ინგლისმა თანდათან უმატა

   შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ლიდერს - აფრიკის "ბლიც ბოკეს" შინ წინა სამი ეტაპი მოეგო, მაგრამ ამჯერად ფეხი დაუცდა - ფინალში ინგლისთან გარდასახვით დამარცხდა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

სამხრეთ აფრიკაში ახლა ზაფხულია.  ქეიპთაუნის ახალ, ვეება, არასარაგბო სტადიონზე ლიანგი მიაწყდა სეირს

მასპინძელი გუნდიც გემოზე უბერავდა - პულში 98:17 ჩაიგრიალა;  მეოთხედფინალში უელსი 33:0 მოსრა;  ნახევარფინალში როსკო სპეკმანის რეიდით დააშამათა ზელანდია, მაგრამ სეზონის მე-12 ჩაუქობისთვის ჯანი ვეღარ ეყო

ინგლისმა, პირიქით, თანდათან უმატა - შაბათს, პულში, 7:33 წააგო კივებთან და ფიჯსაც 6 წუთში 0:19 ჩამორჩა მეოთხედფინალში, მაგრამ ბოლომდე იომა, 14 წუთი გაუფრევა ოლიმპიურ ჩემპიონს, ოვერტაიმში კი დენ ნორთონის ლელოთი იმარჯვა * 31:26

ნაშეგირდლებს ნუ თათხავო

მულატი ნორთონი ქეიპთაუნში ინგლისის ყველა დროის უპირველესი მელელოვე გახდა და მალე ალბათ "მსოფლიო სერიაზეც" ჩამოართმევს ამავე ტიტულს კენიელ ქოლინზ ინჯერას, ვეტერანმა ჯეიმზ როდველმა კი კარიერის 71-ე ტურნირიც მოილია

თუ 24-მატჩა პულურ სტადიაზე ერთადერთი ფრე აღინუსხა, მეოთხედ ფინალში სქოთებმაც დამატებით დროში მოუგეს იანკებს.  ჯასთინ ხედულდს გარდასახვა კიდიდან რომ შეეგდო, აწ უკვე 14-წუთიანი ფინალიც გაგრძელდებოდა 5-წუთა პერიოდებად, მაგრამ ინგლისს ბედმა გაუღიმა და სერიის კიბეზე 2 ქულითღა ჩამორჩება აფრიკას

და რასა იქმს ფიჯი?  ჯერჯერობით მესამეა.  "ჯადოქრების" გადამდგარი გურუ, მწითური ინგლისელი ბენ რაიანი სოცმედიაში თათხავს თურმე ნაშეგირდლებს, რაზეც ფიჯის "რაგბის კავშირი" ბრაზობს და თავის ყოფილ თანამშრომელს ახსენებს, გუნდი შენ აღარ გაბარია, 1 იანვრიდან კი ბიჭებს უელსელი გარეს ბეიბერი მიხედავსო

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

II ეტაპი * 10-11/12 @ ქეიპთაუნ (აფრიკა)

<<  პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) აფრიკა 3-0, შტატები 2-1 / ავსტრალია 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) ფიჯი 3-0, კენია 2-1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია 0-3
(გ) ზელანდია 2-0*1, ინგლისი 2-1 / არგენტინა 1-2, კანადა 0-2*1
(დ) შოტლანდია 3-0, უელსი 2-1 / სამოა 1-2, უგანდა
# 0-3

<<  მეოთხედფინალი

აფრიკა (ა1) 33:0 უელსი (დ2)
ზელანდია (გ1) 28:7 კენია (ბ2)
შოტლანდია (დ1) 24:19
*დდ შტატები (ა2)
ფიჯი (ბ1)
26:31*დდ ინგლისი (გ2)

<<  ნახევარფინალი

აფრიკა 14:7 ზელანდია
ინგლისი 33:14 შოტლანდია

<<  ფინალი

(XIII)  კანადა 19:10 უგანდა
ალაფა (IX)  საფრანგეთი 19:7 არგენტინა
(V)  ფიჯი 33:21 კენია   
ვიდეო
ბრინჯაო (III)  ზელანდია 24:19 შოტლანდია   
ვიდეო
ოქრო + თასი (I) 
ინგლისი 19:17 აფრიკა   ვიდეო

<<  ინგლისი

1 რიჩარდ დეკარპანტიე, 2 ჩარლი ჰეითერ, 3 ფილ ბერჯეს, 4 დენ ნორთონ, 6 თომ მიჩელ^კაპ, 7 დენ ბიბი, 10 რურეიდ მაკქონოქი *
5 ჯეიმზ როდველ, 8 თომ ბოუენ, 9 ოლივერ ლინდზი-ჰეიგ. 11 იზენ ვოდლთონ, 12 ალექს დევის * მწ) საიმონ ამორ

<<  ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

41 აფრიკა (თ: დუბაი; 39 ინგლისი (თ: ქეიპთაუნ; 32 ფიჯი;
27 შოტლანდია
+30, ზელანდია+23; 25 უელსი;
18 ავსტრალია
+65, შტატები+56, საფრანგეთი+33;
17 კენია; 12 არგენტინა; 8 სამოა; 6 კანადა
-92, რუსეთი-204;
2 იაპონია
(ბოლო ვარდება) / 4 უგანდა##

<<  განრიგი

1

2-3/12

დუბაი

(არბ)

2

10-11/12

ქეიპთაუნ

(აფრ)

3

28-29/01

ველინგთონ

(ზელ)

4

4-5/02

სიდნი

(ავს)

5

3-5/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

11-12/03

ვანქუვერ

(კან)

7

7-9/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

15-16/04

სინგაპურ

(სნგ)

9

13-14/05

პარიზი

(სფრ)

10

20-21/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2016 (148 ეტაპი:  55 ზელანდია -
30 ფიჯი; 23 აფრიკა;
17 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია;
2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

>>  სერიის ჩემპიონი
 
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   1

2009

სამოა   1

2010