დაცვამ გვაფალავნაო

   ზე’რაგბის ფინალში ქრუსეიდერზმა ოკეანის გადაღმა, აფრიკაში, მთაში, დაცვით აჯობა ლაიონზს და 8-წლიანი უტიტულო ნავსი გატეხა

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმი და ცხრილები

ქრუსეიდერზი ზე’რაგბის ყველაზე წარმატებული გუნდი კია, მაგრამ ვერასგზით ვეღარ ეპირველა 2008 წლის აქეთ, რობი დინსის "ვოლაბებში" გადასვლის შემდეგ

ამჟამინდელი რაზმიდან ძველი, ზე 14-ის თასი მხოლოდ ქიარან რიდსა და ვაიეთ ქროქეთს შეემართათ; თვით იზრაელ დეგს, ოუენ ფრენქსს, სემ ვაითლოქსა და ლუქ რომანოს კი მერე და მერე ყოველ ჯერზე მოსცარვოდათ ხელი: ორგზის - ფინალში და ოთხჯერაც - ნახევარ’ში

ამიერიდან ეს ხინჯი გასწორდა.  "ჯვაროსნებმა" ახალი, ბრეიქ’დანსის მოტრფიალე გურუს, სქოთ რობერთსონის თავ’კაცობით ჩინებულად განვლეს სეზონი და შეიქნენ პირველი გუნდი, ვინაც ტურნირის
22-წლოვან ისტორიაში "ინდოეთის ოკეანის გადაღმა" მოიგო ფინალი

როგორც ლიგაშია

"რეიზორ" (სამართებელი) რობერთსონიც პირველია იმით, რომ ზე’რაგბში ჯერ მოთამაშედ იფალავნა და მერე - მწვრთნელადაც.  ფინალი ზეგანზე რომ იყო, 10 სასაათო სარტყლის იქეთ მობინადრე კივებს ბოლოსკენ, წესითა და რიგით, არაქათი უნდა გასცლოდათ

ასეც მოხდა, მაგრამ სტუმრებმა მანამდე იმოტოლა ფორა გაახერხეს, რომ გასამარჯვებლად ეყოთ - მით უფრო, თუ ლაიონზმა მთელი მეორე ტაიმი 14 კაცის ამარა, წითლით გაგდებული მარბიელის გარეშე ირაგბა

კვოხა სმითის გაძევებაზე საყვედური არავის უთქვამს - მასპინძელმა (!) მსაჯმა იაკო პეიპერმა და იქაურმავე ტელე’რეფმა, მორის იონკერმა "მსოფლიო თასის" მითითებანი ზუსტად შეასრულეს

კვოხაც ისე მონდომებით და ღონივრად დაეჯახა აბრაგანის ასაღებად ამხტარ დევიდ ჰავილ’ს, რომ ეს მარცხიანად დაეცა, მაგრამ მავანთ გაიხსენეს, რომ სონი-ბილ ვილიამსის გაძევებამაც წაახდინა "ლომთა" მეორე ტესტი სეირად

მენცრები გამოსავალს იმაში ხედავენ, რომ წითელი ბარათით მხოლოდ აშკარა და განზრახული ურჯუკობა უნდა დაისაჯოს, ბურთისთვის ბრძოლაში გადაცდომა კი ნამატჩევს’ღა უნდა გაირჩეს საგანგებოდ და დამატებითი სანქციაც გაიცეს - როგორც ლიგაშია "ონ რიპორთ" !

ორჯერ მეტს გადიოდა

ფინალზე იოჰანეს’ბერგში 60 ათასზე მეტი ქომაგი შეიკრიბა.  სარაგბოდ იდეალური ამინდი იდგა.  მასპინძლები შიშობდნენ, თავ’ხელ’აღებით რომ ვუტევთ, თავიდან ემანდ ისევ არ ჩამოვრჩეთო.  პროგნოზი ახდა - ბარემ 50 წუთი ინიციატივა კივებს ეპყრათ ხელთ. ისინი 25:3 იგებდნენ, მაგრამ კაც-ნაკლულმა იაპებმა მაინც იომეს ბოლომდე * 17:25

ლაიონზმა იძალა სტატისტიკურად:  ბურთი 64-36%, ტერიტორია 62-38, პასი 180-117, სოლო 144-83, რაქი 117-51, ბოჭვა 78-156, ხაზის ჭრა 13-10, გატარება 17-39,

მაგრამ ქრუსეიდერზმა უფრო ეფექტურად გამოიყენა ბურთი:  ნავარდი 415-417 მეტრი, ანუ სოლოზე იაპს საშუალოდ თუ 2.9 მეტრით მიჰქონდა წინ ოვალი, კივი ბარემ ორჯერ მეტს გადიოდა - 5.0 მეტრს!

ჯარიმები ტოლად გაიცა 11-11;  გათამაშდა 13 შერკინება და 29 დერეფანი; ჯვაროსნებმა მეტი ოფლოუდი გაახერხეს 8-5, და რაც მთავარია, არც აწ’უკვე ექს-ჩემპიონ ჰარიქეინზივით დაღლილან

მეტიც, სემ ვაითლოქმა კრიტიკულ მომენტებში მოიგო მეტოქის დერეფანი, და თუ რობერთსონს დაეჯერება, სეზონი ისე გაილია, რომ ქრუსეიდერზი მოლით ეგრეც ვერავინ დაალელოვა!

ლტოლვილს ვერავინ დაეწია

ლაიონზმა რიხიანად დაიწყო, მაგრამ ქრუსეიდერზიც მაგრად დაუდგა: ელთონ იანკისმა ააცილა არეკნი, მერე კი, რიდის მიერ ბეჭებზე დანარცხებულმა, ბურთიც დაკარგა და სეტა ტამანი’ვალუმ ფრთაზე
75 მეტრი გაირბინა - ლტოლვილს ვეღარ დაეწია როს კრონიე * 0:7 @ 9’

წამხდარმა იანკისმა ქიქ’ოფი კიდეს გადააცილა; რაიან ქროთიმ ლელოზე მიუშვა ქოდი თეილორი, დაცვის ჩათრევის შემდეგ კი მეთ თოდმა და რიდმა ჯექ გუდ’ჰიუ ახეირეს * 0:12 @ 12’

მალე კივებს კიდევ ორი შანსი მიეცათ.  მერე ჰავილიმ 55 მეტრიდან ააცილა კარს, იანკისმა კი 50-დან გაიტანა * 3:12 @ 27’  ქროთიმ ვერ დადო შეტანილი, მაგრამ ჰავილს მოეჭრა დარტყმა და ლაიონზმა რომ მწვავედ შეუტია, ჯორდან ტაუფუამ პასი ხელის "წინ ჩაკვრით" ჩაშალა

პეიპერს, ეტყობა, ახსოვდა კივთა ჩივილი, ფინალს აფრიკელი რად მსაჯობსო, და დამრღვევს ჯარიმა აკმარა, იაპები კი ლელოს დაეშურნენ და ხელ’ცარიელნი დარჩნენ - წითელ ზოლში სტუმარმა იძალა

მერე მოხდა კვოხას ინციდენტი, ლაიონზმა კი ვერ მოიფიქრა, რომ
7-კაცა შერკინება შუა’მარბით გაემაგრებინა და დაჯარიმდა * 3:15 @ 40+’

ფაფის სხარტი პასები

ქრუსეიდერზმა შესვენებაზევე შეცვალა მარჯვენა ბურჯი და 9 ნომერი. ქროთიმ (!) ფრთაზე რომ გადაუკიდა დეგს, ტაუფუა კინაღამ მიზანს ეწია, მაგრამ შემდეგ ფაზაში რიჩი მოჰუნგამ და ჰავილიმ კარში ახლოდან მაინც შეუშვეს რიდი * 3:22 @ 44’

მერე ქროთიმ კიდევ გაჭრა ხაზი და ძლივს ალაგმეს, სხვაობამ 22 ქულას კი შერკინებაში გაცემული ჯარიმით უწია * 3:25 @ 53’

ლაიონზი ამის მერეღა გამწარდა, მაგრამ კიდეზე გადატანილი წყვილი ჯარიმით ვერაფერი იხეირა.  ევროპაში მიმავალმა მოძღვარმა, იოჰან აკერმანმა ამის შემდეგღა ინება მოედანზე ჩიკორივით ჰავ’ბექის, ფაფ დე’კლერკის შეშვება, ვისაც წლეულს რატომღაც არ სწყალობდა

ფაფმა გუნდი მართლაც აათამაშა და 18 წუთში 37 სხარტი პასი გაუშვა, მაგრამ ბოლოს’წინა წუთზე რაქში აღებული ბურთი კი დაუვარდა და ლაიონზს იმედი გადაუწურა.  გარდა ამისა, მატჩის ამ მონაკვეთში იაპებმა კიდევ (!) ორი დერეფანი წააგეს

შტურმში ღონით დაიდო ორი ლელო და ერთიც გაფუჭდა:  რუან აკერმანის მიძალება და რუან კომბრინკის რეიდი მალკომ მარქსმა დაასრულა * 10:25 @ 65’  ლაიონელ მაპუს გარღვევა და ანდრის კუციას სოლო - კორნე ფურიმ @ 17:25 @ 73’   ამ ეპიზოდებს შორის კი, ფრანკო მოსტერტმა ბლომად რომ იარა, ფაფის პასი ვერ მიიღო როან იანსემ

მაინც ფორსი გაწირეს

ნამატჩევს ორივე მწვრთნელმა აღიარა, რომ ფინალის შედეგი დიდად განაპირობა წითელმა ბარათმა.  რობერთსონი ჰკვირობდა, თამაშს ბევრით ვიგებდით, მაგრამ რაღაც ჭირად ბოლო 20 წუთში ბურთი მაინც გადავაბარეთ კაც-ნაკლულ მეტოქეს, და მერე თავს ვიცავდითო

"რეიზორმა" ეგეც შენიშნა, რაა დასამალი, დაცვამ გვაფალავნაო, აკერმანმა კი აქო გამარჯვებული, ნურაფერს დავუკარგავთ, კლასიანი გუნდია და ალალი ჩემპიონიცაა - როცა ძაან უჭირდა, ოსტატურად გვიგდებდა ტემპს და რაქში ბურთსაც გვინელებდაო

შინ მიბრუნებულ ქრუსეიდერზს 500 (ხუთასი) ფანი დაუხვდა.  ძაან აქტიურობდა ფიჯელ (!) მომღერალ ქალთა გუნდი, ქრაისთ’ჩერჩის მერიამ კი ჩემპიონები ქალაქის მთავარ ქუჩაზე, სამხატვრო გალერეისკენ გაასეირნა

ამასობაში, ავსტრალიაში, აპრილში ჩახლართული ინტრიგის კვანძი სკანდალურად გაიხსნა:  მახვშებმა პარასკევს (11/08) გამოაცხადეს, კი ძაან ვწუხვართ, მაგრამ საგაისოდ (2018) ზე’რაგბის დასიდან პერთის (დას’ავსტრალია) "ფორს"ი უნდა ამოვშალოთო

ეგებ სამმა ივარგოსო

მედიამ დათვალა:  უგონჯესი კუკუ-დამალობანა თურმე 123 დღეს გაგრძელებულა.  (15-კაცა) რაგბი ოზეთში კნინი სპორტია (18-კაცა) რულზ’თან, (13-კაცა) ლიგასთან და (11-კაცა) სოქერთან შედარებით

კავშირიც ისე უუნაროდ უძღვება საქმეს, რომ ბოლო წლებია, ლიანგურ რაგბში ჩასადებ სახსარს ზე’რაგბის კლუბთა რჩენას ახმარს;  ესენი კი მაინც ისე დაჩაჩანაკდნენ, რომ წელს კივებთან 26-ვე (!) თამაში წააგეს

ზე’რაგბის ორგანიზატორი "სანზაარ"იც ხედავს, რომ შეჯიბრს ძაან მოაკლდა მაყურებელი, რის გამოც წარსულში მიბრუნება გადაწყვიტა - აღადგინა "ზე 15", ეგებ ოთხის ნაცვლად სამმა ჯგუფმა ივარგოსო

ერთი კია, ახლებს - არგენტინასა და მეტადრე იაპონიას მახვშები არას ერჩიან.  სამაგიეროდ, აფრიკამ უკვე განკვეთა ორი კლუბი - ქინგზი და ჩიტაზი და ციმ’ციმ მოაწყო ევროპაში,"გინეს პრო"ში, ავსტრალიას კი გასაწირი გუნდის არჩევა გაუჭინაურდა, რაკი ორივე ჩიოდა

კონკურენტები გაპარპაშდებიან

კავშირმა ფორსს მოუგო არბიტრაჟი და გარიცხა.  რებელზი გადარჩა.  დასავლეთი ავსტრალიის რაგბის თემი შფოთავს. მილიარდერი ენდი ფორესთი კი იქადნება, თუ ჩვენი გარიცხვით სურთ ფულის დაზოგვა, მაგავე თანხას სასამართლოში დავახარჯვინებ ბეცებსა და ლაჩრებსო

ვითარებას ის ამწვავებს, რომ ოთხივე გადარჩენილი გუნდი იქეთა, აღმოსავლეთი ნაპირისაა.  ფორსი 2006 წელს იმად გაერია მარაქაში, რომ რაგბს სრულიად ავსტრალია აეთვისებინა, მისი მოკვეთით კი თემი ხვდება, რომ მაგ პროექტმაც ჩაილურის წყალი დალია

ასე რომ, პერთში მეტად გაპარპაშდებიან კონკურენტი თამაშები!

 

ზე რაგბი 2017

* ფინალი    EN 

<<  ლაიონზ 17:25 ქრუსეიდერზ

ლნზ (იოჰანეს’ბერგ აფრ #1)  ან.კუცია კომბრინკ (მაჰუზა 70) მაპუ ფორსტერ (იანსე-ფან’რენსბერგ 54) სქოსან <10-9> იანკის კრონიე (დე’კლერკ 62) / ფან’რუიენ (ფური 66) მარქს (ფან’დერ’მერვე 66) დრეიერ (იონკერ 66) ფერეირა (ერაზმუს 54) მოსტერტ; ი.კრილ^კაპ კვ.სმით წბ 39, აკერმან (ბრინკ 70) - 2ლ: მარქს ფური; 2გ ჯ: იანკის

ქრს (ქრაისთ’ჩერჩ ზელ #2)  ჰავილი დეგ (ბრიჯ 57) გუდჰიუ ქროთი ტამანი’ვალუ <10-9> მოჰუნგა ჰოლ (დრამონდ 41) / მუდი (ქროქეთ 47) თეილორ (ფანელ 57) ფრენქს (ალა’ალატოა 41) სქ.ბარეთ (რომანო 57) ს.ვაითლოქ^კაპ; ტაუფუა (სამუ 51) თოდ რიდ - 3ლ: ტამანი’ვალუ გუდჰიუ რიდ; 2გ 2ჯ: მოჰუნგა

რეფ პეიპერ (აფრ) 5/08 ემირეითს (61 ათასი)   ვიდეო

0:7(9) 0:12(12) 3:12(27) წბ(39ლ) 3:15(40+1) /
3:22(44) 3:25(53) 10:25(65) 17:25(73)

მატრიცები   EN

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN

 

2017 წლის საბოლოო კიბე

ად

კოდი

გუნდი

ქალაქი

ქვეყ

2016

1

ქრს

ქრუსეიდერზ

ქრაისთ’ჩერჩ

ზელ

7

2

ლნზ

ლაიონზ

იოჰანეს’ბერგ

აფრ

2

3

ჰრქ

ჰარიქეინზ

ველინგთონ

ზელ

1

4

ჩიფ

ჩიფს

ჰემილთონ

ზელ

4

5

სთო

სთორმერზ

ქეიპ’თაუნ

აფრ

5

6

ბრმ

ბრამბიზ

კანბერა

ავს

6

7

ჰლნ

ჰაილენდერზ

დანიდინ

ზელ

3

8

შრქ

შარქს

დურბან

აფრ

8

9

ბლუ

ბლუზ

ოქლენდ

ზელ

11

10

ხგრ

ხაგუარეს

ბუენოს აირეს

არგ

13

11

ქნგ

ქინგზ

პორთ ელიზაბეთ

აფრ

17

12

ფორ

ფორს

პერთ

ავს

16

13

ჩტზ

ჩიტაზ

ბლუმ’ფონტეინ

აფრ

14

14

რედ

რედს

ბრისბენ

ავს

15

15

ბულ

ბულზ

პრეტორია

აფრ

9

16

ვრთ

ვორათაზ

სიდნი

ავს

10

17

სნვ

სან’ვულვზ

ტოკიო

იაპ

18

18

რბლ

რებელზ

მელბურნ

ავს

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

>> 

0

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15'

16'

15"

16"

17

 

მფ

ნფ

 

"პლანეტ რაგბის" რჩეულნი

15 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ), 14 დილეინ ლეიდს (სთო), 13 ჯორდი ბარეთ (ჰრქ), 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), 11 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ); 10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ) /

1 ჟაკ ფან’რუიენ (ლნზ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 რუან დრეიერ (ლნზ); 4 ფრანკო მოსტერტ (ლნზ), 5 სემ ვაითლოქ (ქრს); 6 ჯორდან ტაუფუა (ქრს), 7 კრის კლუტე (ქნგ), 8 ამანაკი მაფი (რბლ)

სულ:  8 ზელ, 6 აფრ,1 ავს * 0 არგ იაპ

სტატმოწინავენი

წყარო >>  ფოქს’სპორთს

 

პირადი

წუთი:  1,380 ქორნალ სქოსან (ლნზ); 1,360 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 1,340 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ); 1,284 ანდრის კუცია (ლნზ); 1,281 ფრანკო მოსტერტ (ლნზ); 1,278 დილეინ ლეიდს (სთო); 1,275 დევიდ ჰავილი (ქრს); 1,268 ბრედ შილდს (ჰრქ); 1,255 ფარენუი ჰაურა (ბრმ)

ქულა:  197 ელთონ იანკის (ლნზ); 151 ქერვინ ბოშ (შრქ); 140 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 136 ლაიონელ კრონიე (ქნგ); 133 ჯორდი ბარეთ (ჰრქ), რიჩი მოჰუნგა (ქრს); 122 ფარენუი ჰაურა (ბრმ); 120 მართი ბენქს (ჰლნ); 118 რის ჰოჯ (რბლ); 113 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 108 ფრედ ზეილინგა (ჩტზ)

ლელო:  15 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ); 14 ვინს ასო (ჰრქ); 11 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ), მაკაზოლე მაპიმპი (ქნგ); 10 რიკო იოანე (ბლუ), მალკომ მარქს (ლნზ), სეტა ტამანი’ვალუ (ქრს); 9 დილეინ ლეიდს (სთო), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), ქორნალ სქოსან (ლნზ), იზი ფოლაუ (ვრთ), ჩესლინ ქოლბე (სთო)

სალელოე პასი:  12 ბოდენ ბარეთ (ჰრქ);  9 ჯორდი ბარეთ (ჰრქ);
8 ჯექ გუდჰიუ (ქრს), როს კრონიე (ლნზ);  7 ლაიონელ კრონიე (ქნგ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), არონ სმით (ჰლნ), ბერნარდ ფოლი (ვრთ);
6 ფაფ დე’კლერკ (ლნზ), რიჩი მოჰუნგა (ქრს), თი’ჯეი პერენარა (ჰრქ), ნიკო სანჩეს (ხგრ), არონ ქრუდენ (ჩიფ)

ნავარდი (მეტრი):  1,713 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 1,602 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ); 1,579 ანდრის კუცია (ლნზ); 1,508 ქორნალ სქოსან (ლნზ);
1,464 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ); 1,381 დევიდ ჰავილი (ქრს); 1,378 ამანაკი მაფი (რბლ); 1,287 დილეინ ლეიდს (სთო); 1,282 რიკო იოანე (ბლუ); 1,265 კლეიტონ ბლომეკის (ჩტზ); 1,211 სამუ კერევი (რედ)

ნარტყამი (მეტრი):  5,526 ლაიონელ კრონიე (ქნგ); 4,650 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 3,816 ელთონ იანკის (ლნზ); 3,355 ქვეიდ ქუპერ (რედ); 3,302 ფარენუი ჰაურა (ბრმ); 3,270 მართი ბენქს (ჰლნ); 3,253 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 3,054 არონ სმით (ჰლნ); 3,005 კობუს რაინახ (შრქ); 2,976 ქერვინ ბოშ (შრქ)

ოფლოუდი:  39 ეს’პი მარე (სთო); 35 ჯორდი ბარეთ (ჰრქ); 32 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ); 31 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 30 ამანაკი მაფი (რბლ);
29 სეტა ტამანი’ვალუ (ქრს); 27 ენთონ ლენართ-ბრაუნ (ჩიფ), იზი ფოლაუ (ვრთ)

აიღო და მიეძალა:  38 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (სთო); 36 არდი სავეა (ჰრქ); 29 ისი ნაისარანი (ფორ); 27 რუან აკერმან (ლნზ), სიხუმბუზო ნოჩე (სთო); 25 უზეირ ქასიმ (ჩტზ); 24 სია კოლისი (სთო), ნიზამ ქარ (სთო), მაიქლ ჰუპერ (ვრთ)

მოიგო თავისი დერეფანი:  59 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (სთო); 58 სემ ქართერ (ბრმ); 56 ფრანკო მოსტერტ (ლნზ); 52 არ’ჯი სნეიმან (ბულ); 51 ანდრის ფერეირა (ლნზ); 50 რუან ბოთა (შრქ); 49 ვილჰელმ ფან’დერ’სლეის (ქნგ); 48 ვილი ბრიც (სნვ); 47 სტეფან ლავის (შრქ), ფრანსუა ეის (სტზ)

მოიგო მეტოქის დერეფანი:  15 ფრანკო მოსტერტ (ლნზ); 8 უპა მოჰოჟე (ჩტზ); 7 სტეფან ლავის (შრქ); 6 რუან ბოთა (შრქ), პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (სთო), ქიარან რიდ (ქრს)

ბოჭვა: 177 ნიზამ ქარ (სთო); 175 თომ ფრენქლინ (ჰლნ); 169 ჯორჯ სმით (რედ); 168 ქრის ელქოქ (ბრმ); 167 ფილიპ ფან’დერ’ვალტ (შრქ); 166 ამანაკი მაფი (რბლ); 160 ბრედ შილდს (ჰრქ); 158 მეთ თოდ (ქრს); 155 ფრანკო მოსტერტ (ლნზ); 153 ლუქ ვაითლოქ (ჰლნ), ანიდისა ნცილა (ქნგ); 152 მაიქლ ჰუპერ (ვრთ): 149 არდი სავეა (ჰრქ)

ღლეტვა: 11 კრის კლუტე (ქნგ); 10 ჯორჯ სმით (რედ); 8 ამანაკი მაფი (რბლ); 6 ქრის ელქოქ (ბრმ), აგუსტინ კრევი (ხგრ), იაკო კრილ (ლნზ), პავლო მატერა (ხგრ)

 

გუნდური

ლელო გაიტანა:  97 ჰრქ, 92 ლნზ, 86 ქრს, 65 სთო ... 39 ბულ,
36 ფორ, 23 რბლ

ხეირის ხაზი გადაკვეთა (%):  68.8 ხგრ ჰლნ; 67.4 ქრს, 65.5 ლნზ,
65.3 ქნგ ... 58.9 სთო, 58.4 ბულ, 57.3 რბლ

7 ან მეტი ფაზა აკინძა:  62 ფორ; 57 სთო ქრს; 55 ლნზ; 54 ბლუ ვრთ ... 28 ქნგ

ხაზი გაჭრა:  161 ლნზ, 144 ქრს, 133 ჰრქ; 124 ვრთ ჩიფ ... 73 შრქ,
67 ფორ

აიღო და მიეძალა:  201 სთო, 166 ჰრქ, 135 ჩიფ, 133 ფორ, 132 ხგრ ... 58 ბრმ, 49 ჰლნ, 44 სნვ

კარში დარტყმის სიზუსტე (%):  87 ჩტზ, 84 ჰლნ, 82 შრქ, 78 ვრთ,
77 ბულ ... 67 ქრს, 64 რბლ, 63 რედ

სცადა არეკნი:  11 შრქ; 5 ლნზ; 4 ქნგ ქრს; 2 ბულ ჰლნ; 1 ბრმ რედ *
0 დანარჩენმა 10 გუნდმა!

ლელო გაუშვა:  96 სნვ, 79 რბლ, 75 ჩტზ ... 36 ბრმ ლნზ; 35 ჩიფ

ბოჭვა გაუცუდდა:  526 სნვ, 476 რბლ, 448 ჩტზ, 425 ხგრ, 422 ქრს ... 367 ჰრქ, 282 ბლუ

ჯარიმა ერგო:  189 ლნზ, 166 ქრს, 163 სთო, 160 ჩტზ ... 121 სნვ,
119 ჰლნ

დაჯარიმდა:  169 ქრს ჩიფ; 163 ქნგ ... 127 რბლ, 125 სნვ, 119 ბლუ

სინბინი:  13 რედ; 12 ვრთ ხგრ ჰრქ; 11 ქნგ: 10 ფორ ... 5 ბლუ სნვ;
4 ბულ

წუნი: 217 ლნზ, 208 ჩიფ, 189 ქრს, 187 ჰლნ ... 148 ჩტზ, 140 ქნგ

 

ზე 12/14/15/18-ის ჩემპიონები (1996-2017)

 

ქრუსეიდერზ

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

8

1998

1999

2000

2002

       

2005

2006

2008

2017

ბლუზ

(ოქლენდ)

ზელ

3

1996

1997

2003

ბულზ

(პრეტორია)

აფრ

3

2007

2009

2010

ბრამბიზ

(კანბერა)

ავს

2

2001

2004

ჩიფს

(ჰემილთონ)

ზელ

2

2012

2013

რედს

(ბრისბენ)

ავს

1

2011

ვორათაზ

(სიდნი)

ავს

1

2014

ჰაილენდერზ

(დანიდინ)

ზელ

1

2015

ჰარიქეინზ

(ველინგთონ)

ზელ

1

2016

 

2017

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2016

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2015

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2014

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2013

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2012

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2011

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2017 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN

 

ფალავნობა 2017 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

19/08

ავსტრალია

14.00

ზელანდია

სიდნი [ბლ1]

 

 

აფრიკა

19.05

არგენტინა

პორთ ელიზაბეთ

შაბ

26/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

დანიდინ [ბლ2]

 

 

არგენტინა

23.30

აფრიკა

სალტა

შაბ

9/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ნიუ პლიმუთ

 

 

ავსტრალია

14.00

აფრიკა

პერთ

შაბ

16/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

ელბანი

 

 

ავსტრალია

14.00

არგენტინა

კანბერა

შაბ

30/09

აფრიკა

19.05

ავსტრალია

ბლუმფონტეინ

კვი

1/10

არგენტინა

02.30

ზელანდია

ბუენოს აირეს

შაბ

7/10

აფრიკა

19.05

ზელანდია

ქეიპ’თაუნ

კვი

8/10

არგენტინა

02.30

ავსტრალია

მენდოსა

შაბ

21/10

ავსტრალია

13.00

ზელანდია

ბრისბენ [ბლ3]

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html