რაგბის გარდა - ყველაფერი

   ბორჯღალოსნებმა 3-მატჩა პან-ამერიკული ტურნე გამარჯვებით დაიწყეს - ალბერთულ ტაროსში ნულზე მოსვეს მასპინძელი კანადა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ალბერთა რომ კავკასიიდან ძალზედ შორსაა, ალბათ მაგიტომ დაჭირდა 18 საათი იქედან ოფიციალური ოქმის იმეილით მოღწევას, ხოლო თუ მზის ამოსვლა-ჩასვლით ვიმსჯელებთ, ჩვენსა და მაგ პროვინციას შორის სხვაობა 10 საათია!

ალბერთულად თამაში დღის სამზე იყო, ოღონდ ჩრდილოურად ციოდა, გადაუღებლად წვიმდა და ქარიც ძლიერად ქროდა.  პირველ ტაიმში ნეკერჩხლებმა რომ ვერაფერი დაგვაკლეს ზურგ’ქარში, მასპინძელი ქომაგი მოაკლდა სტადიონს და დარჩნენ იქაური ქართველები’ღა

ჯოჯოხეთურ გარემოში ვიხილეთ ყველაფერი, გარდა რაგბისა.  კანადა კრიზისშია და მსოფლიო თასის შესარჩევებს ალბათ წააგებს: მალე - შტატებთან, და მერე და მერე ურუგვაისთანაც, მაგრამ მილთონური ტაქტიკა და სელექციის მეთოდიც რომ ვეღარა ჭრიან, ეგეც ცხადია

რომ არ გაყინულიყო

შერკინებაში მთელი თამაში ვათრიეთ მეტოქე, მაგრამ კელტმა რეფმა დაბლინურად აბალანსა ყველაფერი - სანაცვლოდ მოლში გვაჯარიმა.  იმათ ზურგ’ქარში აბრაგანებისა და შეცურების მეტი ვერაფერი იხერხეს და ტრადიციულად დაგვაპანიკეს, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს იყო

მეორე ტაიმში, პირ’ქარში, კანადა ჩვენს ნახევარზე ვეღარ გადმოვიდა, ბორჯღალოსნებმა კი ირაგბეს ზე’პრაგმატულად: მიწოლა - ჯარიმა -  კარში ან კიდეზე + მოლი.  ამით უკანა ხაზი ისე გაგვეთოშა, რომ ბურთს დანატრებული, პაუზების დროს დარბოდა, რათა არ გაყინულიყო

5-ჯერვე ჩამოგვერთვა

იმათ კარში დაჰკრეს ერთი - 40 მეტრიდან და ისიც ააცილეს.  პირველ ტაიმშივე დაგვემტვრა ორი მორკინალი.  "მეკომ" ახლოდან (23-30 მეტრი) ჯერ გაიტანა ორი და მერე გააფუჭა მაგდენივე, რის გამოც გარდასახვამდე მეტად აღარ დაურტყამს

ბოლო მეოთხედში წითელ ზოლს 5-გზის ვუწიეთ, მაგრამ ბურთი ყოველ ჯერზე ჩამოგვერთვა.  ბოლოს იმათ გაუსინბინეს ახმახი კაპიტანი, "ბეგოს" შეცურებულზე კი შეცდა მაქი და მეკომ "უქმი ბურთის ხაზამდე" დაუმიწა * 13:0

ახლა ფანობა იმის იმედადაა, რომ ჯორჯიაში დარში ვირაგბებთ და თამაშსაც, ძიგძიგა სთრიმის ნაცვლად, ტელევიზორში ვუყურებთ.  სხვაფრივ, "კაჭმა" მე-100 კეპი მიითვალა და ცენტურიონი გახდა მეკოსავით, ვინაც ლელოებით ზედგინიძესა და ხამაშურიძეს დაეწია

 

ამერიკის ტურნე * 2017

პირველი ტესტი

 

<<  საქართველო 13:0 კანადა

  წარსული   23 მოთამაშე   ბარათი 

საქ: კვირიკაშვილი მათიაშვილი კაჭარავა შარიქაძე^კაპ თოდუა
<10-9> ხმალაძე (მალაღურაძე 79) ლობჟანიძე (ბეგაძე 70) / ნარიაშვილი (ასიეშვილი 67) ბრეგვაძე (ალხაზაშვილი 71) ფეიქრიშვილი (ბეკოშვილი 28) ნემსაძე (ჩხაიძე 59) მიქაუტაძე (ჭეიშვილი 79) ლომიძე თხილაიშვილი (ო.გიორგაძე 40+) ბიწაძე -
ლ გ 2ჯ: კვირიკაშვილი

კან: ქოუ (ჰერნ 65) მურ თრეინორ ჯ.დიუ’ტოი დიუქ <10-9> ო’ლირი მაქ / სირს-დურუ (ლუკა 61) პიფერო (ჰოვარდ 73) ილნიცკი (თირნი 61) ბუქებუმ^კაპ სბ 74, ქიზ (ჩიზომ 59-78) ბეილი (ქარპენთერ 41) ჰითონ ჩეივანოვიჩ

რეფ ბრეის (ირლ) 10/06_2017
@ ალბერთა, ქალგარი, რაგბი პარქ (წვიმა, თოში და ქარი)

3:0(4) / 6:0(46) სბ(74კ) 13:0(78) ბოლო(80+3)  ვიდეო

ბორჯღალოსანთა სვლაგეზი

საქართველოს თარიღითა და დროით

11/06

კანადა

00:13

საქართველო

ქალგარი

18/06

შტატები

03.00

საქართველო

ატლანტა

24/06

არგენტინა

23.15

საქართველო

ხუხუი

 

29 წლის (1989-2017) მონაგარი

201 თამაში (81 შინ, 80 გარეთ, 40 ნეიტრ)
123 მოგება - 71 წაგება * 7 ფრე
ქულა 
4637:3614 (+1023)  
ლელო 
552/368 (+184)

>>  250 ბორჯღალოსანი

100 ბექი, 141 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს
268, ხოლო ფორვარდებმა 284 ლელო

>>  კანადასთან (2009-2017)

6თ (2შ 3გ 1ნ)  3-3   91:119   ლ 10/11

>>  ბორჯღალი (კეპი)

104 კვირიკაშვილი; 100 კაჭარავა; 95 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
  77 ზიბზიბაძე;
76 მალაღურაძე; 75 დათუნაშვილი; 73 მაჩხანელი;
 
71 გორგოძე, ნემსაძე; 70 ურჯუკაშვილი; 67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე;
 
65 თოდუა; 64 ა.გიორგაძე, შველიძე; 62 სუთიაშვილი;
  61 ხამაშურიძე, სამხარაძე;
57 ჯიმშელაძე;
  56 ბეგაძე;
54 ხმალაძე; 53 ზირაქაშვილი; 52 შარიქაძე

>>  ქულა (მარტო დამრტყმელები)

816 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური

>>  ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე, კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი;
15 ზედგინიძე, ხამაშურიძე, კვირიკაშვილი;
14 უდესიანი; 12 ლაბაძე, ნემსაძე; 11 ა.გიორგაძე;
10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე, თხილაიშვილი, შარიქაძე;
  9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი

1989-2017 200 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად