დრამა ჭერქვეშ

   "ექვსი ერის" მეორე რაუნდში ინგლისმა სულ ბოლოსღა დაალელოვა უელსი და ლიდერობა ჩამოართვა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

შეჯიბრის სასეირო დონე რიგიანია - ყოველ ვიქენდზე სამიდან ერთი მატჩი ისეთი გამოდის, რომ თვალს ვერ მოსწყვეტ.  აი ახლაც, კარდიფის რკენა სულმოუთქმელ ბურთაობასა და უხისტეს ბოჭვაში გაილია.  "ვარდები" მთელი მეორე ტაიმი ჩამორჩებოდნენ "ურჩხულებს", მაგრამ ავსტრალიელი ედი ჯოუნზის ხელქვეით მაინც მიითვალეს ზედიზედ მე-15 გამარჯვება

ინგლისს უელსში რაგბობა უწინაც უჭირდა.  ამ საუკუნეში ყოველი სამეზობლო რკენის წინ დღის წესრიგში დამატებით დგება სტადიონის სახურავის საკითხი.  უელსმა თადარიგიანად გამოაცხადა, წელს ყველა თამაშის ჭერქვეშ გამართვა მსურსო, "ცბიერმა ედიმ" კი მაინც ბოლო ვადამდე ამარჩიელა მეტოქე და თამაშამდე 48 საათით ადრეღა, რაზმის გამოქვეყნებისას ამცნო, მოედანს ნუღარ გადახურავთო!

ჯოუნზის თქმით, რაგბი "ზამთრის სპორტია" და თუ კოკისპირულად არა წვიმს, თამაში ცის ქვეშ უნდა ჩატარდეს და არა დარბაზში.  მავანთა აზრით, უელსს მოედნის გადახურვა სინამდვილეში იმიტომ სურს, რომ ხმაურმა იმატოს და სტუმარი გაუსაძლის გარემოში მოხვდეს, ედი კი ამბობს, შოუბიზნესის მენეჯერი ნუ გგონივართ, რაგბის მატჩზე "უნიკალური ატმოსფეროს" შექმნა რომ მადარდებდესო 

ნაღდი რომ დაერტყა

უელსს რკენის წინადღით გამოაკლდა გარემარბი ჯორჯ ნორსი -  გაშეშებული ფეხი ვერ მოირჩინა.  ურჩხულებმა მის ნაცვლად იხმეს ალექს ქასბერთი, ვინაც თავიდან 23-კაცა რაზმშიც არ ეწერათ

ამან რიგიანად ითამაშა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ბოჭვა გაუცუდდა და წაგება დაბრალდა.  არადა, ჯონათან დევისი მანძილს რომ არ დახარბებოდა და ბურთი ნაღდად დაერტყა აუტში, ინგლისს თამაშის გადასარჩენად ნაკლები დრო და შანსი ექნებოდა

სტუმრებმა ორი ლელო გაიტანეს, მასპინძლებმა - ერთი.  პირველი მეოთხედის ბოლოს ვარდებმა სამ წუთში 26 ფაზა აკინძეს.  უელსმა ბარემ 7-ჯერ ზედ ხაზზე რომ გააჩერა მიმხვდური, რაქიდან ბენ იანგსმა კადნიერად აიტაცა ბურთი * 3:8 @ 18

7 წუთის შემდეგ იგივე სცადა იანგსის კოლეგამ, რის ვებმა, მაგრამ ლელომდე ცოტა დააკლდა.  უელსმა ორი დასარტყამი ჯარიმაც კიდეს დაუმიზნა და დერეფნიდან ვერაფერი იხეირა, მაგრამ შესვენების წინ კი ქრესტომათიულად, "შიგნით გაითამაშა რვა - ცხრა - ბოლო":  უბურთო სქოთ ვილიამსმა მიიპყრო დაცვის გულისყური და ლიამ ვილიამსი ბურთით გაძვრა შუამარბებს შორის * 13:8 @ 39

დამშვიდობებისას გაექილიკა

საათის თავზე უელსი კვლავაც 5 ქულას იგებდა, დენ ბიგარმა სალელოე პასი რომ ჩაუჭრა იანგსს და 70 მეტრი ირბინა, მაგრამ დაღლილმა ოვალი ფეხით გაიგდო წინ და ადევნებულმა ელიოთ დეილიმ ფეხბურთულად, ვარდნაში მოიგერია ბურთი კიდეზე

ძლიერი მარქაფის მყოლი ინგლისი ბოლოს მთლად გახელდა.  ნალიგარ კივს, ბენ თეოს ყოჩაღად დაუდგა ქასბერთი, მაგრამ დევისმა მოედანში რომ მოიგერია ბურთი, ჯორჯ ფორდმა და ოუენ ფარელმა სხარტი პასებით ფრთაზე გამოაქცუნეს იგივე დეილი და ამან გააბითურა მბოჭავი * 16:21 @ 78

ნამატჩევს გამარჯვებულმა ჯოუნზმა აღიარა, არსენალში აღარაფერი დაგვრჩა განსაცდელიდან თავის დასაღწევადო.  მედიამ გაიხსენა, რომ 2005 წელს, იქვე, კარდიფშივე წაგებით დასრულდა ედის ავსტრალიური კარიერა, გურუ კი დამშვიდობებისას კიდეც გაექილიკა კელტებს, აი, ახლა კი თანახმა ვარ, მოედანი გადახუროთო

ჯაბანად მივაჩნივართო

შაბათს, ლამის ბელგია - საქართველოს პარალელურად, ირლანდიამ რომში "ექვსი ერის" რეკორდი გაიუმჯობესა - 9 ლელო დაუდო იტალიას * 63:10 და წლეულს პირველმა მიითვალა პრემია >> ცხრილი

გამარჯვებულთაგან სამ-სამი ლელო გაიტანეს ბურმა მარბიელმა სიჯეი სტანდერმა და შეცვლაზე შესულმა ბექმა ქრეიგ გილროიმ.  "სამყურებს" ჯარიმა ეგრეც არ დაურტყამთ კარში, მაგრამ ჯონი სექსთონის დუბლიორმა, პედი ჯექსონმა კი გარდასახა 9-ვე ლელო

ექსპერტებმა ციმციმ მოიძეს, რომ ტურნირის 134-წლიან მატიანეში აქამდე ორად-ორ მორკინალს შეესრულებინა ჰეთ-თრიქი:  შუა თამაშში ფრთაზე გამწესებულ უელსელს, ჯეჰუდა ჰოჯისს (1903) და გამოჩენილ ფრანგს, მიშელ კროსტს (1962) - ორივეს ინგლისის წინააღმდეგ! 

ირლანდიას, ფაღარათის გადამკიდე, "კაპიტნის ვარჯიშზევე" გამოაკლდა ყოჩი, კვაჭი რორი ბესთი, წვივმტკივანი სექსთონის თამაში კი უფროსობამ ვერ გაბედა | არ გარისკა

ბოლოს დაშავდა 15 ნომერი რობ ქარნიც, იტალიის ახალი, ირლანდიელივე მოძღვარი, ქონორ ოში კი რბევათა მიზეზს თურმე ბონუსის შემოღებაში ხედავს - ჩვენთან წელს ყველა პრემიას დაეშურება, რადგან წინდაწინვე ჯაბანად მივაჩნივართო!

უფერულად, გოლებითღა

საფრანგეთს, გი ნოვესის სარდლობით, ბოლო ხანს ბლომად წაეგო კოხტად, ამჯერად კი უფერულად - გოლებითღა ძლია შოტლანდია, ვისაც 25 წუთზე ისე დაუშავდა კაპიტანი და ქიქერი გრეიგ ლეიდლოუ, რომ ტურნირის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან

სქოთებს პარიზში წინაჯერ 1999 წელს - ბოლო "ხუთ ერზე" მოეგოთ. მათ მეტოქეზე მეტი ლელო კი დადეს, მაგრამ ნავსი ვერ გატეხეს. კაპიტნის გამოკლების გარდა, სამ სქოთს ტვინი შეერყა და ფრანგი ლოან გუჟონიც, "თავებით შეჯახების" გამოვე, ბოლომდე იუქმებს

სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ:  ჯერ ჰიუ ჯოუნზის პასით სთიუართ ჰოგმა 50-ე ტესტში მე-15 ლელო გაიტანა * 3:5 @ 17, მერე კი თომი სიმორმა რომ გაუტია და ფეხით გადაიკიდა, სქოთ სპედინგი ამხტარ ბურთს ასცდა და მისი შეცდომით თიმ სვინსონმა იხეირა * 13:16 @ 44

აქ ფინ რასელს გაუცუდდა უიოლესი გარდასახვა.  გალთა ერთადერთ ლელოზე, 12 ფაზის შემდეგ და ხეირზე, გაელ ფიკუ ახლოდან ეწია მიზანს * 13:5 @ 32, 16:16-ზე კი ტელერეფმა ლელო აღარ დაუმტკიცა რემი ლამერას, ესაოდა ოვალი დამიწებამდე მოსწყდა თითებსო

"ლე ბლემ" მაინც მოიგო და რეიტინგშიც გადაუსწრო სქოთებს - დასკვნით 10 წუთში კამი ლოპესმა გაიტანა რაქსა და მოლში რგებული თითო ჯარიმა * 22:16

 

ექვსი ერი * 2017

მეორე რაუნდი

 

<<  იტალია 10:63 ირლანდია$

იტა: პადოვანი ესპოზიტო ბენვენუტი (კამპანიარო 49) მაკლეინ ვენდიტი <10-9> კანა (ალენ 71) გორი (ბრონძინი 61) / ლოვოტი (პანიკო 64) გირალდინი (ჯეგა 47) ჩიტადინი (კისტოლინი 41-58) ფუზერ ფანსხალკვეიკ (ბიაჯი 47) მბანდა ფავარო (სტეინ 57) პარისე^კაპ - ლ: [საჯ] გ ჯ: კანა

ირლ: რ.ქარნი ერლს რინგროუზ ჰენშოუ (გილროი 48) ზიბო (ქითლი 75) <10-9> ჯექსონ მარი (მარმიონ 69) / ჰილი (მაკგრას 51) სქანელ (თრეისი 63) ფურლონგ (ჯ.რაიან 54) დ.რაიან სბ 32, თოუნერ (დილან 60) სტანდერ ობრაიენ (ფანდერ ფლიერ 69) ჰიზლიპ^კაპ - 9ლ: ერლს (1 3) სტანდერ (2 4 5) გილროი (6 8 9) რინგროუზ; 9გ: ჯექსონ

რეფ ჯექსონ (ზელ) 11/02 @ რომი, ოლიმპიკო (50 197ვიდეო

0:7(14) 3:7(16) 3:14(20) 3:21(28) 10:21(32სბ) 10:28(36$) /
10:35(47) 10:42(69) 10:49(73) 10:56(79) 10:63(80+3)

<<  უელსი$ 16:21 ინგლისი

უელ: ჰაფპენი ქასბერთ ჯთ.დევის სქ.ვილიამს (რობერთს 71) ლმ.ვილიამს <10-9> ბიგარ ვებ (გრ.დევის 65) / რ.ევანს (სმით 53) ოუენს (ბოლდვინ 61) ფრენსის (ლი 53) ბოლ ავ.ჯოუნზ^კაპ; ვორბერთონ (ჰილ 78) თიპურიქ მორიართი (ფალეტაუ 53) - ლ: ლმ.ვილიამს; გ 3ჯ: ჰაფპენი

ინგ: ბრაუნ ნოულ (მეი 71) ჯოზეფ (თეო 65) ფარელ დეილი <10-9> ფორდ იანგს (ქეა 65) / მარლერ (მულენ 71) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 47) ქოულ (სინქლერ 71) ლონჩბრი ლოზ; ითოჟე ქლიფორდ (ჰასქელ 49) ჰიუზ (ვუდ 78) - 2ლ: იანგს დეილი; გ 3ჯ: ფარელ

რეფ გარსეზ (სფრ) 11/02
@ კარდიფი, პრინსიპალითი (
74 500ვიდეო

3:0(3) 3:3(11) 3:8(18) 6:8(23) 13:8(39) /
13:11(56) 16:11(61) 16:14(71) 16:21(78)

<<  საფრანგეთი 22:16 შოტლანდია$

სფრ: სპედინგ ნაკაიტათი ლამერა ფიკუ ვაკატავა (იუჟე 53) <10-9> ლოპეს სერენ (მაშნო 56) / ბაი (შოსი 59) გირადო^კაპ (ტოლოფუა 72) ატონიო (სლიმანი 45) ვაამაინა მაესტრი (ლედევდეკ 59) გუჟონ (შული 45-47, 60) გურდონ პიკამოლ - ლ: ფიკუ; გ 5ჯ: ლოპეს 

შტლ: ჰოგ მეითლენდ ჯოუნზ დანბარ (ბენეთ 57-61) სიმორ <10-9> რასელ (ვიარ 75) ლეიდლოუ^კაპ (პრაის 25) / დელ (რიდ 45) ბრაუნ (ფორდ 67) ფეიგერსონ (ბერგან 59) რ.გრეი ჯ.გრეი; ბარქლეი (ჰარდი 36, სვინსონ 41) ვოთსონ სტრაუს - 2ლ: ჰოგ სვინსონ; 2ჯ: რასელ

რეფ პეიპერ (აფრ) 12/02 @ პარიზი, სანდენი (75 283ვიდეო

3:0(7) 3:5(17) 6:5(20) 13:5(32) 13:8(36) 13:11(39) /
13:16(44) 16:16(47) 19:16(72) 22:16(77)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 სთიუართ ჰოგ (შტლ), 14 ქის ერლს (ირლ), 13 გარი რინგროუზ (ირლ), 12 ოუენ ფარელ (ინგ), 11 ლიამ ვილიამს (უელ); 10 დენ ბიგარ (უელ), 9 ქონორ მარი (ირლ) /

1 ჯო მარლერ (ინგ), 2 გიონ გირადო (სფრ), 3 უინი ატონიო (სფრ);
4 ჯო ლონჩბრი (ინგ), 5 ქორთნი ლოზ (ინგ); 6 სიჯეი სტანდერ (ირლ), 7 ქევინ გურდონ (სფრ), 8 როს მორიართი (უელ)

სულ:  4 ირლ ინგ; 3 უელ სფრ; 1 შტლ; 0 იტა

 

ექვსი ერი 2017

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

04/02

შოტლანდია

27:22

ირლანდია $

შაბ

04/02

ინგლისი

19:16

საფრანგეთი $

კვი

05/02

იტალია

07:33

უელსი

შაბ

11/02

იტალია

10:63

ირლანდია $

შაბ

11/02

უელსი $

16:21

ინგლისი

კვი

12/02

საფრანგეთი

22:16

შოტლანდია $

2 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*

$

ინგლისი

8

+8

03/02

40:32

2-0

0

ირლანდია

6

+48

12/04

85:37

1-1

2

უელსი

5

+21

04/03

49:28

1-1

1

საფრანგეთი

5

+3

02/03

38:35

1-1

1

შოტლანდია

5

-1

05/04

43:44

1-1

1

იტალია

0

-79

02/12

17:96

0-2

0

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

შაბ

25/02

შოტლანდია

18.25

უელსი

შაბ

25/02

ირლანდია

20.50

საფრანგეთი

კვი

26/02

ინგლისი

19.00

იტალია

პარ

10/03

უელსი

24.05

ირლანდია

შაბ

11/03

იტალია

17.30

საფრანგეთი

შაბ

11/03

ინგლისი

20.00

შოტლანდია

შაბ

18/03

შოტლანდია

16.30

იტალია

შაბ

18/03

საფრანგეთი

18.45

უელსი

შაბ

18/03

ირლანდია

21.00

ინგლისი

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (13/02_2017)

1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 9102, 3 ავსტრალია 8635,
4 ირლანდია
8375, 5 უელსი 8244, 6 აფრიკა 8179,
7(8) საფრანგეთი
8099, 8(7) შოტლანდია 8090, 9 არგენტინა 7991,  
10 ფიჯი
7646, 11 იაპონია 7422, 12 საქართველო 7414

13(14) ტონგა
7194, 14(13) იტალია 7181, 15 სამოა 7125,
16 რუმინეთი
6763, 17 შტატები 6496, 18 კანადა 6395,
19(20) ნამიბია 6278, 20(19) რუსეთი
6224, 21(22) ესპანეთი 6117,
22(24) გერმანია
6073, 23(21) ურუგვაი 6036, 24(23) კენია 5928

+/- სფრ 86 შტლ, ინგ 56 უელ, ირლ 22 იტა
        გერ
174 რუმ (41:38 შ), ესპ 100 რუს (16:6 შ) * საქ 0 ბელ (31:6 გ)