ყველგან მასპინძელმა

   ევროპის "ჩემპიონთა თასის" უკლებლივ ყველა მეოთხედფინალი მასპინძლის გამარჯვებით დასრულდა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

შეჯიბრის ამ ეტაპზე მასპინძლობა ჯგუფთა ოთხ უკეთეს ჯილას ეკისრება.  ეს უპირატესობა ყველამ ჩინებულად გამოიყენა:  ირლანდიელმა ბობოლებმა - ლენსთერმა და მანსთერმა შაბათს, ხოლო შარშანდელმა ფალავანმა - სარასენსმა და კლერმონმა - კვირას

თამაშებს დააწვიმა.  კელტებმა 15 და 25 ქულით ძლიეს სტუმარი, სარასენსმაც 25-ით, კლერმონმა კი 20-ით.  არადა, ამ უკანასკნელს სრულ საათს გაუძალიანდა 3-გზის ფალავანი ტულონი * 9:9 და მერეღა გაუშვა გარდასახული ლელო და არეკნი * 9:19

ლენსთერიდან თავი გამოიჩინა ჯეელმა ფულბექმა ჯოი ქარბრიმ;  მანსთერს კი 8 გოლით (3გ 5ჯ) 21 ქულა მოუნაგრა ზელანდიელმა თაილერ ბლაინდელმა

შინ, მაგრამ სხვა ქალაქში

სარასენსმა საათის თავზე, არგენტინელი მარსელო ვოშის ლელოთი, დააშამათა გლაზგო * 21:8, ვინაც პლეიოფს 22-ე სეზონშიღა უწია პირველად;  კლერმონს კი ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე გამოაკლდა ფიჯელი ნოა ნაკაიტათი

ნახევარფინალები სამი კვირის შემდეგაა მასპინძლის ქვეყანაში, ოღონდაც "სხვა ქალაქში" - დაბლინსა და ლიონში, ხოლო ფინალი
13 მაისს, ედინბურგშია (შოტლანდია)

ახლავე შეირჩა გადამწყვეტი მატჩის ასპარეზი შემდეგი ორი სეზონისთვის:  2018 წლის შოუ ესპანეთის ბასკეთში -  ბილბაოში დაინიშნა (სტადიონი 53,289 მოსეირეს იტევს), 2019 წელს კი ფალავანი ნიუქასლში (ჩრდილო ინგლისი) გამოვლინდება

 

ევროპის "ჩემპიონთა თასი"  2016-17

პლეიოფი      1    2    3    4    5    6

<<   მეოთხედფინალები

ლენსთერ (ირლ#4) 32:17 ვოსპს (ინგ#5)

4ლ: ნათევა ქონან ჰენშოუ მაკფადენ; 3გ 2ჯ: სექსთონ -

2ლ: ვეიდ გოპერთ; 2გ ჯ: გოპერთ

რეფ ოუენს (უელ) @ 1/04 დაბლინ, ავივა (50 266  ვიდეო

3:0(7) 8:0(15) 8:3(32) 15:3(35) 22:3(40+2) /
25:3(49) 25:10(54) 25:17(62) 32:17(76)

მანსთერ (ირლ#2) 41:16 ტულუზ (სფრ#7)

4ლ: ჯ.რაიან სტანდერ სვითნემ ე.ქონვეი; 3გ 5ჯ: ბლაინდელ -

ლ: პერეს; გ 3ჯ: დუსენ სბ კროზ

რეფ დოილ (ინგ) @ 1/04 ლიმრიქ, სომონდ პარქ (26 200  ვიდეო

სბ(2ტ) 7:0(5) 10:0(10) 10:3(20) 13:3(27) 13:6(32) 13:9(40+) /
16:9(43) 21:9(48) 24:9(53) 24:16(56) 27:16(75) 34:16(78) 41:16(80+)

სარასენს (ინგ#3) 38:13 გლაზგო (შტლ#6)

4ლ: ეშთონ (1 4) ვოშ ბარით; 3გ 4ჯ: ფარელ -

2ლ: ლ.ჯოუნზ ვილსონ; ჯ: რასელ

რეფ გარსეზ (სფრ) @ 2/04 ლონდონ, ალიანს პარქ (15 ათასი  ვიდეო

3:0(9) 3:3(11) 6:3(15) 9:3(27) 14:3(31) /
14:8(48) 21:8(59) 24:8(70) 31:8(75) 38:8(79) 38:13(80+2)

კლერმონ (სფრ#1) 29:9 ტულონ (სფრ#8)

2ლ: ნაკაიტათი პენო; 2გ 4ჯ: პარა; ა: ლოპეს -

3ჯ: ჰაფპენი

რეფ ბარნს (ინგ) @ 2/04 მარსელ მიშელენ (18 873  ვიდეო

3:0(5) 3:3(21) 6:3(29) 6:6(34) /
9:6(45) 9:9(58) 16:9(63) 19:9(71ა) 22:9(78) 29:9(80+3)

 

ბორჯღალოსნები

#

წთ

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

დავით ზირაქაშვილი (კლრ)  

3

-64

0/3

2

0

0

6/1

2

1

ლევან ჩილაჩავა (ტლნ)

3

-56

0/2

0

1

0

4/2

0

0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება,
ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ჯოი ქარბრი (ლნს), 14 ქრის ეშთონ (სარ), 13 გარი რინგროუზ (ლნს). 12 რემი ლამერა (კლრ), 11 საიმონ ზიბო (მნს); 10 ოუენ ფარელ (სარ), 9 დანქან ვილიამს (მნს) /

1 მაკო ვუნიპოლა (სარ), 2 თომი თეილორ (ვსპ), 3 ჯონ რაიან (მნს);
4 მარო ითოჟე (სარ), 5 დევინ თოუნერ (ლნს); 6 დენ ლივი (ლნს),
7 შონ ობრაიენ (ლნს), 8 ბილი ვუნიპოლა (სარ)

სულ:  8 ირლ, 6 ინგ, 1 სფრ * 0 შტლ

 

ნახევარფინალები

შაბ 22/04 @ 18.15 საქ

მანსთერ (ირლ) - სარასენს (ინგ) @ დაბლინ, ავივა

კვი 23/04 @ 18.00 საქ

კლერმონ (სფრ) - ლენსთერ (ირლ) @ ლიონ, ჟერლონ

ფინალი

შაბ 13/05 @ 20.00 საქ

@ მარიფილდ, ედინბურგ (შტლ)