კუთვნილი დაუქვითავად

   ბორჯღალოსნებმა პან-ამერიკულ ტურნეზე ტესტი შტატებშიც მოიგეს - ზე’მძლავრი შერკინებისა და საწყის 50 წუთში ბატონობის წყალობით

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმი და სტატისტიკა

თოშიანი ქალგარისგან განსხვავებით, ატლანტაში ისე ცხელოდა, რომ პირველ ტაიმში დასარწყულებელი ტაიმ’აუტიც კი გამოაცხადა არგენტინელმა რეფმა

მანვე, სადაურობის გამო, დაგვიფასა შერკინება და დაუქვითავად გვარგუნა ის, რაც გვეკუთვნოდა - 9 ჯარიმა, სინბინი და 7-ქულიანი!

თამაშზე შეიკრიბა ამერიკის ქართველობა - რაგბზე ვერელი მუსიკოსი "ზუმბაც" მივიდა!  უნივერსიტეტის მოედანს ლელოები მოკლე ჰქონდა და მიწაც ითხრებოდა

"რაგბი ევროპისა" არ იყოს, ამერიკელებსაც შესარჩევები რომ ელით და ჩვენთან ჭიდილიც არ ხიბლავთ - კანადამა და შტატებმაც ნარევი გუნდი დაგვაჯახეს, მაგრამ ეგ მათი პრობლემაა და არა ჩვენი

სხვაფრივ, თუმც სპორტში მთავარი შედეგი და რეიტინგია, ეგეც სათქმელია, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით ჯერაც დიდი სხვაობაა დაბლინური კლასიფიკაციით პირველსა და მეორე დონეებს შორის

ზედიზედ 12 ჯარიმა

თავიდან იყო მამა’პაპური პინგ’პონგი და 11 წუთიც უჯარიმოდ გაილია. იანკები უშედეგოდ ფაფხურობდნენ, მერაბ "მეკო" კვირიკაშვილმა კი 50 მეტრიდან გამოაქცუნა გადაკიდებული და ფეხი ცოტათი რომ იტკინა, გარდასახვა ვეღარ შეაგდო * 5:0 @ 9’

მალე არწივებმა ჩვენს წითელ ზოლს უწიეს, მაგრამ გიორგი კოშაძემ მიაღებინათ ჯარიმა.  მერე მეკოს "ბოლ’ბექი" (დერეფანი დარტყმის ადგილიდან) შეემთხვა და მაკ’გინთიმ 30 მეტრიდან დაჰკრა * 5:3 @ 17’

ისევ პინგ’პონგი და შემდეგ 30 წუთში ზედიზედ 12 ჯარიმა ჩვენს სასარგებლოდ!  მეკომ კარის წინიდან შეაგდო ორივე * 11:3 @ 28’, ბურთაობა კი ვერაფრით აეწყო - სცოდავდა ყველა, და მხოლოდ ქაოსურ მონაკვეთში, სანდრო თოდუას სოლოა აღსანიშნავი

24’ წუთზე ცხრიდან (!) პირველი ჩაქცევა აღინუსხა. ტაიმის ბოლოს ლაშა ხმალაძემ ფრთაზე გადაუკიდა კოშაძეს და ამან მერაბ შარიქაძეს ამოუგდო, მაგრამ "ბუკას" კისერში სწვდნენ # ჯ 7-2

შერკინებით მეხუთე თრევა ბურჯის გასინბინებით დასრულდა, მეექვსე კი - კაცი ბორჯღალოსნების ისტორიაში პირველი 7-ქულიანით - ახლებური, "უგარდასახვო საჯარიმო ლელოთი" () 18:3 @ 40+3’ # ჯ 10-2

შეცვლა ვერ ჰკადრეს

მეორე ტაიმის ქიქ’ოფი იხელთა კოშაძემ, მეკომ კი 10 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა * 21:3 @ 43’, და ეს აღმოჩნდა ჩვენი ბოლო შედეგიანი ქმედება

47’ წუთზე მეშვიდე თრევას 40 მეტრზე მოყვა ჯარიმა, მაგრამ ოვალი კარს აცდა, მალე კი დერეფანში გიორგი ნემსაძე რომ ჩამოაგდეს, ჯარიმათა სათვალავი 13-2 გახდა, მაგრამ მეკომ კიდეს ვეღარ უწია

ბოლო ნახევარ საათში გუნდი ერთიანად მოშლილი იყო.  ნორჩ ვასო ლობჟანიძეს რომ შეემთხვა ბოლ’ბექი, უმალ შეცვალეს, ავტორიტეტებს კი იგივე ვერ ჰკადრეს, რის გამოც ზორბა, მარდი და უკეთესი ფეხოსანი - ლაშა მალაღურაძე ისევ სულ ბოლოს, სამადლოდღა ჩაება თამაშში

იანკების პირველ ლელოზე ზედიზედ 4-ჯერ დავჯარიმდით; იმათ ორჯერ უცებ გაგვითამაშეს, გადააბეს ფაზები, სცადეს "აიღე და მიეძალე" და მოლიც * 21:10 @ 58’ # ჯ 13-6

შემდეგი ორი ჯარიმა ჩვენ გვერგო, მაგრამ ხმალაძემ მოკლე ლელოში შეაგორა!  იქვე გიორგი ცუცქირიძემ ჩამოაგდო თე’ო და სინბინში ჩაჯდა, მაგრამ შტატებს ხან ბურთი დაუვარდა და ხანაც დაჯარიმდა # 16-7 @ 68’

დაცვა ჩაფლავდა

71’ წუთზე 15 მეტრზე მოვიგეთ დერეფანი და მოლი ავაგორეთ, მაგრამ მეკომ 25 მეტრიდან ააცილა არეკნი.  უმალ აბრაგანზე ადრე გაიქცნენ მდევრები და იმათ უცებ რომ გაგვითამაშეს, ქაოსში მოკლე ფრთაზე ჩაფლავდა ჩვენი დაცვა * 21:17 @ 73’

და ისევ პინგ’პონგი!  ხმალაძემ სდია ბურთს;  დურუთალოს წინ დაუვარდა. შერკინებამ მეცხრედაც (!) იძალა # ჯ 17-8, მაგრამ მეკომ კარის წინ, 30 მეტრიდანაც ააცილა

აქ თამაშში, როგორც იქნა, ჩააბეს მალაღურაძე.  მეტოქის 22-ში გავაჩაღეთ დროის გასაყვანი და ჯარიმის მოსაპოვებელი "აიღე და მიეძალე", მაგრამ ბურთი მეხუთე ფაზაში დავკარგეთ, იმათ კი ბოქსი აგვიწიეს და ღლეტვით ჯარიმაც მიგვაღებინეს # ჯ 17-9

არწივების ბოლო შეტევა 22-მეტრა დერეფნით დაიწყო. მოლს მოყვა რაქი, იქეთ ჩათამაშება, აქეთ ჩამოთამაშება, და დასრულდა მალაღურაძისა და ბექა ბიწაძის მიერ მეთიასის კიდეზე გადადენით * 21:17

ამ დროს საქართველოში კვირა დილის 04.58 იყო და ჩიტები ჟღურტულებდნენ

 

ამერიკის ტურნე * 2017

მეორე ტესტი

 

<<  საქართველო 21:17 შტატები

  წარსული   23 მოთამაშე   ბარათი 

საქ: კვირიკაშვილი კოშაძე კაჭარავა შარიქაძე^კაპ თოდუა
<10-9> ხმალაძე (მალაღურაძე 77) ლობჟანიძე (ბეგაძე 60) / ნარიაშვილი (მატარაძე 70) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 50) ჩილაჩავა (ბეკოშვილი 41) ნემსაძე (ო.გიორგაძე 63) მიქაუტაძე (ჩხაიძე 50) ლომიძე კოლელიშვილი (ცუცქირიძე 55 სბ 65-74) ბიწაძე -
(ბიწაძე) + ლ 3ჯ: კვირიკაშვილი

აშშ: თე’ო ლეუტა (ველდრენ 40+2 - 49) ქემპბელ მაკ’გინთი ოგსპერგერ <10-9> მეგი (ბრაქი 52) დევის (მეთიას 58) / პურპურა (თარ 41) ჰილთერ’ბრენდ (მელქომ 53) ბაუმან სბ 40+2 - 49 (ველდრენ 50) ბრეიქლი ლენდრი; ქლევერ^კაპ (ჯენსენ 65) ლემბორნ (თიმა 66-74) დოულან (დურუთალო 53) - 2ლ: ოგსპერგერ ჯენსენ;
2გ ჯ: მაკ’გინთი

რეფ ანსელმი (არგ) 17/06_2017 @ ატლანტა, ქენისო, "5/3 ბენქ"

5:0(9) 5:3(17) წყ(20) 8:3(23) 11:3(28) სბ(40+2ა) 18:3(40+3შ) /
21:3(43) 21:10(58) სბ(65ს) 21:17(73) 
ვიდეო

ბორჯღალოსანთა სვლაგეზი

საქართველოს თარიღითა და დროით

11/06

კანადა

00:13

საქართველო

ქალგარი

18/06

შტატები

17:21

საქართველო

ატლანტა

24/06

არგენტინა

23.15

საქართველო

ხუხუი

 

29 წლის (1989-2017) მონაგარი

202 თამაში (81 შინ, 81 გარეთ, 40 ნეიტრ)
124 მოგება - 71 წაგება * 7 ფრე
ქულა 
4658:3631 (+1027)  
ლელო 
554/370 (+184)

>>  250 ბორჯღალოსანი

100 ბექი, 141 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს
269, ხოლო ფორვარდებმა 285 ლელო

>>  შტატებთან (2009-2017)

5თ (2შ 3გ)   2-3   ქ 96:126   ლ 9/13

>>  ბორჯღალი (კეპი)

105 კვირიკაშვილი; 101 კაჭარავა; 96 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
 
77 ზიბზიბაძე, მალაღურაძე; 75 დათუნაშვილი; 73 მაჩხანელი;
 
72 ნემსაძე; 71 გორგოძე; 70 ურჯუკაშვილი; 67 ლაბაძე;
 
66 ზედგინიძე, თოდუა; 64 ა.გიორგაძე, შველიძე; 62 სუთიაშვილი;
  61 ხამაშურიძე, სამხარაძე;
57 ჯიმშელაძე, ბეგაძე; 55 ხმალაძე;
  53
 ზირაქაშვილი, შარიქაძე; 50 მიქაუტაძე

>>  ქულა (მარტო დამრტყმელები)

830 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური

>>  ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე, კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი;
16 კვირიკაშვილი; 15 ზედგინიძე, ხამაშურიძე;
14 უდესიანი; 12 ლაბაძე, ნემსაძე; 11 ა.გიორგაძე;
10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე, თხილაიშვილი, შარიქაძე;
  9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი

1989-2017 200 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად