"ნაღდი რაგბი"

   ზელანდიამ ჩრდილოური ტურნე თვიქნემით დაიწყო - "ოლ ბლექსი" აბურთავა კივებით’ვე გაძეძგილ "ბარბაროსებთან"

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

"მსოფლიო რაგბის" ზე’ბრძნული (!?) კალენდრით, კივები ინგლისს 2014 წლის შემდეგ აღარ შეხვედრიან.  ფანობა იმედოვნებდა, რომ ნახევარ’სფეროთა უდაო ფალავნები ამ შემოდგომაზევე შეიბმებოდნენ, მაგრამ რკენას ორივე მხარემ მარჯვედ რომ აარიდა თავი, გამოსავლად "ინგლისური რაგბის ტაძარში" შავებისა და ბარბაროსთა რკენა დაითქვა

რაგბის სამშობლომ ბობოლა "წვეულ კლუბში" მაინც არავინ მიავლინა, კივმა გურუმ, რობი დინსმა კი 13 თვისტომს, 9 აფრიკელსა და ერთ ოზს (სემ ქართერს) უხმო.  ლონდონური სეირი "ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის" შექმნიდან 125 წლის’თავს მიეძღვნა და ერთ’გულ მედიას ძაანაც მოეწონა, ესაო და ამ პრაგმატულ დროში ლიანგმა ბოლოს’და’ ბოლოს იხილა ლაღი თამაში - ის, რასაც "ნაღდი რაგბი" ჰქვიაო

შოუს ვუძღვებიო

ტრადიციონალისტებს ნუ განვსჯით!  ოლ ბლექსი და ბარბაროსები 1963 წლიდან მე-11-ედ შეიბნენ.  ნაკრებმა ვარსკვლავთ’კრებული საათის თავზე სამჯერ დაალელოვა * 31:22.  ამით ბალანსი 8-2*1 გახდა.  თვიქნემი სამი მეოთხედით’ღა შეივსო, 2016 წლის "მსოფლიოში საუკეთესო", ბოდენ ბარეთი კი შეიქნა 132-ე კივი, ვინაც შავებს უყოჩა

ჩემპიონებმა დაასვენეს ლიდერები: მაკ’ქენზი, ქროთი, სონი-ბილ ვილიამსი, ა.სმითი, ქოულზი და ს.ვაითლოქი.  რიკო იოანეს ყბა’ყურა შეეყარა, კაპიტანი ქიარან რიდი კი თულუხჩად დადგა და უელსელი ნაიჯელ ოუენსის ოხუნჯობით ისიამოვნა.  ესაო და შოუს ვუძღვებიო, მსაჯმა ბევრ რამეზე ხუჭა თვალი, მეტოქეებმა კი ბარბაროსულ გაგებას უერთგულეს და ჯარიმა ეგრეც არ დაურტყამთ კარში

ბოკეში არ აჰყავთ

დაიდო 9 ლელო.  ზელანდიამ ბურთს ოდენ 14-ჯერ რომ დაჰკრა ფეხი, მოეწყო სულ 13 დერეფანი, მაგრამ შერკინება 14 დადგა.  ბარბაროსებმა მეტი ინავარდეს * 745-576 მეტრი და იპასავეს * 185-158, მაგრამ შეუთამაშებლობის გამო ბოჭვა მეტი გაუცუდდათ * 32-20, და ნაკრებმაც მეტად უჭრათ ხაზი * 18-12

ფანობა მოხიბლა იაპმა მარბიელმა კვოხა სმითმა, ვინაც ზანგებს "ბოკეში" ჯინაზე არ აჰყავთ!  წინ 126 მეტრით წაწია ბურთი ბლუზიდან ბრისთოლში წახეტებულმა სთივენ ლუატუამ.  "ოლ ბლექ" არდი სავეას ბოჭვის მაჩვენებელი 22/0 გამოუვიდა, ნაკრებიდან დაწუნებულმა მისმა ძმამ, ჯულიანმა კი 13 სოლოზე 84 მეტრი "მოაგროვა"

კონკურენტებმა შენიშნესო

ბარბაროსებმა მეორე ლელო იმით დადეს, რომ ლუატუამ თავის წითელ ზოლთან ჩაჭრა პასი და 70 მეტრი ირბინა.  ვაისაკე ნაჰოლომ ოფლოუდებით გამოაცხო კივთა პირველი და მეორე ლელოები, და მესამეც მის რეიდს მოჰყვა.  კლუბი ერთი პირობა 12 ქულითაც გაიჭრა წინ * 17:5 @ 30’, მაგრამ ნაკრებმა მესამე მეოთხედში უცებ დაუდო სამი:

ნანი ლაუმაპემ ახლოდან გადაუარა რიჩი მოჰუნგას; სემ ქეინი ძალითვე ეწია მიზანს, ნეითან ჰარისმა კი აიღო ტავერა ქერ-ბარლოუს აბრაგანი, რომელიც მიწიდან უშნოდ ასხლტა.  ბარბაროსები ცოტათი წაგებითაც ბედნიერნი ჩანდნენ, უფალმა დინსმა კი ბრძანა, წლეულს "ოლ ბლექსს" ბლომად გამოაჩნდა სისუსტე და ეგ კონკურენტებმაც შენიშნესო

ოთხი ფიჯელი

ამათში ნაღდად უპირველესია ავსტრალია, ვინაც "ოლ ბლექსი" ორი კვირის წინ ძლია.  ოზებმა სტრატეგიული მოსაზრებებით უკუაგდეს ამპარტავნობა და მსოფლიო თასის ფინალამდე ზუსტად ორი წლით ადრე, გადამწყვეტი რკენის არენაზე, იოკოჰამაში ... ისტორიაში პირველად (!) ეწვივნენ იაპონიას

"ვოლაბთა" ზურგი იზი ფოლაუ გაისამდე რომ ისვენებს, 15 ნომრად აბორიგენი ქერთლი ბილი დადგა და ბურთი მაინც 31-ჯერ (!) მიიღო, მის წინ კი, პირველად’ვე (!) ოზური რაგბის მატიანეში, ხაზად გამწკრივდა ერთბაშად ოთხი (!) ფიჯელი: სპეით - კური’ნდრანი - კერევი - კოროი’მბეტე

ესენი ჯანითა და რაგბული უნარებითაც ძაან რომ ჯობდნენ მეტოქეს, გუნდის 9 ლელოდან 6 (!) მოინაგრეს, 10 ნომრად კი გაამართლა ვირუს’ შეყრილი ბერნარდ ფოლის ნაცვლად პოზიცია’ნაცვალმა უნივერსალმა, რის ჰოჯმა, ვინაც ცხრავე (!) გარდასახვა შეაგდო * 63:30

 

შემოდგომის ტესტები * 2017

მოსათელი ვიქ’ენდი  

ვიდეო ჰაი’ლაითები >>>  წკაპი  ანგარიშზე

კანადა 9:51 მაორი

3ჯ: სთოლერ სბ ლარსენ -

7ლ: ქერთის ა.იოანე ფრენქლინ ნატაი შ.სთივენსონ გარდენ-ბეჩოპ ვაინუი; 5გ: ვესთ 4, გარდენ-ბეჩოპ; 2ჯ: ვესთ სბ პრაიორ ბეითმენ

რეფ ვივერ (აშშ) 3/11 @ ვანქუვერ, ბი’სი პლეის (29 480)   ვიდეო  

0:3(4) 3:3(7) 6:3(17სბ) 6:10(19) 9:10(21) 9:17(29) 9:20(36) 9:27(40) /
სბ(43მ) 9:34(54) სბ(58კ) 9:39(63) 9:46(70) 9:51(79)

იაპონია 30:63 ავსტრალია

იაპ: მაცუშიმა ლემეკი (ტამურა 61) ლაფაელე ტატეკავა (ტეაუპა 53) ნოგუჩი <10-9> მაცუდა ტანაკა (ნაგარე 61) / ინაგაკი (იამამოტო 73) ჰორიე (საკატე 64) ასაჰარა (აი’ვალუ 53) ჰიმენო ჰელუ (ფან’დერ’ ვალტ 20) ლიჩ^კაპ ნუნომაკი (ლაუტამი 64) მაფი - 3ლ: ფან’დერ’ ვალტ მაფი ჰიმენო; 3გ: მაცუდა, ტამურა 2; 3ჯ: მაცუდა 

ავს: ბილ (რონა 59) სპეით კურინდრანი კერევი კოროიმბეტე <10-9> ჰოჯ ფიპს (პაუელ 68) / სიო (რობერთსონ 59) პოლოტა-ნაუ (მორ 53) კეპუ (ალა’ალატოა 59) სიმონს (ქოულმენ 76) ქოულმენ (ფილიპ 63) ჰენიგან ჰუპერ^კაპ (მაკ’ქალმან 63) მაკ’მან (ტიმანი 63) - 9ლ: კერევი (1 6) სპეით პოლოტა-ნაუ კურინდრანი (4 5 7) ფიპს სიმონს; 9გ: ჰოჯ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 4/11 @ იოკოჰამა, კოკუსაი (43 621)   ვიდეო  

0:7(7) 0:14(12) 3:14(18) 3:21(25) 3:28(35) 3:35(40+2) / 10:35(45) 13:35(49) 13:42(53) 16:42(54) 16:49(58) 16:56(63) 16:63(66) 23:63(70) 30:63(80+2)

ბარბაროსები 22:31 ზელანდია

ბარ: ბრიჯ ჯ.სავეა ბაქმან (რ.დიუ’პრე 68) ფორსტერ ასო <10-9> მოჰუნგა ელის^კაპ (დრამონდ 51) / ფან’რუიენ (ბ.ფრენქს 46) ა.სტრაუს (აკ.ფან’დერ’ მერვე 61) მოლი (რ.სმით 46) ს.ქართერ (აკერმან 53) ბერდ (ვ.ბრიც 50) ლუატუა (დ.ჰანთ 62) კვ.სმით ლ.ვაითლოქ - 4ლ: მოჰუნგა ბრიჯ (2 4) ქართერ; გ: მოჰუნგა

ზელ: ჰავილი (სოპოანგა 46) ნაჰოლო (დაფი 68) ლენართ-ბრაუნ ლაუმაპე ტამანი’ვალუ <10-9> ბ.ბარეთ^კაპ (სოპოანგა 15-21) პერენარა (ქერ-ბარლოუ 46) / ჰეიმს (პერი 55) ჰარის (აუმუა 68) ტუჰუნგაფასი (ტუმანგა-ალენ 68) რომანო (სქ.ბარეთ 64-67) სქ.ბარეთ (ტუი’პოლოტუ 55) ფიფიტა ა.სავეა კაინო (ქეინ 46) - 5ლ: პერენარა ფიფიტა ლაუმაპე ქეინ ჰარის; 3გ: ბ.ბარეთ

რეფ ოუენს (უელ) 4/11 @ ლონდონ, თვიქნემ (62 500)   ვიდეო  

5:0(9) 10:0(15) 10:5(18) 17:5(30) 17:10(35) შეს(40+3) /
17
:17(54) 17:24(57) 17:31(61) 22:31(80+)

 

პირველი ვიქენდი @ საქართველოს თარიღითა და დროით

პარ

10/11

ბარბაროს

23.30

ტონგა

ლიმრიქ (ირლ)

შაბ

11/11

საქართველო

18.00

კანადა

დიდუბე

 

.

გერმანია

18.00

ბრაზილია

ლაიპციგ

 

.

იტალია

18.00

ფიჯი

კატანია

 

.

შოტლანდია

18.30

სამოა

მარი’ფილდ

 

.

ინგლისი

19.00

არგენტინა

თვიქნემ

 

.

უელსი

21.15

ავსტრალია

კარდიფ

 

.

ირლანდია

21.30

აფრიკა

დაბლინ

 

.

საფრანგეთი

23.45

ზელანდია

სან’დენი

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

www.000webhost.com