უკმეხი რელიზი

   ზერაგბის მერვე რაუნდში სთორმერზი რომ ძლია აფრიკისვე ლაიონზმა, ლიდერობა ზელანდიის ქრუსეიდერზმა დაიბრუნა

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

რაუნდი აღდგომაზე რომ ჩატარდა, ოფიციოზს კრინტი აღარ დაუძრავს საგაისო, დასის 15-მდე შეკვეცის გეგმაზე, მაგრამ იაქტიურეს გარიცხვის ოზმა კანდიდატებმა:

ფორსს თავდებში ოთხი ბობოლა პირი დაუდგა, ესაოდა დამდეგ
10 წელში 50 მილიონს დავაბანდებთ კავშირის მიერ ათვალწუნებულ კლუბშიო -- საკითხავია, აქამდე სად იყვნენ ეს დალოცვილები?

რებელზმა უკმეხი რელიზი გამოაქვეყნა: "კერძო კომპანია ვართ; ზერაგბში რომ ჩაგვაბეს, შეგვპირდნენ, თქვენი გარიცხვის საკითხი არასოდეს დადგებაო

"კავშირს ვინ ჰკითხავს, ჩვენი სახელით რომ საუბრობს "სანზაარ"ში;  მაგ ორგანოს დაუფიქრებელმა განცხადებამ უკვე იმდენად გვაზარალა, რომ ბოდიშს ვეღარ ვიკმარებთ და ფულად კომპენსაციასაც მოვითხოვთ, ხოლო თუ კიდევ მოგვიაზრებენ გასარიცხად - სასამართლოშიც დავიცავთ ჩვენს უზენაეს უფლებასო"

უსახური პირები

კაფიაობა დააგვირგვინა ბრამბიზის ვეტერანმა, სქოთ ფარდიმ, ვინაც შემოდგომიდან ირლანდიაში გადადის საშოვარზე.  წვეროსანმა მარბიელმა იკითხა, მაგ "სანზაარ"ს ნეტავ ვინ განაგებსო.  მოთამაშეს სახეზე სცნობია რაგბის კონკურენტი ბურთაობების ლიგათა შეფები, ზერაგბის მახვში, ენდი მარინოსი კი თურმე არასოდეს უნახავს

ფარდი ჯეელ კოლეგებზე წუხს, "სანზაარ"ის გადამკიდე, ავსტრალიის კლუბებში საკონტრაქტო მოლაპარაკებები შეჩერდა და ბიჭებმა აღარ იციან, გაისად სად იმუშავებენო, მედიამ კი აიტაცა სხარტი შეფასება, ვაგლაჰ, რომ დასაბამიდან აქამდე რაგბს მართავენ "კაბინეტებში გამოკეტილი, პიჯაკებში გამოწყობილი, უსახური პირებიო"

მესამე ყვითელიც

აღდგომაზე ოზებს კივებთან არ უთამაშიათ, მაგრამ წლეულს ისე სუსტად რაგბობენ, რომ ხუთივე კლუბს, ლიდერიანად, წაგება მოგებაზე მეტი აქვს!  

რაუნდის 7 რკენაში გაიცა სამი პრემია და ორიც ნუგეში;  ჩიფსმა 24-ქულიანი ფორა გაუბათილა მეტოქეს და მაინც ბონუსით მოიგო; მსოფლიოს საუკეთესო მობურთალმა, ბოდენ ბარეთმა კი ბოლო ორ მატჩში მესამე ყვითელიც მიიღო ... ბურთზე ხელის წინ ჩაკვრისთვის

ბარეთებისა და სავეათა კომპანიამ, ჩემპიონმა ჰარიქეინზმა, მაინც იმარჯვა - კივეთის აწ უკვე ქრონიკული მაჩანჩალა, ბლუზი სტუმრად * 28:24 ძლია.  ბოდენმა ოთხივე ლელოში დაიდო წილი, მეორე ტაიმში კი ტრიბუნაზე მეტოქე ფანები შეიბნენ ნახევარი წუთით და ერთი გემოზეც გაილახა, მაგრამ პოლიციაში არავინ წაუყვანიათ

შინ დაიტოვებენ?

გამარჯვებულთა პირველ ლელოზე ბოდენი განდაგან წავიდა; მეორეზე 65 მეტრიდან მოაწყო გარღვევა და მიმყოლი, ნგანი ლაუმაპე ახეირა; მესამეზე სონი-ბილ ვილიამსის მიერ დაგდებული აიტაცა, წინ გაიგდო და დაამიწა, მეოთხეზე კი, ბოლო 10 წუთში, ჩემპიონმა წითელ ზოლში 16 ფაზა აკინძა და მარქ ებოთი რაქიდან მოკლე ფრთაზე გასხლტა

კოხტად იბურთავა ბლუზმაც: ჯერ თერნოვერიდან წაიპასავეს მელანი ნენაი-ვაიმ და ოგასთინ პულუმ;  მერე სთივენ ლუატუამ რეიდს ოფლოუდი დაურთო;  ბოდენის სინბინი სონი-ბილის სოლოს მოჰყვა, 20წ ნაკრების შეფობამ კი უმცროსი ბარეთი - ჯორდი (ფოტოზე) არ წაიყვანა ავსტრალიაში, "ზღვისრეთის თასზე" და შეიძლება მსოფლიოს დროსაც შინ, ბრიტანეთის "ლომთა" დასახვედრად დატოვოს

ბურთს ასცდნენ

ჰარიქეინზი უბონუსოდ რომ დაშვრა, ჩიფსმა გადაუსწრო.  მოსაკვეთად გადადებულმა ჩიტაზმა მგორავი მოლებითა და ხაზში გეზის ცვლით საწყის მეოთხედში სამჯერ (!) დაალელოვა კივი სტუმრები * 24:0, მაგრამ მერე დერეფნიდან ამათაც შეიტანეს ორი, ხოლო საათის თავზე ბურთაობით წინაც გაიჭრნენ * 29:27

წამხდარ ჩიტაზს ჯარიმა მაინც ერგო, მაგრამ ფრედ ზეილინგამ ვერ ივარგა;  მერე არონ ქრუდენმა ორჯერ გადაკიდა და მასპინძლები ბურთს ასცდნენ, სულ ბოლოს კი ნარინჯელებმა საკუთარ (!) ლელოში გააჩაღეს პასაობა და კივებს პრემიაც უძღვნეს * 27:41

ემანდ არ გამაგდონო

ზელანდიაში და მთელ ამქარშიც ერთადერთი გუნდიღაა წაუგებელი - ქრუსეიდერზი:  7გზის ჩემპიონმა იუქმა; აიმატა მოკეთებულები - ქიარან რიდი (მაჯა), რიჩი მოჰუნგა (მტევანი), სეტა ტამანივალუ (კანჭი) და ნაციკლონარ - კიდეებისკენ დატბორილ მოედანზე - მოსრა მორიგი აუტსაიდერი - იაპონიის სანვულვზი * 50:3 (ლ 8/0)

ჰეთთრიქი შეასრულა გარემარბმა მანასა მატაელემ;  ტამანივალუ აბრაგანის ასაღებად ამხტარ მეტოქეს დაეჯახა და ემანდ არ გამაგდონო, ერთი ხანობა, თავადაც აღარ წამოდგა - მაგრამ სინბინი ხომ მაინც მოიხილა და ვეღარც დაბრუნდა, რაკი ექიმმა შერყევა დაუფიქსირა; 176-ე კეპი კი მიითვალა ბურჯმა ვაიეთ ქროქეთმა და ზერაგბის რეკორდი ჩამოართვა კივსავე კვაჭს, ქევენ მეალამუს

ქვეიდი გაკადნიერდა

ავსტრალიური რაგბის ლეგენდამ - 36 წლის მღლეტელმა, ჯორჯ სმითმა ზერაგბში 150-ე მატჩი გამართა და 5 თერნოვერიც გაახერხა! 

ბებერმა "ტურამ" - სქოთ ჰიგინბოთამთან წაბურთავებით - დერეფნიდან ლელოც დაუდო ქინგზს;  სტადიონზე მისული 11,336 ფანი კი თურმე ახალი ანტირეკორდია -- ბრისბენში 10 წლის წინათ, ჩიტაზის ჩასვლისას შეკრებილა "ოდნავ" - თანაც ბარემ ათასით - მეტი!

რედსს ძაან არგეს მგეზავმა ქვეიდ ქუპერმა და ლიგელმა ფულბექმა ქარმაიქლ ჰანთმა.  10 ნომერი ისეც გაკადნიერდა, რომ 40:17-ზე, თავის ლელოსთან რომ ერგო ჯარიმა, იქეთა ფრთაზე უცებ გადაუკიდა კოლეგას და ამანაც დაიჭირა.  ამით ლელოთა ფარდობა 7/2 გახდა, მაგრამ მერე ზანგებიც აბურთავდნენ და ბონუსი აორთქლდა * 47:34

აყირავებისა და დაწიხლვისთვის

რებელზმა სანზაარი ხომ დააწიოკა და თავისი ჯგუფის ჯილა, ბრამბიზიც გაასაღა * 19:17

წაგებულებმა სამი ლელო დადეს;  მოგებულებს კაცი სამჯერ ეჯდათ სინბინში და ორი ლელო მაგ დროს გაუშვეს;  მელბურნის გუნდი პირველ ტაიმში 13 მოთამაშის ამარაც დარჩა - ერთსა და იმავე ეპიზოდში, ქოლბი ფაინგა სემ ქართერის აყირავებისთვის დაითხოვეს, ლოპეტი ტიმანი კი - რორი არნოლდის დაწიხლვისთვის

ტიმანი ტრიბუნალმა 4 კვირით განკვეთა;  მასპინძელთა ერთადერთ ლელოზე ლიგელმა სეფ ნაივალუმ დაიფრინა ოთხი კანბერელი, გამარჯვების გოლი კი სულ ბოლოს, ჯარიმიდან გაიტანა რის ჰოჯმა - ჯერ 51 მეტრიდან ვერ ეწია მიზანს, მაგრამ რებელზმა ბრამბიზი უმალ ამისსავე შერკინებაში, კარიდან 35 მეტრზე, დაადედლა

ტელერეფმა ჩათვალა

კვლავაც უღიმღამო გამოვიდა არგენტინის გუნდის მატჩი - ხაგუარესი * 26:13 ძლია ბულზმა, ვინაც ცივ საღამოს ძაან მოისაკლისა მაყურებელი

სამაგიეროდ, ვიქენდი დაამშვენა აფრიკულმა შინაომმა:  თუ "როიტერს" დაეჯერება, ლაიონზმა ზერაგბის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ქეიპთაუნში -- სთორმერზი * 29:16, ბონუსით გააბითურა

სტუმრებმა მალევე, 5-მეტრა დერეფანში ააგორეს მოლი.  ამის პასუხად დილეინ ლეიდსმა 60 მეტრიდან გაქუსლა, გადაიკიდა და აიღო!

იაკო კრილი დარტყმის შემდეგ დაეჯახა რობერტ დიუპრეს და ესპი მარემ ისევ წინ გაიყვანა სთორმერზი * 13:12, მაგრამ დაბრუნდა სინბინიდან კრილი და ჭიდილში თუმც ვერ დაამიწა შეტანილი, ტელერეფმა - შონ ფელცმანმა ლელო გატანილად ჩაუთვალა

მარემ ბოლოსკენ 48 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა და სთორმერზს იმედი ჩაუსახა * 16:22, მაგრამ კრილმაც უმალ მოკლე ფრთაზე დაგეზა შეცვლაზე შესული კოლორიტი - სილვენ მაჰუზა

 

ზე რაგბი 2017

* მერვე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50 რჩეული   EN   სანზაარის კლიპები 

<<  ქრუსეიდერზ$ 50:3 სანვულვზ

8ლ: რიდ ფანელ მატაელე (3 4 5) სამუ ბრიჯ დაგლას; 5გ: მოჰუნგა 3, მ.მაკქენზი 2 სბ ტამანივალუ -

ჯ: ტამურა

რეფ ბერი (ავს) 14/04   ვიდეო

7:0(13) 14:0(24) 14:3(27სბ) 19:3(29) 24:3(32) 29:3(38) /
36:3(47) 43:3(54) 50:3(60)

<<  რედს 47:34 ქინგზ

7ლ: ნამბული (1 4) ჰანთ (2 5) ჯ.სმით პერესე (6 7) 6გ: ქუპერ სბ პაიაჰაუა-

5ლ: კლუტე სკრედერ მაპიმპი (3 5) ბანდა; 3გ: კრონიე 2, დევეტ;
ჯ:
კრონიე სბ მჯეკევუ

რეფ იმელმან (აფრ) 15/04   ვიდეო

7:0(7) 7:7(24) 14:7(29) 14:10(39სბ) / 21:10(44) 26:10(48) 26:17(53) 33:17(55) 40:17(58) 47:17(62) 47:22(67) სბ(69ქ) 47:27(73) 47:34(76)

<<  ბლუზ$ 24:28 ჰარიქეინზ

3ლ: ო.პულუ ნენაი-ვაი სქრაფთონ; 3გ: ფრანსის 2, გეთლენდ;
ჯ: გეთლენდ -

4ლ: ებოთ (1 4) ლაუმაპე ბ.ბარეთ; 4გ: ჯ.ბარეთ სბ ბ.ბარეთ

რეფ ფრეიზერ (ზელ) 15/04   ვიდეო

0:7(5) 7:7(7) 7:14(17) 14:14(21) 14:21(29) სბ(31ჰ) /
17:21(55) 24:21(66) 24:28(75)

<<  რებელზ 19:17 ბრამბიზ$

ლ: ნაივალუ; გ 4ჯ: ჰოჯ სბ ქ.ფაინგა ლ.ტიმანი საჰანგა -

3ლ: სპეით (1 3) ბათლერ; გ: ჰაურა

რეფ ჯექსონ (ზელ) 15/04   ვიდეო

3:0(10) 10:0(16) სბ+სბ(17რ) 10:5(21) 10:12(34) 13:12(37) /
სბ(43რ) 13:17(44) 16:17(60) 19:17(78) ბოლო(80+1)

<<  ჩიტაზ 27:41 ჩიფს$

3ლ: რულ ფანიარსფელდ ფ.ფენტერ; 3გ ჯ: ნ.მარე -

6ლ: ტ.პულუ (1 2) ქერ-ბარლოუ ლოუ სთივენსონ ელიოთ;
4გ ჯ:
ქრუდენ სბ ჰეიმს

რეფ ფანჰირდენ (აფრ) 15/04   ვიდეო

3:0(4) 10:0(12) 17:0(18) 24:0(22) 24:7(30) 24:14(40+) /
სბ(45ჩფ) 27:14(50) 27:17(52) 27:22(54) 27:29(61) 27:36(75) 27:41(77)

<<  სთორმერზ 16:29 ლაიონზ$

ლ: ლეიდს; გ: დიუპრე; 3ჯ: დიუპრე, სპ.მარე 2 -

4ლ: მარქს ფორსტერ ი.კრილ მაჰუზა; 3გ ჯ: იანკის სბ კრილ

რეფ პეიპერ (აფრ) 15/04   ვიდეო

0:5(4) 7:5(12) 7:12(16) 10:12(22) 13:12(27სბ) 13:15(35) 13:22(39) /
16:22(70) 16:29(74)

<<  ბულზ 26:13 ხაგუარეს

2ლ: იშმაილ ლ.დეიახერ; 2გ 4ჯ: პოლარდ -

ლ: ვერტრანუ; გ 2ჯ სბ გონსალეს-იგლესიას

რეფ ოქიფ (ზელ) 15/04   ვიდეო

3:0(4) 3:3(19) 10:3(28) 13:3(40სბ) /
16:3(44) 16:10(52) 16:13(57) 23:13(66) 26:13(70) ბოლო(80+2)

<<  შარქს, ჰაილენდერზ, ფორს, ვორათაზ  უქმობდნენ

 

#

[#]

8 რაუნდი [სულ 17]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

2

ქრს

ქრაისთჩერჩ .

31

7-0

+112

36/14

238:126

3

2

3

ლნზ

იოჰანესბერგ .

28

6-1

+81

35/18

256:175

4

3

1

სთო

ქეიპთაუნ .

26

6-1

+102

34/20

257:155

2

4

4

ბრმ

კანბერა .

17

3-4

+41

22/13

161:120

5

5

6

ჩიფ

ჰემილთონ .

29

6-1

+67

27/13

213:146

5

6

5

ჰრქ

ველინგთონ .

28

6-1

+182

48/16

313:131

4

7

7

შრქ

დურბან .

22

5-2

+36

17/18

194:158

2

8

8

ჰლნ

დანიდინ .

18

4-3

+16

16/19

168:152

2

9

9

ხგრ

ბუენოს აირეს .

19

4-3

+41

20/17

189:148

3

10

10

ბლუ

ოქლენდ

17

3-5

+33

28/24

224:191

5

11

14

ბულ

პრეტორია .

10

2-5

-34

17/23

158:192

2

12

16

რედ

ბრისბენ

10

2-6

-90

22/34

161:251

2

13

11

ფორ

პერთ :

9

2-4

-39

16/25

134:173

1

14

12

ჩტზ

ბლუმფონტეინ .

9

2-5

-82

18/33

178:260

1

15

13

ვრთ

სიდნი .

8

2-5

-74

21/31

163:237

0

16

15

ქნგ

პორთ ელიზბთ .

6

1-6

-73

23/33

184:257

2

17

17

სნვ

ტოკიო .

5

1-6

-159

18/41

147:306

1

18

18

რბლ

მელბურნ :

5

1-5

-160

09/35

094:254

1

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა  | 8-ზე ნაკლებით წაგება - თითო ბონუსი $
ტოლობაზე: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეიოფში გადის
8 მოწინავე: ოთხივე კონფერენციის ჯილა = სხედან ზედა ოთხეულში
                                            და ოთხიც მდევრებში უკეთესნი:  სამი  შავი  |  ყვითელი  და ერთიც  მწვანე  |  ლურჯი

მარდი და სანდო წყარო   ფოქსსპორტ

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ქარმაიქლ ჰანთ (რედ), 14 ჰენრი სპეით (ბრმ), 13 სემ მაკნიქოლ (ჩიფ), 12 ჰაროლდ ფორსტერ (ლნზ), 11 მელანი ნენაი-ვაი (ბლუ);
10 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), 9 როს კრონიე (ლნზ) /

1 ვაიეთ ქროქეთ (ქრს), 2 ბენ ფანელ (ქრს), 3 ტრევორ ნიაკანე (ბულ); 4 მარქ ებოთ (ჰრქ), 5 ლუდ დეიახერ (ბულ); 6 რუან აკერმან (ლნზ),
7 ჯორჯ სმით (რედ), 8 ქიარან რიდ (ქრს)

სულ:  7 ზელ, 5 აფრ, 3 ავს * 0 არგ, იაპ

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

 

* მეცხრე რაუნდი (საქართველოს დროით)    სვლაგეზი  EN
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 21/04

ჰრქ.ზელ

11.35

ბრმ.ავს

ვრთ.ავს

13.45

ქნგ.აფ2

ლნზ.აფ2

21.00

ხგრ.აფ2

უქმობენ

ბლუ.ზელ

.

რედ.ავს

შაბ 22/04

ჰლნ.ზელ

09.15

სნვ.აფ1

ქრს.ზელ

11.35

სთო.აფ1

ფორ.ავს

13.45

ჩიფ.ზელ

ბულ.აფ1

19.15

ჩტზ.აფ1

შრქ.აფ2

21.30

რბლ.ავს