ჰოგმა რომ აიშვა ...

   ბონუსის შემოღებამ "ექვს ერს" ოდნავ არგო - გემრიელი ბურთაობა კელტურ შინა-ომშიღა გაჩაღდა. ჰოდა, შოტლანდიამ ძლია ირლანდია

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ბონუსური სისტემა სრულიად ევროპაში კარგა ხანია მოქმედებს, "ექვს ერზე" მისივე შეწყნარებით კი კონსერვატიზმის ბოლო გოდოლიღა დაეცა, თორემ  ფანის, მოთამაშისა და მწვრთნელისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა

სიახლის მთავარი ღირსება ფინიშზე გამოჩნდება:  გუნდები, იმედია, მეტად - თანაც ქულებით - განიბნევიან ცხრილში, თორემ პირველი რაუნდის შემდეგ სამ ლიდერს მაინც 4-იანი უწერია "ქ" გრაფაში და მათ რიგს ძველებურად განაპირობებს გატანილ-გაშვებულის სხვაობა (სხვ)

დიახ, სამი მოგებულიდან მეოთხე ლელო ვერავინ დადო.  სამაგიეროდ, სამიდან ორმა წაგებულმა დაიმსახურა და მიითვალა ნუგეში, ცხრილის ფსკერზე კი ახლავე დაილექა მახვშთაგან ნალოლიავები იტალია, ვინაც წვიმაში 56 პროცენტითღა შეავსო ოლიმპიური სტადიონი

და კიდევ, რაუნდთა რიგს მენცრები ტელე- და ფსონ-ბოსებთან შეთანხმებით რომ ადგენენ, 2017 წლის სტარტზე იგივე წყვილები შეიბნენ, რანიც 2016 წლის ფინიშზე.  ჰოდა, გაირკვა, რომ 10 თვეში ცოტა რამ შეიცვალა:  უელსი ისევ ჯობნის იტალიას და ინგლისი - საფრანგეთს, შოტლანდია კი ირლანდიაზე უკეთესია, ოღონდაც შინ!

"სენთენარი ქვეიხ"

სქოთებს XXI საუკუნეში წაგებულის მენტალობა ჩამოუყალიბდათ: იბრძვიან, მაგრამ ცოტათი მაინც მარცხდებიან.  ამის გამოა, რომ "6 ერის" მე-18 სეზონის წინ მათ ბალანსად 21-62*2 (ქულათა 25.9%) ეწერათ და 17 წელშიც 11-ჯერ დაეფინიშებინათ "ბოლო ორში"

ერთი კია, ბოლო ხანს გუნდში სასიკეთო ძვრები მოხდა - კივმა გურუმ, ვერნ ქოთერმა გაათამამა შეგირდები, და ნაკრების ბირთვი - "გლაზგოც" კოხტად ათამაშდა

და აი, ხელშესახები შედეგიც:  2006 წლის შემდეგ პირველი წარმატებული სტარტი და "სენთენარი ქვეიხ"იც - 1989 წელს დაწესებული, ირლანდიასთან საცილო, გარდამავალი ჯილდო -  კელტური სასმისი, რომლის გათამაშებაშიც ფრეა * 29: 14-14*1

სქოთებს გაუჭირდათ შერკინებაში;  ირლანდიას მოეშალა დერეფანი და დაცვაშიც ცდებოდა.  აიშვა "ლომობის" კანდიდატმა, ფულბექმა სთიუართ ჰოგმა (5 პასი, 12 სოლო, 104 მეტრი) და საწყის 20 წუთშივე გაიტანა წყვილი ლელო - ჯერ ფინ რასელის მოსროლილი მაინც იხელთა, მერე კი მწარედ გააბითურა ერლსი და ქარნი * 14:0

ბრძნულად განსაჯა

"სამყურებმა" საპასუხოდ 20 ფაზა აკინძეს და ფრთაზე ეწივნენ მიზანს, მაგრამ მალევე შოტლანდიამ სახტად დატოვა მეტოქე - შუამარბი (!) ალექს დანბარი 5-მეტრა დერეფანში ჩააყენა და ამან უნახტომოდ, დაუბრკოლებლივ შეიტანა ლელო * 21:5

კივმა მოძღვარმა, ჯო შმიდტმა შესვენებაზე რომ გაჯორა ბიჭები, ირლანდია გახელდა და იენ ჰენდერსონმა, მრავალჯერად ხეირზე, ახლოდან იძალა * 21:15, მერე კი მასპინძლები ორჯერ იხსნა კივმავე შონ მეითლენდმა - ჯერ ჯემი ჰიზლიპს ჩაუჭრა სალელოე პასი, მერე კი ბოჭვით კიდეზე გადადენა რობ ქარნი

ირლანდია მაინც დაწინაურდა - ქონორ მარიმ დაგეზა პედი ჯექსონი და ეს, შებოჭილიც, მისწვდა ლელოს * 22:21, მაგრამ სტუმრებმა იმდენი ჯანი შეალიეს თამაშის შემობრუნებას, რომ ბოლო 10 წუთში ვეღარ გაუძალიანდნენ სქოთებს

ამათაც ფაზური იერიშებით სამი ჯარიმა დაიმსახურეს, ხოლო კაპიტანმა გრეიგ ლეიდლოუმ ბრძნულად განსაჯა, როდის დაერტყა კარში და როდის - კიდეზე * 27:22

არადა, სტატისტიკის თანახმად, თითქო ირლანდიას უნდა მოეგო: პასი 232-145, სოლო 186-133, ნავარდის მეტრაჟი 534-311, ხაზის ჭრა 12-6, ბოჭვა/გატარება 152/9 - 242/32 * მეორეხაზელთა, ძმებ გრეითა ბოჭვის ჯამური მაჩვენებელი კია 50/2 !

23-კაცა გუნდი

ინგლისმა გააუმჯობესა სერ ქლაივ ვუდვორდის ხანის (2002-03) რეკორდი და ზედიზედ მე-15 ტესტი მოიგო - საფრანგეთი 19:16 ძლია, მაგრამ "ვარდების" ოზმა მოძღვარმა, ედი ჯოუნზმა აღიარა, "გონჯად ვირაგბეთ, თუმცაღა შედეგი მაინც კოხტა მივიღეთ, რადგან 23-კაცა გუნდი ვართ და მარქაფამ გვიხსნა"ო

მართლაც, ტულუზელი გი ნოვესის ხელქვეით ოფლოუდებზე გამეცადინებული "ლე ბლე" საათის თავზე მესამედაც გაიჭრა წინ - მატჩის გმირმა, ლუი პიკამოლმა (8 პასი, 16 სოლო, 131 მეტრი, 7 გაბითურება, 4 ოფლოუდი) ორი ბრიტი მიიზიდა, სებასტიან ვაამაინამ და ქევინ გურდონმა კი ბურჯი, რაბა სლიმანი დაგეზეს * 16:12

ამაზე "ცბიერმა ედიმ" ზედიზედ შეცვალა ხუთი დამწყები და ახლებმა გარდატეხეს თამაში: ჯეიმზ ჰასქელის მიძალება, ოუენ ფარელის პასით, დააგვირგვინა "6 ერის" ახალბედამ, კივმა ლიგელმა, ბენ თეომ * 19:16

შესვენებამდე ლელო ეგრეც არ გასულა.  გაელ ფიკუს ურჯუკად დაგდებისთვის სინბინი მოიხილა ჯონი მეიმ.  პიკამოლს კისერში წაეტანა მარო ითოჟე და კამი ლოპესმა მესამე ჯარიმაც შეაგდო, მაგრამ ტაიმი მაინც ფრედ * 9:9 დასრულდა -

ელიოთ დეილიმ ძაან შორიდან უწია კარს, 46 წუთზე კი მანვე ალამთან დაამიწა ბურთი, მაგრამ გზად ფიჯელმა ნოა ნაკაიტათიმ, ბოჭვით, კიდეზე დააბიჯებინა

კარში დარტყმა სჯობსო

უელსმა იტალია ზედიზედ მე-11-ედ დაამარცხა.  მასპინძლებმა იომეს, იჭიდავეს და ტაიმიც მოიგეს, მაგრამ დაიღალნენ და გატყდნენ * 7:33

"აძურის" ახალი, ირლანდიელი მწვრთნელი ქონორ ოში დაემდურა ჯეელ, თვისტომ, ოღონდაც გაინგლისელებულ რეფს, უსაშველოდ გვაჯარიმაო 16-5, უელსს კი დაემტვრა ორი ლიდერი: დენ ბიგარს ნეკნები სტკივა, ხოლო ჯორჯ ნორსს - ბარძაყი

კისერზე წამლობენ იტალიელთა არგენტინელ ყოჩს, სერჯო პარისესაც, ვინაც ისევ მთელი თავით მაღლა იდგა გუნდელებზე და ლელოც გამოაცხო, მაგრამ მერე დე მერე უელსმა მოტვინა, რომ ჯარიმების კარში დარტყმა სჯობდა კიდეზე დამიზნებას, და წინ გავიდა * 12:7

იტალია მთლად წაახდინა ბურჯის, ანდრეა ლოვოტის სინბინმა.  გაილაღეს კელტმა ბექებმა და ბოლო 22 წუთში ხუთი ლელოც გაიტანეს, მაგრამ ინგლისელმა ტელერეფმა - რათა თქმა უნდა, მართებულად (!) - დაასკვნა, რომ მათგან სამიღა იყო უდაო და უთუმცაო

ჰოდა, უელსი უპრემიოდ დაშვრა, თუმცკი მაინც ლიდერობს

 

ექვსი ერი * 2017

პირველი რაუნდი

 

<<  შოტლანდია 27:22 ირლანდია$

შტლ: ჰოგ მეითლენდ ჯოუნზ (ბენეთ 60) დანბარ სიმორ <10-9> რასელ (ვიარ 46-51) ლეიდლოუ^კაპ / დელ (რიდ 56) ბრაუნ (ფორდ 5-9, 27) ფეიგერსონ; რ.გრეი ჯ.გრეი; ვილსონ ვოთსონ (ბარქლეი 49) სტრაუს (სვინსონ 66) - 3ლ: ჰოგ (1 2) დანბარ; 3გ 2ჯ: ლეიდლოუ

ირლ: რ.ქარნი ერლს (ბოუ 68) რინგროუზ ჰენშოუ ზიბო <10-9> ჯექსონ მარი / მაკგრას (ჰილი 56) ბესთ^კაპ ფურლონგ (რაიან 69) ჰენდერსონ (დილან 64) თოუნერ; სტანდერ ობრაიენ (ფანდერ ფლიერ 66) ჰიზლიპ - 3ლ: ერლს ჰენდერსონ ჯექსონ; 2გ ჯ: ჯექსონ 

რეფ პუატ (სფრ) 4/02 @ ედინბურგი, მარიფილდ (67 144ვიდეო

7:0(10) 14:0(22) 14:5(26) 21:5(30) 21:8(34) /
21:15(49) 21:22(63) 24:22(73) 27:22(80+)

<<  ინგლისი 19:16 საფრანგეთი$

ინგ: ბრაუნ მეი სბ 13, ჯოზეფ (ნოულ 69) ფარელ დეილი <10-9> ფორდ (თეო 69) იანგს (ქეა 66) / მარლერ (მულენ 66) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 55) ქოულ; ლონჩბრი (ჰასქელ 64) ლოზ; ითოჟე ვუდ ჰიუზ - ლ: თეო; გ: ფარელ; 4ჯ: ფარელ 3, დეილი (3)

სფრ: სპედინგ ნაკაიტათი ლამერა (იუჟე 72) ფიკუ ვაკატავა <10-9> ლოპეს (დუსენ 72) სერენ (მაშნო 57) / ბაი (შოსი 46) გირადო^კაპ (მეინადიე 72) ატონიო (სლიმანი 46) ვაამაინა (იტურია 72) მაესტრი; შული (გუჟონ 64) გურდონ პიკამოლ - ლ: სლიმანი; გ 3ჯ: ლოპეს

რეფ გარდნერ (ავს) 4/02 @ ლონდონი, თვიქნემ (81 902ვიდეო

0:3(7) 3:3(10) 3:6(13სბ) 3:9(20) 6:9(23) 9:9(38) /
12:9(55) 12:16(61) 19:16(72)

<<  იტალია 7:33 უელსი

იტა: პადოვანი (კანა 74) ბიზენი (პანიკო 60-70) ბენვენუტი (კამპანიარო 53) მაკლეინ ვენდიტი <10-9> კანა (ალენ 69) გორი (ბრონძინი 65) / ლოვოტი სბ 60, ჯეგა (გირალდინი 47) ჩიტადინი (ჩეკარელი 59) ფუზერ (ფურნო 35-/, მინტო 63) ბიაჯი (ფურნო 53) სტეინ მბანდა პარისე^კაპ - ლ: გორი; გ: კანა

უელ: ჰაფპენი ნორს ჯთ.დევის სქ.ვილიამს (რობერთს 74) ლმ.ვილიამს <10-9> ბიგარ (ს.დევის 41) ვებ (გრ.დევის 74) / სმით (რ.ევანს 50) ოუენს (ბოლდვინ 69) ლი (ფრენსის 50) ბოლ (ჰილ 63) ავ.ჯოუნზ^კაპ (ჰილ 5-15) ვორბერთონ თიპურიქ მორიართი (ქინგ 74) - 3ლ: ჯთ.დევის ლმ.ვილიამს ნორს; 3გ 4ჯ: ჰაფპენი

რეფ დოილ (ინგ) 5/02 @ რომი, ოლიმპიკო (40 986ვიდეო

7:0(30) 7:3(36) /
7:6(46) 7:9(53) 7:12(56) სბ(60ი) 7:19(62) 7:26(69) 7:33(79)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 სთიუართ ჰოგ (შტლ), 14 ჯორჯ ნორს (უელ), 13 რობი ჰენშოუ (ირლ), 12 ალექს დანბარ (შტლ), 11 ვირიმი ვაკატავა (სფრ); 10 ოუენ ფარელ (ინგ), 9 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ)  /

1 ჯექ მაკგრას (ირლ), 2 როს ფორდ (შტლ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ); 4 ჯონი გრეი (შტლ), 5 ალინ-ვინ ჯოუნზ (უელ); 6 სემ ვორბერთონ (უელ), 7 მაკსიმ მბანდა (იტა), 8 ლუი პიკამოლ (სფრ)

სულ: 5 შტლ; 3 უელ ირლ; 2 სფრ; 1 ინგ იტა

 

ექვსი ერი 2017

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

04/02

შოტლანდია

27:22

ირლანდია $

შაბ

04/02

ინგლისი

19:16

საფრანგეთი $

კვი

05/02

იტალია

07:33

უელსი

1 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

 მ-წ*

$

უელსი

4

+26

3/1

33:07

1-0

0

შოტლანდია

4

+5

3/3

27:22

1-0

0

ინგლისი

4

+3

1/1

19:16

1-0

0

საფრანგეთი

1

-3

1/1

16:19

0-1

1

ირლანდია

1

-5

3/3

22:27

0-1

1

იტალია

0

-26

1/3

07:33

0-1

0

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

შაბ

11/02

იტალია

18.25

ირლანდია

შაბ

11/02

უელსი

20.50

ინგლისი

კვი

12/02

საფრანგეთი

19.00

შოტლანდია

შაბ

25/02

შოტლანდია

18.25

უელსი

შაბ

25/02

ირლანდია

20.50

საფრანგეთი

კვი

26/02

ინგლისი

19.00

იტალია

პარ

10/03

უელსი

24.05

ირლანდია

შაბ

11/03

იტალია

17.30

საფრანგეთი

შაბ

11/03

ინგლისი

20.00

შოტლანდია

შაბ

18/03

შოტლანდია

16.30

იტალია

შაბ

18/03

საფრანგეთი

18.45

უელსი

შაბ

18/03

ირლანდია

21.00

ინგლისი

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (06/02_2017)

1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 9046, 3 ავსტრალია 8635,
4 ირლანდია
8353, 5 უელსი 8299, 6 აფრიკა 8179,
7 შოტლანდია
8177, 8 საფრანგეთი 8013, 9 არგენტინა 7991,  
10 ფიჯი
7646, 11 იაპონია 7422, 12 საქართველო 7414,
13 იტალია
7203, 14 ტონგა 7194, 15 სამოა 7125

+/-შტლ 110 ირლ, უელ 44 იტა * ინგ 0 სფრ