დასი შევკვეცოთო

   ზერაგბის მესამე რაუნდში კივური შინაომი მოიგო ჩიფსმა და გალიდერდა, ფანობა კი შეძრა დასის შეკვეცის მუხთალმა გეგმამ

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ზემუღამიანი - ამერიკიდან გადმოღებული, 4-ჯგუფიანი, პროაფრიკული სისტემა რომ უსამართლო და უვარგისია, ბევრჯერ დაგვიწერია.  ქომაგს ვინ ჩივის, ოფიციოზსა და მედიასაც უჭირთ მისი გაგება

გუნდების მომრავლებისა და კადრების გამალებული გადინების გამო დასწრებაც დაეცა.  ჰოდა, მოახლოებული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ზერაგბის მოწილეებმა 10 მარტს, ლონდონში იბჭეს და დაასკვნეს, წარსულში უნდა მივბრუნდეთ - დასი შევკვეცოთო

ტურნირის ორგანიზატორმა "სანზაარმა" განაცხადა, გადაწყვეტილების დეტალებს მას მერეღა გავასაჯაროვებთ, რაც ტელებატონებისა და სპორსორებისგან დასტურს მივიღებთო, მაგრამ თქმულა, შუბი ხალთაში ვერ დაიმალებაო

ჰოდა, ჩიტაზის მთავარმა მოხელემ, ჰაროლდ ფერსტერმა სამშაბათს გაამხილა - გადავრჩენილვართ, რადგან კივთა დაძალებით, მხოლოდ თითო ოზური და იაპური გუნდი უნდა განიკვეთოსო

მერე ხარჯი და ინტერესი?

მერე ენა სხვებმაც ამოიდგეს და გაირკვა, რომ მაჩანჩალა ქინგზს შეიძლება სწორედ რომ ლაღი ჩიტაზი მიაყოლონ მახვშებმა, რაკი აფრიკას 6-დან 4 გუნდსღა უტოვებენ, ავსტრალიაში კი პანიკაა:  ბობოლებს - ვორათაზსა და რედსს - ხელს რომ ვერავინ ახლებს, ხოლო სამი არიფიდან - ბრამბიზ, ფორს, რებელზს - ერთი უნდა გაიწიროს

მედიას საკბილო გაუჩნდა და ცეცხლზე ნავთი დაასხა, მამებმა კი კლუბებს უბრძანეს, იყუჩეთო.  ესენიც გაისუსნენ, ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ მოიშლება კონფერენციული სისტემაც, განახევრდება დარბები და პლეიოფამდე კლასიკა - ერთი, სრული წრეღა ჩატარდება

არადა, აქსიომაა, რომ ამით ხარჯი გაიზრდება და ინტერესიც განელდება, რადგან ზერაგბში შინაომებს მოაქვთ სარფის მეტი წილი 

ვიკერმანის თასზე

მესამე რაუნდი ისე გაჩაღდა, რომ მახვშებს შორეთში ჯერაც არ დაეწყოთ თათბირი.  კივეთში ორივე ჯახს საზარლად დააწვიმა; 
8 მატჩში გაიცა ოდენ 1 პრემია და სამიღა ნუგეში; ლიდერი შეიცვალა ოთხიდან ორ ჯგუფში; ცნობილთაგან კი დაშავდნენ და იუქმებენ:

ჟან-ლიუკ დიუპლესი (სთო) - საზარდული (4-6 კვირა)
ნეჰე მილნერ-სქადერ (ჰრქ) - ტერფი (6 კვირა)
იზრაელ დეგ (ქრს) - მუხლი (6 კვირა) 
პეთ ლემბი (შრქ) - ხერხემალი (6-8 კვირა)
ვაისაკე ნაჰოლო + ლიმა სოპოანგა (ჰლნ)

დაისაჯნენ:

მაიქლ ლიჩ (ჩიფ) და ნიკო სანჩეს (ხგრ) - სახიფათო ბოჭვა (1 კვირა)

ტოპ 14-ის ლიდერს, ლაროშელს 3 წელზე მოურიგდა 9 ნომერი ტავერა ქერ-ბარლოუ (ჩიფ);  მაიქლ ჰუპერი (ვრთ) შეიქნება უმრწემესი ცენტურიონი - მეასე (!) ზეკეპს 25 წლისა და 208 დღის მიითვლის; ამავე, ვორათაზ - ბრამბიზის ჯახში კი პირველად გათამაშდება "დენ ვიკერმანის თასი" - ამ კლუბთა ყოფილი წევრი და ღვაწლმოსილი ვოლაბი თებერვალში, 37 წლისა გამოეთხოვა წუთისოფელს

წყვილი სინბინი

კივ ტიტანთა შებმა ავდარში რაგბულ ჭადრაკად იქცა!  ჩიფსმა იხეირა ჰარიქეინზის წყვილი სინბინით და ორი ლელო შეიტანა:  ბროდი რეთალიქმა - დატრიალებული 5-მეტრა შერკინებიდან, ქერბარლოუმ კი მოლის შემდეგ, მოკლე ფრთაზე, ტონი პულუს გადაუკიდა * 17:6

ბოლო მეოთხედში მდევარმაც ორჯერ იყოჩაღა:  წინ ნელა მიმავალი მოლიდან თიჯეი პერენარამ გარისკა და გაკავებულმა, დგომელამ მაინც გადადო ოვალი ლელოში, ბოლოს კი ჯულიან სავეამ იხეირა ძმების - ჯორდი და ბოდენ ბარეთების გრძელები პასებით * 23:18 @ 80

და მაინც, ჩემპიონი უნუგეშოდ დაშვრა:  საკუთარი 22-დან, სირენის შემდეგ რომ განიზრახა გამარჯვება, თერნოვერი შეემთხვა და დამიენ მაკქენზიმ გაუტანა ჯარიმა.  ჩიფსმა სტარტზე მესამე თვისტომიც ძლია * 26:18 და შეჯიბრს ერთპიროვნულად ლიდერობს

არაქალაქური საქციელი

ზელანდიაში მეორე, სულ კი მეხუთეა 7-გზის ჩემპიონი ქრუსეიდერზი, ვინაც ისევ სულ ბოლოსღა შემოაბრუნა წაგებული თამაში - მიჩელ ჰანთის გოლით სტუმრად, 17 931 ფანის თვალწინ, * 22:20 ძლია რედსი

სტუმრებმა ათამაშეს ძველი ქვინზლენდელი, მსოფლიომოვლილი დიგბი იოანე.  მასპინძელთა დირიჟორი, ქვეიდ ქუპერი მალევე აკოჭლდა, მაგრამ მოედნიდან აღარ გასულა - მან გუნდი რიგიანად გეზა, შეგორებული რაღაც ჭირად ძელსაც გაარტყა, მაგრამ მეორე ტაიმში ჯარიმა ააცილა და სტუმრებს სალელოე პლაცდარმიც აჩუქა

რედსის ორივე ლელოში ღონიერმა ფიჯელმა, სამუ კერევიმ დაიდო ლომის წილი.  მისივე ბრალი იყო პირველი გაშვებული ლელო.  კივები დასკვნით მეოთხედში აბურთავდნენ და სათადარიგო ცხრამ, ბრინ ჰოლმა წყვილი ლელოთი ერთადემდეც დაიყვანა ჩამორჩენა * 19:20

ამ დროს კივებს კაცი აკლდათ, რადგან ჯორდან ტაუფუა რობ სიმონსის პროვოკაციაზე წამოეგო, მაგრამ რედსმაც იდედლა:  ბოლო 2 წუთის გაყვანა "აიღე და მიეძალეთი" მოინდომა.  ჰოდა, რეფმა აღარ აპატია არაქალაქური საქციელი - კარიდან 35 მეტრზე "ჩაკვლა"ზე დააჯარიმა!

მკლავის მოუხვევლად

აფრიკული მენიუს მთავარ ნომერში შარქსს 6 წუთზევე გამოაკლდა მოთელვაზე წელნატკენი პეთ ლემბი, მის ნაცვლად შესულმა, მთლად ნორჩმა ქერვინ ბოშმა კი 27 ქულა (ლ 2გ 6ჯ) პირადად მოინაგრა

შარქსის მეტოქე, ვორათაზი შინ უქულოდ მიბრუნდა.  სიდნის კლუბი 13 ნომრად ათამაშებს ფულბექ იზი ფოლაუს, მაგრამ უშანსოდ კი აგებს.  ერთი კია, შარქსი ჯარიმის კარში დარტყმაზე რომაა შეშლილი, 23-ქულიანი სხვაობის მიუხედავად, მაინც უბონუსოდ დარჩა * 37:14

შარქსი თავის ჯგუფში დაწინაურდა, რადგან ლაიონზმა, შარშანდლისა არ იყოს, არგენტინაში ისევ გამოხშირული გუნდი მიავლინა და * 24:36 დამარცხდა შავად შემოსილ ხაგუარესთან

შეიცვალა ავსტრალიის სუსტი ხუთეულის მოწინავეც:  ფორსი ბოლო 10 წუთამდე კანბერაში * 17:13 იგებდა, მაგრამ გაუსინბინეს მეორეხაზელი როს ჰეილეთ-პეთი, ვინაც მკლავის მოუხვევლად, ღონივრად დაეჯახა მეტოქის ჰავბექს.  ჰოდა, ბრამბიზმა ორი ლელო შეიტანა * 25:17

ძალურ შტურმში

წვიმაში ბლუზს 23 თერნოვერი შეემთხვა, ჰაილენდერზს კი - მხოლოდ (!) 18.  ამათ 9 დამწყები აკლდათ და კიდევ ორი ცნობილი სახე (ნაჰოლო სოპოანგა) დაემტვრათ, მაგრამ შაბათს კი დაუბრუნდებათ ბენ სმითი, ვისაც შერყევის ნიშნები აღარ ეტყობა

მატჩის ერთადერთი ლელო არონ სმითის წყვილი გადაკიდებით დაიდო - ბლუზი ზედიზედ ასცდა ბურთს.  9:13-ზე ჯორჯ მოალამ ცენტრიდან გაიჯეჯილა, მაგრამ ლელოსთან დაკარგა ოვალი;  სირენის შემდეგ კი, ძალურ შტურმში, პათრიქ ტუიპულოტუს ბოჭვაზე წინ დაუვარდა.  ჰოდა, ჰაილენდერზმა ნავსი გატეხა * 16:12

შინ უმწეო სანვულვზი აფრიკაში ჩავიდა და კენკი ფუკუოკას ორი, უკოხტავესი ლელოთი, საათის თავზე * 31:30 გადაუსწრო ჩიტაზს, მაგრამ ბოლოს მაინც ნუგეშს დასჯერდა * 31:38

სთორმერზმა გასვლა იოლად მოუგო ქინგზს * 41:10 და რაუნდში ერთადერთმა მიითვალა პრემია

 

ზე რაგბი 2017

* მესამე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50 რჩეული   EN

<<  ჩიფს 26:18 ჰარიქეინზ

2ლ: რეთალიქ თ.პულუ; 2გ 4ჯ: დ.მაკქენზი სბ ლიჩ -

2ლ: პერენარა ჯ.სავეა; გ 2ჯ: ბ.ბარეთ სბ ა.სავეა ფატიალოფა

რეფ პიქერილ (ზელ) 10/03   ვიდეო

0:3(14) სბ(19ჰ) 7:3(23) 7:6(26) სბ(28ჰ) 10:6(32) 17:6(40+) /
20:6(52) 20:11(64) 23:11(75) სბ(78ჩ) 23:18(80) 26:18(80+3)

<<  ბრამბიზ 25:17 ფორს

4ლ: სპეით ჰაურა გოდვინ ეიბელ; გ ჯ: ჰაურა -

2ლ: ტესმან პენი-ატაერა; 2გ ჯ: ლანს სბ რ.ჰეილეთ-პეთი

რეფ ჰოფმან (ავს) 10/03   ვიდეო

5:0(14) 10:0(33) 10:7(40+) /
10:14(44) 13:14(64) 13:17(69) სბ(71ფ) 20:17(74) 25:17(80)

<<  ბლუზ$ 12:16 ჰაილენდერზ

4ჯ: ვესთ 3, ფრანსის -

ლ: ფეკიტოა; გ: სოპოანგა; 3ჯ: სოპოანგა 2, ბენქს სბ ევანს

რეფ ჯექსონ (ზელ) 11/03   ვიდეო

0:3(15) 0:10(18) 3:10(24) 6:10(30) /
6:13(44) 9:13(50) 12:13(68) 12:16(74) სბ(80+2ჰ)

<<  რედს$ 20:22 ქრუსეიდერზ

2ლ: კერევი ნამბული; 2გ 2ჯ: ქუპერ -

3ლ: დრამონდ ჰოლ (2 3) 2გ ჯ: ჰანთ სბ ტაუფუა

რეფ ჰიუსთონ (ავს) 11/03   ვიდეო

3:0(5) 10:0(13) 17:0(25) 17:7(29) 20:7(35) /
20:12(63) სბ(69ქ) 20:19(76) 20:22(80+)

<<  ქინგზ 10:41 სთორმერზ$

ლ: მაპიმპი; გ ჯ: ლ.კრონიე -

6ლ: ლეიდს ბასონ ელსტატ რ.დიუპრე ფილიპს ე.ფილიუნ;
4გ: დიუპრე 2, ქოულმენ 2; ჯ: დიუპრე

რეფ კუბო (იაპ) 11/03   ვიდეო

3:0(5) 3:5(16) 3:12(32) 3:17(36) /
3:24(45) 10:24(57) 10:27(63) 10:34(77) 10:41(80)

<<  ჩიტაზ 38:31 სანვულვზ$

4ლ: ფანიარსფელდ მოჰოჟე სვარტ ბენჯემინ; 3გ 4ჯ: ზეილინგა -

4ლ: ემი ქრიპს ფუკუოკა (3 4) 4გ: ქრიპს 2, ტაულანგი 2; ჯ: ქრიპს სბ ასაჰარა

რეფ რასივჰენგე (აფრ) 11/03   ვიდეო

0:7(2) 7:7(16) 10:7(22) 10:14(25) 13:14(33) 20:14(37) 20:17(40) /
23:17(42) 30:17(52) 30:24(56) 30:31(62) სბ(65ს) 35:31(67) 38:31(74)

<<  შარქს 37:14 ვორათაზ

3ლ: მტემბუ ბოშ ფანვეიკ; 2გ 6ჯ: ბოშ -

2ლ: ფოლაუ; 2გ: რ.რობინსონ სბ დემპსი

რეფ ფანდერვესტჰეიზენ (აფრ) 11/03   ვიდეო

5:0(2) 8:0(9) სბ(11ვ) 11:0(13) 18:0(21) 18:7(30) 21:7(32) 24:7(37) 31:7(40+) / 31:14(44) 34:14(53) 37:14(72)

<<  ხაგუარეს 36:24 ლაიონზ

4ლ: ტუკულეტ მოჟანო დელაფუენტე სანჩეს; 2გ 4ჯ: სანჩეს სბ ლესანა -

4ლ: ვაითლი (1 4) ფანრუიენ მარქს; 2გ: რენოლდს ფანდერვალტ სბ ა.ფერეირა რ.კუცია

რეფ ბრაიანთ (ზელ) 11/03   ვიდეო

5:0(5) 8:0(8) 8:7(13) 15:7(18) სბ(21ლ) 18:7(26) 21:7(33) / 24:7(44) 24:12(48) 29:12(53) სბ(56ლ) 36:12(60) სბ(72ხ) 36:17(74) 36:24(80)

<<  ბულზ, რებელზ  უქმობდნენ

 

#

[#]

3 რაუნდი [სულ 17]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

5

ჩიფ

ჰემილთონ

14

3-0

+32

11/05

091:059

2

2

3

სთო

ქეიპთაუნ

13

3-0

+51

15/08

110:059

1

3

10

შრქ

დურბან

9

2-1

+26

07/09

090:064

1

4

14

ბრმ

კანბერა

6

1-2

-1

08/07

060:061

2

5

6

ქრს

ქრაისთჩერჩ

12

3-0

+9

10/06

069:060

0

6

1

ჰრქ

ველინგთონ

10

2-1

+123

26/05

172:049

2

7

8

ხგრ

ბუენოს აირეს

9

2-1

+18

10/10

100:082

1

8

7

ბლუ

ოქლენდ

6

1-2

+19

10/09

094:075

2

9

2

ლნზ

იოჰანესბერგ

9

2-1

+10

15/10

107:097

1

10

9

ჩტზ

ბლუმფონტეინ

9

2-1

+10

09/10

097:087

1

11

11

რედ

ბრისბენ

6

1-2

-7

09/08

067:074

2

12

4

ფორ

პერთ

5

1-2

-7

06/08

056:063

1

13

15

ჰლნ

დანიდინ

5

1-2

-8

04/07

058:066

1

14

12

ქნგ

პორთ ელიზბთ

4

1-2

-30

07/12

073:103

0

15

13

ვრთ

სიდნი

4

1-2

-36

08/12

069:105

0

16

16

ბულ

პრეტორია .

1

0-2

-19

07/09

052:071

1

17

17

სნვ

ტოკიო

1

0-3

-87

10/21

071:158

1

18

18

რბლ

მელბურნ .

0

0-2

-103

02/18

024:127

0

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა  | 8-ზე ნაკლებით წაგება - თითო ბონუსი $
ტოლობაზე: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეიოფში გადის
8 მოწინავე: ოთხივე კონფერენციის ჯილა = სხედან ზედა ოთხეულში
                                            და ოთხიც მდევრებში უკეთესნი:  სამი  შავი  |  ყვითელი  და ერთიც  მწვანე  |  ლურჯი

მარდი და სანდო წყარო   ფოქსსპორტ

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 დამიენ მაკქენზი (ჩიფ), 14 დილეინ ლეიდს (სთო), 13 სამუ კერევი (რედ), 12 ხერონიმო დელაფუენტე (ხგრ), 11 დიგბი იოანე (ქრს); 10 ქერვინ ბოშ (შრქ), 9 ტავერა ქერ-ბარლოუ (ჩიფ) /

1 სანტიაგო გარსია-ვოტა (ხგრ), 2 ტორსტენ ფანიარსფელდ (ჩტზ),
3 ოფა ტუჰუნგაფასი (ბლუ); 4 იბენ ეცებეთ (სთო), 5 სემ ვაითლოქ (ქრს); 6 უპა მოჰოჟე (ჩტზ), 7 ქრის ელქოქ (ბრმ), 8 ვორენ ვაითლი (ლნზ)

სულ:  6 აფრ; 5 ზელ; 2 ავს არგ; 0 იაპ

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

 

* მეოთხე რაუნდი (საქართველოს დროით)    სვლაგეზი  EN
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 17/03

ქრს.ზელ

10.35

ბლუ.ზელ

რბლ.ავს

12.45

ჩიფ.ზელ

ბულ.აფ1

21.00

სნვ.აფ1

უქმობენ

ფორ.ავს

.

სთო.აფ1

შაბ 18/03

ჰრქ.ზელ

10.35

ჰლნ.ზელ

ვრთ.ავს

12.45

ბრმ.ავს

ლნზ.აფ2

19.15

რედ.ავს

შრქ.აფ2

21.30

ქნგ.აფ2

ხგრ.აფ2

23.40

ჩტზ.აფ1