ჰონკონგი კი მაინც ფიჯისაა

   შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" უკოლორიტულესი, ჰონკონგის ეტაპი ზედიზედ მესამედაც ოლიმპიური ჩემპიონის, ფიჯის ტრიუმფით დასრულდა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

რიოში პირველობის შემდეგ "ჯადოქრებს" გუნდის გადახალისება მოუხდათ - წავიდა ინგლისელი გურუ ბენ რაიანი, მისმა უელსელმა შემცვლელმა, გარეს ბეიბერმა კი პირველად ახლაღა - მეხუთე ტურნირში დაიგემოვნა გამარჯვება

ჰონკონგში ოლიმპიურ ჩემპიონთაგან ხუთმაღა იჩაუქა, მაგრამ ფიჯურ რაგბს რესურსი ამოუწურავი რომ აქვს, მიმდინარე სერიაში მეოთხედ - და ისევ კენტნომრიან ეტაპზე - უწია თასის ფინალს, იქ კი გააბურთავა სეზონის უდაო ლიდერი - აფრიკის "ბლიც ბოკე", ვის გარეშეც ეტაპის ბოლო მატჩი არა ტარდება

წარმატების საწყაო

თანამედროვე, საერთაშორისო შვიდკაცა სწორედ რომ ჰონკონგში იშვა 1976 წელს.  42 ტურნირიდან 17 ფიჯის გამარჯვებით რომ დასრულდა, სწორად შენიშნა ამჟამინდელმა კაპიტანმა, ოსეა კოლინისაუმ:  ეს ქალაქი ჩვენთვის წარმატების საწყაოა - თუ მანდ არ გიჩაუქია, მაშ არც ფიჯის სახელი გაგიტანია მსოფლიოშიო

ფინალი * 22:0 დასრულდა.  გადაღლილ აფრიკას ორი ლელო დაუდო კალიონე ნასოკომ და "უმარგესად" სცნეს.  შაბათს, ჯგუფში, მომავალ ჩემპიონს კვანტი დაუდო უელსმა * 17:17, მაგრამ მერე ჯადოქრებმა *  17:14 გაასაღეს ზელანდია, ვისაც აკლდა კაპიტანი სქოთ ქარი

კივებს ეტაპი ჯერაც ვერ მოუგიათ და ქულებით მეოთხე ადგილზეღა არიან.  აფრიკამ მეოთხედფინალში სწორედ ისინი შეიწირა, ნახევარ ფინალში კი ზედიზედ მესამედ გადაეყარა შტატებს და თავიდან თუმც ბევრით გაუსწრო, ბოლოს ოვერტაიმშიღა იმარჯვა * 29:24

ესპანეთი დაბრუნდა

"ბლიც ბოკეს" ჩინეთში ჯერაც ვერ უპირველია, უახლოეს მდევარს -ფიჯს კი 23 ქულით უსწრებს, მაშინ როცა სერიის ბოლომდე სამი ეტაპიღა რჩება და თითოზე პირველობა 22 ქულად ფასობს

ზედიზედ მესამე ტურნირია, რაც თასზე ერთი და იგივე (!) რვეული გადის; ინგლისელმა დენ ნორთონმა კი პარასკევს რომ დაალელოვა კორეა, სამარადჟამო ცხრილში ერთპიროვნულად დაწინაურდა

"უჩაუქესის" პრიზი მიიღო რუსმა ვლადიმირ ოსტროუშკომ - 56 ქმედება (13 ბოჭვა, 4 გარღვევა, 7 ოფლოუდი, 32 სოლო).  "დათვები"
8 ქულით უსწრებენ გავარდნის უპირველეს კანდიდატს - იაპონიას, ელიტაში კი დაბრუნდა პაბლო ფეიხოს მიერ გაწვრთნილი ესპანეთი, ვინაც რიოშიც იასპარეზა და X ადგილი დაიკავა

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

VII ეტაპი * 7-9/04 ჰონკონგ (ჩინეთი)

<<  ჯგუფები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ავსტრალია 3-0, ინგლისი 2-1 / სამოა 1-2, კორეა# 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, კანადა 2-1 / კენია 1-2, საფრანგეთი 0-3
(გ) ფიჯი 2-0*1, ზელანდია 2-1 / უელსი 1-1*1, იაპონია 0-3
(დ) შტატები 3-0, არგენტინა 2-1 / რუსეთი 1-2, შოტლანდია 0-3

<<  მეოთხედფინალი

ავსტრალია (ა1) 21:12 არგენტინა (დ2)
ფიჯი (გ1) 29:12 კანადა (ბ2)
შტატები (დ1) 27:7 ინგლისი (ა2)
აფრიკა (ბ1) 21:19 ზელანდია (გ2)

<<  ნახევარფინალი

ფიჯი 33:12 ავსტრალია
აფრიკა 29:24
*დდ შტატები

<<  ფინალი   ვიდეო

(XIII)  იაპონია 28:21 უელსი
ალაფა (IX)  შოტლანდია 21:19 კენია
(V)  ზელანდია 10:7 არგენტინა
ბრინჯაო (III)  ავსტრალია 26:19 შტატები
ოქრო + თასი (I) 
ფიჯი 22:0 აფრიკა

<<  ფიჯი (* ოლიმპიური ჩემპიონი)

1 ისაკე კატონიმბაუ, 3 კალიონე ნასოკო, 4 სევულონი მოთე ნათანგი, 6 მესულამე კუნავულა, 7 *ოსეა კოლინისაუ^კაპ, 9 *ჯერი ტუვაი, 12 *ვატემო რავოუვოუ - 2 *აპისაი ნდომოლაილაი, 5 *ჯასა ვერემალუა, 8 ვაისეა ნათუნქუ, 10 ამენონი ნასილასილა, 11 ჯოელი ლუტუმაილანგი, 13 სეტარეკი მბიტუნიატა * მწ) გარეს ბეიბერ

>>  ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

145 აფრიკა (4თ: დუბაი ველინგთონ სიდნი ლასვეგას);
122
ფიჯი (თ: ჰონკონგ); 113 ინგლისი (2თ: ქეიპთაუნ ვანქუვერ);
  97 ზელანდია; 82 შტატები; 79 ავსტრალია; 69 არგენტინა;
  61 შოტლანდია; 54 კანადა; 53 უელსი; 47 კენია; 46 საფრანგეთი;
  31 სამოა; 23 რუსეთი; 15 იაპონია
(ვარდება) /
    6 ჩილე
##; 4 უგანდა##; 2 პაპუასეთი##; 1 კორეა#

>>  განრიგი

1

2-3/12

დუბაი

(არბ)

2

10-11/12

ქეიპთაუნ

(აფრ)

3

28-29/01

ველინგთონ

(ზელ)

4

4-5/02

სიდნი

(ავს)

5

3-5/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

11-12/03

ვანქუვერ

(კან)

7

7-9/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

15-16/04

სინგაპურ

(სნგ)

9

13-14/05

პარიზი

(სფრ)

10

20-21/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2017 (153 ეტაპი)  55 ზელანდია -
31 ფიჯი; 26 აფრიკა; 18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია;
2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

>>  სერიის ჩემპიონი
 
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   1

2009

სამოა   1

2010

XIX სეზონის * 2017-18 შესარჩევი

<<   ჯგუფები

(ე) გერმანია(+46) 3-0, უგანდა(+26) 2-1 / ტონგა 1-2(-23), იამაიკა(-49) 0-3
(ვ) ჩილე
(+81) 3-0, ჰონკონგი(+10) 2-1, ნამიბია(-15) 1-2 / შრილანკა(-76) 0-3
(ზ) ესპანეთი
3-0(+93), პაპუასეთი(+16) 2-1, ურუგვაი(-5) 1-2 / გაიანა(-104) 0-3

<<   მეოთხედფინალი

2#ჩილე (ვ1) 21:12 7#ურუგვაი (ზ3)
3#გერმანია (ე1) 14:7 6#ჰონკონგი (ვ2)
4#უგანდა (ე2)
10:14 5#პაპუასეთი (ზ2)
1#ესპანეთი (ზ1) 33:0 8#ნამიბია (ვ3)

<<   ნახევარფინალი

გერმანია 19:7 ჩილე
ესპანეთი 21:12 პაპუასეთი

<<   ფინალი

ესპანეთი 12:7 გერმანია