მეორასე ... მარცხიანი

   მარცხიანად დასრულდა ბორჯღალოსანთა მე-200 ტესტი:  რუმინეთმა შინ 1 ქულით მოგვიგო და ერთ’ბაშად ჩამოგვართვა "რაგბი ევროპის" ფარიცა და "ანთიმოზ ივერიელის" თასიც

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

მეორე ევროპულ დონეზე 6 წელი (2011-16) ბადალი არა გვყავდა, მაგრამ 2019 წლის მსოფლიო თასზე გასულები რომ ვართ, ახალი თაობის დაოსტატებას შევუდექით და რაზმი გადავიხალისეთ.  გამოჩნდა იმედის’მომცემი ჯეელობა, ოღონდ გუნდიც მოიშალა.  ჰოდა, მთავარმა მეტოქემ მწარედ გაგვაბითურა

კარპატელები კავკასიელებზე, კარგა ხანია, კბილებს ილესავენ.  ორივეს გვაბოლებს ბობოლა მედია, "ექვს ერში" რაგბობა გეკუთვნითო, მაგრამ არკულზე გამოჩნდა, რომ კლასი და ყაიდაც ვერ გვივარგა - ტურნირის დე’ფაქტო ფინალი უსახურ ჭიდილში გაილია.  და მაინც, იმათ ისე გაეხარდათ მოგება, რომ მარტო ანთიმოზზეც ყაბულს იყვნენ, მაგრამ მერე გააცნობიერეს, რომ "ევროპაზეც" პირველი ადგილი დაეჭირათ

ავად’მყოფური რეაქცია

მოხდა ძნელად დასაჯერებელი რამ - ძლეულ ბორჯღალოსნებს თვით რუმინელმა ოკტავიან მორარიუმ გადასცა ჩემპიონის ფარი და ბანერთან ფოტოც გადააღებინა.  არადა, რაც "ერთა თასი" ტარდება 2000 წლიდან - ევროპის ახლანდელი ოფიციოზისა და ჩვენში მომრავლებული ქომაგის გარდა - ლამის ყველამ იცის, რომ ქულათა ტოლობისას მთავარია პირისპირ ჯახის შედეგი.  ასე რომ, წესით რუმინეთი იყო ჩემპიონი!

რატომ მოტყუვდა მასპინძელთა ბანაკი და მორარიუს ამალაც, მაგის კვლევას არ ვაპირებთ, მაგრამ ყოვლად აუტანელი იყო ჩვენი ფანობის ავად’მყოფური რეაქცია:  ჩემპიონები გავმხდარვართ, აქაური უვიცები - "პირველი არხი" და რაგბის კავშირი კი ამოტოლა მიღწევას ჩქმალავენო

ევროპელი ქარაქუცები

ამ, ევროპის მოტრფიალე კონტინგენტისთვის პასუხი ერთი გვაქვს: სანამ თვის’ტომს გაიმეტებდეთ, თქვე დალოცვილებო, ეგებ გონებაში აზრად მაინც გაივლოთ, რომ უცხოეთშიც ბლომად არიან მცონარა, უმაქნისი, უდარდელი, წერა-კითხვის უმეცარი ხალხი, "მეორე დონის რაგბის" მმართველ ორგანოში კი სწორედ ასეთი ქარაქუცები მუშაობენ

სიმართლის გარკვევას და სამართლის გაჩენას ორი საათი დაჭირდა.  ეტყობა, ვიღაცამ ინება და ჩახედა ღია, საჯარო დოკუმენტს - ტურნირის დებულებას.  ფარი ბოლო’ბოლო რუმინეთს გადაეცა; ფეისბუქსა და თვითერზე დაიწერა ბოდიში - შეგვეშალაო, ყველაფერი კი დაბრალდა ცხრილის მდგენელ მოდულს - ჭია ჰყავს და ორშაბათს ჩასწორდებაო

4-დან თითოღა

ერთადერთი, რასაც ჩვენს გუნდს ვერ დავუწუნებთ, ეგ თავ’დადებაა - მეტოქე გულიანად ვბოჭეთ და არაფერი დავუთმეთ, მაგრამ არც ისინი აღმოჩნდნენ ჯაბანნი და დამსახურებულად მოგვიგეს ორივე ჯილდო

მატჩი იმათი რაგბის თემისთვის "წლის მოვლენა" იყო.  იაზრეს და ჰიმნი 7 წლის გოგოს ამღერეს.  საავდრო ღრუბელმა და ქარმა დერეფანი ორივე გუნდს მოუშალა, და ცენტურიონმა ქიქერებმაც 4-დან თითოღა გაიტანეს:  ვლაიკუმ - ჯარიმა, მეკომ - გარდასახვა, და მაგ ერთმა, კინკილა ქულამ გადაწყვიტა რკენის ბედი

კივური იდეები

ხშირი იყო შერკინების ჩაქცევა და ამის შემდგომი კინკლაობა.  ჩვენი მთავარი ნაკლი წლეულს ეს უკვე მერამდენედ გამოჩნდა:  ფორვარდებს ბურთი წინ თუმც ვერ მიაქვთ, ოვალს მაინც ჯიუტადა და უაზროდ ვათამაშებთ განდაგან - ვითომც ღრეჩოს საძიებლად, მაგრამ ტექნიკა ვერ გვივარგა და კივური იდეები განუხორციელებელი გვრჩება

ისევ ურევდა ჩვენი მგეზავი, მაგრამ შეცვლა ვერ აკადრეს - არადა, მარქაფაში უფრო გამოცდილი, თანაც პირდაპირ შემტევი და შორს დამრტყმელი გვეჯდა.  გადაკიდებაში არა უშავდათ ორივე გუნდის 9 ნომრებს;  სტეჟარის ნაქებმა, კუნძულელმა ბექებმა ჩვენებს ვერაფერი დააკლეს, თამაშის ბოლოს კი მართლა იმის იმედადღა ვიყავით, რომ "მიხო" ნარიაშვილი შერკინებაში "ჯარიმას აჰკიდებდა ცერუშს"

9 გადაწყობით

იმათ ლელო მალევე და იოლად დაგვიდეს:  ერთ მონაკვეთში ორ-ორჯერ შეცდნენ 10 და 15, ნემსაძე დაშავდა, ბურთი დაიკარგა, ფლორინ სურუ’ჯიუმ გადაიკიდა და კეტელინ ფერკუმ აიღო * 0:5 @ 4’

11’ წუთზე შერკინებამ 40 მეტრზე გამოიმუშავა ჯარიმა, მაგრამ ბურთი კარს ასცდა.  მერე სტეჟარი სამჯერ (!) მოგვერია - მესამედ 20 მეტრიც გვათრია, მაგრამ ვლაიკუმ ორჯერვე (19’ 28’) დაახაია 45 მეტრიდან

32’ წუთიდან ავბურთავდით;  2’20’’ წუთიანი, ქაოსური, მაგრამ უწყვეტი მონაკვეთი - 9 გადაწყობის შემდეგ - მარცხნივ, მეტობაზე, 3 პასით (თოდუა - ხმალაძე - ლომიძე - შარიქაძე) დასრულდა, და კვირიკაშვილმაც კიდიდან შეაგდო გარდასახვა * 7:5 @ 38’

ტაიმისთვის წამატებულ დროში რუმინეთმა ზანტი "აიღე და მიეძალე" წამოიწყო, მაგრამ ზედახორაში ორჯერ გაეჭედა მარჯვენა ალამთან

ძელს მოხვდა

43’ წუთზე გორგოძემ, შეტევისას, კვრით დასცა ლუკაჩი

გადამწყვეტ გოლზე, 52’ წუთზე, ვლაიკუს გადაკიდებულიდან ალყაში მოვყევით და დერეფანში აგორებულ მოლშიც დავჯარიმდით * 7:8

56’ წუთზე, გადაკიდებულის აღებისას, ერთმანეთს ვერ გაუგეს თოდუამ და მეკომ, მაგრამ ნარიაშვილმა ივარგა შერკინებაში

62’ წუთზე სტეჟარის ფაზაობა 22 მეტრზე ღლეტვით აღკვეთა ტაბიძემ

70’ წუთზე მიხომ 30 მეტრზე კიდევ მოიპოვა ჯარიმა, მაგრამ ბურთი კარს ისევ ასცდა

74’ წუთზე შარიქაძემ იყოჩაღა რაქში, მაგრამ მეკოს მიერ 45 მეტრიდან დარტყმული ძელს მოხვდა

ბოლო 3 წუთი შერკინების დაწყობა - ჩაშლაში გაილია, ბოლოს კი რაქში დავჯარიმდით და "დაბლინური ბალანსიც" აღდგა * ჯ 8-8

 

რაგბი ევროპა * 2017

ბოლო, მეხუთე რაუნდი

 

<<  საქართველო$ 7:8 რუმინეთი

  წარსული   23 მოთამაშე   ბარათი      მეტოქე  

საქ: კვირიკაშვილი სვანიძე (კოშაძე 66) კაჭარავა შარიქაძე თოდუა <10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 70) / ნარიაშვილი ბრეგვაძე (ჟვანია 64) ბეკოშვილი (ტაბიძე 48) ნემსაძე (ლომიძე 6) მიქაუტაძე; თხილაიშვილი გორგოძე^კაპ (ცუცქირიძე 71) გორგაძე -
ლ: შარიქაძე; გ: კვირიკაშვილი

რუმ: ფერკუ შენან (ლემნარუ 60) უმანგა ფაკა’ოსილეა დუმიტრუ <10-9> ვლაიკუ სურუ’ჯიუ (კალაფეტეანუ 70) / ბადიუ (პრისტევიცა 62) ტურაშვილი (კეპეცინა 64) ცერუშ (გორდაშ 53-69) ფან’ჰირდენ ანტონესკუ; ლუკაჩ (დ.ლაზერ 71) გორჩო’აია მაკოვეი^კაპ (ლაზერ 40+2 - /, პოპირლან 76) - ლ: ფერკუ; ჯ: ვლაიკუ

რეფ ი.დევის (უელ) 19/03_2017 @ ბუქარესტი, არკულ (სავსე)

0:5(4) 7:5(38) ნახ(40+6) / 7:8(52) ბოლო(80+2)  ვიდეო

აცილებული: მეკო 11’ ჯ40, 70’ ჯ30, 74’ ჯ45*ძ -
                       ვლაიკუ 5’ გ20*ძ, 19’ ჯ45, 28’ ჯ45

<<  ესპანეთი$ 30:0 ბელგია

3ლ: ვია’ნუევა პერენ ანაია^ნგავინდი; 3გ 3ჯ: ლინქ’ლეითერ
წბ მორენო სბ პერენ ალვარეს -

სბ დაუსეთ

რეფ იორდაკესკუ (რუმ) 18/03 @ მადრიდ, უნივერსიტეტი (ათასი)

3:0(2) 10:0(11) 17:0(18) 20:0(28) /
წბ(44ე) სბ(45ე) 27:0(75) სბ-სბ(76) 30:0(78)

<<  რუსეთი$ 52:25 გერმანია

8ლ: გაისინ სიმპლიკევიჩ გერასიმოვ (3 7) იელგინ არტემიევ (5 6) მიხალცოვ; 6გ: კუშნარიოვ 5, გაისინ (4) სბ ბითიევ კუშნარიოვ -

3: პარქინსონ მატიურენ (2 3) 2გ: პარქინსონ აუნალა;
2ჯ: ჰილზენბეკ

რეფ მარშა (სფრ) 19/03 @ სოჭი, იუგ (2 500)

7:0(4) 7:7(12) 12:7(31) / 19:7(41) 19:10(47) სბ(51რ) 19:13(54) 26:13(58) 26:20(61სბ) 33:20(64) 38:20(67) 45:20(72) 52:20(76) 52:25(80+)

 

რაგბი ევროპა 2017

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

11/02

ბელგია

06:31

საქართველო $

ბრიუსელ

11/02

გერმანია

41:38

რუმინეთი $

ფრანკფურტ

11/02

ესპანეთი

16:06

რუსეთი

მადრიდ

19/02

საქართველო $

50:06

გერმანია

რუსთავი

18/02

რუმინეთი

13:03

ესპანეთი

ბუკურეშტ

18/02

ბელგია $

18:25

რუსეთი

ბრიუსელ

04/03

ესპანეთი

10:20

საქართველო

ვაია’დოლიდ

04/03

რუსეთი

10:30

რუმინეთი $

სოჭი

04/03

გერმანია

34:29

ბელგია $

ფრანკფურტ

12/03

საქართველო

28:14

რუსეთი

თბილისი

11/03

ბელგია

17:33

რუმინეთი $

ბრიუსელ

11/03

გერმანია

15:32

ესპანეთი

კელნ

19/03

რუმინეთი

08:07

საქართველო $

ბუკურეშტ

18/03

ესპანეთი $

30:00

ბელგია

მადრიდ

19/03

რუსეთი $

52:25

გერმანია

სოჭი

საბოლოო

სხვ

გატ:გაშ

მ-წ

$

რუმინეთი ^

19

+44

16/09

122:078

4-1

3

საქართველო

19

+92

19/04

136:044

4-1

3

ესპანეთი

13

+37

09/05

091:054

3-2

1

რუსეთი

9

-10

14/14

107:117

2-3

1

გერმანია

8

-80

14/28

121:201

2-3

0

ბელგია

2

-83

07/19

070:153

0-5

2

ქულა:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
                 +1 ბონუსი (
$) = პრემია (მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა) |
                                                ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
                 +2 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)

ტოლობაზე: ჯერ პირადში ^ 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                            2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
                            მერე მთელ ტურნირში 5) სხვაობა, 6) ლელო, 7) გატანილი ქულა

ოფიციოზი_EN   დებულება

 

"რაგბი ევროპის" (ერთა თასის) ოფიციალური ჩემპიონები

საქართველო

9

2001

2007/8

2009

 

 

 

 

 

2011

2012

2013

2014

2015

2016

რუმინეთი

5

2000

2002

2005/6

2010

2017

 

პორტუგალია

1

2003/4

 

 

 

 

 

 

ყოველწლიური "უმცროსი 6 ერის" ფალავნები

     ^ სლემი (ხუთივე მატჩში გამარჯვება)

საქართველო

11

2001^

2005

2007

2008^

2009

 

 

 

2011^

2012

2013

2014^

2015^

2016^

რუმინეთი

6

2000

2002^

2004

2006

2010

2017

პორტუგალია

1

2003^

.

.

.

.

 
 

18 სეზონის ჯამი (2000-2017)

ქვეყანა

  %

  მ-წ*ფ$ბ

ჩმ

უ6

სლ

გდ

საქართველო

88.1

18

90

73-13*4$17

9

11

6

-

რუმინეთი

80.3

18

90

66-22*2$21

5

6

1

-

რუსეთი

61.6

17

84

47-34*3$13

-

-

-

-

მაროკო

60.0

1

5

03-02

-

-

-

#

პორტუგალია

45.6

17

85

35-47*3$09

1

1

1

1

ესპანეთი

38.4

16

80

25-51*4$15

-

-

-

1

ჩეხეთი

20.7

6

29

06-23

-

-

-

1

გერმანია

16.0

5

25

03-21*1$02

-

-

-

1

ბელგია

13.3

3

15

00-14*1$06

-

-

-

1

ჰოლანდია

  6.7

3

15

01-14

-

-

-

1

უკრაინა

  6.3

4

20

01-19   $01

-

-

-

2

% = (4*+ 2*+ პრ) / (4*) * 100

ს სეზონი, ჩმ ჩემპიონობა, უ6 "უმცროსი 6 ერი", გდ გავარდა (# გარიცხეს)

 

29 წლის (1989-2017) მონაგარი

200 თამაში (81 შინ, 79 გარეთ, 40 ნეიტრ)
122 მოგება -
71 წაგება * 7 ფრე
ქულა
4624:3614 (+1010)
ლელო
551/368 (+183)

>>  18 ერთა თასზე (2000-2017)

90 (44 43 3ნ)  73-13*4
ქ 
2744:1084 (+1660)  ლ 360/86 (+274)

>>  რუმინეთთან (1998-2017)

21 (9შ 10გ 2ნ)  11-9*1   ქ 392:356   ლ 34/30  ანთიმოზ 10-6

>>  250 ბორჯღალოსანი

100 ბექი, 141 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს
267, ხოლო ფორვარდებმა 284 ლელო

>>  ბორჯღალი (კეპი)

103 კვირიკაშვილი; 99 კაჭარავა; 94 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
  77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი, მალაღურაძე; 73 მაჩხანელი;
 
71 გორგოძე; 70 ურჯუკაშვილი, ნემსაძე; 67 ლაბაძე;
  66 ზედგინიძე;
64 ა.გიორგაძე, შველიძე, თოდუა;
 
62 სუთიაშვილი; 61 ხამაშურიძე, სამხარაძე; 57 ჯიმშელაძე;
  55 ბეგაძე;
53 ზირაქაშვილი, ხმალაძე; 51 შარიქაძე

>>  ქულა (მარტო დამრტყმელები)

803 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური

>>  ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე, კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი;
15 ზედგინიძე, ხამაშურიძე;
14 უდესიანი, კვირიკაშვილი; 12 ლაბაძე, ნემსაძე; 11 ა.გიორგაძე;
10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე, თხილაიშვილი, შარიქაძე;
  9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი