სჯობს გვიანო

   მორიგი "ექვსი ერის" წარდგენაზე მედიას საკბილო ბლომად მიეცა: ბონუსის შემოღება, ბოჭვის წესის გამკაცრება, დასის თანაბრობა, მოჭარბებული ტრავმები და "ლომების" ზელანდიური ტურნეც

შარშანწინისწინისწინ (2013) >>   გაღმერთებული და უჩინარი
შარშანწინისწინ (2014) >>   წლიდან წლამდე, მეთხუთმეტედაც
შარშანწინ (2015) >>   ახალი თასი და ბრენდიც
შარშან (2016) >>   არავის მივიღებთო!

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ სტატისტიკა

რაგბი მარგ ტრადიციას შემოიღებს ხოლმე და მერე მას  განუხრელად იცავს.  აი, ახლაც, სტარტის წინა კვირეულის ოთხშაბათს, კაპიტნები და მწვრთნელები ლონდონში, ჰერლინგემის კლუბში შეიკრიბნენ და თასით სურათები გადაიღეს -- ყველამ ერთად, ცალცალკეც, წყვილებად, ლომობის კანდიდატებმა ...

მედიას დარბაისლურად ესაუბრნენ ორგანიზატორები, გურუები, ყოჩები და გარეშე ექსპერტებიც.  კვლავ ითქვა,

* რომ "ექვსი ერი" რაგბეთის უპირველესი სანაკრებო ტურნირია; 

* რომ იტალია ალალად იმსახურებს მასში მონაწილეობას და გავარდნა-შესვლა ჯერაც არა ჩანს ცის კაბადონზე;

* რომ მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა უპირველესი ამოცანაა:

* და რომ ბონუსის შემოღებით ლელოს გატანა მეტად ხომ დაფასდება და შეტევითი ტაქტიკაც წახალისდება, ანუ ტელეფანობის მიერ ისედაც ფრიად დაფასებული ტურნირი კიდევ უფრო თვალსასეირო გახდება

სამართლიანად მიეჩინებათ

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ეგეც შევნიშნოთ, რომ ექვსერელი მახვშები სულ რაღაც ერთი წლის წინ ჯერაც ხატზე იფიცებდნენ, ბონუსი არა გვჭირდება, იმდენად მიმზიდველია ჩვენი პროდუქტიო

მერე კიდევ, შარშან, 30 ნოემბერს მათ რომ მაინც შემოიღეს ქულათა დარიცხვის "ახლებური" სისტემა, ბობოლა მედიაში არავინ მიუთითათ, "ზუსტად ეგ ფორმულა დასაბამიდან, 1996 წლიდან მოქმედებდა ზე 12-ში, 2003 წლიდან - მსოფლიო თასზე, 2011 წლიდან კი - ერთა თასზე, რომლის უცვლელ ფალავანსაც თავს არ უყადრებთო"

დიახ, ნეტარი "ექვსი ერი" ბარემ ორი ათწლეულით ჩამორჩა სამხრეთს, რომელიც შარშან სხვა, უფრო პროგრესულ სისტემაზე გადავიდა, მაგრამ თქმულა, "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო"

ჰოდა, თუ მამათა სიჯიუტის გამო, "ექვსი ერის" ბოლო, "ზეშაბათს", სასურველი სხვაობის მისაღწევად ბოლო წლებში ლამის შვიდკაცა ჩაღდებოდა, ამიერიდან, ბონუსთა წყალობით, გუნდების მონაგარი 0-10 დიაპაზონის ნაცვლად 0-25 (თეორიულად კი 0-28) სპექტრში გაიბნევა და მონაწილეებსაც უფრო სამართლიანად მიეჩინებათ ადგილები

მინიმუმ ჯარიმა

"მსოფლიო რაგბმა" გამოიკვლია 1,500 მატჩში აღნუსხული 600 "თავის ტრავმა" და დაადგინა, რომ მათი 76% ბოჭვაზე მოხდა

რაკი თანამედროვე, ლიგურ დაცვაში მბოჭავები შემტევს გამართულნი ხვდებიან, მატულობს თავებით შეხლისა და მკლავის თავში მორტყმის ალბათობა.  ჰოდა, ექსპერტებს ეგეც დაუთვლიათ, რომ თავის დაზიანების 73% მბოჭავზე (დამცველზე) მოდის

"დაბლინი" გამოსავალს მსაჯობის გამკაცრებასა და ბოჭვის ტექნიკის დახვეწაში ხედავს.  მსაჯებს ახალი წლიდან მიეთითათ, რომ არათუ "თავის არეში" განზრახ კონტაქტი, არამედ დაუდევრობით გამოწვეული შეხებაც დასაჯონ მინიმუმ ჯარიმით და ხშირად, "ყვითლითაც"

ამას ევროტურნირებზე სინბინთა მომრავლება მოჰყვა.  გუნდებიც ჩივიან, დაცვაში როგორ ვითამაშოთ, ვეღარ ვიცითო, მედია კი წუხს, რომ დაბლინურ მითითებებს შემოქმედებითად ნაიჯელ ოუენსი და მისი დონის თითო-ოროლა რეფიღა გაიაზრებს, ხოლო სხვები რობოტებივით გაირჯებიან და რაგბს ბალეტად აქცევენ

ლომები შეირჩევიან

რაგბეთში ყველა იზიარებს მოსაზრებას, რომ "ექვსი ერის" დასი ახლა უფრო თანაბარია, ვიდრე სამხრეთის "ოთხი ერისა" -- ზელანდიამ შარშან ხომ ვადამდე, ორი რაუნდით ადრე, მოიგო ფალავნობა და პრემიაც მოკრიფა ექვსივე მატჩში

მერე იყო და ზელანდია ჩიკაგოში ირლანდიამ ძლია. "სამყურებმა" ნოემბერში ავსტრალიაც დაამარცხეს; იტალიამ თვით აფრიკა შეიწირა; შოტლანდია მაგრად დაუდგა ოზებს; ხოლო ფრანგებმა ეშხიანად უტიეს ჯერ "ვოლაბებს" და მერე "ოლ ბლექსსაც"

ამდენად, თებერვალ - მარტში ვინ ვის მოუგებს, მთლად ცხადი ვერაა, ოთხი ბრიტანული გუნდისთვის კი შეჯიბრს ეშხს მატებს ის, რომ მეტწილად "ექვს ერზე" შეირჩევა "ლომთა" ის რაზმი, რომელმაც ივნის - ივლისში, ზელანდიაში, 7 მოთელვა და სამი ტესტი უნდა გამართოს 

ფეხი დამიცდაო

წარდგენაზე ინგლისის ოზი მოძღვარი, ედი ჯოუნზი ღაწვგაპობილი და თვალჩალურჯებული მიბრძანდა.  გურუმ ჯერ თქვა, შეკრებაზე ძოუდოსა და ხრიდოლში ჩავაბი ბიჭებიო, მერე კი გამოტყდა, დედის რჩევა გვიან გამახსენდა, წვერი ყოველ დილით უნდა გაიპარსოო.  ჰოდა, აბაზანაში შევბრუნდი და ფეხი დამიცდაო

ჯოუნზს მხარს უმშვენებდა ნორსჰემპთონის კვაჭი დილან ჰართლი, ვინაც მორიგი, 6-კვირიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და ორი თვის უთამაშებელი, ბრძოლაში გაუძღვება "ვარდებს".  ედიმ ოხუნჯობის შანსი არც ამჯერად გაუშვა ხელიდან და მედიას მოახსენა, ჰართლი დიდი მატჩებისთვის "უქმობით მზადების" სპეციალისტია -- ზურგს 60 (!) კვირიანი გამოცდილება უმაგრებსო

ინგლისს აკლია ტრავმირებულები - მაკო და ბილი ვუნიპოლები, ქრის რობშოუ, ჯორჯ ქრუზი და ენთონი ვოთსონიც, მაგრამ იმოტოლა რეზერვი ჰყავს, რომ მაინც არაფერი უჭირს -- მით უფრო, თუ მოუკეთდნენ მარო ითოჟე, ჯეიმზ ჰასქელი და ჯექ ნოული

ძველ-ტულუზურად

ფრანგებს ბოლო ხანს დაუშავდნენ ვეზლი ფოფანა და კომპანია.  გურუ გი ნოვესი "ლე ბლეს" კოხტა, ძველ-ტულუზურ რაგბს კი უქადაგებს, მაგრამ რად გინდა?  სტატისტიკის თანახმად, გალები "ხეირის ხაზს" ბევრ მეტოქეზე ხშირად კვეთენ, მაგრამ ბურთი ლელომდე ვერკი მიაქვთ, რადგან ტოპ 14-ის კლუბები ზეპრაგმატულად რაგბობენ და ვერ წაფავენ ბიჭებს იმ უნარებში, რომლებიც ამათ ნაკრებში ჭირდებათ

შოტლანდიამ 1999 წელს მოიგო ბოლო "ხუთი ერი", "ექვსის" 17 სეზონში კი მესამე ადგილზე მაღლა ვერაფრით ავიდა.  ივნისში გუნდს კივი ვერნ ქოთერისგან გადაიბარებს სქოთივე გრეგორ თაუნსენდი, ვინაც გლაზგო "ჩემპიონთა თასის" პლეიოფში გაიყვანა, ფანობას კი მიაჩნია, რომ "ლომებმა" 15 ნომრად სთიუართ ჰოგი უნდა დაიყენონ

აღარ შერყევია

"ლომებისვე" გადამკიდე, კივი ვორენ გეთლენდი ისევ გადადგა უელსის გადიობიდან, მისმა შემცვლელმა, რობ ჰაულიმ კი "ურჩხულთა" კაპიტნობა "იოლად მტვრევადი" სემ ვორბერთონისგან გადააბარა 105 კეპის მქონე მეორეხაზელს, ბებერ ალუნ-ვინ ჯოუნზს

იტალიის ახალი გურუ, ირლანდიელი ქონორ ოში შეგირდებს ურჩევს, მაგალითი ფეხბურთისგან გადაიღონ - კამპანია 400-წუთიან თავდადებასა და დაცვას დააფუძნონ,

საკუთრივ ირლანდიას კი სტარტზე აკლიან პითერ ომანი და რაღა თქმა უნდა, 10 ნომერი ჯონათან სექსთონი.  ერთი კია, ამას ამჯერად ტვინი აღარ შერყევია - წვივის კუნთიღა დაეჭიმა!

 

ექვსი ერი * 2017

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

04/02

შოტლანდია

18.25

ირლანდია

შაბ

04/02

ინგლისი

20.50

საფრანგეთი

კვი

05/02

იტალია

18.00

უელსი

შაბ

11/02

იტალია

18.25

ირლანდია

შაბ

11/02

უელსი

20.50

ინგლისი

კვი

12/02

საფრანგეთი

19.00

შოტლანდია

შაბ

25/02

შოტლანდია

18.25

უელსი

შაბ

25/02

ირლანდია

20.50

საფრანგეთი

კვი

26/02

ინგლისი

19.00

იტალია

პარ

10/03

უელსი

24.05

ირლანდია

შაბ

11/03

იტალია

17.30

საფრანგეთი

შაბ

11/03

ინგლისი

20.00

შოტლანდია

შაბ

18/03

შოტლანდია

16.30

იტალია

შაბ

18/03

საფრანგეთი

18.45

უელსი

შაბ

18/03

ირლანდია

21.00

ინგლისი

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (05/12_2016)

1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 9046, 3 ავსტრალია 8635,
4 ირლანდია 8462, 5 უელსი 8255, 6 აფრიკა 8179,
7 შოტლანდია 8067, 8 საფრანგეთი 8013, 9 არგენტინა 7991,  
10 ფიჯი
7646, 11 იაპონია 7422, 12 საქართველო 7414,
13 იტალია 7247, 14 ტონგა 7194, 15 სამოა 7125,
16 რუმინეთი
6936, 17 შტატები 6466, 18 კანადა 6395

 

"ექვსი ერის" ჩემპიონები

ინგლისი

2000

2001#

2003^

2011

2016^

საფრანგეთი

2002^

2004^

2006#

2007#

2010^

უელსი

2005^

2008^

2012^

2013#

ირლანდია

2009^

2014#

2015#

 

^ სლემ (5 მოგება)  # უკეთესი სხვაობითღავთ = ვაითვოშ (5 წაგება)

 

17 სეზონის (2000-2016) ჯამი

ქვეყანა

%

 მ-წ*  

გატ:გაშ

სხვ

ჩმ

სლ

ვთ

ინგლისი

71.2

60-24*1

2350:1327

+1023

5

2

-

ირლანდია

66.5

55-27*3

2080:1536

+544

3

1

-

საფრანგეთი

64.7

54-29*2

2084:1534

+550

5

3

-

უელსი

57.1

47-35*3

1984:1811

+173

4

3

1

შოტლანდია

25.9

21-62*2

1378:2115

-737

-

-

3

იტალია

14.7

12-72*1

1239:2792

-1553

-

-

6