თრევიდან ბურთაობამდე ... შორია

   ბორჯღალოსნებმა პან-ამერიკული ტურნეს ფინიშზე, არგენტინაში, უსიტყვოდ, ოღონდაც მცირე სხვაობით წააგეს პუმებთან

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმი და სტატისტიკა

არგენტინა, კანადისა და შტატებისგან განსხვავებით, სხვა - პირველი დონეა, და რაკი არც მსოფლიოს შესარჩევები ჰქონდა გასამართი, საუკეთესო რაზმით გვერაგბა

ჩვენ. რაც შეგვეძლო, ვუჩვენეთ რაგბეთს: როგორც გვჩვევია, ბოლომდე ვიბრძოლეთ; შერკინებით ვათრიეთ თვით "ლოს პუმას"ი;  ხელ’და’ხელ გავიტანეთ უკოხტავესი ლელო, მაგრამ სიმართლესაც თვალი უნდა გავუსწოროთ - კვლავაც "შეტევაში უმწეო. ბურთაობის ვერ’მცოდნე, მარტო სტატიკაში მოჭიდავე, მედგრად დამცველ" გუნდად ვრჩებით

თაობა რომ წამოგვესწრება

ცხადია, რომ ხარისხიანი ტესტები გვჭირდება, თორემ რუმინეთთან რაგბობით ვეღარ ვიზრდებით.  ამ მხრივ თურმე ცოტათი გვეშველება 2020 წლიდან, როცა გლობალური კალენდარი ამოქმედდება.  იმედია, მაგ დროისთვის ახალი თაობაც წამოგვესწრება, მანამდე და მერეც კი გვმართებს მარად ცვალებადი "ზეპური რაგბის" სწავლა და შეთვისება

და მაინც, ტურნე წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ:  ბიჭებმა მოვლეს დასავლეთი ნახევარ’სფერო და თვალ’საწიერი გაიფართოვეს; კანადა და შტატები პირველად ვძლიეთ მათსავე მოედნებზე; და ვერცერთი სხვა სპორტის მიმდევარი ქართველი ამდენს - მოკრძალებული შეფასებით, 42 800 კილომეტრს - რომ ვერ იფრენს, ეგებ რომელიმე კალამ’მჭევრმა თავ’გადანავალი ვებ’მემუარადაც ჩამოქნას ...

შინაური ფათერაკები

ბოლო თამაში მოეწყო ბოლივიის საზღვართან, 1593 წელს, მაცხოვრის სახელზე დაარსებულ ქალაქში, რომელიც ზღვის დონიდან 1,260 მეტრზეა გაშენებული, ხოლო დედაქალაქს 1,525 კილომეტრითაა დაშორებული.  უცხო სეირს დანატრებულ პროვინციელთათვის "ხეორხიის" სტუმრობა ჭეშმარიტ ზეიმად იქცა, მით უფრო, რომ  პუმებიც ისტორიაში პირველად რაგბობდნენ ხუხუი’ში

შინ კი ფათერაკები მოგვიმრავლდა:  რაგბიდან ერთობ შორს მდგარი "იმედი", გამოჩენილი შუამავლის წყალობით, აშკარად გვერდიდან ჩაება ბოჭვაში და ლაივი წაღლიტა საზ’მაუს, მაგრამ რაღაც ჭირად, ოვალი უმალ წინ დაუვარდა - თანა’მგზავრით რომ ვერ (?!) მიიღო სიგნალი, ეთერში დაგვიანებით ჩართო სრთიმი, რომელზეც ბევრად ხარისხიანი თავიდან ბოლომდე გავიდა ვიპ’ლიგ-ზე, რაგბი.პას-ით!

მეტადაც აირევა

უარესი დომხალი ახლდა თან 23-კაცა ნუსხის გასაჯაროებას:  ჰეიგის შტაბმა ორი, სამ პოზიციაზე (6 8 20) განსხვავებული სია დააგზავნა სულ სხვადასხვა ინსტანციაში, რის გამოც რაგბის კავშირის საითს რაზმის გადაკეთება მოუხდა და ფანობა ფრიადაც მოიმდურა, უცხოურ ნეთში კი, რესურსთა უმეტესობაზე, 18 ნომრად ხატიაშვილის ნაცვლად წერია ფეიქრიშვილი, რაც გლობალურ სტატისტიკებს მეტადაც აღრევს

სხვაფრივ, პირველ დონეზე ტესტობა რომ ყოველ’მხრივ მარგია, ქსელშიც გამოჩნდა - სანაქებო ნეთ’ქასთი წაიყვანა თვით უბობოლესმა "ოპტა"მ!  ჰოდა, სტატისტიკამ გაგვიმაგრა ზეპირი შთაბეჭდილება: ძლიერთან ისევ მოგვეშალა დაცვა - 27 ბოჭვა გაგვიცუდდა, ხმალაძემ კი თუმც წლის საუკეთესო ტესტი ითამაშა, 5-ჯერ დაკარგა ბურთი

ერთი კია:  გვახარებს ფორმაში ჩვენი "ქოქოსას" ჩადგომა და ძაანაც გვიჯობს, გუნდი თამამად აბურთაოს და ოვალი ფეხით არ იშოროს!

ჯერ - მარაგი

არგენტინამ ქრესტომათიულად მოგვიგო:  ჯერ ჯარიმებით შექმნა მარაგი * 12:3 @ 27’, მერე კი, მორკინალის სინბინზე, ლელოებიც დაგვიდო * 26:3 @ 38’

ის იყო, მეტოქეს სირცხვილი ვაჭამეთ - შერკინებაში ღონით 7-ქულიანი ავკიდეთ * 15:33 @ 51’, რომ იმათ, უმალ და იოლად, წყვილი ლელო დაგვიდეს * 45:15 @ 56’

ამით მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა, მაგრამ კავკასიელები უტეხი ხალხი რომა ვართ, ბოლომდე ვიომეთ და 16 ქულითღა წავაგეთ * 29:45

უჩვეულოდ შორს

ნიკო სანჩესმა თავიდან 47 მეტრიდან ორჯერ დაარტყა და ერთიღა გაიტანა.  პუმებმა ამ ჯარიმებს შორის ერთიც უცებ გაათამაშეს, ჩვენ კი პირველად 12’ წუთზეღა მოვიხელთეთ ბურთი და 25 მეტრით უკან (!) დავიხიეთ

0:6-ზე გაასვენეს ლესანა, მის ნაცვლად შემოსულმა პავლო მატერამ კი აგვიკლო (71 მეტრი 12 სოლოზე, 3-3 გაჭრა და გაბითურება)

ფეხით თამაშისას ორივე გუნდი ცდებოდა - გაუხშოებული ჰაერის გამო ბურთი უჩვეულოდ შორს მიფრინავდა. ჰოდა, იმათ მოგერიებული ჩვენს ლელოს რომ გადააცილეს, მათსავე 22-ში, შერკინებით, სამჯერ მოვერიეთ * 3:6 @ 20’

ქიქ’ოფის მიღებისას ლობჟანიძე ჩამოაგდო მოჟანომ და გაასინბინეს, მაგრამ იმათ აქეთ გაგვიტანეს ორი გოლი, მჭედლიძე კი ტუკულეტს მხრით რომ დაეჯახა, რეფმა ჯარიმა აკმარა * 3:9 @ 24’ # ჯ 3-6

სასწაული ლელო

დერეფანს ხომ ვაგებდით და მხტომელსაც ვეჯახებოდით * 3:12

პუმებმა ჩვენს წითელ ზოლსაც უწიეს, ნემსაძეს კი მოლში კისრის გადაგრეხვა დაბრალდა და გაგვიგდეს, რაც 14 ქულად დაგვიჯდა:

ჯერ კაპიტანმა კრევიმ დაასრულა 10-მეტრა დერეფანში აგორებული მოლი, მერე კი იმათ უცებ გაგვითამაშეს შერკინებაში მოპოვებული თავისუფალი, დე’ლა’ფუენტე გაგვისხლტა და მეტობა გამოიყენა ხოაკინ ტუკულეტმა * 3:26

აქამდე შეტევაში ვერაფერი გაგვეკეთებინა, მაგრამ მოხდა საოცრება:

ლაშა ხმალაძემ 80 მეტრიდან გამოაქცუნა ქიქ’ოფი, ფინტებით 30-მდე ინავარდა და შიგნით მიაწოდა კაჭარავას; დავითი გარეთ წაეთამაშა მჭედლიძეს; თაზო - შიგნით ლობჟანიძეს; ვასო ლელოდან 10 მეტრზე - გარეთ, კაჭარავას და დაიდო სასწაული ლელო * 8:26 @ 39’

ახალი წესი ვიციო

მეორე ტაიმის დასაწყისში კვირიკაშვილს, შეტევაში, ლელოდან 30 მეტრზე - გრძელი, რისკიანი და იოლად გამოსაცნობი პასი ჩაუჭრა რამირო მოჟანომ და 70 მეტრი ეულად იჭენავა * 8:33 @ 44’

ბურთაობით წინ რომ ვერ მივდიოდით, ისინი გვეშაირებოდნენ, რასაც კინკლაობა და სიფთაზე წამორტყმა მოჰყვა, არგენტინას კი 49’ წუთზე ლელომდე 2 მეტრი რომ დააკლდა და ბურთი წინ გადაუვარდა. შერკინებაში ვათრიეთ # ჯ 5-9

აქ მეორე საოცრებაც მოხდა:  ხმალაძემ 95 მეტრიდან დაუმიზნა კიდეს, მავანმა პუმამ კი - ესაო და აუტის ახალი, კალათბურთული წესი ვიციო - კიდის ხაზის სიბრტყის გადაღმიდან, ხელის წატყაპუნებით "თამაშში დატოვა" ოვალი და ეს გორვა-გორვით გადასცდა ... მასპინძელთა ლელოს უკანა ხაზს!

მსაჯმა ფეხი აითრია

ასე გვერგო 5-მეტრა შერკინება და იმათგან დატრიალება-წამოდგომის შემდეგ - 7-ქულიანიც!  პუმებმა საჯარიმო ლელო იწყინეს და თამაშის გასაახლებლად მყის გაიქცნენ ცენტრისკენ.  ამაზე ჩვენები დაპანიკდნენ, მაგრამ თავადაც ცოტათი გაოგნებულმა მსაჯმა ფეხი აითრია და ვითარება განმუხტა

მაინც ვერაფერი გვეშველა - იმათ დამჭერზე დაჯახებით აგვაცალეს ქიქ’ოფი, მოგვეძალა ალემანო, ლანდახომ კართან შეაცუნცულა მოჟანო, შემდეგ ეპიზოდში კი ბურთი რომ დავკარგეთ მოგებული დერეფნის შემდეგ, მოჟანომ (10 სოლო, 126 მეტრი, 4 გაჭრა, 11 გაბითურება)
45-მეტრა ზიგზაგით ჰეთ’თრიქი გაასრულა * 15:45

ბოლო მეოთხედის წინ იმათ გამოცვალეს ღერძი და მეტი ვეღარაფერი გაგვიტანეს, ჩვენ კი პირველად 64’ წუთზეღა შევკარით მოლი.  ხეირზე ხმალაძემ ლელოში უზუსტოდ გადაუკიდა ნემსაძეს და გიორგი სარეკლამო ფარს შემოსწყრა, 5-მეტრა შერკინებიდან კი ბურთაობითაც შევუტიეთ, მაგრამ რაღა დროს

ვიკიპედიამ გვახარა

მესამე ლელო შემდეგი 5-მეტრიანიდან დაიდო:  ხმალაძემ ჯერ შექცეული პასით ფრონტის შუაში მიუშვა მჭედლიძე, მერე კი შორს მიაწოდა სოსო მათიაშვილს * 22:45 @ 69’

მილთონს მარქაფაში კანონიკური, 5 მორკინალი რომ ესხა, დასკვნით 10 წუთში კაჭარავა გაამწესა მესამე ხაზში, ბოლოს’წინა წუთზე კი, 5-მეტრა დერეფანში, მატჩში მეორედაც (!) ავაგორეთ მივიწყებული მოლი და მეოთხე ლელო შევიტანეთ * 29:45

ამის შემდეგ პუმებმა კიდევ მოასწრეს ჩვენს მეოთხედში შემოჭრა და ჯარიმაც უცებ გაათამაშეს, მაგრამ მათიაშვილმა ჩაუჭრათ პასი, ვიკიპედიამ კი გვახარა, რომ ნოემბრის ტესტებზე, სავარაუდოდ ვაკეში, კუნძულელთა ნაცვლად, თურმე შტატები და კანადა ჩამოგვაკითხავენ

 

ამერიკის ტურნე * 2017

ბოლო, მესამე ტესტი

 

<<  საქართველო 29:45 არგენტინა

  წარსული   23 მოთამაშე   ბარათი 

საქ: კვირიკაშვილი (მათიაშვილი 48) მჭედლიძე კაჭარავა შარიქაძე ^კაპ თოდუა <10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 54) / ნარიაშვილი (მატარაძე 54) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 54) ბეკოშვილი (ხატიაშვილი 61) ნემსაძე სბ 33 (მალაღურაძე 70) მიქაუტაძე; ო.გიორგაძე (ცუცქირიძე 14-20; ჩხაიძე 49) კოლელიშვილი (ცუცქირიძე 57) ლომიძე - (ლომიძე) + 3ლ: კაჭარავა მათიაშვილი მამუკაშვილი;
2გ:
მათიაშვილი; ჯ: კვირიკაშვილი

არგ: ტუკულეტ მორონი ორლანდო (შულც 54) დე’ლა’ფუენტე მოჟანო სბ 21 (ორლანდო 67) <10-9> სანჩეს (გონსალეს-იგლესიას 60) ლანდახო (ვერტრანუ 60) / ტეტას-ჩაპარო (ნოგერა-პას 52) კრევი^კაპ (მონტოჟა 41) პიერეტო-ეილან (ერერა 51) პეტი-პაგადისავალ ალემანო; ლესანა (მატერა 17) ვაეს სენატორე (მაკომე 51) - 5ლ: კრევი ტუკულეტ მოჟანო (3 4 5) 4გ 4ჯ: სანჩეს

რეფ პირს (ინგ) 24/06_2017 @ ხუხუი, "23 აგვისტო" (20 ათასი ვიდეო

0:3(3) 0:6(16) 3:6(20) სბ(21ა) 3:9(24) 3:12(27) სბ(33ს) 3:19(34) 3:26(38) 8:26(39) /

8:33(44) 15:33(51შ) 15:40(53) 15:45(56) 22:45(69) 29:45(80) ბოლო(80+1)

*  სტატისტიკა  ოპტა

ბურთის ფლობა 44-56% (34-66 / 54-46) 
ტერიტორია
51-49% (38-62 / 60-40)
სოლო 82-119 (362-581 მეტრი), გარღვევა 7-12
პასი
80-143, ოფლოუდი 8-12, ბურთის დაკარგვა 14-13
ფეხით
18-17, სადგამიდან 3/4-8/10, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან
47-62, მოლი 1-3
ბოჭვა 99-80, გატარება 27-14, დაჯარიმება 12-12
თავისი*მეტოქის შერკინება
11*0-5*0, დერეფანი 6*1-15*3

საქართველო

წთ

ფ/პ/ს

|

^

ბჭვ

დერ

-შ

-ჯ

კვირიკაშვილი

47

4/7/7

27

0

0

0

1/0

.

1

0

მათიაშვილი

34

2/0/4

29

1

1

0

2/1

.

2

0

მჭედლიძე

81

1/4/8

42

2

1

2

3/3

.

1

1

კაჭარავა

81

0/3/5

6

1

2

0

3/2

.

0

0

მალაღურაძე

12

0/0/0

0

0

0

0

1/0

.

0

0

შარიქაძე

81

0/3/7

26

0

2

0

11/1

.

1

1

თოდუა

81

1/1/5

28

0

0

1

1/0

.

1

0

ხმალაძე

81

6/18/9

98

1

1

1

3/1

.

5

0

ლობჟანიძე

53

3/19/4

65

2

1

1

6/1

.

0

0

ბეგაძე

28

1/18/0

0

0

0

0

0/1

.

0

0

ნარიაშვილი

53

0/2

1

0

0

0

7/0

.

0

1

მატარაძე

28

0/0

0

0

0

0

2/1

.

0

1

ბრეგვაძე

53

1/3

2

0

0

0

3/4

.

1

0

მამუკაშვილი

28

0/5

5

0

0

0

2/0

.

0

0

ბეკოშვილი

60

0/1

0

0

0

0

9/4

.

0

0

ხატიაშვილი

21

0/1

1

0

0

0

3/0

.

0

0

ნემსაძე

59

0/3

7

0

3

0

4/1

1/0

0

3

მიქაუტაძე

81

2/2

1

0

2

1

2/1

1/0

0

2

ო.გიორგაძე

41

2/6

11

0

1

1

14/0

0/0

0

0

ჩხაიძე

33

1/3

2

0

0

0

1/1

2/0

2

0

კოლელიშვილი

56

1/1

3

0

0

1

10/3

1/0

0

2

ცუცქირიძე

31

0/1

0

0

0

0

5/0

0/0

0

0

ლომიძე

81

0/5

8

0

0

0

6/2

1/1

0

0

არგენტინა

წთ

ფ/პ/ს

|

^

ბჭვ

დერ

-შ

-ჯ

ტუკულეტ

81

9/3/7

64

2

2

0

2/0

.

1

0

მორონი

81

0/3/8

38

0

0

0

4/1

.

1

1

ორლანდო

68

0/6/8

19

1

0

0

3/1

.

2

2

შულც

28

0/0/1

6

0

0

0

0/0

.

0

0

დე’ლა’ფუენტე

81

0/10/9

41

1

3

2

7/2

.

2

0

მოჟანო

56

1/2/10

126

4

11

2

1/1

.

1

1

სანჩეს

59

3/11/6

6

0

0

1

1/0

.

2

0

გონსალეს-იგლესიას

22

1/4/3

2

0

0

1

3/2

.

0

0

ლანდახო

59

2/55/5

40

0

1

0

3/0

.

0

0

ვერტრანუ

22

0/12/4

29

0

0

0

0/0

.

0

0

ტეტას-ჩაპარო

51

0/1

1

0

0

0

3/1

.

0

1

ნოგერა-პას

30

0/1

0

0

0

0

1/0

.

0

1

კრევი

40

2/6

18

0

2

1

1/0

.

0

0

მონტოჟა

41

2/1

2

0

0

0

5/1

.

0

0

პიერეტო-ეილან

50

1/2

0

0

0

0

5/0

.

0

1

ერერა

31

0/0

0

0

0

0

0/0

.

0

2

პეტი-პაგადისავალ

81

5/8

10

0

2

1

10/2

7/1

0

2

ალემანო

81

3/3

25

0

0

0

6/1

2/0

1

0

ლესანა

16

1/5

29

1

1

0

4/1

0/0

1

0

მატერა

65

1/6/12

71

3

3

2

5/0

0/0

1

0

ვაეს

81

8/9

21

0

2

2

7/0

3/0

0

0

სენატორე

50

5/6

26

0

0

0

4/1

2/0

0

0

მაკომე

31

4/4

7

0

0

0

5/0

0/0

1

0

წთ წუთი, სინბინი, ფ/პ/ს ფეხი/პასი/სოლო, მ წინსვლა (მეტრი), | ხაზის გაჭრა,
^ მბოჭავის გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
დერ დერეფანი (მოიგო/წააგო), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

ბორჯღალოსანთა სვლაგეზი

საქართველოს თარიღითა და დროით

11/06

კანადა

13:00

ქალგარი

1/0

18/06

შტატები

21:17

ატლანტა

2/2

24/06

არგენტინა

29:45

ხუხუი

4/5

სულ

2-1

63:62  

7/7

 

29 წლის (1989-2017) მონაგარი

203 თამაში (81 შინ, 82 გარეთ, 40 ნეიტრ)
124 მოგება -
72 წაგება * 7 ფრე
ქულა 
4687:3676 (+1011)  
ლელო 
558/375 (+183)

>>  250 ბორჯღალოსანი

99 ბექი, 141 ფორვარდი და 10 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს
271, ხოლო ფორვარდებმა 287 ლელო

>>  არგენტინასთან (2007-2017)

5თ (2გ 3ნ)   0-5   ქ 66:186   ლ 5/20

>>  ბორჯღალი (კეპი)

106 კვირიკაშვილი; 102 კაჭარავა; 97 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
  78 მალაღურაძე; 77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი;
 
73 მაჩხანელი, ნემსაძე; 71 გორგოძე; 70 ურჯუკაშვილი;
 
67 ლაბაძე, თოდუა; 66 ზედგინიძე; 64 ა.გიორგაძე, შველიძე;
  62 სუთიაშვილი; 61 ხამაშურიძე, სამხარაძე;
58 ბეგაძე;
  57 ჯიმშელაძე;
56 ხმალაძე; 54 შარიქაძე;
 
53 ზირაქაშვილი; 51 მიქაუტაძე

>>  ქულა (მარტო დამრტყმელები)

833 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური

>>  ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 22 კაჭარავა; 21 ზიბზიბაძე;
18 ურჯუკაშვილი;
16 კვირიკაშვილი; 15 ზედგინიძე, ხამაშურიძე;
14 უდესიანი; 12 ლაბაძე, ნემსაძე; 11 ა.გიორგაძე;
10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე, თხილაიშვილი, შარიქაძე;
  9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი

1989-2017 200 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად