ორჯერვე უსიტყვოდ

   შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ლიდერმა, აფრიკის "ბლიც ბოკემ" ზელანდიაში ორჯერ ძლია ოლიმპიური ჩემპიონი, ფიჯი და სერიის კიბეზე მასვე 12 ქულით გაუსწრო

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

"ქურციკებს" ველინგთონში აკლდნენ ქაილ ბრაუნი და სესილ აფრიკა, მაგრამ მათ მაინც თამაშ-თამაშ იპირველეს - ფიჯი შაბათს, ჯგუფში * 31:12 გააბურთავეს და კვირას, ფინალშიც მასვე რომ გადაეყარნენ, ეგრევე უსიტყვოდ მოუგეს * 26:5

გამარჯვებულთაგან მთელმა გუნდმა აგრესიულად ითამაშა დაცვაში და ჩაუქადაც უტია.  ეტაპზე ერთბაშად ორ ნომინაციაში იპირველა სიბელო სენატლამ, ხოლო სტატისტიკოსებმა არქივებში მოიძიეს, რომ აფრიკას ზელანდიაში წინა ჯერზე ... 2002 წელს ემარჯვნა

ოჯახებად’ღა მიდიან

შაბათს ავსტრალია სერიაში ზედიზედ მეორედ ჩარჩა ჯგუფში, კანადამ კი სამივე თამაში მოიგო.  წინა, ქეიპ’თაუნის ეტაპის ჯილა, ინგლისი მეოთხედ’ფინალში დაითხოვა შოტლანდიამ, ვინაც შვიდკაცის სამშობლო კია, მაგრამ ერთი ხანობა ნაკრების გაუქმებასაც აპირებდა

სქოთები სამ ეტაპზე ოთხეულში მეორედ შეიჭრნენ და ქულებითაც მეოთხენი არიან, სერიის 12-გზის ფალავანმა, ზელანდიამ კი კვირას სამიდან ორი თამაში წააგო და უკვე 24 წერტით ჩამორჩება აფრიკას. არადა, კივებს შინ, წინა 6 ტურნირიდან ხუთში შეემართათ თასი

მთლად უარესიც:  ველინგთონში დასწრებამაც კატასტროფულად იკლო.  სამხრეთში ახლა ზაფხულია.  უწინ 34,500 მოსეირის დამტევი "ვესთ პექ"ი ორივე დღეს პირამდე ივსებოდა და ფანობა ყეენობას მართავდა, მაგრამ რაც ტრიბუნაზე სმა და მოწევა აიკრძალა, შოუზე ხალხი ოჯახებად’ღა მიდის - დღეში 10 ათასი (და ესეც გაბუქულია)

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

III ეტაპი * 28-29/01 ველინგთონ (ზელანდია)

<<  ჯგუფები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ინგლისი 3-0, არგენტინა 2-1 / კენია 1-2, პაპუასეთი# 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, ფიჯი 2-1 / ავსტრალია 1-2, იაპონია 0-3
(გ) ზელანდია 3-0, საფრანგეთი
(+16) 1-1*1 / აშშ (=0) 1-1*1, სამოა 0-3
(დ) კანადა 3-0, შოტლანდია 2-1 / უელსი 1-2, რუსეთი 0-3

<<  მეოთხედ’ფინალი

ინგლისი (ა1) 12:14 შოტლანდია (დ2)
ზელანდია (გ1)
10:26 ფიჯი (ბ2)
კანადა (დ1) 17:12
არგენტინა (ა2)
აფრიკა (ბ1) 45:0 საფრანგეთი (გ2)

<<  ნახევარ’ფინალი

ფიჯი 19:12 შოტლანდია
აფრიკა 21:5 კანადა

<<  ფინალი

(XIII)  სამოა 19:12 რუსეთი
ალაფა (IX)  კენია 19:17 ავსტრალია
(V)  არგენტინა 17:12 ზელანდია  
ვიდეო
ბრინჯაო (III)  შოტლანდია 28:22 კანადა   
ვიდეო
ოქრო + თასი (I) 
აფრიკა 26:5 ფიჯი   ვიდეო

<<  აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 4 ქვოგა სმით, 5 ვერნერ კოკ,
7 ბრანკო დიუ’პრე, 9 ჯასთინ ხედულდ, 11 სიბელო სენატლა *
3 დილან სეიჯ, 6 სივივე სოიზვაპი, 8 როსკო სპეკმან, 10 ზეინ დევიდს, 12 რუან ნელ * მწ) ნილ პაუელ

<<  ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

63 აფრიკა (2თ: დუბაი ველინგთონ); 51 ფიჯი;
49 ინგლისი (თ: ქეიპ’თაუნ); 44 შოტლანდია; 39 ზელანდია;
30 უელსი; 28 საფრანგეთი; 25 ავსტრალია
+59, არგენტინა+58, კენია+51;
23 შტატები; 21 კანადა; 11 სამოა; 8 რუსეთი; 3 იაპონია
(ვარდება) /
4 უგანდა
##; 1 პაპუასეთი#

<<  განრიგი

1

2-3/12

დუბაი

(არბ)

2

10-11/12

ქეიპ’თაუნ

(აფრ)

3

28-29/01

ველინგთონ

(ზელ)

4

4-5/02

სიდნი

(ავს)

5

3-5/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

11-12/03

ვანქუვერ

(კან)

7

7-9/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

15-16/04

სინგაპურ

(სნგ)

9

13-14/05

პარიზ’ი

(სფრ)

10

20-21/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2017 (149 ეტაპი:  55 ზელანდია -
30 ფიჯი;
24 აფრიკა; 17 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია;
2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

>>  სერიის ჩემპიონი
 
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   1

2009

სამოა   1

2010