მეორედ მოსვლის წინ

   ზე’რაგბის მეხუთე რაუნდში რომ უქმობდნენ ჩიფსი და ჰარიქეინზი, წინ მესამე კივური გუნდი - ქრუსეიდერზი გაიჭრა

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

რომ არ ბურთაობდა ორი გრანდი, თამაშებს პეწი მოაკლდა.  მაინც რიგიანი გამოვიდა თითო ოზური (?!) და იაპური დარბი;  სამმა მოგებულმა პრემიაც მიითვალა, ხოლო ორმა წაგებულმა, ავსტრალიის გუნდმა (!) - ნუგეში;  მედიამ კი დროულად გაარკვია, რომ "მეორედ მოსვლა" - დასის შემკვეცი თათბირი - დღეის სწორს, 6 აპრილსაა დანიშნული

გუნდებს თუმც პირობა დაედოთ, ამ თემაზე კრინტს აღარ დავძრავთო, მაინც მორთეს ხელ’ახლა ჩივილი.  წააგო ჩიტაზმა შარქსთან და ბრძანა, ბურთაობის ნაცვლად მოსალოდნელ აღსასრულზე ვფიქრობთო;  მერე ჟურნალისტმაც დაწერა, მაჩანჩალა ქინგზი ხელ’შეუხებელია - კავშირს სასიცოცხლოდ ჭირდება, რათა ზანგური ხელის’უფლების წინაშე თავი მოიწონოს "რასობრივი გარდაქმნის" პროგრამის წარმატებითო

შენარჩუნდება სტატუს’ქვო?

ავსტრალიაში ფორსი აფორიაქდა, კავშირი ჩუმჩუმელაობს, თორემ ჩვენი გარიცხვა კარგა ხანია, გადაწყვეტილი აქვსო.  ამაზე მახვშებმა შენიშნეს, მცდარი დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთო.  ამასობაში ხმა აღიმაღლა "მოთამაშეთა ასოციაციამ" (რუპა), გუნდების გაუქმება რაგბს კი არ არგებს - პირიქით, დაღუპავს, რადგან დასაქმებულთა რიცხვი მოიკლებსო, ხოლო ბრამბიზის ძველმა (1998-2001), აწ’კი ინგლისის გურუმ, ედი ჯოუნზმა აღიარა, ჩემს ქვეყანას სამი გუნდიც ეყოფაო

იქეთა კვირაში რომ დაიწყება მეშვიდე რაუნდი, ზე’რაგბის საგაისო (2018) ფორმატი გარკვეული იქნება.  მენცრები არც იმას გამორიცხავენ, რომ აფრიკა ტრადიციულად დააშანტაჟებს პარტნიორებს და შედეგად - სტატუს’ქვო შენარჩუნდება.  ამასობაში კივები უკვე 7-0 ჯობნიან ოზებს;  ჩიფსის ბებერი ყოჩი, ლიამ მესამი კი შეიქნება ოდენ მერვე მორაგბე, და თანაც მეექვსე ზელანდიელი, ვინც 150-ე კეპს მიითვლის

უგულოდ მოეკიდნენ

ქრუსეიდერზმა იოლად * 45:17 გაასაღა ნაუქმარი ფორსი.  ანგარიში მალევე გაიხსნა - ლელომდე 40 მეტრზე, რაქის გვერდით, ფრონტის შუაში გაძვრა 9 ნომერი მიჩელ დრამონდი და დიგბი იოანე დაგეზა.  კივებმა საპრემიო ზღვარს 50’ წუთზე უწიეს, დასკვნით 10 წუთში კი ახლოდან ორი ლელოც შეიტანეს (7/2)

ბონუსი სულ ბოლოსღა დაიბევა ზელანდიელთა ლამის ერთად’ერთმა კონკურენტმა, აფრიკის ლაიონზმა - ქინგზთან რკენას უგულოდ რომ მოეკიდა, პრემიის მომტანი ლელო 77’ წუთზეღა გაიტანა:  ბურთი დერეფნის კუდში იხელთა ვორენ ვაითლიმ, და იაკო კრილთან და ჰაროლდ ფორსტერთან წაიპასავა * 42:19 (6/3)

ლაიონზი ჯგუფში აქამდე ჩამორჩებოდა ხაგუარესს, მაგრამ ამან შინ თუმც ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა, საათის თავზე ბონუსი კი დაკარგა რედსთან * 22:8 (3/1) და ლიდერობა აფრიკელებს გადაულოცა.  გურუ ჯოუნზისა არ იყოს, ჩრდილში ყოფნა ვერ იგუა ვერც დასჯილმა ქვეიდ ქუპერმა და და’თვით’ა, პირველი ლელოს წინ მიყოლებით რომ გაგვისინბინეს ორი კაცი, მაგან დაგვღუპაო

შერყევის ნიშნები

ქვეიდი კიდევ ორ თამაშს გამოტოვებს, ავსტრალიის ნაკრებისა და ვორათაზის 10 ნომერი, ბერნარდ ფოლი კი მოკეთდა, კლუბი რიგიანად გეზა მელბურნში და უმალ ისევ გამოვიდა მწყობრიდან - ტვინის შერყევის ნიშნები ხელ’ახლა (!) გამოაჩნდა

ვორათაზმა შეძლო ის, რაც ქრუსეიდერზმა წინა სამ რაუნდში - წაგებული თამაში შემოაბრუნა.  რის ჰოჯმა შესვენების წინ მესამედაც რომ დაალელოვა სტუმრები, რებელზმა ტაიმი * 25:6 (3/0) მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში უქულოდ დაშვრა

ვორათაზმა, პირიქით, ბოლომდე იბრძოლა და მასპინძლებს რომ გაუგდეს მღლეტელი ქოლბი ფაინგა, "აიღე და მიეძალე"თი ჯერ გააფრევა თამაში, ბოლო შეტევით კი ბექმა დევიდ ჰორვიცმა გამარჯვების ლელოც გაიტანა * 32:25

მოსწყდა და გააკავეს

დრამა დატრიალდა აფრიკულ შინა’ომშიც.  ჩიტაზს არგო შუამარბის, ფრანსუა ფენტერის დაბრუნებამ.  ნარინჯელები ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ * 20:15, მაგრამ საათის მიდამოში ჩამორჩნენ.  შარქსმა ბოლო ლელო ფრიად მარდი მოლით შეიტანა და ზედ ჯარიმებიც დაურთო, მასპინძლებმა კი "გაწითლებულ დროზე" ამაოდ სცადეს ნუგეშის აღება - პოლ სკუმანი მოლს მოსწყდა და გააკავეს * 30:38

აფრიკის ერთ ჯგუფში თუ სამი კარგი გუნდია (ლნზ ხგრ შრქ), მეორეში მხოლოდ სთორმერზი ვარგა და თანდათან იმტვრევა

ქეიპ’თაუნელები სან’ვულვზს ეკვატორზე - შეხუთულ სინგაპურში ეწვივნენ და 62’ წუთამდე აგებდნენ.  იაპონელთაგან ალამთან ნახტომით დაამიწა ბურთი შოტა ემიმ;  დუბლი შეასრულა დერიქ ქარპენთერმა, მაგრამ იაპებმა ჯერ უბრალოდ იძალეს, ბოლოს კი შეცურება | გადაკიდების მასთერ’კლასიც ჩაატარეს * 44:31

უჩვეულოდ ბევრი

სთორმერზს ვოიაჟი მორიგ ოთხ (!) ტრავმად დაუჯდა, ხუთივე კივურ გუნდს კი VII - XIII რაუნდებში ერაგბება.  წლეულს პირველად ითამაშა შვიდკაციდან გადმოსულმა სიბელო სენატლამ, მაგრამ ტერფი დაიშავა და თვე’ნახევარს იუქმებს

ზელანდიურ-იაპონური ტურნე მარცხიანად დაიწყო ბულზმა - ქალაქ’ გარეთ, ელბანში, ტაიმი თუმც ფრედ დაუსრულა ბლუზს, ბოლო მეოთხედში მაინც გატყდა და სამი ლელოც გაუშვა.  გამარჯვებულ ოქლენდელთაგან დუბლი შეასრულა ლიგელმა მეთ დაფიმ * 38:14 (6/2)

კივები წელსაც იმდენად სჯობიან ოზებს, რომ პირველთა მაჩანჩალამ - ტრავმებით გამოხშირულმა ჰაილენდერზმა - გასვლაზეც ძლია მეორეთა ლიდერი, ბრამბიზი * 18:13

გაჭრა მასპინძელი გუნდის მოწოდებამ და სტადიონზე უჩვეულოდ ბევრი - 11,125 ქომაგი მივიდა.  ზე 12-ის ორგზის ჩემპიონიც * 10:0 დაწინაურდა, მაგრამ ბოლოსკენ რომ აგებდა, ვეღარც შერკინებაში მიაწვა, და სამ’ჯერ, წინ დაძრულ მოლშიც გაეჭედა ბურთი @ 80+3’

 

ზე რაგბი 2017

* მეხუთე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული   EN

<<  ქრუსეიდერზ$ 45:17 ფორს

7ლ: დ.იოანე თოდ ს.ბარეთ რომანო თეილორ ჰავილი ფანელ;
5გ:
ჰანთ 4, მ.მაკ’ქენზი სბ პერი -

2ლ: ნიუსამ პენი-ატაერა; 2გ ჯ: ლანს სბ ნაისარანი

რეფ ჰოფმან (ავს) 24/03   ვიდეო

7:0(4) 7:3(7) 14:3(16) 14:10(19) 21:10(23) 28:10(28) 28:17(40+2) /
33:17(50) სბ(59ქ) სბ(71ფ) 40:17(73) 45:17(80)

<<  რებელზ$ 25:32 ვორათაზ

3ლ: ჰოჯ (1 3) ინგლიშ; 2გ 2ჯ: ჰოჯ სბ ქ.ფაინგა -

4ლ: ჰენიგან რ.რობინსონ ველზ ჰორვიც; 3გ 2ჯ: ფოლი

რეფ პიქერილ (ზელ) 24/03   ვიდეო

3:0(4) 3:3(11) 10:3(19) 13:3(25) 13:6(30) 20:6(31) 25:6(36) /
25:13(50) 25:18(59) სბ(77რ) 25:25(78) 25:32(80+)

<<  ბლუზ$ 38:14 ბულზ

6ლ: პულუ დაფი (2 3) ვესთ მოულდს ნენაი-ვაი; 4გ: ფრანსის 2,
ვესთ 2 სბ ტუპოუ -

2ლ: გობოკა პეიჯ; 2გ: პოლარდ ტ.სკუმან

რეფ ბერი (ავს) 25/03 @ ელბანი   ვიდეო

7:0(4) 7:7(18) /
14:7(47) 19:7(55) სბ(59ბლ) 24:7(67) 31:7(73) 38:7(75) 38:14(80+2)

<<  ბრამბიზ$ 13:18 ჰაილენდერზ

ლ: ელქოქ; გ 2ჯ: ჰაურა -

2ლ: თომქინსონ სეიული; გ 2ჯ: ბენქს

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 25/03   ვიდეო

3:0(16) 10:0(28) 10:5(38) /
13:5(46) 13:8(51) 13:11(64) 13:18(74) ბოლო(80+3)

<<  სან’ვულვზ 31:44 სთორმერზ

4ლ: ქარპენთერ (1 4) ემი მოლი; 4გ ჯ: ოგურა სბ შიგენო -

6ლ: ე.ფილიუნ ელსტადტ ლოუ დიუფენახე მბონამბი ბასონ;
4გ 2ჯ: რ.დიუ’პრე სბ ელსტადტ ქებლ

რეფ ანსელმი (არგ) 25/03 @ სინგაპურ   ვიდეო

0:3(4) 7:3(7) სბ(8სთ) 10:3(11) 10:10(19) 17:10(23) 24:10(26) 24:17(36) 24:20(39) / 31:20(44) 31:27(53) 31:34(62) სბ(66სთ) სბ(76სნ) 31:39(77) 31:44(80+2)

<<  ქინგზ 19:42 ლაიონზ$

3ლ: ნცილა პენკე იარ; 2გ: კრონიე -

6ლ: ტამბვე (1 4) მარქს იანკის ი.კრილ ფორსტერ; 6გ: იანკის 5, კუცია

რეფ იმელმან (აფრ) 25/03   ვიდეო

7:0(2) 7:7(4) 7:14(12) 7:21(15) 12:21(18) 12:28(26) 12:35(35) /
19:35(44) 19:42(77)

<<  ჩიტაზ 30:38 შარქს

3ლ: ფ.ფენტერ იონკერ რულ; 3გ 3ჯ: ზეილინგა სბ მოჰოჟე -

4ლ: მვოვო ფან’ვეიკ (2 3) დ.დიუ’პრე; 3გ 4ჯ: ბოშ სბ კ.უსტჰეიზენ ე.უსტჰეიზენ

რეფ პეიპერ (აფრ) 25/03   ვიდეო

3:0(5) 3:7(8) 3:10(16) სბ(24ჩ) 3:15(26) 10:15(30) 13:15(35სბ) 20:15(40+2) /
23:15(45) 23:22(48) 23:25(56) 23:32(68) 23:35(71) 23:38(74) 30:38(80) სბ(80+2შ)

<<  ხაგუარეს 22:8 რედს

3ლ: დე’ლა’ფუენტე (1 3) მოჟანო; 2გ ჯ: ერნანდეს სბ ესკურა -

ლ: ჰიგინბოთამ; ჯ: მაკ’ინთაიერ სბ ნამბული დაგლას

რეფ ფრეიზერ (ზელ) 25/03   ვიდეო

სბ(18რ) სბ(19რ) 7:0(21) 12:0(28) 12:3(34) 15:3(40) /
22:3(50) 22:8(57) სბ(63ხ)

<<  ჩიფს, ჰარიქეინზ  უქმობდნენ

 

#

[#]

5 რაუნდი [სულ 17]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

5

ქრს

ქრაისთჩერჩ

21

5-0

+46

22/11

147:101

1

2

7

ლნზ

იოჰანესბერგ

19

4-1

+63

28/15

193:130

3

3

3

სთო

ქეიპთაუნ .

17

4-0

+64

21/12

154:090

1

4

4

ბრმ

კანბერა

11

2-3

+10

13/11

101:091

3

5

1

ჩიფ

ჰემილთონ .

19

4-0

+45

15/06

118:073

3

6

2

ხგრ

ბუენოს აირეს

18

4-1

+59

18/13

163:104

2

7

6

ჰრქ

ველინგთონ .

15

3-1

+149

33/07

213:064

3

8

8

ბლუ

ოქლენდ

11

2-3

+34

19/16

156:122

3

9

9

შრქ

დურბან

17

4-1

+36

13/14

147:111

1

10

10

ჩტზ

ბლუმფონტეინ

9

2-3

-25

14/19

141:166

1

11

15

ჰლნ

დანიდინ

9

2-3

-29

08/15

091:120

1

12

16

ვრთ

სიდნი

8

2-3

-45

14/19

113:158

0

13

11

რედ

ბრისბენ

6

1-4

-51

12/18

089:140

2

14

12

ბულ

პრეტორია .

5

1-3

-30

13/17

100:130

1

15

13

ფორ

პერთ .

5

1-3

-35

08/15

073:108

1

16

14

ქნგ

პორთ ელიზბთ

5

1-4

-55

12/20

109:164

1

17

17

სნვ

ტოკიო

1

0-5

-113

16/31

123:236

1

18

18

რბლ

მელბურნ .

1

0-4

-123

06/26

063:186

1

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა  | 8-ზე ნაკლებით წაგება - თითო ბონუსი $
ტოლობაზე: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის
8 მოწინავე: ოთხივე კონფერენციის ჯილა = სხედან ზედა ოთხეულში
                                            და ოთხიც მდევრებში უკეთესნი:  სამი  შავი  |  ყვითელი  და ერთიც  მწვანე  |  ლურჯი

მარდი და სანდო წყარო   ფოქს’სპორტ

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 მაიქლ ქოლინზ (ბლუ), 14 მეთ დაფი (ბლუ), 13 ლუხანიო ემ (შრქ), 12 ხერონიმო დე’ლა’ფუენტე (ხგრ), 11 რამირო მოჟანო (ხგრ);
10 ბერნარდ ფოლი (ვრთ), 9 მიჩელ დრამონდ (ქრს) /

1 აკი სეიული (ჰლნ), 2 ლიამ ქოლთმენ (ჰლნ), 3 ვილკო ლოუ (სთო); 4 ლიაკი მოლი (სნვ), 5 სემ ვაითლოქ (ქრს); 6 ჟან-ლიუკ დიუ’პლესი (შრქ), 7 მაიქლ ჰუპერ (ვრთ), 8 ჯორდან ტაუფუა (ქრს)

სულ:  7 ზელ; 3 აფრ; 2 არგ ავს; 1 იაპ

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

 

* მეექვსე რაუნდი (საქართველოს დროით)    სვლაგეზი  EN
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 31/03

ჰლნ.ზელ

10.35

რბლ.ავს

უქმობენ

ბრმ.ავს

.

ხგრ.აფ2

ქნგ.აფ2

.

სნვ.აფ1

შაბ 1/04

ბლუ.ზელ

08.15

ფორ.ავს

ჩიფ.ზელ

10.35

ბულ.აფ1

რედ.ავს

12.45

ჰრქ.ზელ

სთო.აფ1

17.05

ჩტზ.აფ1

ლნზ.აფ2

19.15

შრქ.აფ2

კვი 2/04

ვრთ.ავს

10.05

ქრს.ზელ