რევანშები და ფათერაკი

   ევროპის "ჩემპიონთა თასის" მეოთხე, შექცეულ რაუნდში წინა უქმეებზე ძლეულთაგან ექვსმა რევანში აიღო, ორგანიზატორმა კი ბოდიში უმალ მოიხადა მსაჯის უხეში შეცდომის გამო

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

"ჩემპიონთა თასი" ჰაინეკენის ტრადიციას ერთგულობს - დეკემბერში ერთი და იგივე წყვილები მომდევნო უქმეებზე შინ და გარეთ თამაშობენ, რაც გარდუვალად ქმნის სარევანშო განწყობილებას და ხანდახან სასწაულებიც ხდება

აი, ახლაც ლესთერს ლიმრიქში თუმც 0:38 წაეგო, შინ გარდაისახა და თამაშის ბოლო წუთზე, უელსელი ოუენ ვილიამსის მიერ, 52 მეტრიდან გატანილი, მეექვსე ჯარიმით 18:16 დაამარცხა მანსთერი

საკლუბო დონეზე დაჩიავებული უელსის ერთადერთმა დელეგატმა, ჰლანეჰლიმ ნაკრების 15 ნომრის, 7 გოლის გამტანი ლი ჰაფპენის მიერ აცილებული 4 ჯარიმით იხეირა და 22:21 ძლია ბობოლა ტულონი, ვინაც საშობაო არდადეგებზე პლეიოფში გამსვლელ რვეულს მიღმაა

უქართველებოდ წააგეს

კლერმონმა ალსთერთან პრემია მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაიბევა, მაგრამ ბოლოს მაინც მოუხდა ათამაშებული სტუმრის დამუხრუჭება 38:19 და ფინიშამდე ორი რაუნდით ადრე, პულს 8 ქულით (2 მოგებით) ლიდერობს

მონპელიე კასტრშიც წინ იყო საათის თავზე, სამივე ქართველი მორკინალი რომ შეცვალა და შედეგად წააგო, რაკი აფრიკელი პოლ ვილემსე რაქში ურჯუკად ჩაება და წითლით გააგდეს, ხოლო 3 წუთის შემდეგ ბურივე იანი დიუპლესიც გაასინბინეს 23:29

გლაზგომ ისევ, ამჯერად შინ, გააბურთავა პარიზის "რასინგ"ი - ბოლო წუთამდე 23:0 უგებდა!  სეილმა ჩემპიონ სარასენსთან ისევ სამი ყვითელი მიიღო და კვლავ დამარცხდა, ოღონდაც ცოტათი 10:24, ნორსჰემპთონი კი იმდენად შავ დღეშია, რომ ორივე რკენა წააგო დაბლინის "ლენსთერ"თან - ჯამში 23:97

კაპიტანმა წაივირეშმაკა

და მაინც, ეს ყველაფერი დაჩრდილა გოლვეის ფათერაკმა.  ინგლისის "ვოსპს"ი ირლანდიის პროვინციაში 5 ქულით იგებდა, ბოლომდე 6 წუთით ადრე ფრანგ რეფს, ჟერომ გარსეზს ფეხი რომ გაეჭიმა და სასტვენი მისგან კიდის მსაჯმა, ფრანგმავე მატიო რეინალმა გადაიბარა

80 წუთი ამოწურული იყო, რეინალმა მასპინძელ ქონოთს ჯარიმა რომ უბოძა.  კელტთა კაპიტანმა ჯონ მალდუნმა მსაჯს ჰკითხა, კიდეზე თუ ვასწრებთ დარტყმასო და პასუხად მიიღო, "ვერა"ო

მაშინ მორაგბემ წაივირეშმაკა - კი მაგრამ, ახალი წესები რისთვის გამოსცა "მსოფლიო რაგბმა"ო და ქიქერს მაინც კიდეზე დაარტყმევინა ჯარიმა, მესიე რეინალი კი დაიბნა და ვოსპსის თულუხჩებისა და მოთამაშეთა პროტესტის მიუხედავად, ქონოთს ბურთი მოაწოდებინა

მსაჯებსაც ერევათ

მასპინძლებსაც ეგ უნდოდათ - დერეფანში აგორებულ მოლში ბექებიც ჩააბეს და ფიჯელი ნაულია ნდავაი მიზანს ეწია, დამრტყმელმა კი ძნელი გარდასახვა შეაგდო.  ქონოთმა 20:18 გაიმარჯვა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ მალდუნის მიერ გამოყენებული წესი ჩრდილო ნახევარ სფეროში ... 2017 წლის 1 აგვისტოსღა ამოქმედდება!

"ჩემპიონთა თასის" ორგანიზატორმა ეპკრ-მა ბოდიში მოიხადა, მსაჯი შეცდაო, მაგრამ ეგრეც დასძინა, თამაშის შედეგი ვერ შეიცვლებაო

ვოსპსი მომხდარს შეეგუა.  რეინალსაც უსათუოდ დასჯიან, უცხოურ მედიას კი მიაჩნია, რომ დამნაშავეა დაბლინის ოფისი, რომელიც ისე გაუთავებლივ ცვლის თამაშის წესებს, რომ მსაჯებსაც ერევათ, თუ რომელი სიახლე რომელ შეჯიბრში მოქმედებს

 

ევროპის "ჩემპიონთა თასი"  2016-17

მეოთხე რაუნდი

<<   პირველი პული

გლაზგო (შტლ) 23:7 რასინგ (სფრ)

3ლ: სტრაუს ბრაუნ პრაის; გ 2ჯ: რასელ -

ლ: შოვო; გ: დონბიელ

რეფ ქლენზი (ირლ) @ 16/12 სქოთსთაუნ (7 351  ვიდეო

5:0(4) 12:0(15) 15:0(30) 18:0(39) / 23:0(47) 23:7(80)

ლესთერ (ინგ) 18:16 მანსთერ$(ირლ)

6ჯ: ო.ვილიამს სბ ტუილანგი თ.იანგს -

ლ: ნ.სქანელ; გ 3ჯ: ბლაინდელ სბ ზიბო

რეფ გაიუზერ (სფრ) @ 17/12 ველფორდ როუდ (24 213  ვიდეო

0:3(10) 0:6(19) სბ(30ლ) 3:6(34) 6:6(40) /
6:9(45) 9:9(50) 12:9(55) 15:9(67სბ) 15:16(76სბ) 18:16(80)

<<   მეორე პული

ტულუზ$(სფრ) 54:15 ძებრე (იტა)

8ლ: გალონ პერეს (2 7) იუჟე ბონევალ ფლად სტენკამპ დავიდ; 7გ: ფლად -

2ლ: დაპიჩე მეიერ; გ ჯ: კანა

რეფ თემპესთ (ინგ) @ 17/12 ერნესტ ვალონ (10 378  ვიდეო

0:7(4) 7:7(7) 7:10(10) 12:10(16) 19:10(21) 26:10(24$პ) 33:10(26) 40:10(38) /
40:15(45) 47:15(58) 54:15(63)

ქონოთ (ირლ) 20:18 ვოსპს$(ინგ)

2ლ: პულმან ნდავაი; 2გ 2ჯ: ქართი სბ ოჰალორან -

2ლ: სიმპსონ ბასეთ; გ 2ჯ: გოპერთ

რეფ გარსეზ | რეინალ (სფრ) @
17/12 გოლვეი, სპორთსგრაუნდ (
8 090  ვიდეო

3:0(9) 3:7(14) სბ(25ქ) 6:7(32) 13:7(40+) /
13:10(54) 13:13(68) 13:18(73)
მსჯ(74) 20:18(80+3)

<<   მესამე პული

ჰლანეჰლი (უელ) 22:21 ტულონ$(სფრ)

ლ: სქ.ვილიამს; გ 5ჯ: პეჩელ -

7ჯ: ჰაფპენი სბ ფრეზია

რეფ ქარლი (ინგ) @ 18/12 პარკისქარლეთს (8 579  ვიდეო

3:0(11) 10:0(16) 13:0(19) 13:3(21) 16:3(24) 16:6(29) 16:9(40+3) /
19:9(45) 19:12(47) სბ(56ტ) 19:15(60) 22:15(64) 22:18(66) 22:21(72)

სეილ (ინგ) 10:24 სარასენს (ინგ)

ლ: ევანს; გ ჯ: მაკგინთი სბ ვებერ ევანს თჯ.იოანე -

2ლ: ფარელ ერლ; გ 4ჯ: ფარელ

რეფ ბრეის (ირლ) @ 18/12  სოლფორდ, ეიჯი ბელ (6 158  ვიდეო

0:3(15) 3:3(28) 3:6(36) /
სბ(45სე) 3:9(59სბ) 3:12(69სბ) 3:19(74) 3:24(78) 10:24(79)

<<   მეოთხე პული

ლენსთერ$(ირლ) 60:13 ნორსჰემპთონ (ინგ)

9ლ: ა.ბირნ (1 3) ლ.მაკგრას ობრაიენ ფერლონგ ქრონინ ნათევა (7 9) ოლოჰლინ; 6გ: ნათევა 4, რ.ბირნ 2; ჯ: ნათევა -

ლ: ქ.პისი; გ 2ჯ: მაილერ სბ გიბსონ

რეფ პუატ (სფრ) @ 17/12 დაბლინ, ავივა (38 584  ვიდეო

5:0(5) 5:3(14) 5:6(17) 5:13(22) 8:13(25) 15:13(30) 22:13(33) 29:13(40+2$პ) /
36:13(44) 43:13(48) სბ(54ნ) 48:13(55) 55:13(62) 60:13(71)

კასტრ (სფრ) 29:23 მონპელიე$(სფრ)

2ლ: აგუჟა ბიაზ; 2გ: ურდაპიჟეტა; 5ჯ: ურდაპიჟეტა 4, ქოქოთ -

3ლ: ნქერა მოგ ნანდოლო; გ 2ჯ: კატრაკილის წბ ვილემსე სბ ი.დიუპლესი

რეფ ბარნს (ინგ) @ 18/12 პიერ ანტუან (8 300  ვიდეო

3:0(4) 3:3(20) 6:3(24) 6:10(27) 9:10(30) 16:10(37) / 16:15(43) 16:18(49) 16:23(55) 19:23(59) წბ(62მ) სბ(65მ) 26:23(67) 29:23(74)

<<   მეხუთე პული

ბორდო (სფრ) 12:20 ექსეთერ (ინგ)

4ჯ: ბოგზის 3, სერენ წბ დიუკუენ -

2ლ: ვოლდრომ ქოუან-დიქი; 2გ 2ჯ: სლეიდ სბ ლის ჰოუმს

რეფ ლეისი (ირლ) @ 17/12  შაბან დელმა (21 071  ვიდეო

3:0(24) 6:0(30სბ) 6:7(32) /
9:7(45)
წბ(49ბ) 9:10(55) სბ(64ე) 12:10(66) 12:17(70) 12:20(78)

კლერმონ$(სფრ) 38:19 ალსთერ (ირლ)

5ლ: ტოიავა აბენდენონ (2 3) ლოპეს [საჯ] 5გ: პარა 4, ლოპეს; ჯ: ლოპეს -

3ლ: ბოუ (1 3) ფრ.ფანდერმერვე; 2გ სბ ჯექსონ

რეფ მიტრეა (იტა) @ 18/12 მარსელ მიშელენ (18 739  ვიდეო

7:0(3) 14:0(20) 21:0(25) /
28:0(43
$პ) 28:7(58) 28:14(62) 28:19(66) 31:19(70) 38:19(79სბ)

 

ბორჯღალოსნები

#

წთ

პ/ს

^

ოფ

ბჭვ

-შ

-ჯ

ვასილ კაკოვინი (ტლზ)  

17

+58

0/1

0

0

0

1/0

0

0

ლევან ჩილაჩავა (ტლნ)

3

-29

1/0

0

0

0

0/1

0

1

მამუკა გორგოძე (ტლნ)

4

-57+67

3/19

24

0

2

6/0

2

0

მიხო ნარიაშვილი (მნპ)  

1

-59

0/1

0

0

0

7/1

0

2

შალვა მამუკაშვილი (მნპ)

2

-59

0/2

3

0

0

7/0

0

0

კოტე მიქაუტაძე (მნპ)  

4

-59

0/2

4

0

0

6/0

0

0

დავით ზირაქაშვილი (კლრ)  

3

-67

1/4

2

0

1

5/3

1

0

ვიტო კოლელიშვილი (კლრ)  

6

-55

2/5

13

1

1

8/0

1

0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

ად

4 რაუნდი

სხვ

მ-წ*

გატ:გაშ

$

1

გლაზგო (შტლ)

13

+33

12

3-1

105:072

1

2

მანსთერ (ირლ) %

11

+57

10

2-1

092:035

3

3

ლესთერ (ინგ)

8

-55

3

2-2

058:113

0

4

რასინგ (სფრ)

0

-35

5

0-3

038:073

0

1

ვოსპს (ინგ) ^ 8(+13)

13

+81

20

2-1*1

152:071

3

2

ქონოთ (ირლ) % 8(-11)

13

+34

15

3-1

112:078

1

3

ტულუზ (სფრ)  3(-2)

13

+67

17

2-1*1

131:064

3

4

ძებრე (იტა)

0

-182

5

0-4

042:224

0

1

სარასენს (ინგ)

18

+87

16

4-0

149:062

2

2

ტულონ (სფრ)

10

+12

8

2-2

090:078

2

3

ჰლანეჰლი (უელ)

8

-11

8

2-2

096:107

0

4

სეილ (ინგ)

0

-88

3

0-4

029:117

0

1

ლენსთერ (ირლ)

16

+86

20

3-1

146:060

4

2

მონპელიე (სფრ) %

11

+16

11

2-2

091:075

3

3

კასტრ (სფრ)

9

+4

10

2-2

099:095

1

4

ნორსჰემპთონ (ინგ)

4

-106

4

1-3

046:152

0

1

კლერმონ (სფრ)

17

+55

20

3-1

154:099

5

2

ბორდო (სფრ) ^

9

-3

9

2-2

086:089

1

3

ალსთერ (ირლ)

9

-26

10

2-2

090:116

1

4

ექსეთერ (ინგ)

6

-26

4

1-3

053:079

2

 

დებულება

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) ბონუსი ($)  

ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა, 2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო; მთელ პულში 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) წილისყრა

პლეიოფში: ხუთივე პულის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)

შემდგომი განრიგი

პულური რაუნდები: 2017:  7 (გამოტ: რას - მნს), 13-15 და 20-22/01

მეოთხედფინალები 31/03-2/04,  ნახევარფინალები 21-23/04

ფინალი:  შაბ 13/05 @ მარიფილდ, ედინბურგ (შტლ)