ზე 15-ს უბრუნდებიან

   ზე’რაგბის მეშვიდე რაუნდში სთორმერზმა ძლია ჩიფსი და სხვაობით ქრუსეიდერზს გადაუსწრო, სანზაარმა კი დააზუსტა, რომ გაისად ამქარში სამ ჯგუფად დაყოფილი 15 გუნდი’ღა დარჩება

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

დასის შეკვეცის გეგმის შესახებ რაგბეთმა მესამე რაუნდში შეიტყო.  საქმეში ჩახედულმა უფროსობამ მედიას კანტი- კუნტადღა რომ გაანდო დეტალები, გაჩაღდა ჭორაობა და გამოითქვა მრავალი ვარაუდი.  გარიცხვის კანდიდატები გამწარდნენ და თავის გადასარჩენად დაიწყეს ბრძოლა, ტურნირის ორგანიზატორი  "სანზაარი" კი ტელე’ბოსებს ეთათბირა და მათგან დასტური რომ მიიღო, კვირას, 9 აპრილს, რაუნდის მიწურულს გამოაქვეყნა განაჩენი

გაირკვა, რომ ზე’რაგბი უბრუნდება ნაცად, 2011-15 წლების ფორმატს : აფრიკა მოიკლებს ორ გუნდს, ავსტრალია - ერთს და ორივეს შერჩება ოთხ-ოთხი.  არგენტინის კლუბი ჩაეწერება აფრიკის კონფერენციაში, იაპონიისა - ოზურში, ზელანდიის ჯგუფში კი არაფერი შეიცვლება

აღდგენილი ფორმატი

გაიმართება 18 რაუნდი

*   გუნდი იუქმებს ორში და ითამაშებს 16-ში:

*   8-ჯერ შინ და 8-ჯერაც გარეთ;

*   კივური | ოზური | იაპური გუნდი -- 12-ჯერ სამშობლოში და
4-ჯერ
’ღა უცხოეთში;

*   გუნდი თანა’ჯგუფელებს ერაგბება ორ-ორჯერ -- შინ და გარეთ;

*   სხვა’ჯგუფელთაგან კი -- თითოდან მარტო ოთხს:  ორს შინ, ორს გარეთ, ხოლო მეხუთეს -- წლეულს არა (როტაციით)

პლეიოფში გავა არა უწინდებურად 6, არამედ 8 მოწინავე:

*   სამივე ჯგუფის ჯილა -- ზედა სამეულში ერგება ადგილი; და

*   ხუთიც სხვებში (ქულებით) უკეთესი;

*   მეოთხედ’ფინალს კი უმასპინძლებენ: სამივე ჯილა და (ცხრილში) მეოთხე

სულს მოვითქვამთ

საგაისო ზე 15-ში "რეგულარული ნაწილი", ზე 18-თან შედარებით, 15 მატჩით მოიკლებს (135-120), სეზონი კი მაინც დაგრძელდება 1 კვირით

ცოტათი მოვითქვამთ სულს "სთრიმებზე გადაგებული ფანობაც":

ვიქენდზე მაქსიმუმ 7 და ხშირად 6 მატჩი გვექნება საჭვრეტი, მაშინ როცა, ზე 18-ის გადამკიდე, ბევრჯერ 8-9 თამაშს ვუცქერთ და 7-მატჩა რაუნდი ალალად გვიხარია ხოლმე

8-გუნდა პლეი’ოფიც ექვსიანზე უფრო სამართლიანია:  მოცილეები ნებისმიერ ეტაპზე თანაბრად დაიტვირთებიან; მაგრამ მთლად ლოგიკურად ვერ მივიჩნევთ იმას, რომ რჩეულთა რაოდენობა დასის ნახევარზე მეტია:  15-დან ხომ ერთბაშად 8 გააგრძელებს შეჯიბრს

 

ზერაგბის ევოლუცია | დეგრადაცია პროფესიულ ხანაში

ზე რაგბი

სტრუქტურა

რეგულარული

პლეი’ოფი

სულ

პერიოდი

ქვ

ჯგ

მტჩ

ფნ

კვ

მტჩ

1996-2005

3

12

1

12

11

1

66

4

2

3

14

69

2006-2010

3

14

1

14

13

1

91

4

2

3

16

94

2011-2015

3

15

3

18

16

2

120

6

3

5

21

125

2016-2017

5

18

4

17

15

2

135

8

3

7

20

142

2018-20xx

5

15

3

18

16

2

120

8

3

7

21

127

ქვ ქვეყანა, გ გუნდი, ჯგ ჯგუფი, რ რაუნდი, თ თამაში თითო გუნდისთვის, უ უქმობა, მტჩ მატჩი (სულ), ფნ ფინალი, კვ კვირა

შველა ჭირდებოდაო

სანზაარის თანახმად, შეკვეცა მოწილეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს

მახვშებს თურმე ესმით, რომ სამი გუნდის მოკვეთით მტრად ბევრს მოიკიდებენ, მაგრამ არც ქომაგთა აზრისა და ეკონომიკური რეალობის გაუთვალისწინებლობა იქნებოდა:

ხალხი სტადიონზე აღარ დადის;  ბევრი თამაში უღიმღამოა;  ეცემა ტელე’რეიტინგიც;  ოსტატებს კი თვალი ევროპისკენ გაურბით, სადაც ფულს მეტს უხდიან, მეტ’წილად შინ არიან და თამაშიც დუნეა

სანზაარის მთავარი მოხელის, ენდი მარინოსის თქმით, ზე’რაგბს გადაუდებლად ჭირდებოდა შველა და ეს არა’პოპულარული ნაბიჯიც მაგიტომ გადაიდგა, თორემ კვლავაც გაგრძელდება მუშაობა საიმისოდ, რომ სამხრეთული ბრენდი უფრო მიმზიდველი გახდეს

დადინჯებული აფრიკა

სიახლეს მოწილეები სხვა’და’სხვა’გვარად შეხვდნენ

არგენტინის რეაქციას ინგლისურ’ენოვან, ავტორიტეტულ მედიაში აქამდე არ გამოუჟონავს;  იაპონიამ კი მოიწონა ავსტრალიასთან დამოყვრება, ესაო და შორეულ აფრიკაში წარა’მარა (ანუ ორჯერ!) ჩასვლა აღარ მოგვიწევს და ჩვენს ტოპ’ლიგასაც გაისად ადრე მოვაყომარებთ, რათა სან’ვულვზი ზე’რაგბისთვის უკეთ მოემზადოსო

სანზაარს უბრძანებია, ორივე კავშირმა თავად გადაწყვიტო, ვის გაწირავდა რა მეთოდითო.  ამის გაგონებაზე ავსტრალიაში უმალ უგონჯესი შინა’ომი ატყდა, აფრიკაში კი დინჯი მსჯელობა გაჩაღდა

კავშირმა ექვსივე გუნდის შეფობა მიიწვია; მათთან შეთანხმებით დაამტკიცა ტენდერის პირობები და ოთხი რჩეულის გამოცხადების ვადად ივნისის ბოლო დათქვა

313 ლეგიონერი

იაპები ზე 15-ში წარსადგენად გაითვალისწინებენ:  კანდიდატის ფინანსურ მდგრადობას, ქომაგთა სიმრავლეს, სპორტულ შედეგსა და ინფრა’სტრუქტურას

ეს კრიტერიუმები კიდევაც დაწვრილმანებულია, კავშირის მთავარი მოხელე, იური რუ კი გულ’ახდილად ამბობს, ბოლო ხანს ჩვენი საქმე ისე წავიდა, რომ თავის გადარჩენაზე’ღა ვფიქრობთო

რუს თანახმად, ქურციკეთს აღარ მოეძევება 6 ზე’გუნდის გამოყვანის რესურსი, რადგან ეროვნული ვალუტის - რანდის - გაუფასურებას კადრების მასობრივად გადინება მოჰყვა: 

2016 წლის მონაცემებით, უცხოეთში 313 აფრიკელი რაგბობს; მათგან 65 ბოკეა!  და კიდევ:  რვა თურმე ფან’დერ’მერვეა, შვიდი - დიუ’პრე და ექვსიც დიუ’პლესი!

გადაწყვეტილი ჰქონიათო

თუ აფრიკა გაგებით მოეკიდა წილის შეკვეცას, ავსტრალიაში მოცილე მხარეებმა კავშირს დაუწყეს ყვედრება.  მედიამაც ცეცხლზე ნავთი დაასხა -- ზე’რაგბში ოზური გუნდის ადგილს უმაქნისი იაპონია რომ იკავებს, კავშირის გამგეობა ხვალევე რატომ არ გადადგებაო

საზოგადოება ოზი მახვშების სულ’სწრაფობამაც გააღიზიანა:  თუ აფრიკამ ბარემ სამი თვე დაიდგინა, რათა ტენდერი წესიერად ჩაატაროს, ავსტრალიის რაგბის კავშირმა ჯიქურ ბრძანა, გასარიცხ გუნდს სამ დღეში (!) ავარჩევთ, ოღონდ ეგ ... ბრამბიზი არ იქნებაო

ამაზე მთლად გახელდნენ რებელზი და ფორსი - აგერ, წინდაწინ გადაწყვეტილი ჰქონიათ მამებს ერთ-ერთი ჩვენგანის მოკვეთა, რის გამოც აღარც მოძალადე სანზაარს შეებრძოლნენ, აღარც მდიდარ იაპონიას და აღარც მუხთალ კივებსო

ბრამბიზი უარზეა

კავშირი თავს იმით იმართლებს, რომ დასავლეთი ავსტრალიის ბინადარი "ფორსი" ფინანსურად წამგებიანია და მასზე დასახარჯ ფულს ამიერიდან ღვთის ანაბრად მიტოვებულ მასობრივ რაგბს მოახმარს

რებელზს კერძო პატრონი ხომ ჰყავს, და მელბურნშიც გუნდის გაუქმება არასგზით არ შეიძლება, რაკი "სპორტულ დედა’ქალაქში" რაგბს ისედაც ჩაგრავენ 18-კაცა რულზი (აფლ), 13-კაცა ლიგა (ნრლ) და 11-კაცა ფეხ’ბურთი (ეი’ლიგ)

ბრამბიზი თუმც ციცქნა კანბერას წარმოადგენს, ზე 12-ის ორგზის (2001 2004) ჩემპიონია და თანამედროვე. ფაზური რაგბიც პირადად მაგისი მოგონილია.  ლოგიკით, კავშირს ხელს უნდა აძლევდეს ფორსის დასში დატოვება და ბრამბიზის მელბურნში გადაყვანა, მაგრამ სახელოვანი კლუბი სასტიკ უარზეა, მშობლიური ქალაქიდან ფეხს არ მოვიცვლიო

არდადეგები მოიმიზეზეს

ოზური მედია საკუთარი რაგბის დაღმასვლას ხომ ხედავს და თემს მაინც ზელანდიაზე აქეზებს:  აგერ მერამდენედ შევთავაზეთ ზე’რაგბის დაშლა და ცალკე, ოზურ - კივური პირველობის დაწესება, მაგრამ მაგ ოხრებს მაინც შორებელი აფრიკა ურჩევნიათ ერთგულ მეზობელსო

ზე 15-ში ავსტრალიის წილის შეკვეცაც თურმე სულ კივთა ზეწოლის ბრალია, ფორსის გარიცხვა კი "ატომური ყუმბარის აფეთქებისა" და 12-წლიანი ინვესტიციის წყალში გადაყრის ტოლფასი იქნება, რაკი ქვეყნის დასავლეთში ფეხზე დამდგარი რაგბი ისევ ჩაკვდება და ისედაც გაფურჩქნული რულზი მთლად გაიხარებს

ფორსი გუნდად კი ვერ ვარგა, მაგრამ ბოლო ხანს ვოლაბთა გაზრდა მაინც დაიწყო - მაქაურები არიან პოქოქი, ჰეილეთ-პეთი, ქოულმენი.  ფანობა სტადიონზე თუმც აღარ დადის, თანამედროვე ხერხებით თურმე მაინც აქტიურად უცქერს პერთელთა ცოდვილობას

სხვაფრივ, კავშირს მაინც მოუხდა უკან’დახევა: ფორსი რომ დაექადნა, სასამართლოში გიჩივლებო, მახვშებმა სააღდგომო არდადეგები მოიმიზეზეს და მხარეებთან კონსულტაცია იქეთა კვირაში დანიშნეს

ორჯერ ჩაუკრა

ლიდერი, ქრუსეიდერზი უქმობდა.  შვიდივე თამაში მასპინძელმა მოიგო.  ოთხმა წაგებულმა ნუგეში მაინც აიღო;  პრემია ბრამბიზს’ღა ერგო, ზელანდია - ავსტრალიის ჯახთა ბალანსი კი 12-0 გახდა

რაუნდი პარასკევს იმით დაიწყო, რომ ჰარიქეინზმა პირველ ტაიმში გემოზე გააბურთავა ვორათაზი * 33:7 (ლ 5/1), მაგრამ მერე ბონუსი ვეღარ შეინარჩუნა * 38:28 (6/4)

კივებს აკლდნენ ძმები: არდი სავეას წვივი სტკიოდა, ჯულიანი კი დაზოგეს.  ოზებს 10 ნომრად დაუბრუნდა ბერნარდ ფოლი და მეორე ტაიმში აიწყვიტა, მაგრამ მანამდე ბარეთებმა - ბოდენმა და ჯორდიმ - აწიოკეს სტუმრები

ერთი კია, ზედმეტად კადნიერმა ბოდენმა "წითელ ზოლში" მეტოქეს პასზე ორჯერ რომ ჩაუკრა ხელი, წყვილი სინბინი და წითელი ბარათი დაიმსახურა, მაგრამ ტრიბუნალმა მეტად აღარ დასაჯა

ხელ’უკუღმა ოფლოუდი

სთორმერზს პირველი სერიოზული მეტოქე ჰყავდა - ჩიფსი ეწვია.  მასპინძლებმა პირველ ტაიმში ახლოდან სამი ლელო შეიტანეს * 24:18 - ორი "აიღე და მიეძალე"თი, ხოლო სტუმრებმა თავიანთი ნახევრიდან გაიჯეჯილეს ორჯერ

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დამიენ მაკ’ქენზის მიერ წამოწყებული, 95-მეტრიანი იერიში, რომელშიც ჯეიმზ ლოუმ სამჯერ ატარა ბურთი და ტონი პულუ 8 პასის შემდეგ ეწია მიზანს

მესამე მეოთხედში შედევრი კონცხელებმაც გამოაცხვეს:  ჩესლინ ქოლბემ თერნოვერიდან რომ დააგორა ბურთი, დილეინ ლეიდსმა დამჯდარმა (!), ხელ’უკუღმა ოფლოუდი მიართვა ეს’პი მარეს

მალე ლოუმ კუთხეში გაიტანა მესამე ლელო, მაგრამ ბოლო მეოთხედში ანგარიში აღარ შეცვლილა.  არადა, ჩიფსმა ბოლო წუთზე 17 ფაზა აკინძა, სთორმერზმა კი თერნოვერი გაახერხა * 34:26 და გალიდერდა   

მგლებივით ყმუოდნენ

ნავსი გატეხა სან’ვულვზმა -- პირველად მეორე სეზონში’ღა ძლია აფრიკული გუნდი, ბულზი * 21:20,  ვისი მწვრთნელიც, ნოლის მარე ფანობას შეჰპირდა, ამიერიდან ხელს ავიღებ როტაციაზე და ყოველ მატჩს საუკეთესო 15-ეულს დავაწყებინებო

ტოკიოს პუბლიკა ყოველი შერკინების დროს მგელივით ყმუოდა.  მასპინძლები მთელი პირველი ტაიმი წინ იყვნენ, მაგრამ საათის თავზე მარდმა და ღონიერმა ბურებმა მაინც იძალეს * 20:11

ეგრე არ უნდაო და აზიელებმა ტემპი რომ კიდევ აწიეს, იან სერფონტეინი სინბინში წაბრძანდა;  იუკი იატომიმ და იუ ტამურამ ფრთაზე მიაწვდინეს ბურთი ტაკა’აკი ნაკაზურუს, კოტარო მაცუშიმამ თამამად შეუტია და ტამურამ ჯარიმა შეაგდო, ბოლოს კი ფრანსუა ბრამერს მოეცარა ფეხი

სონი-ბილის მრწამსი

კივურ დარბში ჰაილენდერზის დამრტყმელმა - მართი ბენქსმა 6-დან 6 გაიტანა და მისმა გუნდმაც * 26:20 იმარჯვა, რიოს ოლიმპიადაზე ქუსლ’ნატკენი სონი-ბილ ვილიამსი კი ბლუზმა დასკვნით მეოთხედში შეუშვა მოედანზე.  ჰოდა, ოფლოუდების შედეგად ლელო ჯერ კინაღამ იქით დაიდო და მერე ... კინაღამ აქეთაც

ნამატჩევს სკანდალი აგორდა, ესაო და ვარსკვლავი კია, მაგრამ გუნდის წევრია, თანაც პროფესიონალი, და საყელოზე რა უფლებით გადააკრა ლეიკო სპონსორის - ბანკ "ბი ენ ზედ"ის ლოგოსო

მალევე გაცხადდა, რომ სონი-ბილს მრწამსის მიხედვით უმოქმედნია: კაცი 2008 წელს მაჰმადის რჯულზე მიიქცა და მიაჩნია, რომ არ უნდა ეწეოდეს ბანკის, ალკოჰოლისა და ფსონაობა | ყომარ’ბაზობის რეკლამას

ბლუზმა და ბანკმაც განაცხადეს, ვილიამსის შეხედულებებს პატივსა ვცემთ და არ ვემდურით, ამიერიდან კი ოდნავ განსხვავებულ კვართს დავუმზადებთ - ბანკი ჩვილთა მხარ’დაჭერის პროგრამასაც აფინანსებს და მორაგბისვე დასტურით, საყელოზე ამის ლოგოს დავახატავთო

გარშემო შემოიტარა

ბრამბიზს უკაპიტნა სქოთ ფარდიმ და ოზეთის ლიდერმაც მეორე ტაიმში 5 უპასუხო ლელო დაუდო რედსს * 43:10,  რითაც 10-მდე გაწელა თვისტომებზე გამარჯვებათა წყება

უღიმღამო გამოვიდა შარქსი - ხაგუარესის თამაში * 18:13  ოზმა რეფმა სტუმრებს ზედახორაში გატანილად ჩაუთვალა ლელო, რომელიც სხვამ ვერავინ ვერც დაინახა და ვერც ვიდეოთი აღმოაჩინა, იაპთა პირველ ლელოზე კი 9 ნომერმა კობუს რაინახმა ბურთი დგომელა (!) პავლო მატერას წაღლიტა და 75 მეტრი გაირბინა

გარიცხვას გვიპირებენო და შოუ გამართეს ფორსმა და ქინგზმა * 46:41

8,474 მოსეირის თვალ’წინ 12 ლელო დაიდო.  მათგან ყველაზე ეშხიანზე სტუმართა მგეზავმა, ლიონელ კრონიემ ტანის გარშემო შემოიტარა ოვალი და მერე ხანჯლური დაუგორა მალკომ იარს, ფორსის ბებერმა კაპიტანმა, მეთ ჰოჯსონმა კი ნამატჩევს ლამის იტირა:  ჩვენმა შვილებმა რაღა ჰქნან -- პერთში დარჩნენ და რაგბის ნაცვლად ი’რულზ’აონო?

 

ზე რაგბი 2017

* მეშვიდე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული   EN   სანზაარის კლიპები 

<<  ჰარიქეინზ 38:28 ვორათაზ 

6ლ: ლაუმაპე (1 6) ბ.ბარეთ ჯ.ბარეთ ხუსენ ებოთ; 4გ: ჯ.ბარეთ
სბ
+სბ=
წბ ბ.ბარეთ -

4ლ: ჰენიგან ჰეგართი გორდონ ქელევეი; 4გ: ფოლი

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 7/04   ვიდეო

7:0(3) 14:0(8) 21:0(13) სბ(18ჰ) 21:7(19) 26:7(31) 33:7(38) /
33:14(44) 33:21(48) 38:21(54) 38:28(72) სბ+
წბ(78ჰ) ბოლო(80+2)

<<  სან’ვულვზ 21:20 ბულზ$

2ლ: ვორენ-ვოსაიათო ნაკაზურუ; გ: ტამურა; 3ჯ: ქრიპს 2, ტამურა -

2ლ: უდენდალ იშმაილ; 2გ 2ჯ: ტ.სკუმან სბ სერფონტეინ

რეფ ჰიუსთონ (ავს) 8/04   ვიდეო

5:0(7) 8:0(11) 8:7(14) 11:7(24) 11:10(26) /
11:13(49) 11:20(66) სბ(69ბ) 18:20(71) 21:20(75) ბოლო(80+1)

<<  ჰაილენდერზ 26:20 ბლუზ$

2ლ: ბ.სმით ფეკიტოა; 2გ 4ჯ: ბენქს -

2ლ: ფაუმუინა ქაული-ტუიოტი; 2გ 2ჯ: ფრანსის

რეფ ნათ’ბრაუნ (ზელ) 8/04   ვიდეო

3:0(9) 3:7(14) 3:10(19) 3:13(24) 10:13(29) 10:20(37) 13:20(40+2) /
20:20(47) 23:20(55) 26:20(73) ბოლო(80+1)

<<  ბრამბიზ$ 43:10 რედს

6ლ: ტ.კურინდრანი ეიბელ ტოუა ბათლერ დარგევილ ელქოქ;
5გ ჯ: ჰაურა -

ლ: ქ.კურინდრანი; გ ჯ: თათლ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 8/04   ვიდეო

0:7(8) 3:7(13) 10:7(28) 10:10(40+2) /
17:10(43) 24:10(45) 31:10(54) 38:10(74) 43:10(80)

<<  შარქს 18:13 ხაგუარეს$

2ლ: რაინახ ესტერ’ჰეიზენ; გ 2ჯ: ბოშ -

ლ: კრევი; გ: ვ.ესკურა; 2ჯ სბ სანჩეს

რეფ გარდნერ (ავს) 8/04   ვიდეო

5:0(6) 5:3(13) 5:6(16) 8:6(29) /
15:6(45) სბ(58ხ) 15:13(63) 18:13(78)

<<  სთორმერზ 34:26 ჩიფს

4ლ: ნოჩე კოლისი დიუ’პრე მარე; 4გ: დიუ’პრე; 2ჯ: მარე სბ ვიზე -

3ლ: ტ.პულუ (1 2) ლოუ; გ: ქრუდენ; 3ჯ: ქრუდენ 2, დ.მაკ’ქენზი (2)

რეფ პეიპერ (აფრ) 8/04   ვიდეო

7:0(4) სბ(8ს) 7:3(11) 7:10(15) 14:10(22) 14:13(25) 14:18(29) 17:18(37) 24:18(40+3) / 27:18(44) 27:21(47) 34:21(53) 34:26(58)

<<  ფორს 46:41 ქინგზ$

შ + 5ლ: ლანს ნიუსამ (2 4) დ.ჰეილეთ-პეთი მაკ’ქალმან; 4გ: ლანს 2, პრაიორ 2; 2ჯ: ლანს -

6ლ: ფორვუდ პენკე იარ (3 5 6) მაპიმპი; 4გ: კრონიე; ჯ: დე’ვეტ

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 9/04   ვიდეო

3:0(8) 10:0(11) 10:7(29) 15:7(40) / 15:12(41) 15:19(45) 22:19(48) 22:24(50) 25:24(56) 25:31(63) 25:38(65) 32:38(67) 39:38(72) 46:38(76) 46:41(78)

<<  ქრუსეიდერზ, ლაიონზ, ჩიტაზ, რებელზ  უქმობდნენ

 

#

[#]

7 რაუნდი [სულ 17]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

3

სთო

ქეიპთაუნ .

26

6-0

+115

33/16

241:126

2

2

1

ქრს

ქრაისთჩერჩ .

26

6-0

+65

28/14

188:123

2

3

2

ლნზ

იოჰანესბერგ .

23

5-1

+68

31/17

227:159

3

4

4

ბრმ

კანბერა .

16

3-3

+43

19/12

144:101

4

5

6

ჰრქ

ველინგთონ .

24

5-1

+178

44/13

285:107

4

6

5

ჩიფ

ჰემილთონ .

24

5-1

+53

21/10

172:119

4

7

9

შრქ

დურბან

22

5-2

+36

17/18

194:158

2

8

10

ჰლნ

დანიდინ

18

4-3

+16

16/19

168:152

2

9

7

ხგრ

ბუენოს აირეს .

19

4-2

+54

19/15

176:122

3

10

8

ბლუ

ოქლენდ

16

3-4

+37

25/20

200:163

4

11

14

ფორ

პერთ .

9

2-4

-39

16/25

134:173

1

12

11

ჩტზ

ბლუმფონტეინ .

9

2-4

-68

15/27

151:219

1

13

12

ვრთ

სიდნი

8

2-5

-74

21/31

163:237

0

14

15

ბულ

პრეტორია .

6

1-5

-47

15/22

132:179

2

15

16

ქნგ

პორთ ელიზბთ .

6

1-5

-60

18/26

150:210

2

16

13

რედ

ბრისბენ

6

1-6

-103

15/29

114:217

2

17

17

სნვ

ტოკიო .

5

1-5

-112

18/33

144:256

1

18

18

რბლ

მელბურნ :

1

0-5

-162

08/32

075:237

1

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა  | 8-ზე ნაკლებით წაგება - თითო ბონუსი $
ტოლობაზე: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის
8 მოწინავე: ოთხივე კონფერენციის ჯილა = სხედან ზედა ოთხეულში
                                            და ოთხიც მდევრებში უკეთესნი:  სამი  შავი  |  ყვითელი  და ერთიც  მწვანე  |  ლურჯი

მარდი და სანდო წყარო   ფოქს’სპორტ

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ბენ სმით (ჰლნ), 14 ტონი პულუ (ჩიფ), 13 ტევიტა კურინდრანი (ბრმ), 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), 11 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ); 10 რობერტ დიუ’პრე (სთო), 9 კობუს რაინახ (შრქ) /

1 ქეინ ჰეიმს (ჩიფ), 2 ბონგი მბონამბი (სთო), 3 ალან ალა’ალატოა (ბრმ); 4 მარქ ებოთ (ჰრქ), 5 რგ.სნეიმან (ბულ); 6 სია კოლისი (სთო),
7 ქრის ელქოქ (ბრმ), 8 რაბონი ვორენ-ვოსაიათო (სნვ)

სულ:  6 ზელ, 5 აფრ, 3 ავს, 1 იაპ * 0 არგ

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

 

* მერვე რაუნდი (საქართველოს დროით)    სვლაგეზი  EN
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 14/04

ქრს.ზელ

11.35

სნვ.აფ1

უქმობენ

ფორ.ავს

.

ჰლნ.ზელ

შრქ.აფ2

.

ვრთ.ავს

შაბ 15/04

რედ.ავს

09.05

ქნგ.აფ2

ბლუ.ზელ

11.35

ჰრქ.ზელ

რბლ.ავს

13.45

ბრმ.ავს

ჩტზ.აფ1

17.05

ჩიფ.ზელ

სთო.აფ1

19.15

ლნზ.აფ2

ბულ.აფ1

21.30

ხგრ.აფ2