1020 დღის თავზეო

  ინგლისმა შემოდგომის ტესტების ჩაროზად მეორე ტაიმში მოაშთო ავსტრალია, წელი წაუგებლად გაასრულა და მსოფლიოს პირველ გუნდად გახდომაც დაისახა მიზნად

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმი

რაგბის სამშობლოს ბოლოჯერ 24 წლის წინ (1992) მოეგო ყველა, 6ვე ტესტი, მას აქეთ კი თამაში გაპროფესიულდა და დატვირთვაც გაორმაგდა.  "ვარდები" კალენდრის უკუღმართობის გამო 2016 წელს ზელანდიას ეგრეც არ შეხვედრიან, მაგრამ პრინციპული მეტოქე - ავსტრალია კი 4-ჯერვე ძლიეს ოზივე გურუს, ედი ჯოუნზის თავკაცობით

ამან შარშანდელ მსოფლიო თასზე, შინ ხელმოცარულ გუნდს "ექვსი ერი" სლემით მოაგებინა, მერე ზაფხულისა და შემოდგომის ტესტებიც 100პროცენტიანი შედეგით გაავლევინა, მაგრამ "ოლ ბლექსის" ჯობნას მაინც არ ჩქარობს:  ამბობს, ჩვენსავე თავს ვერ გავუსწრებთ, მთავარი კი ისაა, რომ აქედან 1020 დღის თავზე, საღამოს რვაზე, ფორმის პიკს ვუწიოთ, რათა 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში ვიმარჯვოთო

კონტრასტულ ყაიდაზე

ავსტრალიას ფული ისე უჭირს, რომ სეზონში ყველაზე მეტ ტესტსა მართავს.  ინგლისთან რკენა სარკმლის გარეთ რომ მოხვდა, ვოლაბებს ფრანგულმა კლუბმა დაუკავა 9 ნომერი ვილ გენია, ბრიტებს კი საგაისო 6 ერზეც დააკლდებათ დაშავებული 8 ნომერი ბილი ვუნიპოლა, ვისაც ოზებთან ჩინებულად შეეხიდა ძირით ფიჯელი ნეითან ჰიუზი

ამან 19 წაღებით ბურთი ხეირის ხაზზე 73 მეტრით წინ წაწია, სტუმართაგან კი საუკეთესო მაჩვენებელი ისევ უკანა ბექებს - იზი ფოლაუს (97) და სეფა ნაივალუს (95) აღმოაჩნდათ.  კონტრასტულ ყაიდაზე მორაგბე გუნდებს სტატისტიკაც განსხვავებული მოუგროვდათ:  ინგლისმა ფეხით ორჯერ მეტი ურტყა 18-9 და ნაკლები იპასავა 131-148, მაგრამ ბოჭვა მეტი შეასრულა 136-105 

სხვა მაჩვენებლები თითქმის ტოლი იყო, ტაიმები კი ერთურთს არა ჰგავდა:  ოზებმა პირველის 71% მეტოქის ნახევარზე გაატარეს და ბურთიც დროის 65% ეპყრათ, შესვენების შემდეგ კი ბრიტებმა იძალეს - ტერიტორიის 82% და ფლობის 61

ლუდით დალოცეს

წაგებულსა და მედიასაც ისევ არ მოეწონათ მსაჯობა.  ცოტა იღბლის ამბავიცაა და ირლანდიელმა ტელერეფმა, პითერ ფითსგიბონმა 5-ჯერვე (!) ინგლისის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი: ოზებს ვერ ჩაუთვალა სამი ლელო; ბრიტებს უბოძა ეშხიანი, მაგრამ საჭოჭმანო; და სტუმრებს ბოლოს კაციც გაუსინბინა.  და კიდევ, მოედანზე მყოფმა სამეულმა ვერ შენიშნა "წინ პასი", რასაც ბრიტთა მესამე ლელო მოჰყვა

თამაშისწინა სამზადისი ტრადიციულ კაფიაობაში გაილია.  ორივე ბანაკმა ამხილა მეტოქე შერკინების წესთა სისტემატურ დარღვევაში.  ამით, როგორც გამოჩნდა, ავსტრალიამ მეტად იხეირა და პირველ ლელოზე მეტოქის შეგორებაზე (!) იხელთა ბურთი, მაგრამ ნამატჩევს მოშუღარნი შერიგდნენ, გამარჯვებულის გასახდელში შეიკრიბნენ და ოდინდელი ადათით, რაგბი ლუდით დალოცეს

ვოლაბთა მოძღვარ მაიქლ ჩეკასაც გული მოუბრუნდა ჯოუნზზე და აქო ვიზავი, ინგლისს ერთობ მცოდნედ წვრთნის; მეტიც, ვარდები თავიანთ სტილს - წნეხზე დაფუძნებულ, კონსერვატულ რაგბს ერთგულობენ და ზედიზედ ამიტომაც იმარჯვებენ, ჩვენ კი, როგორც არ ვეცადეთ, მაინც ვერაფრით ავლაგმეთ მეორე ტაიმში შეტევაზე გადმოსული მეტოქეო

შეცდომებით იხეირეს

ინგლისმა 4 ლელო დადო, ავსტრალიამ - ორი.  ვარდებმა ორი თავად შექმნეს და ორზეც მეტოქის შეცდომით იხეირეს.  ბრიტებმა კარს მაშინღა ააცილეს, თამაში რომ მოგებული ჰქონდათ, ოზებმა კი თავიდანვე დაახაიეს გასატანი ჯარიმა და ბოლოს - გარდასახვაც, რითაც გაფრევების შანსი დაკარგეს

პირველი ლელოს წინ დეინ ჰეილეთ-პეთის გადაკიდებულს მისდია დევიდ პოქოქმა და ოუენ ფარელი დაატყვევა, ხოლო მაიქ ბრაუნს ბურთი თავის ლელოში დაუვარდა და ტევიტა კურინდრანიმ დაუმიწა, მაგრამ ანალიზით დადგინდა, რომ პოქოქისგან ბურთი წინ წასულიყო

ბრიტებმა თავიანთ 5მეტრა შტრიხზე წააგეს შერკინება, იერიშში ჩართულმა ჰეილეთ-პეთიმ კი შორს მიაწოდა ნაივალუს * 0:7 @ 9

ფოლაუს რეიდის შემდეგ ხაზს იქეთ გადააღწიეს ჯერ სეკოპე კეპუმ და მერე კურინდრანიმ, მაგრამ ზედახორებში ტელერეფი ორივეჯერ დამცველს მიემხრო და ბერნარდ ფოლიმ ხეირად რგებული ჯარიმაღა შეაგდო * 0:10 @ 15

შემტევს მიემხრო

მეორე მეოთხედში ინგლისი გათამამდა.  ზანგი მარლენდ იარდი მიზანთან ახლოს იყო და ფარელმა მეორე ჯარიმაც გაიტანა * 6:10, მერე კი გენიას დუბლიორმა, ნიქ ფიპსმა ბურთი შეაჩეჩა კეპუს; ამან ხომ ვერ აიღო და ოვალს კიდევ მიარტყა ხელი, ფარელმა კი ფეხით გაუგორა და ჯონათან ჯოზეფმა სპრინტი მოუგო მაიქ ჰუპერს * 13:10 @ 30

თომ ვუდი კისერში წაეტანა პოქოქს და ანგარიში გათანაბრდა * 13:13.  ფოლიმ ტაიმის ბოლო დარტყმით მაინც დააწინაურა სტუმრები, მაგრამ ინგლისმა მეორეში ავსტრალია ლამის უბურთოდ დატოვა და ქულებით 24:5 აჯობა

ვარდების მეორე ლელოზე ჯოზეფმა დიაგონალზე შეუცურა იარდს.  ამან და ფოლაუმ ბურთი რიგრიგობით დაამიწეს.  ვიდეოზე ჩანდა, რომ იარდმა მარცხენა მტევნით წინ გააგორა ოვალი და მერე მარჯვენათი შეეხო, მაგრამ ტელერეფი ამჯერად შემტევს მიემხრო * 20:16 @ 46

ბუნების დამცველად

მალევე ჰიუზმა შერკინებიდან რომ გაილაღა მოკლე ფრთაზე, ბრიტებს ჯარიმა ერგოთ.  ოზებმა უკანდახევისას ზურგი აქციეს მეტოქეს. ჰოდა, ბენ იანგსმა უცებ გაათამაშა და ფინტით გააცურა ფიპსი * 27:16 @ 52

ავსტრალიამ ერთადერთი სალელოე მომენტიღა შექმნა - ფოლაუს გარღვევის შემდეგ, ფაზაობისას, ბურჯმა კეპუმ გააბითურა მწყობრში მდგომი კოლეგა, ჯო მარლერი, მაგრამ ფოლიმ გარდასახვა გააცუდა * 30:21 @ 66

ჰეილეთ-პეთი პასის შემდეგ დაეჯახა ბრაუნს და დაარეტიანა, რის გამოც დაითხოვეს, ავსტრალიამ კი თავის მეოთხედში რომ გაშალა თამაში, ერთი წლით, აფრიკაში, რაგბიდან "ბუნების დამცველად" მიმავალმა პოქოქმა მომსხეპი პასი სცადა და ჯოზეფმა ჩაუჭრა * 37:21

შვიდმა მინუსით

ბოლოს კიდევ ვარდები უტევდნენ და ჰიუზმა კინაღამ შეიტანა ლელო.  ინგლისმა სეზონი (ფიჯიანად) 13-0 ბალანსით დაასრულა, ავსტრალიას კი იგივე მაჩვენებელი 6-9 გაუხდა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ 4 ვარდებთან წააგო, 3 ოლ ბლექსთან, ანუ "დანარჩენ რაგბეთს" 6-2 აჯობა

წლის ორი ლიდერი იმდენად სჯობდა სხვებს, რომ "პირველი დონის" ათიდან შვიდმა (!) ქვეყანამ სეზონი მინუსით დაასრულა, კივები კი "სთივ ჰანსენის ხანაში" (2012-16) მინიმუმ 24%-ით სჯობნიან მდევრებს

 

შემოდგომის ტესტები * 2016

ჩაროზი

ინგლისი 37:21 ავსტრალია

ინგ: ბრაუნ იარდ ჯოზეფ ფარელ (თეო 67) მეი <10-9> ფორდ ბ.იანგს (ქეა 63) / მ.ვუნიპოლა (მარლერ 59) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 59) ქოულ (სინქლერ 67) ლოზ ქრუზ (იუელს 73) რობშოუ (ჰარისონ 69) ვუდ ჰიუზ - 4ლ: ჯოზეფ (1 4) იარდ იანგს; 4გ: ფარელ 3, ფორდ; 3ჯ: ფარელ

ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი სბ 72, კურინდრანი ჰოჯ (ქუპერ 69) ნაივალუ (სპეით 69) <10-9> ფოლი ფიპს (ფრიზბი 69) / სიო (რობერთსონ 58) მორ^კაპ (ლატუ 73) კეპუ (სლიპერ 73) დაგლას (მამ 61) სიმონს; პოქოქ ჰუპერ ტიმანი (მაკმან 67) - 2ლ: ნაივალუ კეპუ; გ 3ჯ: ფოლი

რეფ პეიპერ (აფრ) 3/12 @ ლონდონ, თვიქნემ (81 787  ვიდეო

0:7(9) 0:10(15) 3:10(19) 6:10(28) 13:10(30) 13:13(35) 13:16(40+) /
20:16(46) 27:16(52) 30:16(58) 30:21(66) სბ(72ა) 37:21(75) ბოლო(80+1)

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (5/12)

1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 9046, 3 ავსტრალია 8635,
4 ირლანდია
8462, 5 უელსი 8255, 6 აფრიკა 8179,
7 შოტლანდია
8067, 8 საფრანგეთი 8013, 9 არგენტინა 7991,  
10 ფიჯი
7646, 11 იაპონია 7422, 12 საქართველო 7414

13 იტალია 7247, 14 ტონგა 7194, 15 სამოა 7125,
16 რუმინეთი
6936, 17 შტატები 6466, 18 კანადა 6395,
19 რუსეთი
6325, 20 ნამიბია 6278, 21 ურუგვაი 6066,
22 ესპანეთი
6017, 23 კენია 5928, 24 გერმანია 5899

+/-:  ინგ 62 ავს

შემოდგომის ნამატი | ნაკლი * "მსოფლიო რაგბის" მიხედვით

I და II დონეთა 18 გუნდი:  +295 ირლ, +247 ტონ, +103 ფიჯ, +102 ავს, +97 ინგ, +73 იაპ, +62 რუმ, +24 იტა, +23 შტლ, +12 სამ, +6 უელ |
-40 არგ, -58 კან, -62 სფრ, -94 აშშ, -109 საქ,
-179 ზელ, -306 აფრ

 

I დონის ათი ბობოლა ტოლთა წინააღმდეგ

ძრავი >>   სქრამის ბაზა

2016

%

  მ-წ*

სხვ

ინგ

100.0

12

12-0

+152

ზელ

92.8

14

13-1

+341

ირლ

50.0

11

05-5*1

+37

უელ

45.8

12

05-6*1

-30

შტლ

42.8

7

03-4

+9

ავს

40.0

15

06-9

-78

სფრ

33.3

9

03-6

-18

აფრ

33.3

12

04-8

-89

არგ

25.0

12

03-9

-117

იტა

12.5

8

01-7

-207

#

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

2012-6

%

  მ-წ*

სხვ

ზელ

91.9

62

56-04*2

+1039

ინგ

67.6

54

36-17*1

+352

აფრ

60.7

56

33-21*2

+248

ირლ

54.1

49

25-21*3

+145

ავს

53.8

65

34-29*2

-78

უელ

51.0

52

26-25*1

+90

სფრ

38.8

49

18-29*2

-109

შტლ

27.3

44

12-32

-309

არგ

22.7

55

12-42*1

-622

იტა

11.9

42

05-37

-756

 

ექვსი ერი * 2017 @ საქართველოს თარიღითა და დროით (# პარ)

04/02

შოტლანდია

18.25

ირლანდია

04/02

ინგლისი

20.50

საფრანგეთი

05/02

იტალია

18.00

უელსი

11/02

იტალია

18.25

ირლანდია

11/02

უელსი

20.50

ინგლისი

12/02

საფრანგეთი

19.00

შოტლანდია

25/02

შოტლანდია

18.25

უელსი

25/02

ირლანდია

20.50

საფრანგეთი

26/02

ინგლისი

19.00

იტალია

10/03

# უელსი

24.05

ირლანდია

11/03

იტალია

17.30

საფრანგეთი

11/03

ინგლისი

20.00

შოტლანდია

18/03

შოტლანდია

16.30

იტალია

18/03

საფრანგეთი

18.45

უელსი

18/03

ირლანდია

21.00

ინგლისი

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html