მაჩანჩალები გამწარდნენ

   ზერაგბის მეოთხე რაუნდში მესამე წაგებული თამაშიც შემოაბრუნა ქრუსეიდერზმა, მაგრამ კივეთში ჯერაც მეორეა - ჩიფსი უსწრებს

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

მაჩანჩალებს მოუხდათ მახვშთა ქადილი - გაისად დასს შევკვეცთო.  რებელზი 70 წუთი გაუძალიანდა ჩიფსს; ქინგზმა კინაღამ მოუგო შარქსს;  უკეთ ირაგბა სან ვულვზმაც, და მხოლოდ უბობოლეს, მაგრამ უჯიგრო ვორათაზს ჯერაც ვერაფერი ეშველა, რადგან მოკვეთა არანაირად არ ემუქრება

რვიდან ოთხმა გამარჯვებულმა პრემია აიღო, ნუგეში კი მხოლოდ ერთ წაგებულს - ქინგზს ერგო.  "მხრებს ზემოთ" ბოჭვისთვის გაიცა ორი წითელი ბარათი:  რენალდო ბოთმა (ბულ) 4 რაუნდს იუქმებს, ქვეიდ ქუპერი (რედ) კი - სამს

10 ათასი აქცია

აქილევსი გაუწყდა და სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან რედსის კაპიტანი, ბურჯი ჯეიმზ სლიპერი.  "ექვსმა ერმა" შეიწირა სთორმერზის სქოთი ბექი, ჰიუ ჯოუნზი;  4 ლელო გაიტანა ქორნალ სქოსანმა (ლნზ), სამი - რამირო მოჟანომ (ხგრ), ბრამბიზის გურუმ, სთივენ ლარქემმა კი ბრძანა, რა მიქვია მელბურნში გადაბარგება - ჩვენი კლუბი კანბერაში იშვა და აქვე უნდა დარჩესო

ზე 12-ის ორგზის (2001 2004) ჩემპიონს მაყურებელი რომ შემოაკლდა, ფანებს მოუწოდა, შაბათს მაინც დაგვდეთ პატივი - ჰაილენდერზს ვეთამაშებითო.  ვორათაზი 10 ნომრად ვოლაბის - ბერნარდ ფოლის დაბრუნების იმედადაა, ფორსს კი 10 ათასი, თითოდოლარიანი აქცია გამოაქვს ბაზარზე, რათა ქომაგთა საკუთრებად იქცეს და უმაქნისი რაგბის კავშირის ყრმობიდან თავი დაიხსნას

ლიგელი ააყირავა

ქრუსეიდერზი ამჯერად ბლუზს ჩამორჩა - მესამე მეოთხედის შუაში, შინ * 5:24 აგებდა.  სტუმართა ლელოები 9 ნომერმა, ოგასთინ პულუმ შეამზადა, მაგრამ ბოლო 30 წუთში ისევ იძალა 7-გზის ჩემპიონის შერკინებამ:  ორი ლელო 5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლით შეიტანა; მესამეზე, ძალურ სოლოთა შემდეგ, 10 ნომერი მიჩ ჰანთი წავიდა ირიბად, ბოლო შეტევაში კი, ჰანთისვე რეიდი ჰავბექმა მიჩელ დრამონდმა დააგვირგვინა და სტუმრები უნუგეშოდ დატოვა * 33:24

ჩიფსმა არონ ქრუდენი დაამარქაფა და 10 ნომრად დამიენ მაკქენზი დაიყენა.  ლიდერი აუტსაიდერთან სარაგბოდ ვერ განეწყო. ივარგეს რებელზის მღლეტელებმა; ლელო ფრთაზე გაიტანა ლიგელმა მარიკა კოროიმბეტემ, მაგრამ ოზებს ვერც ოსტატობა ეყოთ და ვეღარც ჯანი - "აიღე და მიეძალე" სემ ქეინმა ძელთან დაასრულა, ბოლო შეტევაში კი კივებმა თავიანთი 22-დან შეუტიეს ხელდახელ და შონ სთივენსონმა კოროიმბეტე ააყირავა (ფოტოზე) * 27:14, თანაც ბონუსით

ძმები ბარეთები

ჩიფსსა და ქრუსეიდერზს კვალში უდგას ჰარიქეინზი.  ჩემპიონს ბოლო მეოთხედამდე ტოლი არ დაუდო გაცხრილულმა ჰაილენდერზმა, მაგრამ მერე სამი ლელოც გაუშვა.  თავი გამოიჩინეს ძმებმა ბარეთებმა: უმცროსმა, ჯორდიმ, მეორე ლელოზე ფრთაზე ჩინებულად გადაუკიდა ნგანი ლაუმაპეს, სათადარიგო ათმა, ოტერე ბლექმა კი, მეშვიდეზე, ხანჯლური კარსუკან შეუცურა ვინს ასოს * 41:15

კივთა რეალური კონკურენტია შარშანდელი ფინალისტი, აფრიკის ლაიონზი, ვინაც ფორმულის წყალობით, ზელანდიას პლეიოფამდე არ ხვდება.  იაპებს ერთი ხანობა ყოჩაღად ერაგბა რედსი, ვისაც შემდეგი თამაში არგენტინაში უწევს, მაგრამ მესამე მეოთხედში 13 კაცის ამარა რომ დარჩა - 28 გაცუდებული ბოჭვა მოუგროვდა და * 14:44 მოისრა

"შორეულ" არგენტინაში

სქოსანმა სწორედ რომ რედსს დაუდო ოთხი!  ამათგან გამორჩეული იყო მესამე - მულატმა ბექმა, თერნოვერის შემდეგ, თავისი 22-დან გადაიკიდა წინ და ბურთს გაეკიდა, ოზები კი ბრინჯივით დაიბნენ და მდევარმა თავადვე იხელთა ოვალი

მსგავსი ლელო გაიტანა ჰენრი სპეითმა ოზურ დარბში, რომელშიც პირველად გათამაშდა "დენ ვიკერმანის თასი":  ძირით ფიჯელმა გარემარბმა მისდია ნორჩი 9 ნომრის, ჯო პაუელის ბოქსქიქს, ბურთს კიდევ მიჰკრა ფეხი და ლელოსთან თავად დაეწაფა

ბრამბიზმა * 28:12 იმარჯვა და თვისტომებში პირველია, ლაიონზის ჯგუფს კი ხაგუარესი ლიდერობს, რადგან არც ჩიტაზმა მიავლინა ოპტიმალური რაზმი "შორეულ" არგენტინაში.  სამაგიეროდ, ლათინებმა ათამაშეს ბებერი 10 ნომერი ხუან-მარტინ ერნანდესი, იბურთავეს, იჭიდავეს და ბოლო შეტევაში აგორებული მოლით, პრემიის მომტანი 7ქულიანიც გამოიმუშავეს * 41:14

წყალწაღებული აღარაა

აფრიკაში ორი თამაშიც მოეწყო.  ბულზს დაემატნენ მოკეთებულები - ლუდ დეიახერი და იან სერფონტეინი.  ბოთმას გადამკიდე, გუნდმა მთელი მეორე ტაიმი 14 კაცით ითამაშა, მაგრამ მაინც მოიგო * 34:21,  მატჩის უეშხიანესი ლელო კი ფინტით გაიტანა იაპონელმა კენკი ფუკუოკამ

დაბოლოს, ჩამოწერილი, ზანგური ქინგზის გამოც.  ეს გუნდი უწინდელივით წყალწაღებული აღარაა - ბოლო 10 წუთამდე გასვლას უგებდა შარქსს.  მერე იყო და მასპინძელთა ნორჩმა ქიქერმა, ქერვინ ბოშმა 53 მეტრიდან გაიტანა ჯარიმა, "ქინგმა" ლიონელ კრონიემ კი 45 მეტრიდან დაახაია და ფავორიტმა ძლივსღა * 19:17 მოიგო

 

ზე რაგბი 2017

* მეოთხე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50 რჩეული   EN

<<  ქრუსეიდერზ 33:24 ბლუზ

5ლ: მატაელე სამუ ფანელ ჰანთ დრამონდ; 4გ: ჰანთ -

3ლ: მოალა (1 3) პულუ; 3გ ჯ: ფრანსის

რეფ პიქერილ (ზელ) 17/03   ვიდეო

0:7(12) 5:7(25) 5:14(32) 5:21(37) /
5:24(48) 12:24(52) 19:24(59) 26:24(74) 33:24(80+)

<<  რებელზ 14:27 ჩიფს$

ლ: კოროიმბეტე; 3ჯ: გარდენ-ბეშოპ  -

4ლ: ბერდ რეთალიქ ქეინ სთივენსონ; 2გ ჯ: დ.მაკქენზი სბ მესამ ალაიმალო

რეფ ანსელმი (არგ) 17/03   ვიდეო

0:7(23) 3:7(29სბ) /
8:7(44) 11:7(54) სბ(57ჩ) 11:14(68) 14:14(71) 14:17(74) 14:22(77) 14:27(80)

<<  ბულზ 34:21 სანვულვზ

4ლ: სერფონტეინ (1 4) პ.სკუმან ჯენქინს; 4გ: პოლარდ 3, ტ.სკუმან; 2ჯ: პოლარდ ტ.სკუმან წბ ბოთმა -

2ლ: ფუკუოკა ქვერქ; გ: ოგურა; 3ჯ: ქრიპს

რეფ ნათბრაუნ (ზელ) 17/03   ვიდეო

0:3(3) 7:3(13) 10:3(23) 10:6(28) 17:6(31) 17:9(33) 17:14(40) /
წბ(41ბ) 24:14(47) 27:14(60) 34:14(66) 34:21(72)

<<  ჰარიქეინზ$ 41:15 ჰაილენდერზ

7ლ: ა.სავეა ლაუმაპე (2 4) პროქთორ ჯ.სავეა ასო (6 7) 3გ: ბ.ბარეთ 2, ჯ.ბარეთ სბ პერენარა -

2ლ: ფედეს დიქსონ; გ: ბენქს; ჯ: ფ.სმით სბ ლი

რეფ გარდნერ (ავს) 18/03   ვიდეო

5:0(11) 5:3(26) 5:8(32) 10:8(36) / 17:8(42) სბ(44ჰრ) 17:15(47) 22:15(51) 27:15(62) 34:15(69) სბ(78ჰლ) 41:15(80)

<<  ვორათაზ 12:28 ბრამბიზ

2ლ: რობერთსონ გორდონ; გ: რ.რობინსონ -

4ლ: კურინდრანი ეიბელ სპეით (3 4) 4გ: ჰაურა სბ ფარდი

რეფ ჯექსონ (ზელ) 18/03   ვიდეო

სბ(8ბ) 7:0(11) 7:7(28) /
7:14(60) 7:21(62) 12:21(63) 12:28(75)

<<  ლაიონზ$ 44:14 რედს

7ლ: სქოსან (1 5 6 7) ი.კრილ იანსე-ფანრენსბერგ მარქს; 3გ: იანკის 2, ა.კუცია; ჯ: იანკის -

2ლ: პაიაჰაუა ტუპოუ; 2გ: მაკინთაიერ წბ ქუპერ სბ ნამბული

რეფ ფრეიზერ (ზელ) 18/03   ვიდეო

7:0(19) 10:0(32) 15:0(39) /
სბ(45რ) 20:0(46
წბ) 25:0(50) 32:0(63) 39:0(67) 39:7(69) 44:7(73) 44:14(78)

<<  შარქს 19:17 ქინგზ$

2ლ: ადრიანსე ფანვეიკ; 3ჯ: ბოშ -

2ლ: ლერმ მაპიმპი; 2გ ჯ: ლ.კრონიე სბ ხელდენჰეის კლუტე

რეფ სეკონდს (აფრ) 18/03   ვიდეო

3:0(4) 3:7(20) სბ(26ქ) 8:7(27) 8:14(33) /
11:14(44) 11:17(47) 16:17(66სბ) 19:17(71)

<<  ხაგუარეს$ 41:14 ჩიტაზ

შ + 4ლ: მოჟანო (1 3 4) ალემანო; 4გ 2ჯ: ერნანდეს სბ გონსალეს-იგლესიას -

2ლ: ფანდერსპეი დვება; 2გ: ნ.მარე

რეფ ვილიამს (ზელ) 18/03   ვიდეო

7:0(8) 10:0(19) 17:0(22) 17:7(27) 24:7(30) /
27:7(52) 27:14(74სბ) 34:14(77) 41:14(80+შ)

<<  სთორმერზ, ფორს  უქმობდნენ

 

#

[#]

4 რაუნდი [სულ 17]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ჩიფ

ჰემილთონ

19

4-0

+45

15/06

118:073

3

2

7

ხგრ

ბუენოს აირეს

14

3-1

+45

15/12

141:096

2

3

2

სთო

ქეიპთაუნ .

13

3-0

+51

15/08

110:059

1

4

4

ბრმ

კანბერა

10

2-2

+15

12/09

088:073

2

5

5

ქრს

ქრაისთჩერჩ

16

4-0

+18

15/09

102:084

0

6

6

ჰრქ

ველინგთონ

15

3-1

+149

33/07

213:064

3

7

9

ლნზ

იოჰანესბერგ

14

3-1

+40

22/12

151:111

2

8

8

ბლუ

ოქლენდ

6

1-3

+10

13/14

118:108

2

9

3

შრქ

დურბან

13

3-1

+28

09/11

109:081

1

10

10

ჩტზ

ბლუმფონტეინ

9

2-2

-17

11/15

111:128

1

11

11

რედ

ბრისბენ

6

1-3

-37

11/15

081:118

2

12

16

ბულ

პრეტორია .

5

1-2

-6

11/11

086:092

1

13

12

ფორ

პერთ .

5

1-2

-7

06/08

056:063

1

14

14

ქნგ

პორთ ელიზბთ

5

1-3

-32

09/14

090:122

1

15

13

ჰლნ

დანიდინ

5

1-3

-34

06/14

073:107

1

16

15

ვრთ

სიდნი

4

1-3

-52

10/16

081:133

0

17

17

სნვ

ტოკიო

1

0-4

-100

12/25

092:192

1

18

18

რბლ

მელბურნ .

0

0-3

-116

03/22

038:154

0

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა  | 8-ზე ნაკლებით წაგება - თითო ბონუსი $
ტოლობაზე: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეიოფში გადის
8 მოწინავე: ოთხივე კონფერენციის ჯილა = სხედან ზედა ოთხეულში
                                            და ოთხიც მდევრებში უკეთესნი:  სამი  შავი  |  ყვითელი  და ერთიც  მწვანე  |  ლურჯი

მარდი და სანდო წყარო   ფოქსსპორტ

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ჯორდი ბარეთ (ჰრქ), 14 რამირო მოჟანო (ხგრ), 13 იან სერფონტეინ (ბულ), 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), 11 ქორნალ სქოსან (ლნზ); 10 მიჩ ჰანთ (ქრს), 9 ოგასთინ პულუ (ბლუ) /

1 პიერ სკუმან (ბულ), 2 დეინ ქოულზ (ჰრქ), 3 ლოურენს ადრიანსე (შრქ); 4 დომინიქ ბერდ (ჩიფ), 5 ბროდი რეთალიქ (ჩიფ); 6 პავლო მატერა (ხგრ), 7 იაკო კრილ (ლნზ), 8 ფეტუ დაგლას (ქრს)

სულ:  8 ზელ, 5 აფრ, 2 არგ * 0 ავს, იაპ

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

 

* მეხუთე რაუნდი (საქართველოს დროით)    სვლაგეზი  EN
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 24/03

ქრს.ზელ

10.35

ფორ.ავს

რბლ.ავს

12.45

ვრთ.ავს

უქმობენ

ჩიფ.ზელ

.

ჰრქ.ზელ

შაბ 25/03

ბლუ.ზელ

10.35

ბულ.აფ1

ბრმ.ავს

12.45

ჰლნ.ზელ

სნვ.აფ1

14.55

სთო.აფ1

ქნგ.აფ2

17.05

ლნზ.აფ2

ჩტზ.აფ1

19.15

შრქ.აფ2

კვი 26/03

ხგრ.აფ2

01.40

რედ.ავს