ოსტატობით და არა ქვოტებით

   რიოსშემდგომ პირველსავე დიდ შვიდკაცაზე - მსოფლიო სერიის დუბაის ეტაპზე - ოლიმპიური ჩემპიონი ფიჯი აფრიკის "ბლიც ბოკემ" გააბურთავა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

ნაოლიპიადევს შეიცვალნენ ტრიუმფატორი ფიჯისა და ხელმოცარული ზელანდიის მწვრთნელები:  მწითური  ინგლისელი ბენ რაიანი ახლა იმას მეცადინეობს, რომ კუნძულებზე ზერაგბის ფრანჩაიზი დააარსოს, ბებერი გურუ გორდონ თიჩენსი კი, ვინაც "ოლ ბლექ სევენსს" 22 წელი გადიობდა, სამადლოდ შეიფარა სამოამ

ფიჯს დროებით მოძღვრავს ნათა თავანიმბუკა, ზელანდიას - სქოთ ვოლდრომი და ძირით ფიჯელი ტომასი თამა;  გადადგა აფრიკის კაპიტანი ქაილ ბრაუნი, მაგრამ ფილიპ სნეიმანს რჩევით მაინც ეხმარება, "მსოფლიო რაგბმა" კი უშნოდ გამოიღო ხელი და სანაქებო, უნიკალურად რაგბული, ჰონკონგური ტრადიცია წამურდლა:

რაკი შკიდკაცა აწ უკვე ოლიმპიური სპორტია - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები უნდა გაითამაშოსო.  ჰოდა, გაუქმდა ოდინდელი სინი (V ადგილი) და ფარი (XIII);  ფიალას (IX) ეწოდა "ალაფა", რაღაი დაბლინელ ბრენდმეიქერთა ფანტაზია ამ სიტყვას ვერა სცილდება; 16-გუნდა ტურნირის სქემა კი იგივე, 5-ფინალიანი დარჩა, ანუ VII, XI და XV ადგილები არც ახალ დროებაში გათამაშდება

თამაშის დასაჩქარებლად

ცოტათი შეიცვალა წესებიც:  კვლევამ გვიჩვენა, რომ ტრავმიანობა ერთობ იზრდება ტურნირის ბოლო მატჩის - თასის ფინალის მეორე ტაიმშიო, რის გამოც ამიერიდან ეს რკენაც 14-წუთა იქნება და არა ძველებურად 20-წუთაო

რეფს სტადიონის ვეება ეკრანზე მომხდარის აღქმა რომ უჭირს, ვიდეო ანალიზს ერთპიროვნულად გაუძღვება საგანგებო ტელერეფიო; თამაშის დასაჩქარებლად საჯარიმო ლელო 7 ქულად დაფასდება და გარდასახვა აღარ დაირტყმებაო;  შერკინება და დერეფანი დანიშვნიდან 15 წამში უნდა დაეწყოს;  ხოლო გარდასახვა, ჯარიმა, თავისუფალი, ქიქოოფი და "ოცდა ორი" 30 წამში უნდა შესრულდესო

მეტიც, "ზედიზედ ხეირის" წყვეტისას მართალი გუნდი თავად აირჩევს, თამაში რომელი სასჯელის შესაბამისი სანქციით განაახლოსო, სირენის შემდეგ კი, ზე 18-ის ანალოგიით, უკვე ნებადართულია ჯარიმის კიდეზე "პირდაპირ დარტყმა" და თამაშის ერთი ეპიზოდით დაგრძელება

უნდა მოაწოდოთო

პროფესიონალები კი ჰქვიათ, მაგრამ სქოთებს ეს სიახლე, ეტყობა, გამორჩათ და მწარედ ჩაიჭრნენ ინგლისთან - სირენის შემდეგ წინ რომ იყვნენ და ბოჭვაზეც ჯარიმა მოიპოვეს, კიდეზე დაჰკრეს, რეფმა კი უთხრათ, უნდა მოაწოდოთ კიდეცო.  ჰოდა, ინგლისმა მოიგო დერეფანი და გამარჯვების ლელოც გაიტანა * 24:21

ზელანდიამ პარასკევ საღამოს, პულშივე 12:26 წააგო ინგლისთან; შაბათ დილით აფრიკასთან 0:40 მოისრა, დღისით 12:20 მოეცარა ხელი ექსსინის ნახევარფინალშიც, ავსტრალიასთან, და VII ადგილი გაიყო

ფიჯი კოხტად ბურთაობდა, მაგრამ ოსტატობითა და არა ქვოტებით "აჭრელებულ აფრიკას" კი თავიდანვე ეტყობოდა, რომ უმაგრეს ფორმაში იყო.  ჰოდა, ფინალში ლელოებით 4/2 აჯობა ოლიმპიურ ჩემპიონს, სიბელო სენატლამ კი ტურნირი 11 ლელოთი დაასრულა

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

I ეტაპი * 2-3/12 @ დუბაი (არაბეთი)

<<  პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ფიჯი 3-0, უელსი 2-1 / არგენტინა 1-2, კანადა 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, შოტლანდია 2-1 / შტატები 1-2, უგანდა
# 0-3  
(გ) ინგლისი 3-0, ზელანდია 2-1 / სამოა 1-2, რუსეთი 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, საფრანგეთი 2-1 / კენია 1-2, იაპონია 0-3

<<  მეოთხედფინალი

ფიჯი (ა1) 40:5 საფრანგეთი (დ2)   ვიდეო
ინგლისი (გ1) 24:21 შოტლანდია (ბ2)   
ვიდეო
ავსტრალია (დ1)
12:21 უელსი (ა2)   ვიდეო
აფრიკა (ბ1) 40:0 ზელანდია (გ2)   
ვიდეო

<<  ნახევარფინალი

ფიჯი 31:12 ინგლისი   ვიდეო
აფრიკა 36:5 უელსი   
ვიდეო

<<  ფინალი

(XIII)  კანადა 20:17 უგანდა
ალაფა (IX)  შტატები 28:14 სამოა
(V)  ავსტრალია 19:12 შოტლანდია   
ვიდეო
ბრინჯაო (III)  ინგლისი 38:10 უელსი   
ვიდეო
ოქრო + თასი (I) 
აფრიკა 26:14 ფიჯი   ვიდეო

<<  აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 4 ქვოგა სმით, 5 ვერნერ კოკ,
7 ბრანკო დიუპრე, 10 სესილ აფრიკა, 11 სიბელო სენატლა *
3 დილან სეიჯ, 6 ქაილ ბრაუნ, 8 როსკო სპეკმან, 9 ჯასთინ ხედულდ, 12 რუან ნელ * მწ) ნილ პაუელ

<<  ქულა

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

22 აფრიკა (თ: დუბაი; 19 ფიჯი; 17 ინგლისი; 15 უელსი;
13 ავსტრალია; 12 შოტლანდია; 10 ზელანდია საფრანგეთი;
8 შტატები; 7 სამოა; 5 არგენტინა კენია; 3 კანადა;
1 იაპონია რუსეთი
(ბოლო ვარდება) / 2 უგანდა#

<<  განრიგი

1

2-3/12

დუბაი

(არბ)

2

10-11/12

ქეიპთაუნ

(აფრ)

3

28-29/01

ველინგთონ

(ზელ)

4

4-5/02

სიდნი

(ავს)

5

3-5/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

11-12/03

ვანქუვერ

(კან)

7

7-9/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

15-16/04

სინგაპურ

(სნგ)

9

13-14/05

პარიზი

(სფრ)

10

20-21/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2016 (147 ეტაპი:
55 ზელანდია - 30 ფიჯი;
23 აფრიკა;
16 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა;

1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

>>  სერიის ჩემპიონი
 
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   1

2009

სამოა   1

2010