ბარემ ორჯერ მეტი

   ირლანდია ევროპის "ჩემპიონთა თასის" ორივე ნახევარ’ფინალში რომ დამარცხდა, ჯილდო ინგლისი - საფრანგეთის ჯახში გათამაშდება

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

მანსთერი ირლანდიაში’ვე რაგბობდა, ლენსთერი კი საფრანგეთში.  ბობოლა მედიის თანახმად, ლიმრიქის გუნდი 22-ე სეზონში მეთორმეტედ (!) შესულიყო უკეთეს ოთხეულში, მაგრამ ვერაფერი იხეირა უპირატესობით, პირველ ტაიმში რომ ჰქონდა შარშანდელ ფალავან სარასენსთან:  ბურთი 68-32%, ტერიტორია 76-24%

დაბლინში შესვენებამდე გავიდა სამი გოლი, ოვალს კი მოასპარეზეებმა 48-ჯერ დაჰკრეს ფეხი.  მანსთერს აკლდა ბეჭ’მტკივანი 9 ნომერი ქონორ მარი.  კელტები თავიდანვე მიეძალნენ ლონდონის ინტერნაციონალს და ბური სი’ჯეი სტანდერის წყალობით წინაც გავიდნენ, მაგრამ მერე სარასენსმა მოინაგრა ზედიზედ 26 ქულა იმის მიუხედავად, რომ ბარემ ორჯერ მეტი ბოჭვა მოუგროვდა * 165-86

ხუთი ლომი

სტუმრებმა სინბინზეც გაძლეს. მათი 8 მორკინალიდან ხუთი (!) ლომთა შემადგენლობაში ზელანდიას მოიხილავს.  ერთ მათგანს - ახმახ ჯორჯ ქრუზს ცოტა დააკლდა ლელომდე, მაგრამ მალევე მეორე - ბურჯი მაკო ვუნიპოლა - ახლოდან, ღონით მაინც ეწია მიზანს * 13:3 @ 55’

ამის შემდეგ მანსთერის კივმა დამრტყმელმა, თაილერ ბლაინდელმა ჯარიმა გააფუჭა, ოუენ ფარელის გაგორებულთან კი იანკმა ქრის ვაილზმა მიასწრო საიმონ ზიბოს.  სულ ბოლო შეტევით სტანდერმა მაინც შეიტანა პრესტიჟის ლელო, და სარასენსმა * 26:10 იმარჯვა

კენტ წლებში

ბევრად უფრო დრამატული გამოვიდა ლიონის მატჩი.  კლერმონმა საწყის მეოთხედში * 15:0 გაუსწრო ლენსთერს.  დაბლინელები საათის თავზე თუმც კინაღამ წინ გავიდნენ, ფრანგებმა მაინც იმარჯვეს * 27:22 და კენტ წლებში ზედიზედ მესამედ უწიეს ფინალს

გამარჯვებულთაგან თავი გამოიჩინა ინგლისელმა გარემარბმა დევიდ სთრეთლმა:  ჯერ ფიჯელ ისა ნათევას თავზე ფეხით გადაუგდო ბურთი და ოვალს ლელოში მიუსწრო ფიჯელმავე პეთელი იატომ;  მერე ნათევა სინბინში გაამწესეს სთრეთლის უბურთოდ დაჭერისთვის, ბოლოს კი ბრიტმა მოკლე ფრთაზე გააბითურა ორი მბოჭავი

სწორად შენიშნეს

ზედ შესვენების წინ ფრანგმა მორგან პარამ ააცილა ჯარიმა, რის საპასუხოდაც ირლანდიელმა ლომმა, ჯონი სექსთონმა გაიტანა ზედიზედ ოთხი * 12:15 @ 54’

მალე ფერგიუს მაკ’ფადენმა შორიდან გასერა კლერმონის დაცვა და ნავარდი დენ ლივის ლელოთი დასრულდა, მაგრამ ნაიჯელ ოუენსმა და ტელე’რეფმა სწორად შენიშნეს, რომ გარღვევამდე იმავე ლივიმ რაქთან შეაფერხა უბერებელი ორელიან რუჟერი.  ლელო გაუქმდა, ხოლო პარამ 40 მეტრიდან იქეთ შეაგდო ჯარიმა * 18:12 @ 57’

დასკვნით მეოთხედში კლერმონის მგეზავმა - კამი ლოპესმა 35 და 40 მეტრიდან დაჰკრა არეკნები, მათ შორის კი ლომებს მიღმა დარჩენილმა გარი რინგ’როუზმა 60-მეტრიანი სოლო განახორციელა, მაგრამ გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა

 

ევროპის "ჩემპიონთა თასი"  2016-17

პლეიოფი      1    2    3    4    5    6    მფ

<<   ნახევარ’ფინალები

მანსთერ (ირლ#2) 10:26 სარასენს (ინგ#3)

ლ: სტანდერ; გ: ქითლი; ჯ: ბლაინდელ -

2ლ: მ.ვუნიპოლა ვაილზ; 2გ 4ჯ: ფარელ სბ რეი

რეფ პუატ (სფრ) @ 22/04 დაბლინ, ავივა (51 300  ვიდეო

3:0(7) 3:3(17) სბ(23ს) 3:6(35) /
3:13(55) 3:16(64) 3:23(72) 3:26(75) 10:26(80)

კლერმონ (სფრ#1) 27:22 ლენსთერ (ირლ#4)

2ლ: იატო სთრეთლ; გ: პარა; 3ჯ: პარა 2, ლოპეს; 2ა: ლოპეს -

ლ: რინგ’როუზ; გ 5ჯ: სექსთონ სბ ნათევა

რეფ ოუენს (უელ) @ 23/04 ლიონ, ჟერლონ (40 024  ვიდეო

7:0(6) 10:0(10სბ) 15:0(15) 15:3(40+4) / 15:6(44) 15:9(49) 15:12(54) 18:12(57) 21:12(64ა) 21:19(69) 24:19(72) 27:19(76ა) 27:22(79)

 

ბორჯღალოსანი

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

დავით ზირაქაშვილი (კლრ)  

3

-65

0/3

9

0

0

9/3

0

1

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

ფინალი

კლერმონ (სფრ) - სარასენს (ინგ)

შაბ 13/05 @ 20.00 საქ @ მარიფილდ, ედინბურგ (შტლ)

www.000webhost.com