ნ.სმით 67) ოუენს (ბოლდვინ 60) ფრენსის (ლი 68) ჩართერის (ჰილ 79) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (ფალეტაუ 41) თიპურიქ მორიართი - 2ლ: ოუენს თიპურიქ; გ 5ჯ: ჰაფპენი

აფრ: ხუსენ კომბრინკ ფენტერ ფანრენსბერგ (მაპუ 68) ულენგო <10-9> იანკის (ლემბი 59) დეკლერკ სბ 42 (ფანსეილ 65) / მთავარირა (კიცჰოფ 59) სტრაუს^კაპ (მარქს 72) ადრიანსე (ნიაკანე 68) დიუტოი (მოსტერტ 68) დეიახერ; ქარ (ჟლ.დიუპრე 79) ქასიმ ვაითლი - ლ: ქასიმ; გ: ლემბი; 2ჯ: იანკის

რეფ პუატ (სფრ) 26/11 @ კარდიფ, პრინსიპალითი (_  ვიდეო

0:3(7) 3:3(12) 6:3(18) 9:3(22) 9:6(24) 12:6(34) /
15:6(43სბ) 20:6(46) 20:13(71) 27:13(78)

საფრანგეთი 19:24 ზელანდია

სფრ: დიულენ ნაკაიტათი ლამერა (ფიკუ 61) ფოფანა (ფიკუ 12-16) ვაკატავა <10-9> ლოპეს მაშნო (სერენ 48) / შოსი (ბაი 61) გირადო^კაპ (შა 70) ატონიო (სლიმანი 61) ვაამაინა მაესტრი (ლედევედეკ 15) ოივონ გურდონ პიკამოლ (შული 67) - ლ: პიკამოლ; გ: სერენ; 4ჯ: მაშნო 2, სერენ 2

ზელ: დეგ (ქრუდენ 57) ნაჰოლო ლინერთ-ბრაუნ ქროთი (რ.იოანე 44) ჯ.სავეა <10-9> ბ.ბარეთ პერენარა (ა.სმით 59) / მუდი (ქროქეთ 44) ქოულზ (ქ.თეილორ 63) ო.ფრენქს (ფაუმუინა 48) რეთალიქ (სქ.ბარეთ 44) ვაითლოქ; კაინო თოდ (ა.სავეა 57) რიდ^კაპ - 3ლ: დეგ ბ.ბარეთ ფაუმუინა; 3გ ჯ: ბ.ბარეთ

რეფ ბარნს (ინგ) 26/11 @
პარიზი, სანდენი, სტად დე ფრანს (
_  ვიდეო  

0:7(8) 0:10(17) 3:10(25) 6:10(40) /
6:17(43) 9:17(50) 9:24(59) 16:24(63) 19:24(77)

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (28/11)

1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 8984, 3 ავსტრალია 8697,
4 ირლანდია
8462, 5(6) უელსი 8255, 6(5) აფრიკა 8179,
7 შოტლანდია
8067, 8 საფრანგეთი 8013, 9 არგენტინა 7991,  
10 ფიჯი
7646, 11 იაპონია 7422, 12 საქართველო 7414

13 იტალია 7247, 14(15) ტონგა 7194, 15(14) სამოა 7125,
16 რუმინეთი
6936, 17 შტატები 6466, 18 კანადა 6395,
19 რუსეთი
6325, 20 ნამიბია 6278, 21 ურუგვაი 6066,
22 ესპანეთი
6017, 23 კენია 5928, 24 გერმანია 5899

+/-:  ტონ 169 იტა, ირლ 116 ავს, ფიჯ 97 იაპ, უელ 78 აფრ, სამ 34 კან, შტლ 10 საქ (43:16 შ) * ზელ 0 სფრ, ინგ 0 არგ, რუმ 0 ურუ

 

ჩაროზი @ საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

03/12

ინგლისი

18.30

ავსტრალია

თვიქნემ

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html