ბობოლები რომ გავარდნენ

   მეორე წელია, შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" სინგაპურის ეტაპზე ახალი ჩემპიონი ჩნდება - ამჯერად კანადამ, დებიუტიდან 140-ე ტურნირში, შემართა თასი პირველად

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

"ეროვნულ სტადიონზე" შარშან კენიამ იმარჯვა და დასაბამიდან მეათე ფალავანი შეიქნა, მის კვალად კი შოტლანდიამაც პირველად იპირველა ლონდონში

წლეულს სერიას მუღამი მოაკლდა, რაკი ლიდერი - აფრიკა სინგაპურამდე 7-ჯერვე გავიდა ფინალში და 4 ეტაპი მოიგო, და ბოლო სამ (!) ტურნირშიც სათასო რვეული ერთი და იგივე იყო

ამჯერად "ბლიც ბოკეს" 6 ოსტატი აკლდა.  ავსტრალიასაც ჯგუფშივე დაემტვრა სამი.  შაბათი სამმა ლიდერმა მაინც გალია 3-0 ბალანსით, ინგლისმა კი თუმც * 14:24 წააგო საფრანგეთთან, მერე ამ სეზონში მეოთხედაც ძლია აფრიკა * 17:12 და ჯგუფი მოიგო

ამერიკული ფინალი

კვირას დილიდანვე აირია დავთრები:  ერთი მეორის მიყოლებით გავარდნენ ფიჯი, აფრიკა და ზელანდია;  კენია კი თუმც * 12:0 უგებდა ინგლისს, სირენის შემდეგ ჯარიმა გაუშვა * 12:13

ავსტრალიამაც ბოლო შეტევით დაალელოვა აფრიკა, მაგრამ ნახევარ ფინალში * 7:40 მოისრა შტატებთან

იანკებს ფინალში მეზობელი კანადა დაეჯახა -- შაბათს, ჯგუფში * 7:35 კი წააგო ფიჯთან, მაგრამ კვირას ჯერ თვით ზელანდია შეიწირა * 26:14, მერე კი ინგლისიც დაითხოვა * 17:5

კანადა ფინალში აქამდე ერთადერთხელ გასულიყო - სამი წლის წინ, გლაზგოში.  "ნეკერხჩლები" * 19:0 დაწინაურდნენ, მაგრამ "არწივებმა" ანგარიში გაათანაბრეს * 19:19

სხვაობა 25 ქულაა

გადამწყვეტი ლელო კანადელმა ლუქას ჰამონდმა გაიტანა * 26:19

"ფინალის გმირად" სცნეს კანადელივე ნეითან ჰირაიამა, "ეტაპის უჩაუქესი" კი გახდა უელსელი სემ ქროსი --  69 წერტი (17 ბოჭვა, 3 გარღვევა, 17 ოფლოუდი, 32 სოლო)

ბოლო ორი, ევროპული ეტაპის წინ აფრიკა 25 ქულით უსწრებს ფიჯს, თასის შემართვა კი "სულ რაღაც" 22 ქულა ღირს!

ეგეც ცხადია, რომ იაპონიას გავარდნისგან სასწაული თუღა იხსნის, რადგან რუსეთმა კონკურენტს * 24:21 მოუგო ფარყოფილის ნახევარ ფინალი და მონაგარი 9 ქულით მეტი აქვს

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVIII სეზონი * 2016-17

VIII ეტაპი * 15-16/04 სინგაპურ

<<  ჯგუფები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ფიჯი 3-0, კანადა 2-1 / ჰონკონგი# 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) ინგლისი
^ აფრიკა 2-1 / იაპონია^ საფრანგეთი 1-2
(გ) ავსტრალია 3-0, კენია 2-1 / არგენტინა 1-2, სამოა 0-3
(დ) ზელანდია 3-0, შტატები 2-1 / უელსი 1-2, შოტლანდია 0-3

<<  მეოთხედფინალი

ფიჯი (ა1) 19:24 შტატები (დ2)
ავსტრალია (გ1) 19:17 აფრიკა (ბ2)
ზელანდია (დ1)
14:26 კანადა (ა2)
ინგლისი (ბ1) 13:12 კენია (გ2)

<<  ნახევარფინალი   ვიდეო

შტატები 40:7 ავსტრალია
კანადა 17:5 ინგლისი

<<  ფინალი   ვიდეო

(XIII)  არგენტინა 40:19 რუსეთი
ალაფა (IX)  უელსი 24:12 შოტლანდია
(V)  ზელანდია 17:12 აფრიკა
ბრინჯაო (III)  ინგლისი 14:12 ავსტრალია
ოქრო + თასი (I) 
კანადა 26:19 შტატები

<<  კანადა

1 მეთ მულინს, 3 მაიქ ფუაილეფაუ, 4 ჯონ მუნლაით^კაპ, 7 ლუქას ჰამონდ, 8 ჯასთინ დაგლას, 9 ნეითან ჰირაიამა, 11 ჰარი ჯოუნზ -

2 ჯარედ დაგლას, 5 ლუქ მაკქლოსქი, 6 აიზაქ-ჯონათან ქეი, 10 პეთ ქეი, 12 ლუქ ბრედლი * მწ) დამიენ მაკგრას

>>  ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

157 აფრიკა (4თ: დუბაი ველინგთონ სიდნი ლასვეგას);
132
ფიჯი (თ: ჰონკონგ); 130 ინგლისი (2თ: ქეიპთაუნ ვანქუვერ);
110 ზელანდია; 101 შტატები; 94 ავსტრალია;
  76
კანადა (თ: სინგაპურ); 72 არგენტინა; 68 შოტლანდია;
  61 უელსი; 57 კენია; 51 საფრანგეთი; 36 სამოა; 25 რუსეთი;
  16 იაპონია
(ვარდება) /
    6 ჩილე
##; 4 უგანდა##; 2 პაპუასეთი##; 1 კორეა# ჰონკონგი#
 

>>  განრიგი

1

2-3/12

დუბაი

(არბ)

2

10-11/12

ქეიპთაუნ

(აფრ)

3

28-29/01

ველინგთონ

(ზელ)

4

4-5/02

სიდნი

(ავს)

5

3-5/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

11-12/03

ვანქუვერ

(კან)

7

7-9/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

15-16/04

სინგაპურ

(სნგ)

9

13-14/05

პარიზი

(სფრ)

10

20-21/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2017 (154 ეტაპი)  55 ზელანდია - 31 ფიჯი; 26 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა;

1
საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია კანადა

>>  სერიის ჩემპიონი
 
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   1

2009

სამოა   1

2010