კლასიკას რომ დაემთხვა

   შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" წყვილი, ჩრდილოამერიკული ეტაპი სარაგბო მედიამ მიზეზთა გამო თითქმის მიჩქმალა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

ამის მიზეზი რამდენიმეა:  ერთი რომ, ნევადაცა და "ბრითიშ ქოლამბიაც" ისე შორს არიან ევროპიდან, რომ ფინალები ჩვენი დროით ორშაბათს, გამთენიის 5 საათზე იწყებოდა;  მეორეც, შვიდკაცა "6 ერსა" და "რაგბი ევროპას" დაემთხვა.  ჰოდა, რამდენიც უნდა გვიმტკიცონ დაბლინმა და მინისტრმა, რაგბის ეგ სახეობა ოლიმპიურიაო, ფანობას მაინც 15-კაცა კლასიკა გვირჩევნია

ვალს ერთბაშად ვისტუმრებთ:  ლასვეგასის ეტაპი სამ დღედ მოეწყო, ვანქუვერისა კი ორდღიანი იყო.  შტატებში შეჯიბრი "სემ ბოიდის" სტადიონზე გაიმართა, კანადაში კი დარბაზში, "ბისი პლეის" რომ ჰქვია

პირველგან ქალაქის მთავარ, ფრემონთის ქუჩაზე ჩაატარეს გუნდების აღლუმი, მეორეგან კი გზის გადაღმად, ჰოკეიზე (ნჰლ) მილალეს კაპიტნები და ქენუქს - აილენდერზის მატჩზე სიმბოლური "შაიბის გდება" შეასრულებინეს

"ერთი და იგივე" მოსაწყენია

მესამე ჯგუფურ რაუნდში არგენტინამ ორივეჯერ ძლია ფავორიტი - ლასვეგასში ზელანდია * 12:10, ხოლო ვანქუვერში ფიჯი * 26:24

პლეიოფში ორივეგან ერთი და იგივე რვეული (!) გავიდა - რაც, ცოტა არ იყოს, მოსაწყენია

ინგლისი და ზელანდია მეოთხედფინალში ორჯერვე შეიბნენ, და წააგო ჯგუფის ჯილამ - ჯერ ბრიტებმა * 0:19, მერე კივებმაც * 12:14

ნახევარფინალში აფრიკას ორივეგან გაუჭირდა შტატებთან:  ნევადაში ბოლოს თავის ლელოსთან დაკარგა ბურთი და * 20:17ღა იმარჯვა, კანადაში კი ვერნერ კოკმა ბოლოსვე იხსნა გუნდი ბოჭვით * 14:10

გმირი და მოჩაუქე

"ბლიც ბოკეს" გარეშე ამ სეზონში ფინალი არ ტარდება!

რასობრივად ჭრელმა გუნდმა შტატებში კიდევ ძლია ოლიმპიური ჩემპიონი - ფიჯი * 19:12 და სამორინო ქალაქში ზედიზედ მესამედ პირველობა აღარ დაანება, მაგრამ თანდათან ისე დაილეწა, რომ კანადაში ვეღარაფერი გააწყო მდევარ ინგლისთან - ჯგუფში * 12:12 დაუზავდა, თასზე კი * 7:19 დამარცხდა

ბოლო ხანს დადგენილი ტრადიციით,  ორ ნომინაციაში გამოვლინდნენ საუკეთესონი:

ლასვეგასში "ფინალის გმირად" აფრიკელი როსკო სპეკმანი სცნეს, "ეტაპის მოჩაუქე" კი გახდა ფიჯელი ვატემო რავოუვოუ - 47 ქმედება (14 ბოჭვა, 4 გარღვევა, 5 ოფლოუდი, 24 სოლო)

ვანქუვერში ორივე ჯილდო ინგლისელმა დენ ნორთონმა იხელთა: ეტაპზე 7 ლელო რომ გაიტანა, საკარიერო რეკორდში (244) შეეზიარა კენიელ ქოლინზ ინჯერას, ჩაუქობაში კი 56 ბალი მოაგროვა (12 ბჭვ, 10 გრღ, 2 ოფლ, 32 სოლ)

მკურნალობა ჭირდებათ

სერიის ბოლომდე ოთხი ტურნირიღა რჩება

4 ეტაპის მომგებ ლიდერს - აფრიკას 23 ქულით ჩამორჩება 2 ეტაპზე გამარჯვებული ინგლისი, 26 ქულით - წინა ორი სეზონის ჩემპიონი ფიჯი და 42-ით - სერიის 12-გზის ფალავანი ზელანდია, ვინაც ისე დაკნინდა, რომ ფინალში ჯერ ვერ გასულა

ფიჯი ფინალში 3-ჯერ იყო და ბლიცბოკესთან დამარცხდა.  იაპებმა ზერაგბში გაუშვეს კვოხა სმითი (ლნზ) და სიბელო სენატლა (სთო), გუნდის ექიმის, ქალბატონ ლი გორდონის თანახმად კი:

სეზონის ბოლომდე იუქმებენ ჯასთინ ხედულდი და სტეფან დიპენარი;  აზიის წყვილ ეტაპზე ვერ იჩაუქებს სპეკმანი; და კიდევ სამ კაცს - ბრანკო დიუპრეს, რუან ნელსა და სესილ აფრიკას - ჭირდება დასვენება და მკურნალობა

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

V ეტაპი * 3-5/03 ლას ვეგას (შტატები)

<<  ჯგუფები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) აფრიკა 3-0, კანადა 2-1 / საფრანგეთი 1-2, უელსი 0-3
(ბ) ინგლისი 3-0, შტატები 2-1 / სამოა 1-2, ჩილე
# 0-3
(გ) არგენტინა 2-0*1, ზელანდია 2-1 / კენია 1-1*1, რუსეთი 0-3
(დ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია 1-2, იაპონია 0-3

<<  მეოთხედფინალი

აფრიკა (ა1) 17:14 ავსტრალია (დ2)
არგენტინა (გ1)
19:21 შტატები (ბ2)
ფიჯი (დ1) 31:12 კანადა (ა2)
ინგლისი (ბ1)
0:19 ზელანდია (გ2)

<<  ნახევარფინალი   ვიდეო

აფრიკა 20:17 შტატები
ფიჯი 19:14 ზელანდია

<<  ფინალი   ვიდეო

(XIII)  უელსი 21:19 იაპონია
ალაფა (IX)  კენია 21:14 სამოა
(V)  ინგლისი 10:7 ავსტრალია
ბრინჯაო (III)  შტატები 19:15 ზელანდია
ოქრო + თასი (I) 
აფრიკა 19:12 ფიჯი

<<  აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 3 დილან სეიჯ, 6 სივივე სოიზვაპი, 10 სესილ აფრიკა, 11 როსკო სპეკმან, 12 რუან ნელ *
4 ზეინ დევიდს, 5 ვერნერ კოკ, 7 ბრანკო დიუპრე, 8 სტეფან დიპენარ, 9 ჯასთინ ხედულდ, 13 სტედმან ხანს * მწ) ნილ პაუელ

VI ეტაპი * 11-12/03 ვანქუვერ (კანადა)

<<  ჯგუფები

(ა) აფრიკა(+43), ინგლისი(+40) 2-0*1 / კენია 1-2, ჩილე# 0-3
(ბ) ფიჯი
(+20), არგენტინა(=0) 2-1 / უელსი(-1) 2-1, სამოა 0-3
(გ) შტატები 3-0, ავსტრალია 2-1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია 0-3
(დ) ზელანდია 3-0, კანადა 2-1 / რუსეთი 1-2, შოტლანდია 0-3

<<  მეოთხედფინალი

აფრიკა (ა1) 36:7 კანადა (დ2)
შტატები (გ1) 14:12 არგენტინა (ბ2)
ზელანდია (დ1)
12:14 ინგლისი (ა2)
ფიჯი (ბ1) 28:10 ავსტრალია (გ2)

<<  ნახევარფინალი   ვიდეო

აფრიკა 14:10 შტატები
ინგლისი 40:7 ფიჯი

<<  ფინალი

(XIII)  შოტლანდია 24:19 იაპონია
ალაფა (IX)  უელსი 19:12 სამოა
(V)  ზელანდია 17:14 არგენტინა   
ვიდეო
ბრინჯაო (III)  ფიჯი 28:24 შტატები   
ვიდეო
ოქრო + თასი (I) 
ინგლისი 19:7 აფრიკა   ვიდეო

<<  ინგლისი

1 რიჩარდ დეკარპანტიე, 2 ჩარლი ჰეითერ, 3 ფილ ბერჯეს, 4 დენ ნორთონ, 5 ჯეიმზ როდველ, 6 თომ მიჩელ^კაპ, 7 დენ ბიბი * 8 თომ ბოუენ, 9 ჩარლთონ ქერ, 10 რურეიდ მაკქონოქი, 11 იზენ ვოდლთონ, 12 ალექს დევის, 13 ვილიამ ედვარდს * მწ) საიმონ ამორ

>>  ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

126 აფრიკა (4თ: დუბაი ველინგთონ სიდნი ლასვეგას);
103
ინგლისი (2თ: ქეიპთაუნ ვანქუვერ);
100
ფიჯი; 84 ზელანდია; 67 შტატები; 62 ავსტრალია;
  57 არგენტინა; 53 შოტლანდია; 51 უელსი;
  44 კანადა; 41 საფრანგეთი; 40 კენია;
  30 სამოა; 18 რუსეთი; 12 იაპონია
(ვარდება) /
    6 ჩილე
##; 4 უგანდა##; 2 პაპუასეთი##

>>  განრიგი

1

2-3/12

დუბაი

(არბ)

2

10-11/12

ქეიპთაუნ

(აფრ)

3

28-29/01

ველინგთონ

(ზელ)

4

4-5/02

სიდნი

(ავს)

5

3-5/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

11-12/03

ვანქუვერ

(კან)

7

7-9/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

15-16/04

სინგაპურ

(სნგ)

9

13-14/05

პარიზი

(სფრ)

10

20-21/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2017 (152 ეტაპი)  55 ზელანდია -
30 ფიჯი;
26 აფრიკა; 18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია;
2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

>>  სერიის ჩემპიონი
 
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   1

2009

სამოა   1

2010