ძველებური ბონუსები

   ევროპის "ჩემპიონთა თასის" სტარტზე ბოლო ორი წლის ფალავანმა - ლონდონის "სარასენსმა" სტუმრად 44 ქულით მოსრა ნორს’ჰემპთონი

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

მორიგი, XXIII სეზონის წინ 20-გუნდა დასში შეიცვალა
5 მონაწილე:  საფრანგეთმა ერთი ადგილი დაკარგა -- ელიტაში ვეღარ მოხვდნენ 4-გზის ჯილა ტულუზი და ბორდო;  სამაგიეროდ, ლა’როშელი პირველად შეიჭრა ბობოლებში

ინგლისს ვეღარ წარმოადგენს სეილი, მაგრამ ისევ გამოჰყავს ბასი და ჰარლი’ქვინზი;  იტალიის კვოტაში ძებრე ტრევიზომ ჩაანაცვლა, უელსის ოსპრეიზმა კი რჩეულებში შეცვალა ირლანდიის ქონოთი

125 მეტრი 6 გაჭრაზე

პირველი რაუნდის 10 მატჩიდან 6 მასპინძელმა მოიგო, სამი - სტუმარმა და ერთიც ფრედ დასრულდა.  გაიცა 8 ძველებური ბონუსი - 3 პრემია და 5 ნუგეში; ამასთან, ორ მატჩში ორივე გუნდმა შეირგო დამატებითი ქულა

ჰეთ-თრიქი ვერავინ შეასრულა!  სარასენსის უელსელმა გარემარბმა, ლიამ ვილიამსმა ხაზი 6-ჯერ გაჭრა და 125 მეტრი მოინავარდა; მონპელიეს გარემარბმა’ვე, ფიჯელმა ნემანი ნანდოლომ 21 სოლოზე
11-ჯერ გააბითურა ლენსთერელი მბოჭავები

რასინგის ფიჯელმა მეორე’ ხაზელმა, ლეონე ნაკარავამ 10 ოფლოუდი შეასრულა - დაჭერილმაც ამოაგდო ბურთი, ყველაზე მეტი - 21 ბოჭვა კი მოუგროვდათ მესამე’ხაზელებს - ჟიუდიკალ კონკორიეს (კლრ) და ჯექ ქონანს (ლენ)

ფრანგებს გაუჭირდათ

სარასენსმა ამ შემოდგომაზე’ვე, "ავივა პრემიერ’შიპის" გახსნაზეც, თვიქნემში * 41:3 მოუგო პირველი ტაიმი ნორს’ჰემპთონს, ამჯერად კი სტუმრად სულ 8 ლელო დაუდო და * 57:13 დაანგრია

წინა გათამაშების ფინალისტმა, კლერმონმა უელსში მესამე მეოთხედში 16 ქულითაც გაუსწრო ოსპრეიზს, გამარჯვება კი იმით’ღა დაიბევა, რომ ბოლო წუთზე სქოთ სპედინგმა შორიდან გაიტანა ჯარიმა * 26:21

გაუჭირდა 3-გზის (2013-15) ჩემპიონ ტულონსაც -- შინ თავიდან * 18:0 უგებდა დასავლეთი უელსის კლუბს.  ამაში გადასულმა ლი ჰაფ’პენიმ საათის თავზე * 20:18 დააწინაურა სტუმრები.  და მაინც, ბოლოს სულ გრანდმა უტია და დაამარცხა ჯიუტი ჰლანეჰლი * 21:20

პიატაუს სიჩაუქით

პარასკევ საღამოს, ტურნირის პირველ მატჩში, ბრამბიზიდან (ავს) ალსთერში განათხოვრებულ ქრისჩენ ლეალიაფანოს 3:9-ზე ტელე’ რეფმა ლელო გაუუქმა, მაგრამ ბელფასთის კლუბი უმალ ორჯერ ეწია მიზანს ექს-ბლუზ’ელი (ზელ) ჩარლი პიატაუს სიჩაუქით, და ვოსპსი * 19:9 ძლია

ინგლისის პრემიერმა, ექსეთერმა სეზონის პირველი მარცხი * 24:15 აგემა გლაზგოს, ვისაც აფრიკის ორი კლუბის - ჩიტაზისა და ქინგზის ამატებით განვრცობილ "გინეს პრო"ში აქამდე 6-ვე თამაში მოეგო

ბოლო "ტოპ 14"-ის წრიული სტადიის მომგებმა ლა’როშელმა კოხტა, "ტრადიციული ფრანგული" რაგბით შეაქცია "მომცრო თვიქნემის" პუბლიკა და ბონუსით * 34:27 ძლია ჰარლიქვინზი

სტუმრებს 6 გოლით 14 ქულა შესძინა 31 წლის ინგლისელმა რაიან ლემბმა, ვისთვისაც ლა’როშელი კარიერის მეექვსე (!) კლუბია

ნანდოლოს დუბლი

სხვა სამი მატჩიდან ფრანგებმა მოიგეს, წააგეს და ფრედ დაასრულეს თითო

პარიზის რასინგმა 6’ წუთზევე ჩააბა ბრძოლაში ექს-შარქს’ელი (აფრ) პეთ ლემბი, ვისაც ლამის მთელი წელი გაუცდა ტვინის შერყევის გამო, და * 22:18 ძლია ინგლისის ლესთერი

დაბლინში გუნდებმა მოისაკლისეს ბობოლა 10 ნომრები - ლენსთერელი ჯონი სექსთონი და მონპელიელი არონ ქრუდენი, ვინაც ზე’რაგბს ჩიფსში (ზელ) თამაშობდა

ვირგლა ნანდოლომ [ფოტოზე] ორი ლელო მიითვალა, მასპინძლებიდან კი მაგრად ითამაშა ზურგმა (#15) ჯო ქარბრიმ -- ლენსთერმა 67’ წუთზე მეოთხე ლელოც გაიტანა და * 24:17 გაიმარჯვა

კასტრი - მანსთერის ჯახის დასკვნით ნახევარ საათში ანგარიში აღარ შეცვლილა * 17:17 -- არადა, ბოლოსკენ სტუმრებმა რაქში აშკარად დაარღვიეს წესი, ფრანგთა არხენტინელმა მგეზავმა, ვენხამინ ურდა’ პიშეტამ კი ქარში თითო ჯარიმა და არეკნი დაახაია

ტესტებს გამოაკლდნენ

ნულზე ერთად’ერთი თამაში დასრულდა -- ბასმა ტრევიზო * 23:0 გაასაღა, მაგრამ ორი სინბინი ხომ მიიღო და პრემიამდეც ორი ლელო დააკლდა.  მეტიც, იტალიელები 0:6-ზე მთელი 10 წუთი უტევდნენ და ინგლისის კლუბი ორჯერ ბეწვზე გადაურჩა ლელოს

ამ მატჩის შემდეგ ტრიბუნალზე გაირჩა "ბოკე" ფრანსუა ლოუსა და "აძური" მარკო ფუზერის საქმე.  პირველს მეტოქის თვალის თით’ყოფა ბრალდებოდა, მეორეს კი - კბენა.  ლოუს სასჯელად სამი კვირა დაუდგინდა, ხოლო ფუზერი გაამართლეს

რაუნდმა შეიწირა ორი კელტი ოსტატი:   ნორს’ჰემპთონის უელსელ გარემარბს, ჯორჯ ნორსს მუხლი ეტკინა, კლერმონის შოტლანდიელ
9 ნომერს, გრეიგ ლეიდლოუს კი წვივში ძვალი გაუტყდა.  შედეგად, ორივე გამოაკლდა ნოემბრის ტესტებს

 

ევროპის "ჩემპიონთა თასი"  2017-18

პირველი რაუნდი

<<   პირველი ჯგუფი

ალსთერ (ირლ) 19:9 ვოსპს (ინგ)

2ლ: სთოქ’დეილ  მაკ’ქლოსქი; 3ჯ: ქუნი, ლეალიაფანო 2 -

3ჯ: დეილი, გოპერთ 2 სბ ბასეთ

რეფ ვაით’ჰაუს (უელ) @ 13/10 ბელფასთ, ქინგ’სპენ (15 291  ვიდეო

0:3(4) 3:3(15) 3:6(40+3) / 3:9(47) 8:9(55) 13:9(57) 16:9(70) 19:9(75სბ)

ჰარლიქვინზ$(ინგ) 27:34 ლაროშელ$(სფრ)

3ლ: მეთიუზ მერჩანთ ქოლიე; 3გ 2ჯ: მ.სმით -

4ლ: ფორბს დუმეირუ (2 4) პრიზო; 4გ 2ჯ: ლემბ სბ გურდონ

რეფ მიტრეა (იტა) @ 14/10 ლონდონ, თვიქნემ სთუპ (11 705  ვიდეო

0:7(4) 3:7(10) 3:10(13) 10:10(16) 10:17(26) 10:24(32) 17:24(34) /
17:31(46
$) 17:34(53) სბ(55ლ) 24:34(63) 27:34(80)

<<   მეორე ჯგუფი

ნორსჰემპთონ (ინგ) 13:57 სარასენს$(ინგ)

ლ: ჰეივუდ; გ: მალინდერ; 2ჯ: მაილერ სბ რიბანს -

8ლ: ლ.ვილიამს (1 3) ბარით ქლარქ კოხ მ.ვუნიპოლა ლოზოვსკი სპენსერ; 7გ ჯ: ფარელ

რეფ გაიუზერ (სფრ) @ 15/10 ფრენქლინ გარდენზ (13 320  ვიდეო

3:0(9) 3:7(13) 3:10(17) 3:17(22) 3:22(29) 6:22(34) 6:29(40+$სბ) /
6:36(43) 6:43(66) 6:50(68) 13:50(77) 13:57(78)

ოსპრეიზ$(უელ) 21:26 კლერმონ (სფრ)

3ლ: ვებ ევანს (2 3) 3გ: ბიგარ -

2ლ: რაკა სპედინგ; 2გ: პარა; 4ჯ: პარა 3, სპედინგ სბ სთრეთლ

რეფ ბრეის (ირლ) @ 15/10 სვონზი, ლიბერთი (7 458)

0:7(5) 0:14(11) 7:14(19) 7:17(23) 7:20(28) /
სბ(45კ) 7:23(53) 14:23(62) 21:23(75) 21:26(80)

<<   მესამე ჯგუფი

ლენსთერ$(ირლ) 24:17 მონპელიე$(სფრ)

4ლ: ქარბრი ფან’დერ’ფლიერ ჰენშოუ დეილი; 2გ: ნათევა რ.ბირნ
სბ
ა.ბირნ -

2ლ: ნანდოლო; 2გ ჯ: პინარ

რეფ ბარნს (ინგ) @ 14/10 დაბლინ, არ’დი’ეს (15 995  ვიდეო

5:0(18) 12:0(27) 12:7(39) / 19:7(45) 19:14(64) 24:14(67$) 24:17(71) სბ(75ლ)

ექსეთერ (ინგ) 24:15 გლაზგო (შტლ)

3ლ: ჰ.ვილიამს ჰილ სიმონდს; 3გ ჯ: სთინსონ -

2ლ: სიმორ ლ.ჯოუნზ; გ ჯ: რასელ

რეფ რუის (სფრ) @ 14/10 სენდი პარქ (10 672)

0:3(7) 0:10(12) 7:10(18) 14:10(27) / 17:10(43) 17:15(44) 24:15(79)

<<   მეოთხე ჯგუფი

რასინგ (სფრ) 22:18 ლესთერ$(ინგ)

3ლ: ნაკარავა ბ.ლე’რუ ტომა; 2გ: ირიბარენ; ჯ: მაშნო სბ ვაკატავა -

2ლ: ჰემილთონ მეი; გ 2ჯ: ფორდ

რეფ ლეისი (ირლ) @ 14/10 პარიზ’ი, ივ დიუ მანუარ (9 333  ვიდეო

0:7(4) 7:7(19) 7:10(22) 14:10(25) 19:10(29) 19:15(35სბ) /
22:15(58) 22:18(77)

კასტრ (სფრ) 17:17 მანსთერ (ირლ)

2ლ: რ.ებერზონ დიუმორა; 2გ ჯ: ურდაპიშეტა სბ ებერზონ -

2ლ: ზიბო ქილ’ქოინ; 2გ ჯ: ბლაინდელ სბ მარი

რეფ ქარლი (ინგ) @ 15/10 პიერ ფაბრ (9 577  ვიდეო

სბ(5მ) 7:0(13) 7:7(32) 14:7(34) 14:10(39სბ) /
14:17(48) 17:17(51) დას(80+2)

<<   მეხუთე ჯგუფი

ბას (ინგ) 23:0 ტრევიზო (იტა)

2ლ: მერსერ ბრუ; 2გ 3ჯ: ლუის სბ ოთერაქ დან -

სბ ფუზერ

რეფ ადამსონ (შტლ) @ 14/10 რექ (13 160)

3:0(3) 6:0(6) სბ(27ბ) 13:0(40+) / 16:0(47სბ) სბ(60ბ) 23:0(72)

ტულონ (სფრ) 21:20 ჰლანეჰლი$(უელ)

2ლ: ესკონდ გირადო; გ: ბელო; 3ჯ: ბელო 2, ტრენ’დიუკ
სბ ბონევალ -

2ლ: მაკ’ნიქოლ ჰაფ’პენი; 2გ 2ჯ: ჰაფ’პენი სბ ბერნ

რეფ პირს (ინგ) @ 15/10 ფელიკს მეიოლ (13 882  ვიდეო

7:0(7) 10:0(10) 15:0(12) 18:0(23) 18:3(33) სბ(37ტ) /
18:10(43) 18:17(50) 18:20(60) 21:20(64) სბ(80+2ჰ)

 

ბორჯღალოსნები

#

წთ’

პ/ს

^

ოფ

ბჭვ

-შ

-ჯ

მიხო ნარიაშვილი (მნპ)  

1

-68

3/9

1

0

0

13/2

0

1

დუდუ ქუბრიაშვილი (მნპ)

18

+52

0/1

0

0

0

1/1

0

0

მამუკა გორგოძე (ტლნ)

5

!

2/19

14

0

2

9/2

0

2

ლევან ჩილაჩავა (ტლნ)

18

+20-34
+64

0/5

5

0

0

1/0

1

0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

ად

1 რაუნდი

სხვ

მ-წ*

გატ:გაშ

$

1

ლა’როშელ (სფრ)

5

+7

4

1-0

34:27

1

2

ალსთერ (ირლ) %

4

+10

2

1-0

19:09

0

3

ჰარლიქვინზ (ინგ)

1

-7

3

0-1

27:34

1

4

ვოსპს (ინგ)

0

-10

0

0-1

09:19

0

1

სარასენს (ინგ)

5

+44

8

1-0

57:13

1

2

კლერმონ (სფრ) %

4

+5

2

1-0

26:21

0

3

ოსპრეიზ (უელ)

1

-5

3

0-1

21:26

1

4

ნორს’ჰემპთონ (ინგ)

0

-44

1

0-1

13:57

0

1

ლენსთერ (ირლ)

5

+7

4

1-0

24:17

1

2

ექსეთერ (ინგ) %

4

+9

3

1-0

24:15

0

3

მონპელიე (სფრ)

1

-7

2

0-1

17:24

1

4

გლაზგო (შტლ)

0

-9

2

0-1

15:24

0

1

რასინგ (სფრ)

4

+4

3

1-0

22:18

0

2

კასტრ (სფრ)

2

=0

2

0-0*1

17:17

0

2

მანსთერ (ირლ)

2

=0

2

0-0*1

17:17

0

4

ლესთერ (ინგ)

1

-4

2

0-1

18:22

1

1

ბას (ინგ)

4

+23

2

1-0

23:00

0

2

ტულონ (სფრ)

4

+1

2

1-0

21:20

0

3

ჰლანეჰლი (უელ)

1

-1

2

0-1

20:21

1

4

ტრევიზო (იტა)

0

-23

0

0-1

00:23

0

 

დებულება

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში) ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)  

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა, 2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო; მთელ ჯგუფში 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)

შემდგომი განრიგი

ჯგუფური რაუნდები:  20-22/10;  8-10/12 და 15-17/12
     
2018 * 12-14/01
და 19-21/01

მეოთხედ’ფინალები  30/03-1/04,  ნახევარ’ფინალები  20-22/04

ფინალი:  შაბ 12/05 @ ბილბაო, სან’მამეს (ესპ)