სხვასთან არ წაუგიათ

   ზე’რაგბის მეორე რაუნდში ისევ კოხტად იბურთავეს კივებმა, ოზებმა კი უცხოელებთან სამივე რკენა წააგეს

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ცხრა მოგებულიდან სამმაღა აიღო პრემია.  სამაგიეროდ, ხუთ წაგებულს ერგო ნუგეში.  შესრულდა ორი ჰეთ’თრიქი და 6 დუბლი, და სეზონის პირველი "წითელიც" გაიცა

ზელანდია ისე მძლავრობს, რომ ჯერ სხვასთან არ წაუგია, ერთბაშად სამ კივურ გუნდს კი ბალანსად 2-0 უწერია.  არა უშავთ აფრიკის ყოჩებს - ჯერჯერობით ორივე შინაა და იგებს.  შარშანდელი ფინალისტი - ლაიონზი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ჩემპიონს - ჰარიქეინზს, და მას შუა გზაზე ალბათ კიდეც გაუსწრებს, რადგან წელს სულ თვის’ტომებსა და ჯაბან ოზებს ეთამაშება, ხოლო კივებს პლეი’ოფამდე არ ხვდება!

სტრატეგიული ბაზარი

ჰარიქეინზი სტარტზე ზედიზედ ორ მაჩანჩალას გადაეყარა და ორივე სასტიკად მოსრა - იაპონიის შეუთამაშებელ ფრანჩაიზს * 71:6 მიაყოლა მელბურნის "რებელზ"ი, რომლის პატრონს, ენდრიუ ქოქსს მიაჩნია, რომ თუგინდ საქმე საგაისოდ დასის შეკვეცაზე მიდგეს, მის საკუთრებას არ უნდა შეეხონ, რადგან ბაზარზე სტრატეგიული ადგილი უჭირავს

რებელზი პირველ მეოთხედში მართლაც უგებდა ჰარიქეინზს, მაგრამ მერე ბოდენ ბარეთმა ააბურთავა გუნდი და კივებმაც მზის გულზე 11 უპასუხო ლელო დადეს.  თავი სამჯერ გამოიჩინა ბეჭის გამო სეზონ’ გაცდენილმა ნეჰე მილნერ-სქადერმა, ყველაზე კოხტა, მეოთხე ლელოზე კი მასპინძლებმა 95 მეტრიდან შეუტიეს და ერთ’ურთს გემოზე ეპასავნენ თი’ჯეი პერენარა და ვინს ასო

მკაცრი მითითება

ჩიფსს ჰარიქეინზივით 10 ქულა აქვს, მაგრამ მეტოქეებად კივებივე რომ ჰყავდა, ფორმულის გადამკიდე მეხუთე ადგილზეღაა

ბლუზთან მეასე (!) ზე’კეპი მიითვალა "ოლ ბლექსში" ბარეთის კონკურენტმა - არონ ქრუდენმა, პირველი წითელი და 4-კვირიანი დისკვალიფიკაცია კი მიიღო მარბიელმა სთივენ ლუატუამ, რაკი მიმყოლ თიმ ნანაი-ვილიამსს მოქნეული მკლავი სახეში უთავაზა

ამ დროს ანგარიში 15:9 იყო, ტავერა ქერ-ბარლოუ კი ზედ ლელოსთან დასცა ბლუზმა.  საქმეში ტელე’რეფი ჩაერია და მსაჯს შენიშნული მოახსენა.  ბენ ო’ქიფსაც რაღა დარჩენოდა - "მსოფლიო რაგბის" ახალი, მკაცრი მითითება შეასრულა, ჩიფსმა კი ჯარიმა კიდეზე დაჰკრა, მოლი ააგორა და კაც’ნაკლული მეტოქე მესამედაც დაალელოვა * 22:9 @ 40+3’

საათის თავზე ლელოთა ბალანსი 6/0 გახდა, ხოლო ანგარიში * 41:9. სტუმრები ამის შემდეგღა აათამაშეს ტანა უმანგას მიერ ბრძოლაში ჩაბმულმა ძველებმა, მაგრამ ჩიფსმა წკიპზე შეინარჩუნა პრემია (6/3) * 41:26 და პარასკევს (10.35 საქ) სწორედ რომ ჰარიქეინზს მასპინძლობს

რისკიანი სოლოთი

უკეთესი გამოდგა შაბათის კივური, სამხრეთი კუნძულის შინა’ომი.  ჰაილენდერზს თუმც აკლდა ტვინ’შერყეული ბენ სმითი, ბოლო ნახევარი საათის წინ მაინც ბონუსით * 27:6 უგებდა ქრუსეიდერზს

სამივე ლელოში მონაწილეობდა გარემარბი ვაისაკე ნაჰოლო:  ჯერ დერეფნის გადაღმა (!) აგდებული ბურთი დაიჭირა; მერე არონ სმითის ხანჯლურს მიჰყვა, ბოლოს კი ლიმა სოპოანგამ ფრონტის შუაში რომ აუწია მალაკაი ფეკიტოას, ამისი ოფლოუდიც შეირგო

ქრუსეიდერზი მეზობელს როდი დანებდა და იქეთ დაუდო ოთხი!  დასკვნით 10 წუთში ფეკიტოა ურჯუკი ბოჭვისთვის გააგდეს; კოხტა ოფლოუდი გაუშვა ბურჯმა (!) ვაიეთ ქროქეთმა * 27:25 @ 76’, სოპოანგა კი დაპანიკდა - შორიდან ალალბედზე დაარტყა არეკნი.  ჰოდა, სტუმრებმა ბურთი ხელ’და’ხელ წამოიღეს და სეტა ტამანივალუმ რისკიანი სოლოთი მოიგო თამაში * 30:27  

ჯარიმით დააზღვია

შაბათს აფრიკაში ზედიზედ სამი მატჩი მოეწყო

13 ლელო დაიდო და 91 ქულა მოგროვდა იოჰანესბერგში, რაც იმის დასტურია, რომ გუნდებმა დაცვაზე ხელი აიღეს.  ლაიონზმა ვორათაზი * 55:36 გააბურთავა.  ორი ლელო გაიტანა შუამარბმა როან იანსე-ფან’რენსბერგმა და გუნდს ერთი კვირით დაეთხოვა, რათა ... მატჩამდე გარდაცვლილი დედა დაიტიროს

ხაგუარესი თამამად ებურთავა სთორმერზს.  სტუმრები საათის თავზე - მოლის ჩაქცევისა და სალელოე პასზე ხელის ჩაკვრისთვის - 13 კაცის ამარა დარჩნენ. 5-მეტრა შერკინების ჩაშლისთვის ისინი 7-ქულიანითაც დაისაჯნენ * 27:18, მაგრამ უმალ იქეთ დააგვირგვინეს შეტევა.  და მაინც, სთორმერზმა წითელ ზოლში ოფლოუდები დაახვავა * 32:25

სტარტზე მეორედაც წააგო ბულზმა, ვისაც ძველებურად ვეღარ გეზავს სეზონ’გამცდარი, ჯერაც ნორჩი ჰანდრე პოლარდი.  ხარები გასვლაზე, ბოლოსკენ 31:28-მდე წამოეწივნენ ჩიტაზს, ვისაც ორი ლელო შეაწია მარბიელმა უპა მოჰოჟემ, მაგრამ ფრედ ზეილინგამ უმალ ჯარიმით დააზღვია მოგება * 34:28

დრამა კანბერაში

პერთში რაგბი ხუთშაბათს იმიტომ დაინიშნა, რომ მერე სტადიონს კონცერტის გამო ვეღარ ეცალა.  შეიკრიბა სულ რაღაც 7 ათასი ფანი და ალალად გაიხარა იმით, რომ ფორსმა 10-წაგებიანი (!) საშინაო ნავსი გატეხა - 26:19 ძლია რედსი და ავსტრალიაში გალიდერდა!

ფორსი 65-ე წამზევე დააწინაურა ბექმა ჩანს პენიმ.  მერე რედსის ფიჯელმა კოლორიტმა, ეტო ნამბულიმ ზედიზედ გაიტანა სამი - ერთი 75-მეტრა სლალომითაც, მაგრამ ბოლო მეოთხედში სტუმრებს რომ გაუსინბინეს ბურჯი, ლიგელმა ქერთის რონამ გამარჯვების ლელო გაიტანა

ერთმა მაჩანჩალამ, იაპონიის სან’ვულვზმა მეორე - საზანგეთის ქინგზი სინგაპურის ლამის ცარიელ სტადიონზე მიიღო და * 23:37 დამარცხდა, კანბერაში კი ზე’დრამა დატრიალდა:

თამაში ფრედ მთავრდებოდა, შარქსმა რომ სირენის შემდეგ 40 მეტრიდან მარცხნივ ჩაათამაშა ბურთი, ქერვინ ბოშმა ფრთიდან შიგნით დააგორა და ლუხანიო ეშმა ოზებს ცხვირწინ ააცალა.  ჰოდა, ბრამბიზი წლეულს მეორედაც დამარცხდა და ისევ ნუგეშით * 22:27

 

ზე რაგბი 2017

* მეორე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული   EN

<<  ფორს 26:19 რედს$

3ლ: პენი-ატაერა ფილიპ რონა; გ: ლანს; 3ჯ: პრაიორ -

3ლ: ნამბული; 2გ: ქუპერ სბ ფაჰანგასე

რეფ ანსელმი (არგ) 2/03   ვიდეო

5:0(2) 5:5(19) 5:12(22) 12:12(35) /
12:19(50) 15:19(55) 18:19(66) სბ(67რ) 23:19(69) 26:19(76)

<<  ჩიფს$ 41:26 ბლუზ

6ლ: მესამ დ.მაკ’ქენზი ელიოთ ბოშია ლოუ ლენართ-ბრაუნ;
4გ ჯ:
ქრუდენ -

3ლ: ტუიპულოტუ ფაუმუინა რეინჯერ; გ 3ჯ: ვესთ წბ ლუატუა

რეფ ო’ქიფ (ზელ) 3/03   ვიდეო

0:3(4) 5:3(7) 5:6(11) 5:9(18) 12:9(23) 15:9(28) წბ(40+ბ) 22:9(40+3) /
29:9(44) 36:9(49) 41:9(57) 41:14(61) 41:21(67) 41:26(74)

<<  ჰარიქეინზ$ 71:6 რებელზ

11ლ: მილნერ-სქადერ (1 9 10) ასო (2 4) ლაუმაპე (3 11) პროქთორ ა.სავეა პრინსეპ ჯ.სავეა; 8გ: ბ.ბარეთ 6, ბლექ 2 -

2ჯ: ჰოჯ

რეფ ბერი (ავს) 4/03   ვიდეო

0:3(2) 0:6(9) 7:6(18) 14:6(22) 19:6(27) 24:6(32) 31:6(40+) /
38:6(43) 45:6(59) 52:6(66) 57:6(71) 64:6(76) 71:6(78)

<<  ჰაილენდერზ$ 27:30 ქრუსეიდერზ

3ლ: ევანს ნაჰოლო (2 3) 3გ 2ჯ: სოპოანგა სბ ფეკიტოა -

შ + 3ლ: ჰავილი დაგლას ტამანივალუ; გ: მ.მაკ’ქენზი; 2ჯ: ჰანთ

რეფ ვილიამს (ზელ) 4/03   ვიდეო

0:3(5) 3:3(22) 10:3(28) 10:6(30) 17:6(37) /
20:6(43) 27:6(48) 27:13(54შ) 27:18(66) სბ(73ჰ) 27:25(76) 27:30(78)

<<  ბრამბიზ$ 22:27 შარქს

3ლ: სპეით მენ-რეი კურინდრანი; 2გ: ჰაურა თომპსონ; ჯ: ჰაურა სბ გოდვინ -

2ლ: მთავარირა ემ; გ 5ჯ: ლემბი

რეფ გარდნერ (ავს) 4/03   ვიდეო

5:0(2) 5:3(14) 12:3(26) 15:3(31) 15:10(36) 15:13(38) /
15:16(45) სბ(52ბ) 15:19(59) 15:22(66) 22:22(70) 22:27(80+)

<<  სან’ვულვზ 23:37 ქინგზ

3ლ: ლაფაელე ფუკუოკა ნაკაზურუ; გ 2ჯ: ქრიპს -

4ლ: ფან’რუიენ კლუტე ლერმ იერ; 4გ 3ჯ: ლ.კრონიე

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 4/03 @ სინგაპურ   ვიდეო

0:3(2) 0:10(16) 7:10(23) 7:17(35) / 7:20(55) 10:20(57) 10:23(60) 13:23(63) 13:30(67) 18:30(76) 18:37(79) 23:37(80+)

<<  ლაიონზ$ 55:36 ვორათაზ

8ლ: ვაითლი აკერმან იანსე-ფან’რენსბერგ (3 6) ა.კუცია რ.კრონიე მაჰუზა მარქს; 6გ ა: იანკის სბ მოსტერტ -

5ლ: ჰორნ ჰუპერ ჰეგართი მაკ’დიულინგ ფოლაუ; 4გ: რ.რობინსონ 3, ჰეგართი (2) ჯ: რობინსონ სბ რობინსონ კეპუ

რეფ ფან’ჰირდენ (აფრ) 4/03   ვიდეო

7:0(5) 7:7(8) სბ(10ვ) 14:7(16) 14:14(19) 21:14(22) 28:14(25) 28:17(27) სბ(32ვ) 33:17(33) 33:24(39) / 36:24(50ა) 43:24(53) 43:29(59) სბ(57ლ) 48:29(65) 55:29(78) 55:36(80+)

<<  სთორმერზ 32:25 ხაგუარეს$

შ + 3ლ: ფილიუნ ფერმაკ მარე; 2გ 2ჯ: ჟლ.დიუ’პლესი -

3ლ: კრევი კორდერო (2 3) 2გ: სანჩეს გონსალეს-იგლესიას;
2ჯ:
სანჩეს სბ მატერა მორონი

რეფ პეიპერ (აფრ) 4/03   ვიდეო

0:3(7) 3:3(13) 3:8(16) 10:8(24) 17:8(28) 17:11(40+) /
20:11(44) 20:18(53) სბ(62ხ) სბ(64ხ) 27:18(65შ) 27:25(68) 32:25(72)

<<  ჩიტაზ 34:28 ბულზ$

4ლ: სვარტ მოჰოჟე (2 4) ბასონ; 4გ 2ჯ: ზეილინგა -

3ლ: ჯენქინს ფან’სეილ ულენგო; 2გ: ტ.სკუმან; 3ჯ: პოლარდ

რეფ კუბო (იაპ) 4/03   ვიდეო

7:0(4) 7:5(8) 14:5(12) 14:8(20) 14:11(24) 21:11(32) 28:11(37) 28:14(40) /
31:14(49) 31:21(67) 31:28(70) 34:28(74)

 

#

[#]

2 რაუნდი [სულ 17]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ჰრქ

ველინგთონ

10

2-0

+131

24/03

154:023

2

2

8

ლნზ

იოჰანესბერგ

9

2-0

+22

11/06

083:061

1

3

2

სთო

ქეიპთაუნ

8

2-0

+20

09/07

069:049

0

4

13

ფორ

პერთ

5

1-1

+1

04/04

039:038

1

5

6

ჩიფ

ჰემილთონ

10

2-0

+24

09/03

065:041

2

6

7

ქრს

ქრაისთჩერჩ

8

2-0

+7

07/04

047:040

0

7

5

ბლუ

ოქლენდ

5

1-1

+23

10/08

082:059

1

8

3

ხგრ

ბუენოს აირეს

5

1-1

+6

06/06

064:058

1

9

11

ჩტზ

ბლუმფონტეინ

5

1-1

+3

05/06

059:056

1

10

10

შრქ

დურბან

5

1-1

+3

04/07

053:050

1

11

9

რედ

ბრისბენ

5

1-1

-5

07/05

047:052

1

12

16

ქნგ

პორთ ელიზბთ

4

1-1

+1

06/06

063:062

0

13

4

ვრთ

სიდნი

4

1-1

-13

06/09

055:068

0

14

12

ბრმ

კანბერა

2

0-2

-9

04/05

035:044

2

15

14

ჰლნ

დანიდინ

1

0-2

-12

03/07

042:054

1

16

15

ბულ

პრეტორია

1

0-2

-19

07/09

052:071

1

17

18

სნვ

ტოკიო

0

0-2

-80

06/17

040:120

0

18

17

რბლ

მელბურნ

0

0-2

-103

02/18

024:127

0

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა  | 8-ზე ნაკლებით წაგება - თითო ბონუსი $
ტოლობაზე: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის
8 მოწინავე: ოთხივე კონფერენციის ჯილა = სხედან ზედა ოთხეულში
                                            და ოთხიც მდევრებში უკეთესნი:  სამი  შავი  |  ყვითელი  და ერთიც  მწვანე  |  ლურჯი

მარდი და სანდო წყარო   ფოქს’სპორტ

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ნეჰე მილნერ-სქადერ (ჰრქ), 14 ვინს ასო (ჰრქ), 13 ლუხანიო ემ (შრქ), 12 როან იანსე-ფან’რენსბერგ (ლნზ), 11 სეტა ტამანივალუ (ქრს); 10 არონ ქრუდენ (ჩიფ), 9 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ) /

1 ოქს ნჩე (ჩტზ), 2 ჯოშ მენ-რეი (ბრმ), 3 ჩარლი ფაუმუინა (ბლუ);
4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (სთო); 6 ჟან-ლიუკ დიუ’პრე (შრქ), 7 ლოჰლინ ბოშია (ჩიფ), 8 ვორენ ვაითლი (ლნზ)

სულ:  8 ზელ, 6 აფრ, 1 ავს, 0 არგ იაპ

  სტატ’ლიდერები

ლელო: 4 ვინს ასო (ჰრქ), როან იანსე-ფან’რენსბერგ (ლნზ); 3 რიკო იოანე (ბლუ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯეიმზ ლოუ (ჩიფ), ნეჰე მილნერ-სქადერ (ჰრქ), ეტო ნამბული (რედ), არდი სავეა (ჰრქ)

ქულა: 34 ფრედ ზეილინგა (ჩტზ); 33 ლიონელ კრონიე (ქნგ), პეთ ლემბი (შრქ); 29 იჰაია ვესთ (ბლუ); 27 ლიმა სოპოანგა (ჰლნ);
26 ელთონ იანკის (ლნზ); 23 რის რობინსონ (ვრთ)

ბოჭვა: 35 სემ ქართერ (ბრმ); 31 ჟან-ლიუკ დიუ’პრე (შრქ), ფილიპ ფან’დერ’ვალტ (შრქ); 30 ჟაკ პოტხიტერ (ბულ); 28 ჯოშ მენ-რეი (ბრმ); 27 ტორსტენ ფან’იარსფელდ (ჩტზ), ტავერა ქერ-ბარლოუ (ჩიფ)

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

 

* მესამე რაუნდი (საქართველოს დროით)    სვლაგეზი  EN
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 10/03

ჩიფ.ზელ

10.35

ჰრქ.ზელ

ბრმ.ავს

12.45

ფორ.ავს

უქმობენ

ბულ.აფ1

.

რბლ.ავს

შაბ 11/03

ბლუ.ზელ

10.35

ჰლნ.ზელ

რედ.ავს

12.45

ქრს.ზელ

ქნგ.აფ2

17.05

სთო.აფ1

ჩტზ.აფ1

19.15

სნვ.აფ1

შრქ.აფ2

21.30

ვრთ.ავს

ხგრ.აფ2

23.40

ლნზ.აფ2