ზე 18-ში წაუვლენ

   აფრიკის "ბლიც ბოკემ" სიდნის ფინალში გააბურთავა ინგლისი და შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ოთხ ეტაპზე მესამედ შემართა თასი

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

"ქურციკები" ოლიმპიადის შემდგომ სეზონში ისევე მძლავრობენ, როგორც უწინ ზელანდიას ჩვეოდა.  ფიჯი და კივები, ახალ შეფთა ხელქვეით, გადახალისების სტადიაში არიან, რის გამოც უკვე 21 და 29 ქულით ჩამორჩებიან სერიის ლიდერს, ვისაც ამიერიდან ზე 18-ში წაუვლენ ჯანიანი ქვოგა სმითი (ლნზ) და უჩაუქესი სიბელო სენატლა (სთო)

სიდნის შვიდკაცა სამ დღეს გაგრძელდა: პარასკევსა და შაბათს ქალებმა იბურთავეს, შაბათ - კვირას კი ვაჟებმა.  მანდილოსნებში მასპინძელი ოლიმპიური ჩემპიონები მეოთხე ადგილზეღა გავიდნენ, ხოლო იმარჯვა კანადამ, ოზმა ვაჟებმა კი მხოლოდ ზელანდიასთან წააგეს ორჯერ და ასევე მეოთხეზე დააფინიშეს

მაჩანჩალაც გამოიკვეთა

ველინგთონისგან განსხვავებით, ხალხი სეირს საკმაოდ მიეტანა.  ჯგუფთა ბოლო რაუნდში ორი ფრე დაჯდა.  უელსმა 14-წაგებიანი ნავსი გატეხა და ძლია თვით ფიჯი * 28:15, აფრიკა კი თუმც კოხტად უგებდა ინგლისს, ბოლოს ორი ლელო გაუშვა და დამარცხდა * 15:21

კვირა დილით, მეოთხედფინალში, ფიჯი უგებდა ზელანდიას, მაგრამ სიონე მოლიამ სირენის შემდეგ დაალელოვა * 24:21, ნახევარფინალში კი ველინგთონის ოთხეულიდან მხოლოდ აფრიკა გავიდა და ფინალში ულაპარაკოდ აიღო რევანში ინგლისთან * 29:14

აფრიკა ხომ დიდი მარაგით ლიდერობს სერიას და გავარდნის კანდიდატიც გამოიკვეთა.  ეგაა ახალბედა იაპონია, რაკი რუსეთმა ჯგუფში შტატები ძლია * 17:14 და ალაფის ფინალში საფრანგეთიც * 26:0 მოსრა, ხოლო გერმან დავიდოვი ეტაპის უმარგესი შეიქნა - 57 ქმედება (13 ბოჭვა, 7 გარღვევა, 4 ოფლოუდი, 33 სოლო)

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

IV ეტაპი * 4-5/02 სიდნი (ავსტრალია)

<<  ჯგუფები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ინგლისი 3-0, აფრიკა 2-1 / კენია 1-2, იაპონია 0-3
(ბ) უელსი 2-0*1, ფიჯი 2-1 / საფრანგეთი 1-2, სამოა 0-2*1
(გ) ზელანდია 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია 1-2, პაპუასეთი
# 0-3
(დ) შტატები 2-1, არგენტინა
(+2) 1-1*1 / კანადა(-7) 1-1*1, რუსეთი 1-2

<<  მეოთხედფინალი

ინგლისი (ა1) 24:7 არგენტინა (დ2)
ზელანდია (გ1) 24:21 ფიჯი (ბ2)
შტატები (დ1)
10:21 აფრიკა (ა2)
უელსი (ბ1)
0:26 ავსტრალია (გ2)

<<  ნახევარფინალი

ინგლისი 12:5 ზელანდია
აფრიკა 26:12 ავსტრალია

<<  ფინალი

(XIII)  კანადა 10:5 კენია
ალაფა (IX)  რუსეთი 26:0 საფრანგეთი
(V)  ფიჯი 35:12 შტატები  
ვიდეო
ბრინჯაო (III)  ზელანდია 29:14 ავსტრალია   
ვიდეო
ოქრო + თასი (I) 
აფრიკა 29:14 ინგლისი   ვიდეო

<<  აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 4 ქვოგა სმით, 7 ბრანკო დიუპრე, 9 ჯასთინ ხედულდ, 11 სიბელო სენატლა, 12 რუან ნელ *
3 დილან სეიჯ, 5 ვერნერ კოკ, 6 სივივე სოიზვაპი, 8 როსკო სპეკმან, 10 ზეინ დევიდს, 13 სტეფან დიპენარ * მწ) ნილ პაუელ

<<  ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

85 აფრიკა (3თ: დუბაი ველინგთონ სიდნი);
68 ინგლისი (თ: ქეიპთაუნ); 64
ფიჯი; 56 ზელანდია;
45 შოტლანდია; 40 ავსტრალია
+92, უელსი-62;
35 შტატები
+41, არგენტინა+26, საფრანგეთი-26;
27 კენია; 24 კანადა; 16 სამოა
-89, რუსეთი-243;
8 იაპონია
(ვარდება) / 4 უგანდა##; 2 პაპუასეთი##

<<  განრიგი

1

2-3/12

დუბაი

(არბ)

2

10-11/12

ქეიპთაუნ

(აფრ)

3

28-29/01

ველინგთონ

(ზელ)

4

4-5/02

სიდნი

(ავს)

5

3-5/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

11-12/03

ვანქუვერ

(კან)

7

7-9/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

15-16/04

სინგაპურ

(სნგ)

9

13-14/05

პარიზი

(სფრ)

10

20-21/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2017 (150 ეტაპი)  55 ზელანდია -
30 ფიჯი;
25 აფრიკა; 17 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია;
2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

>>  სერიის ჩემპიონი
 
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   1

2009

სამოა   1

2010