ფრიადი მიღწევა

   ლონდონის "სარასენსმა" მარიფილდზე კოხტად ძლია უიღბლო "კლერმონი" და ევროპის "ჩემპიონთა თასი" შეინარჩუნა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

ტურნირის ზედიზედ მოგება ფრიადი მიღწევაა: ტიტული ვერასოდეს ვერ დაუცავს თვით ევროპის 4-გზის ფალავანს - ტულუზს, სარასენსი კი შეიქნა მეოთხე, ვინც ეს შეძლო

ევროპულ რკენას მეასედ (!) გაუძღვა უელსელი კოლორიტი ნაიჯელ ოუენსი.  ტაქტიანმა კომიკოსმა სინბინში არავინ გაისტუმრა და ჩვეულ ყაიდაზეც - შემოქმედებითად მიუდგა საქმეს, მაგრამ მავანთ ეგეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ მსაჯმა ფრანგები დაინდო

კლერმონს შინ, ახლანდელ - ტოპ 14-სა და მის წინამორბედებში -
12 ფინალიდან 11 წაუგია, ევროპაში კი შეიქნა პირველი, ვინც ბოლო თამაშს მესამედ უწია და ყოველ ჯერზე მოეცარა ხელი

გუდის წვლილი

ანგარიში სარასენსმა გახსნა და სულ წინ იყო.  კლერმონი თითო ქულამდე ორჯერ წამოეწია მეტოქეს.  სტატისტიკურადაც ლონდონის კლუბმა იყოჩაღა: ბურთის ფლობა 60-40%, ტერიტორია 69-31%, პასი 178-116, სოლო 153-122, მბოჭავის გაბითურება 32-20, რაქი 104-82, თერნოვერი 11-18, და ოფლოუდი’ღა მოუგროვდა კლერმონს მეტი 21-10

გავიდა ხუთი ბარაქიანი ლელო. გამარჯვებულთაგან სამივეში დაიდო წილი ზურგმა (ფულ’ბექი #15) ალექს გუდმა:  პირველზე 25 მეტრიდან ბურთი ფეხით დაუგორა გარე’მარბ ქრის ეშთონს; მეორეზე წითელ ზოლში დასცეს და მიზანს შემდეგსავე ფაზაში ეწია ჯორჯ ქრუზი; მესამეზე კი, ოუენ ფარელის პასით, ახლოდან გასხლტა ფრთისკენ

ვეღარ დაამიწა

ეშთონმა ევრო’კარიერაში 37-ე ლელო მიითვალა და ჩამოიტოვა ტულუზელი ვენსან კლერკი.  ფარელმა 7 ცდით 5 გოლი გაიტანა; კამი ლოპესმა ააცილა არეკნი, და 17:25-ზე ჯარიმაც, ფრანგთა სამსახურში მყოფი ფიჯელი მარბიელი, პეთელი იატო კი ორივე ლელოს გატანაში მონაწილეობდა

0:12-ზე დათო ზირაქაშვილმა ზედახორაში ვეღარ დაამიწა ალამთან შეტანილი; ლოპესს ტაიმის ბოლოს ცხვირიდან სისხლი დაედინა; ანგარიში 14:15 მას შემდეგ გახდა, რაც სქოთ სპედინგმა გარისკა - 95 მეტრიდან შეუტია, მთელმა მესამე ხაზმა წაიბურთავა, იატომ ხელის კვრით მოიშორა ფარელი და ბურთი ნიქ აბენდენონს გაატანა

დასასრულ შევნიშნოთ, რომ სარასენსის "რაგბის დირექტორია" ირლანდიელი მარქ მაკ’ქოლ’ი, ევრო’თასთა საუკეთესო მორაგბის სარგო - "ენთონი ფოლის ჯილდო" - კი ფარელს გადაეცა

 

ევროპის "ჩემპიონთა თასი"  2016-17

პლეიოფი      1    2    3    4    5    6    მფ    ნფ

<<   ფინალი

სარასენს 28:17 კლერმონ

სარ ინგ#3: გუდ ეშთონ ვოშ ბარით^კაპ (თეილორ 54) ვაილზ (ლოზოვსკი 79) <10-9> ფარელ ვიგლს’ვორს (სპენსერ 79) / მ.ვუნიპოლა (ლამოზიტელე 77) ჯორჯ (ბრიც 51) კოხ (პ.დიუ’პლესი 79) ითოჟე (ჰემილთონ 79) ქრუზ; როუდს რეი (ბერგერ 61) ბ.ვუნიპოლა - 3ლ: ეშთონ ქრუზ გუდ; 2გ 3ჯ: ფარელ

კლრ სფრ#1: სპედინგ (ფერნანდეს 71) სთრეთლ რუჟერი (პენო 54) ლამერა აბენდენონ <10-9> ლოპეს პარა (რადოსავლიევიჩ 75) / შომე (ფალგუ 23-25, 54) კეიზერ (ულუნგია 67) ზირაქაშვილი (ჯარვის 77) იტიურია ვაამაინა (ჟედრასიაკ 46) შული^კაპ იატო (ლაპონდრი 61) ლი (იატო 64-65) - 2ლ: ლამერა აბენდენონ; 2გ ჯ: პარა

რეფ ოუენს (უელ) @ 13/05 ედინბურგ, მარიფილდ (55 272  ვიდეო

5:0(13) 12:0(23) 12:7(28) /
15:7(51) 15:14(54) 18:14(58) 18:17(60) 25:17(74) 28:17(79)

 

ბორჯღალოსანი

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

დავით ზირაქაშვილი (კლრ)  

3

-77

0/5

5

0

0

10/2

0

0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

ყველა მფლობელი

ტულუზ

(სფრ)

1996

2003

2005

2010

ბრივ

(სფრ)

1997

ბას

(ინგ)

1998

ალსთერ

(ირლ)

1999

ნორს’ჰემპთონ

(ინგ)

2000

ლესთერ

(ინგ)

2001

2002

ვოსპს

(ინგ)

2004

2007

მანსთერ

(ირლ)

2006

2008

ლენსთერ

(ირლ)

2009

2011

2012

ტულონ

(სფრ)

2013

2014

2015

სარასენს

(ინგ)

2016

2017

 

 

გაისად * 2017-18

ავივა (6)

ვოსპს ექსეთერ სარასენს ლესთერ ბას ჰარლიქვინზ

ტოპ 14 (6)

ლა’როშელ კლერმონ მონპელიე ტულონ
კასტრ რასინგ

გინეს (7)

მანსთერ’ირლ ლენსთერ’ირლ ჰლანეჰლი’უელ ოსპრეიზ’უელ ალსთერ’ირლ გლაზგო’შტლ ტრევიზო’იტა

პლეი’ოფი (1)

ნორსჰემპთონ’ინგ - ქონოთ’ირლ |
სტად’სფრ - კარდიფ’უელ