სოსომ რაგბეთი გადარია

   "თიბისის სერიის" ტესტში "ბორჯღალოსნებმა" დინამოზე 32 ქულით რომ მოსრეს "მეორე დონის" მაჩანჩალა – კანადა, სოსო მათიაშვილმა "მეკოს" რეკორდი გააუმჯობესა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმი

კანადა 1991 წელს გავიდა მსოფლიო თასის მეოთხედ’ ფინალში და მერეც კარგა ხანს კერკეტი კაკალი იყო, მაგრამ პროფესიულ ხანაში ხომ ვეღარ იზარდა და კიდეც დაკნინდა – ბოლო სამ სეზონში, "მეორე დონის" 7 მეტოქის წინააღმდეგ, ბალანსი კატასტროფული  18: 1-16*1  აქვს (მოგვიგო მარტო ჩვენ – 2015 წლის მსოფლიოს’წინა მოთელვა) და მყარადა ზის ბოლო ადგილზე

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგში "ნეკერჩხლები" დღეს’დღეობით
11 ადგილითა და 1394 წერტით რომ ჩამოგვრჩებიან, მათი დარბევით ვერაფერი მოგვემატა

რაღა ბევრი გავაგრძელოთ, კანადას უსწრებენ რუსეთი, ესპანეთი, ნამიბია და გერმანიაც;  და ჩაგვიჯდება თუ არა დაბრიყვებული მეტოქე 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფში, ეგ გაისად, 3 თებერვალსღა გაირკვევა მონტე’ვიდეოში (ურუგვაი)

სამივე მაჩვენებლით

კანადის უბედურება კადრების უყოლობაა: 23-კაცა თბილისური რაზმიდან 6 მოთამაშეღაა პროფესიონალი:  31 წლის ბექები ჰერნი და  ფან’დერ’მერვე, მოშვიდკაცე პერისი, და ბრგე მორკინალები:  ლარსენი, ომსთედი და არდრონი

"მასსა" შინ, სამოყვარულო კლუბებში რაგბობს;  4 რეგიონად – დათვები, მგლების ხროვა, ლურჯები, კლდე – გაყოფილი, თვალ’უწვდენელი ქვეყნის მოკლე პირველობა კი დონით ჩვენს "დიდ 10"ზე უკეთესი ვერასგზით ვერ იქნება

კანადა ახლახანს ჩაიბარა უელსელმა ქინგსლი ჯოუნზმა, ვინაც ბოლო მსოფლიოს წინ რუსეთში მუშაობდა და ხელი მოეცარა.  ასე რომ, ყველა’ნაირი ლოგიკით, სტუმრებს დიდუბეში ბარაქიანად უნდა წაეგოთ ჩვენს მარად’მზარდ ანსამბლთან

ასეც მოხდა – გავიმარჯვეთ ჯერ’არნახული უპირატესობით * 54:22 და მეტოქე ბალანსის სამივე მაჩვენებლით უკან მოვიტოვეთ: მოგება 4-3, ქულა 145:141, ლელო 16/14, აკადემიელმა სოსო მათიაშვილმა კი
34 ქულა მოინაგრა
(2ლ 6გ 4ჯ) და გააუმჯობესა მერაბ კვირიკაშვილის რეკორდი – 32 ქულა (2ლ 11გ @ 06/02_2010 * გერმანია 77:3)

დაფასებული ამაგი

ქართულ ტელე-ბაზარზე რაგბი რომ "საჯილდაო ქვად" იქცა და კავშირის გარჯითაც კონკურენცია გაჩაღდა, ბორჯღალოსანთა ტესტი საზ’მაუს ნაცვლად პირველად გადაიცა ერთ’ბაშად ორი არხით – "რაგბი.თივი"-თა და "ტელე იმედით"

ამაგი დაუფასდა 80 წლის გივი მრელაშვილსაც: 1961 წლის 1 დეკემბერს პირველი ოფიციალური მმართველი ორგანოს – "თბილისის რეგბის სექციის" – შექმნის თაოსანი ნაკრების ხელ’მოწერილი კვართით დასაჩუქრდა, და მასვე სიმბოლური ქიქ’ოფის შესრულებაც დაეკისრა

ლელო პირველივე შეტევით დავდეთ:  დერეფანში მოგებული ბურთი ლაშა ხმალაძემ ფრთაზე გადაუკიდა აიელ ახალბედას, მირიან მოდებაძეს, ამან კი ოვალი იხელთა და დაჭერილმაც ამოუგდო მათიაშვილს * 7:0 @ 4’

"მეკოს ღირსეულმა მემკვიდრემ" გარდასახვას სამი ჯარიმაც მოაყოლა * 16:3 @ 23’, იმათ კი სამიდან პირველი ლელო ჯარიმის უცებ გათამაშებით დაგვიდეს * 16:8 @ 34’

უმთავრესი ღირსება

ჩვენი მორკინალები ძალიან ჯობდნენ იმათსას, მაგრამ დაბლინური გაგების ერთგული, ჯეელი უელსელი რეფი თამაშს აბალანსებდა, რათა ერთ გუნდს მეორე ერთად’ერთი ხერხით არ დაეჯაბნა და ამით 15-კაცა რაგბის უმთავრესი ღირსება – მრავალ’წახნაგოვნება არ შელახულიყო

13:3-ზე კანადამ გვიგორა მოლები და აბრაგანიც სცადა, მაგრამ ხეირი გაფლანგა, ტაიმის ბოლო მონაკვეთში კი ვეტერანმა გიო ნემსაძემ მოლითვე შეიტანა კარიერის მე-13 ლელო * 23:8 @ 40+5’

შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა:  ჩვენი ორი ლელო "აიღე და მიეძალე"ს მოჰყვა და ბურჯების ანგარიშზეა;  იმათ ორჯერ სახტად დაგვტოვეს ბექთა სისხარტით;  მერაბ შარიქაძემ უხეირო 10 ნომერს მოგერიებაზე დაუფარა და სრიალით ეწია მიზანს – "ბუკას" მე-11 ლელო;  ხოლო მათიაშვილმა სრულიად რაგბეთი გადარია:

ჯიუტად მისდია ლელოსკენ ფეხით გაგორებულს და თუმც დაწევის იოტის’ოდენი შანსიღა ჰქონდა, აკრობატული ნახტომით მტევანი მაინც დაჰკრა "გილბერთს" მანამდე, სანამ ეს "უკანა ხაზს" შეეხებოდა * 47:22 @ 69’

 

შემოდგომის ტესტები | თიბისის რაგბის სერია * 2017

პირველი შაბათი

 

<<  საქართველო 54:22 კანადა

  წარსული   23 მოთამაშე   "ცოცხალი" ოქმი 

საქ: მათიაშვილი კოშაძე კაჭარავა (კვესელაძე 72) შარიქაძე^კაპ მოდებაძე <10-9> ხმალაძე (ჯინჭველაშვილი 69) ლობჟანიძე (ბეგაძე 64) / ნარიაშვილი (ასიეშვილი 51) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 57) ჩილაჩავა (ბეკოშვილი 57) მიქაუტაძე (ჩხაიძე 53) ნემსაძე; ლომიძე კოლელიშვილი (თხილაიშვილი 60) ბიწაძე – 6ლ: მათიაშვილი (1 5) ნემსაძე ჩილაჩავა შარიქაძე ასიეშვილი; 6გ 4ჯ: მათიაშვილი

კან: ქოუ სთოლერ ფან’დერ’მერვე ჰერნ (დიუ’ტოი 64) პერის <10-9> პარფრი მაქ^კაპ / სირს-დურუ (ლუკა 53) ბარქვილ (ჰოვარდ 53) ილნიცკი (ქის 53) ლარსენ ომსთედ (ბეილი 69) რამბოლ (გილმორ 23) ჰითონ არდრონ – 3ლ: პერის ფან’დერ’მერვე სთოლერ;
2გ ჯ:
სთოლერ

რეფ ბ.ვაით’ჰაუს (უელ) 11/11_2017 @ თბილისი, დინამო (25 ათასი)

7:0(4) 7:3(8) 10:3(10) 13:3(15) 16:3(23) 16:8(34) 23:8(40+5) /
26:8(45) 33:8(53) 33:15(57) 40:15(59) 40:22(62) 47:22(69) 54:22(79)

*  სტატისტიკა  ოპტა

სოლო 90-77 (295-268 მეტრი = საშ 3.3-3.5), გარღვევა 4-7
პასი
103-94, ოფლოუდი 6-1, ბურთის დაკარგვა 8-14
ფეხით
18-13, სადგამიდან 10/11-3/4, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან
62-53, მოლი 2-3
ბოჭვა 89-100, გატარება 9-12, დაჯარიმება 13-12
თავისი*მეტოქის შერკინება
8*1-3*2, დერეფანი 9*2-11*1

საქართველო

წთ

ფ/პ/ს

|

^

ბჭვ

დერ

-შ

-ჯ

მათიაშვილი

85

4/2/5

28

1

0

0

0/2

.

0

0

კოშაძე

85

0/1/2

11

0

0

1

1/0

.

0

0

კაჭარავა

76

0/1/7

44

1

4

0

4/1

.

1

0

კვესელაძე

9

0/1/1

2

0

0

0

0/0

.

0

0

შარიქაძე

85

0/4/8

23

1

0

0

8/0

.

0

1

მოდებაძე

85

0/4/5

13

0

1

2

3/0

.

1

0

ხმალაძე

73

8/19/7

30

0

0

0

4/1

.

2

0

ჯინჭველაშვილი

12

1/2/0

0

0

0

0

0/1

.

0

0

ლობჟანიძე

68

5/49/3

21

0

0

0

4/2

.

1

0

ბეგაძე

17

0/4/1

1

0

0

0

0/0

.

1

0

ნარიაშვილი

55

2/4

3

0

0

0

3/0

.

0

0

ასიეშვილი

30

0/2

3

0

0

0

5/0

.

0

1

ბრეგვაძე

61

3/6

18

0

2

0

9/1

.

0

0

მამუკაშვილი

34

1/2

0

0

0

1

5/0

.

0

0

ჩილაჩავა

61

0/3

1

0

0

0

4/0

.

0

2

ბეკოშვილი

34

0/0

0

0

0

0

2/0

.

0

0

მიქაუტაძე

57

1/5

14

1

1

1

1/1

2/0

0

1

ჩხაიძე

28

0/1

5

0

0

0

5/0

1/1

0

1

ნემსაძე

85

2/7

6

0

1

1

4/0

2/0

0

1

ლომიძე

85

2/9

35

0

1

0

10/0

4/0

1

3

კოლელიშვილი

64

3/2

0

0

0

0

6/0

0/0

0

0

თხილაიშვილი

21

0/0

0

0

0

0

5/0

0/0

0

0

ბიწაძე

85

2/10

37

0

2

0

6/0

0/0

1

1

კანადა

წთ

ფ/პ/ს

|

^

ბჭვ

დერ

-შ

-ჯ

ქოუ

85

3/2/6

53

1

2

0

2/2

1/0

1

1

სთოლერ

85

1/1/2

12

1

0

0

3/0

.

1

0

ფან’დერ’მერვე

85

1/5/8

58

1

2

0

6/3

.

2

1

ჰერნ

68

2/4/8

15

0

1

0

9/0

.

0

0

დიუ’ტოი

17

0/0/0

0

0

0

0

1/0

.

0

0

პერის

85

0/1/9

45

2

2

0

3/1

.

2

0

პარფრი

85

4/10/4

11

0

1

0

8/2

.

2

0

მაქ

85

1/55/9

46

2

0

0

3/0

1/0

1

0

სირს-დურუ

57

1/2

1

0

0

0

2/0

1/0

0

2

ლუკა

28

1/1

0

0

0

0

2/0

.

0

1

ბარქვილ

57

0/2

0

0

0

0

6/1

.

1

1

ჰოვარდ

28

1/1

0

0

0

0

3/0

.

0

1

ილნიცკი

57

0/0

0

0

0

0

2/0

.

0

2

ქის

28

0/1

0

0

0

0

2/1

.

0

0

ლარსენ

85

4/6

0

0

0

0

9/1

1/0

2

0

ომსთედ

73

3/1

2

0

0

0

10/0

3/0

0

1

ბეილი

12

0/2

7

0

1

0

0/0

0/0

0

0

რამბოლ

22

1/3

2

0

0

1

1/0

0/0

0

0

გილმორ

63

1/1/4

0

0

0

0

9/0

0/0

0

0

ჰითონ

85

1/0

0

0

0

0

10/1

2/0

0

0

არდრონ

85

3/8

16

0

0

0

9/0

2/0

2

2

წთ წუთი, სინბინი, ფ/პ/ს ფეხი/პასი/სოლო, მ წინსვლა (მეტრი), | ხაზის გაჭრა,
^ მბოჭავის გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
დერ დერეფანი (მოიგო/წააგო), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

მეორე დონის რვეული

ძრავი >>   სქრამ’ის ბაზა     ქ% = (2* + ფ) / (2*) * 100

#

2015 - 2017

%

 მ-წ  *

სხვ

/

1

ფიჯი

86.4

11

9-1  *1

+95

36

3.27

2

საქართველო

67.8

14

9-4  *1

+101

30

2.14

3

იაპონია

63.6

11

7-4

+36

24

2.18

4

რუმინეთი

55.5

9

5-4

-18

14

1.55

5

ტონგა

50.0

12

6-6

=0

26

2.17

6

შტატები

46.4

14

6-7  *1

+28

41

2.93

7

სამოა

46.1

13

5-6  *2

-34

24

1.85

8

კანადა

8.3

18

1-16*1

-208

35

1.94

 2012 - 2017 წლები  (კანადამდე)

 

29 წლის (1989-2017) მონაგარი

204 თამაში (82 შინ, 82 გარეთ, 40 ნეიტრ)
125 მოგება - 72 წაგება * 7 ფრე
ქულა 
4741:3698 (+1043)  
ლელო 
564/378 (+186)

>>  252 ბორჯღალოსანი

[ #251 მირიან მოდებაძე,  #252 გიორგი კვესელაძე ]

101 ბექი, 141 ფორვარდი და 10 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს
274, ხოლო ფორვარდებმა 290 ლელო

>>  კანადასთან (2009-2017)

7თ (3შ 3გ 1ნ)  4-3   145:141   ლ 16/14

>>  ბორჯღალი (კეპი)

106 კვირიკაშვილი; 103 კაჭარავა; 98 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
  78 მალაღურაძე; 77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი;
74 ნემსაძე;
  73 მაჩხანელი; 71 გორგოძე; 70 ურჯუკაშვილი; 67 ლაბაძე, თოდუა;
  66 ზედგინიძე; 64 ა.გიორგაძე, შველიძე; 62 სუთიაშვილი;
  61 ხამაშურიძე, სამხარაძე;
59 ბეგაძე; 57 ჯიმშელაძე, ხმალაძე;
  55 შარიქაძე;
53 ზირაქაშვილი; 52 მიქაუტაძე

>>  ქულა (მარტო დამრტყმელები)

833 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური

>>  ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 22 კაჭარავა; 21 ზიბზიბაძე;
18 ურჯუკაშვილი;
16 კვირიკაშვილი; 15 ზედგინიძე, ხამაშურიძე;
14 უდესიანი;
13 ნემსაძე; 12 ლაბაძე; 11 ა.გიორგაძე, შარიქაძე;
10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე, თხილაიშვილი;
  9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი

1989 - 2017 ზაფხული    203 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად