პირველი 7ქულიანი

   ზერაგბის 22-ე სეზონი ყოჩაღად დაიწყეს ზელანდიის გუნდებმა - ხუთიდან ოთხმა მოიგო და მოწინავე რვეულში მოკალათდა

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

შეჯიბრი ხუთშაბათს გაიხსნა.  მელბურნში სულ რაღაც 10 265 მოსეირე მივიდა თამაშზე, რაც მედიამ იმით ახსნა, მაგ ქალაქში რაგბის კულტურა ჯერაც ვერაა სასურველ დონეზეო.  ბევრ სხვაგანაც ტრიბუნები მეჩხრად შეივსო, მაგრამ ტოკიოსა და ქეიპთაუნში მაინც აღინუსხა რიგიანი დასწრება

ცხრიდან ხუთგან სტუმარმა იმარჯვა.  პრემია სამმა მოგებულმა აიღო, ნუგეში - ოთხმა წაგებულმა.  ჩაითვალა პირველი "" - 7ქულიანი ლელო, რომელსაც გარდასახვა აღარ ჭირდება

ჩარტყმისთვის 2კვირიანი ბანი მიიღო ეტიენ უსტჰეიზენმა (შრქ); ტვინის შერყევის გამო იუქმებენ ნიქ სთერზაქერი (რბლ) და "ოლ ბლექი" ბენ სმითი (ჰლნ);  8 კვირა (მტევანი) გაუცდება რიჩი მოჰუნგას (ქრს), 12 კვირა (კოჭი) - დამიენ დეალენდეს (სთო), ჰოვარდ მნისი (ლნზ) კი მწყობრში 9 თვის შემდეგ თუღა დაბრუნდება (მუხლი)

თავზე ხელი აიღეს

რაუნდის მშვენება იყო ორი დარბი:  პარასკევს ჩიფსმა სტუმრად, დანიდინის დარბაზში, 5წაგებიანი ნავსი გატეხა ჰაილენდერზთან და პრემიაც წამოიღო * 24:15, შაბათ საღამოს კი, სთორმერზმა თუმც 24 ქულით გაუსწრო ბულზს, 35 ათასი ქომაგი მაინც გულნაკლული დაურჩა, რადგან ბონუსი ვეღარ შეინარჩუნა * 37:24 (ლ 5/4)

ჰაილენდერზმა სტატისტიკურად აჯობა ჩიფსს (ტერიტორია 59-41%, ბურთი 66-34%, მბოჭავის გაბითურება 37-17), მაგრამ თავიდანვე თავზე რომ აიღო ხელი, ჩამორჩა - ჯეიმზ ლოუმ პასები ჩაუჭრა ბობოლა ოლბლექებს: არონ სმითსა და ვაისაკე ნაჰოლოს

ჩიფსმა მესამე ლელო დერეფნიდან, კიდეზე განავარდებით დადო, არონ ქრუდენმა კი ბოლო გოლით უნუგეშოდ დატოვა მასპინძლები.  სთორმერზმა პირველი ლელო თავის 22-თან დანიშნული ჯარიმის უცებ გათამაშებით გაიტანა და შესვენებაზე იმედმიცემული წავიდა (3/0), მაგრამ მეორე ტაიმში ბულზიც აბურთავდა და 4 იქეთ დაუდო

დეგის ბენეფისი

ფრიადი დონის რაგბი ვიხილეთ ქრაისთჩერჩში:  ქრუსეიდერზი ახალი გურუს, სქოთ რობერთსონის ხელქვეით მწვავედ უტევდა მაორი და კუნძულელი ჯეელებით შევსებულ ბრამბიზს.  პირველ ტაიმში გრძელი პასითა და სხარტი ოფლოუდით გამოაცხო ორი ლელო მე-100 ზეკეპის მომხვეჭმა იზრაელ დეგმა, მაგრამ შიშიც ჭამა, როცა ამხტარი ჩამოაგდო ჯეიმზ დარგევილმა და ეს სინბინში წაბრძანდა * 12:3

ბრამბიზი მეორე ტაიმში აბურთავდა და 55 მეტრი პასაობით გალია * 12:10.  კივებმა მესამე ლელო 5მეტრა შერკინების დატრიალებითა და დაშლით შეიტანეს, მაგრამ უპრემიოდ კი დაშვრნენ, ხოლო კანბერის კლუბმა შანსები ვერ გამოიყენა და 2000 წლის აქეთ, ისევ დამარცხდა
7-გზის ჩემპიონთა ქალაქში *
17:13

არა უშავდა ჩიტაზი - ლაიონზის მეორე ტაიმს.  სტუმრები მეტწილად აგებდნენ.  შარშანდელი ფინალისტი მაშინღა დაწინაურდა * 23:22, ქვინთონ იმელმანმა ლელოსკენ დაძრული მოლის ჩაქცევა "7ქულიანს პლუს სინბინად" რომ შეაფასა.  ამის შემდეგ ფრედ ზეილინგამ მეექვსე ჯარიმაც შეაგდო * 25:23, მაგრამ როს კრონიე ფრთაზე გაიჭრა და შარშანდელი აღმოჩენა, როან იანსე-ფანრენსბერგი დაგეზა * 28:25

თერნოვერიდან, ექსპრომტად

მოქმედი ჩემპიონი, ჰარიქეინზი ტოკიოში ჩაბრძანდა, ბოდენ ბარეთი და დეინ ქოულზი მარქაფაშიღა დაისვა, გემოზე იბურთავა და საწყის საათში მიზანს 13-ჯერ ეწია, მაგრამ დასკვნით მეოთხედში დაცხრა, რის გამოც 100ქულიანი მიჯნა ვეღარ დაძლია

ბოლოს ხელი გამოიღეს "მზის მგლებმაც", რომლებიც შინაური პირველობის გადამკიდე სულ რაღაც 17 დღის წინ შეიკრიბნენ, შარშან კი, ფორმულის წყალობით, კივებს ერთიანად ასცდნენ * 17:83

მეორე მაჩანჩალამ - საზანგეთის ქინგზმა დასკვნით მეოთხედში პრემია დააკარგვინა ყვითლად შემოსილ ხაგუარესს, ვინაც მანამდე სამივე ლელო თერნოვერიდან, ექსპრომტად დადო.  არადა, არგენტინელებს აკლდნენ დაშავებული შემოქმედნი:  მარტინ ლანდახო, ნიკოლას სანჩესი და თვით ხუან-მარტინ ერნანდესი * 26:39

რიკოს ჰეთთრიქი

კივები რომ ძაან ჯობნიან მეზობელ ოზებს, გახსნის რკენაშივე გამოჩნდა:  სანამ სთერზაქერი მოედანზე იყო, რებელზი ტოლს არ უდებდა ბლუზს, მაგრამ მერე თანდათან მოიშალა და 38 ქულით დამარცხდა, 19 წლის ექს-მოშვიდკაცემ, რიკო იოანემ კი ჰეთთრიქი შეასრულა - 50 მეტრზე ჩაჭრით, 40 მეტრიდან სოლოთი და რაქიდან გამოგორებულ ბურთს დაწაფებული ძმის, აკირას მიყოლით * 18:56

რაუნდში უცოტავესი, ორად-ორი ლელო ოზურ შინაომში დაიდო.  ვორათაზს რომ აკლდა ტვინ-შერყეული 10 ნომერი, ბერნარდ ფოლი, კარში დარტყმა ნალიგარმა გარემარბმა, რის რობინსონმა იკისრა და ბოლოს გარდა, ყველაზე ივარგა.  მატჩში 24 ჯარიმა დაინიშნა, სტუმარ ფორსს კი ყველა ქულა მოხეტიალე ჯონო ლანსმა შესძინა * 19:13

ბრისბენში 15 ათასი ფანი მივიდა დაბრუნებულ "უძღებ შვილთა" სანახავად.  ქვეიდ ქუპერს თავიდან დაუვარდა ბურთი და რედსი * 0:7 ჩამორჩა.  სქოთ ჰიგინბოთამმა ზედახორაში ძელის შალითას მიადო ოვალი * 13:13.  65 წუთი იომა უბერებელმა მღლეტელმა ჯორჯ სმითმა; გადამწყვეტ ლელოზე ქვეიდმა წინ მიაწოდა დანქან პაიაჰაუას, შარქსის ქიქერმა. პეთ ლემბიმ კი პირველად ბოლო დარტყმაღა გააცუდა * 28:26

 

ზე რაგბი 2017

* პირველი რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო) 

 ფოქსის 50 რჩეული   EN

<<  რებელზ 18:56 ბლუზ$

2ლ: სთერზაქერ გარდენ-ბეშოპ; გ: გარდენ-ბეშოპ; 2ჯ: ჰოჯ -

7ლ: მანუ დაფი რ.იოანე (3 5 7) პულუ ნენაი-ვაი; 6გ: ვესთ; 3ჯ: ვესთ 2, ფრანსის სბ რეინჯერ

რეფ გარდნერ (ავს) 23/02   ვიდეო

0:3(6) 7:3(7) 7:8(17) 12:8(22) 12:15(28) 12:18(34) 15:18(36) 15:25(39) /
18:25(43) 18:32(45) 18:39(52) 18:46(60) 18:53(65) სბ(72ბ) 18:56(76)

<<  ჰაილენდერზ 15:24 ჩიფს$

5ჯ: სოპოანგა -

3ლ: ლოუ (1 2) ელიოთ; 3გ ჯ: ქრუდენ

რეფ ფრეიზერ (ზელ) 24/02   ვიდეო

3:0(4) 3:7(11) 3:14(19) 6:14(31) 9:14(40) /
9:21(49) 12:21(61) 15:21(65) 15:24(68)

<<  რედს 28:26 შარქს$

4ლ: ჰიგინბოთამ კერევი (2 3) თათლ; გ 2ჯ: ქუპერ სბ დაგლას ჰანთ -

2ლ: ჟლ.დიუპრე მტემბუ; 2გ 4ჯ: ლემბი

რეფ ბრაიანთ (ზელ) 24/02   ვიდეო

0:7(3) 3:7(6) 3:10(16) 6:10(23) 6:13(26) 13:13(34) 13:16(40+) /
13:19(45) 18:19(49) სბ(57რ) 18:26(61) 23:26(64) 28:26(71) სბ(76რ)

<<  სანვულვზ 17:83 ჰარიქეინზ$

3ლ: ფილიუნ კინ ბრიც; გ: ლაფაელე -

13ლ: ა.სავეა (1 3) ასო (2 11) რიქითელი პერენარა ჯ.სავეა ლაუმაპე თომსონ ფატიალოფა (9 10) შილდს ხუსენ; 9გ: ბლექ სბ ფატიალოფა

რეფ სეკონდს (აფრ) 25/02   ვიდეო

0:7(7) 0:14(9) 0:19(11) 0:24(14) 0:31(22) 0:38(29) 5:38(34) 5:45(38) / 5:50(42) 5:57(47) 5:64(50) 5:69(54) 5:76(58) 5:83(60) 10:83(70) სბ(74ჰ) 17:83(79)

<<  ქრუსეიდერზ 17:13 ბრამბიზ$

3ლ: ტამანივალუ დაგლას სამუ; გ: მოჰუნგა -

ლ: არნოლდ; გ 2ჯ: ჰაურა სბ დარგევილ

რეფ ჯექსონ (ზელ) 25/02   ვიდეო

7:0(6) 7:3(13) სბ(24ბ) 12:3(33) / 12:10(44) 17:10(56) 17:13(68)

<<  ვორათაზ 19:13 ფორს$

ლ: სქელთონ; გ 4ჯ: რ.რობინსონ სბ კეპუ -

ლ გ 2ჯ: ლანს სბ ჰარდვიქ

რეფ ოქიფ (ზელ) 25/02   ვიდეო

3:0(2) 6:0(11) სბ(23ვ) 6:7(28) 9:7(34) 9:10(37) 9:13(40) /
16:13(46) 19:13(74) სბ(79ფ)

<<  ჩიტაზ$ 25:28 ლაიონზ

ლ: რულ; გ 6ჯ: ზეილინგა სბ ეის -

შ + 2ლ: იანსე-ფანრენსბერგ; გ 3ჯ: იანკის სბ დეკლერკ

რეფ იმელმან (აფრ) 25/02   ვიდეო

0:3(14) 3:3(19) 3:6(24) 6:6(37სბ) / 13:6(42) 16:6(45) 16:13(54) 19:13(59) 19:16(63) 22:16(65) 22:23(68შსბ) 25:23(75) 25:28(77)

<<  ქინგზ 26:39 ხაგუარეს

2: მაპიმპი ვულინდლუ; 2გ 4ჯ: ლ.კრონიე სბ ხელდენჰეის -

3ლ: ვერტრანუ სენატორე ტუკულეტ; 3გ: დიას-ვონიჟა, გონსალეს-იგლესიას 2; 6ჯ: დიას-ვონიჟა 3, გონსალეს-იგლესიას 3 სბ ესკურა მორონი

რეფ პეიპერ (აფრ) 25/02   ვიდეო

0:3(3) 3:3(5) 6:3(7) 9:3(9) 9:10(17) 12:10(22) 12:13(23სბ) 12:16(33) 12:19(40+) / 12:22(48) 12:25(51) 12:32(55) 12:39(59) 19:39(67) სბ(74ხ)  სბ(80ხ) 26:39(80+)

<<  სთორმერზ 37:24 ბულზ

5ლ: მარე კოლბე ქარ კოლისი ლეიდს; 3გ 2ჯ: ჟლ.დიუპლესი -

4ლ: ლიბენბერხ (1 3) პ.სკუმან ფანსეილ; 2გ: პოლარდ ტ.სკუმან სბ გობოკა

რეფ ფანჰირდენ (აფრ) 25/02   ვიდეო

7:0(16) 10:0(21) 17:0(30) 24:0(40) /
24:5(41) 29:5(50) 29:12(53) 32:12(61) 32:17(62) 37:17(65) 37:24(80+)

 

#

[#]

1 რაუნდი [სულ 17]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ჰრქ

ველინგთონ

5

1-0

+66

13/3

83:17

1

2

3

სთო

ქეიპთაუნ

4

1-0

+13

5/4

37:24

0

3

13

ხგრ

ბუენოს აირეს

4

1-0

+13

3/2

39:26

0

4

10

ვრთ

სიდნი

4

1-0

+6

1/1

19:13

0

5

11

ბლუ

ოქლენდ

5

1-0

+38

7/2

56:18

1

6

6

ჩიფ

ჰემილთონ

5

1-0

+9

3/0

24:15

1

7

7

ქრს

ქრაისთჩერჩ

4

1-0

+4

3/1

17:13

0

8

2

ლნზ

იოჰანესბერგ

4

1-0

+3

3/1

28:25

0

9

15

რედ

ბრისბენ

4

1-0

+2

4/2

28:26

0

10

8

შრქ

დურბან

1

0-1

-2

2/4

26:28

1

11

14

ჩტზ

ბლუმფონტეინ

1

0-1

-3

1/3

25:28

1

12

4

ბრმ

კანბერა

1

0-1

-4

1/3

13:17

1

13

16

ფორ

პერთ

1

0-1

-6

1/1

13:19

1

14

5

ჰლნ

დანიდინ

0

0-1

-9

0/3

15:24

0

15

9

ბულ

პრეტორია

0

0-1

-13

4/5

24:37

0

16

17

ქნგ

პორთ ელიზბთ

0

0-1

-13

2/3

26:39

0

17

12

რბლ

მელბურნ

0

0-1

-38

2/7

18:56

0

18

18

სნვ

ტოკიო

0

0-1

-66

3/13

17:83

0

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა  | 8-ზე ნაკლებით წაგება - თითო ბონუსი $
ტოლობაზე: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეიოფში გადის
8 მოწინავე: ოთხივე კონფერენციის ჯილა = სხედან ზედა ოთხეულში
                                            და ოთხიც მდევრებში უკეთესნი:  სამი  შავი  |  ყვითელი  და ერთიც  მწვანე  |  ლურჯი

მარდი და სანდო წყარო   ფოქსსპორტ

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ესპი მარე (სთო), 14 ვინს ასო (ჰრქ), 13 რიკო იოანე (ბლუ),
12 როან იანსე-ფანრენსბერგ (ლნზ), 11 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ); 10 იჰაია ვესთ (ბლუ), 9 გონსალო ვერტრანუ (ხგრ) /

1 ქეინ ჰეიმს (ჰლნ), 2 ტოლუ ლატუ (ვრთ), 3 ვილკო ლოუ (სთო);
4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 პიტერ-სტეფ დიუტოი (სთო); 6 სთივენ ლუატუა (ბლუ), 7 არდი სავეა (ჰრქ), 8 სქოთ ჰიგინბოთამ (რედ)

სულ:  8 ზელ, 4 აფრ, 2 ავს, 1 არგ, 0 იაპ

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

 

* მეორე რაუნდი (საქართველოს დროით)    სვლაგეზი  EN
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

ხუთ 02/03

ფორ.ავს

14.30

რედ.ავს

პარ 03/03

ჩიფ.ზელ

10.35

ბლუ.ზელ

შაბ 04/03

ჰრქ.ზელ

08.15

რბლ.ავს

ჰლნ.ზელ

10.35

ქრს.ზელ

ბრმ.ავს

12.45

შრქ.აფ2

სნვ.აფ1

14.55

ქნგ.აფ2

ლნზ.აფ2

17.05

ვრთ.ავს

სთო.აფ1

19.15

ხგრ.აფ2

ჩტზ.აფ1

21.30

ბულ.აფ1