ბურთაობის გაკვეთილი

   ევროპაში მოგზაური სამხრეთის "ოთხი ერიდან" პირველი ტესტი მოიგეს მხოლოდ ზელანდიამა და ავსტრალიამ

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

სამხრეთი ძველებურად ვეღარ პარპაშებს.  ერთი რომ, შინ მეტად იღლება დაგრძელებული სეზონით, და მეორეც, ევროპა ძაან დააოსტატეს სამხრეთელმავე გურუებმა და საშოვარზე წასულმა ლეგიონერებმა

ირლანდიას კივი ჯო შმიდტი მოძღვრავს, უელსს – მისივე თანა’ მემამულე ვორენ გეთლენდი.  ინგლისი სულაც ავსტრალიელს - ედი ჯოუნზს მინდობია, ხოლო აფრიკიდან თეთრები გარბიან

რაგბის სამშობლომ არგენტინა ფიჯელთა მიერ გატანილი ლელოებით ძლია, ირლანდიამ კი პირველად ათამაშა სამოელი შუამარბი ბანდი აკი, ვინაც ზე’რაგბის "ჩიფს"ი იმიტომ გაცვალა მიყრუებულ "ქონოთ"ზე, რომ სამი წლის თავზე "სამყურებში" აეყვანათ!

აწ უკვე ტრადიციულად

ზელანდია საფრანგეთს "ლე სტად"ზე ეახლა და შესვენებამდე, წვიმაში, ბურთაობის გაკვეთილიც ჩაუტარა – ოთხი ლელო დაუდო * 31:5

მეორე ტაიმში კივები – აწ უკვე ტრადიციულად – მოეშვნენ და 11-ჯერ (!) დაჯარიმდნენ.  "მამლებმა" სხვაობა 13 ქულამდე დაიყვანეს * 18:31 @ 52’ და ტედი ტომაც, კივთა ბედად, შეეხო კიდის ხაზს, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც "ოლ ბლექს"მა თქვა – 11-ფაზიანი შტურმი სირენაზე დააგვირგვინა ფიჯელმა ვაისაკე ნაჰოლომ * 38:18

ფრანგებმა ექვსი უკეპო არაგბეს, ღერძად კი მთლად ჯეელები: 10 ენტონი ბელო – 9 ანტუან დიუპონ’ი შეაწყვილეს.  ზელანდია კოხტად გეზა და კარშიც ზუსტად ურტყა მოკეთებულმა ბოდენ ბარეთმა.  კივებს ბოჭვა მეტი გაუცუდდათ * 21-11, ხოლო კოლორიტმა სონი-ბილ ვილიამსმა ისევ განაცვიფრა ფანობა, მედია და თანა-გუნდელებიც

თურმე წესები ერევა

32 წლის უნიჭიერესი მობურთალი რაგბიდან ლიგაში და პირიქით რომ გადადი - გადმოდის, ორივე’ნაირი რაგბის ქომაგებს ახარებს, მაგრამ თურმე ალაგ-ალაგ წესებიც ერევა!

აგერ, ფრანგებთანაც, ახლოდან ლიგურად შეაცურა ოვალი და რაიან ქროთიმ "ოლ ბლექს"ის ისტორიაში მე-2000 (!) ლელო გაიტანა * 24:5 @ 38’, მაგრამ 47’ წუთზე – ბელომ რომ აწია ყუმბარა (ლიგური აბრაგანი) –  იმის ნაცვლად, რომ ბურთი დაეჭირა, ამხტარმა ლიგურად’ვე გადააგდო ოვალი "უკანა ხაზს" იქეთ და "7-ქულიანს პლუს სინბინით" დაისაჯა

კივთა პირველ ლელოზე ბარეთმა ახლოდან დაგეზა კვაჭი დეინ ქოულზი, ვისაც მერე მუხლის იოგები ისე დაუწყდა, ნახევარ წელს იუქმებს.  მსუბუქად დაშავდა კაპიტანი ქიარან რიდიც, შავებმა კი მაშინ დააშამათეს ლურჯები, ამათ ბურჯი რაბა სლიმანი შერკინების სერიული ჩაქცევისთვის რომ გაუსინბინეს

ზედიზედ მეცამეტედაც

ავსტრალიას კარდიფში არ აწვიმდა, რაკი უელსმა ჭერქვეშ ათამაშა.  კელტებმა გაიხარეს – გურუ გეთლენდმა ძალისმიერი "ვორენ-ბურთი" დაგმო და ორი მგეზავი: დენ ბიგარი და ოუენ ვილიამსი დააყენა, მაგრამ არც მაქედან გამოდნა რამე – 2009 წლიდან მოყოლებული, "ვოლაბებმა" ზედიზედ (!) მეცამეტედაც ძლიეს "ურჩხულები" * 29:21

უელსმა სტატისტიკურად აჯობა მეტოქეს:  პასი 191-143, ხაზის ჭრა
12
-3, ოფლოუდი 17-3, დაჯარიმება 4-15, და თუ "ოპტა"ს დაეჯერება,
150 ბოჭვა შეასრულა და სამად-სამიღა (!) გაუცუდდა, მაგრამ ოთხი ლელო კი იქეთ მიირთვა უფრო "ფეხით მოთამაშე" * 23-14 ოზებისგან

ოვალი გამოართვა

სტუმრებმა პირველი ლელო მარდი მოლით შეიტანეს, მეორე – ვილ გენიას მომსხეპი პასით, მესამე – 15 ფაზის შედეგად შექმნილი მეტობით, გადამწყვეტი კი – კურიოზულად:  დარეტიანებულ სთეფ ევანსს ოვალი გამოართვა აბორიგენმა ქერთლი ბილმა და 60 მეტრი მარტომ ირბინა * 29:16 @ 64’

უელსის ორივე ლელო გარე’მარბთა ანგარიშზეა.  ურჩხულებს ბოლო შეტევაში დაემტვრათ "ლომების" შუა’მარბი ჯონათან დევისი – კოჭი მოტყდა და ნახევარი წლით გამოვიდა მწყობრიდან, ავსტრალიის კაპიტანმა მაიქლ ჰუპერმა კი მეშვიდე (!) სინბინიც მიიღო და ტესტ-რაგბის ანტი’რეკორდში შეეზიარა სამ უწესოს:

ბრაიან ჰაბანას (აფრ), მარკო ბორტოლამს (იტა) და ჯემი ქადმორს (კან)

მამათა ჯინაზე

აფრიკის მულატმა გურუმ, ალისთერ კუციამ შებმამდე თავი მოუქონა ირლანდიას, ევროპის "ოლ ბლექები" ხართო, და ენამ უყივლა:  თუ კივებმა "ბოკე" სექტემბერში 57:0 მოსრეს, ირლანდიამ * 38:3 გაილაღა

"სამყურები" იმითაც იყვნენ გაგულისებულნი, რომ "მსოფლიო რაგბის" ცანცარა მახვშებს დასკვნა "დაედოთ" – 2023 წლის "მსოფლიო თასის" გამართვა "ქურციკეთს" ერგებაო!  მამათა ჯინაზე, გაზანგების გზაზე დამდგარი "სამხრეთი აფრიკა" ჯერ მოედანზე მოისრა, 15 ნოემბერს კი ფარულად რომ იყარა კენჭი, მასპინძლობა ... საფრანგეთს დაეკისრა

ირლანდიამ ბოკე უსიტყვოდ დაჯაბნა.  თავიდან ჯონი სექსთონმა შეაგდო სამი ჯარიმა, მერე კი მულატმა ქორნალ სქოსანმა ვერ აიღო აბრაგანი და ენდრიუ ქონვეიმ გაიჯეჯილა * 14:0 @ 25’

აფრიკამ ვერც შესვენების შემდეგ შეატრიალა თამაში, ბოლო 10 წუთში კი უარესად წახდა.  ჰოდა, კელტების მარქაფამ სამი ლელოც რომ გამოაცხო, კუციამ ოღრაშულად შენიშნა, მარცხისთვის "ჯგუფად უნდა ვაგოთ პასუხიო" 

"ფაქ"ები და ფქვა

თვიქნემის პუბლიკა სეირით გულ’ნაკლული დარჩა – უფერულმა ინგლისმა ორი ლელოღა დაუდო დაკნინებულ არგენტინას * 21:8

ედი ჯოუნზმა საავსტრალიოდ გადაინახა ქიქერი ოუენ ფარელი და მღლეტელი მარო ითოჟე.  ბლომად ბოჭა სემ ანდერჰილმა * 21/3, გურუ კი ისე გააბრაზეს შეგირდებმა, რომ 57 წლის კაცმა რვეული და კალამი მოისროლა და ერთ გინებაში ორი "ფაქ"იც ჩაატია, რისთვისაც 93 წლის დედისგან საყვედური მიიღო

ინგლისური რაგბის ტაძარს "ამერიკული ბურთაობისთვის" რომ ემასპინძლა, ამისი ნახაზი ჯერაც ეტყობოდა მოედანს.  აურიეს დამრტყმელებმა:  ჯორჯ ფორდმა ორჯერ გაარტყა ძელს, "პუმებმა" – ემილიანო ვოფელიმ, ხუან-მარტინ ერნანდესმა და ნიკო სანჩესმა კი კარს 5-ჯერ ააცილეს ბურთი

ამან ბოლოს 30-ფაზიანი (!) რუტინა ლელოთიც დაასრულა, ჯოუნზმა კი – მარათონის ანალოგიით – მთელ ამ ცოდვილობას გრაინდ’ათონ უწოდა:  "გრაინდ" ფქვას ნიშნავს!

ფული შეგვიგროვეთო

თუ მსოფლიო თასის წინა ციკლში ტონგამ მოიხმარა დაბლინური გრანტები არა’დანიშნულებისამებრ და კიდეც დაისაჯა – ამჯერად სამოა გაეხვია შარში:  ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და შეთავსებით რაგბის კავშირის თავკაცმა, ტუი’ლაეპა საილელე მალიელე’ნგაოიმ ერს მიმართა, რაგბი გაგვიკოტრდა და ფული შეგვიგროვეთო

ეს რომ დაბლინში შეიტყვეს, ბრძანეს, მარტო წელს – ოღონდაც არა’პირდაპირი გზით – მილიონ-ნახევარი (!) გირვანქა მოვახმარეთ მაგ ქვეყანასო, ინგლისელმა "ვარდებმა" – სამოელმა მანუ ტუილანგიმ და ტონგელმა მაკო ვუნიპოლამ კი თანა’გუნდელებს მოუწოდეს:

22 ათასი რომ გვერგება სამოის ტესტში, თითო (!) ათასი მოვიკლოთ და უშუალო მეტოქეს პირადად გადავცეთ, რადგან თუ ეგ ფული კავშირს მიუვა, ბიჭები ერთ პენსსაც ვეღარ იხილავენო

რაკი ტურნეებს "მსოფლიო რაგბი" აფინანსებს, სამოა განრიგის მიხედვით მაინც ეწვია შოტლანდიას და ისე გულიანადაც ებურთავა, რომ 11-ლელოიან შოუში სულ რაღაც * 38:44 დამარცხდა

 

შემოდგომის ტესტები * 2017

პირველი ვიქ’ენდი  

ვიდეო ჰაი’ლაითები >>>  წკაპი  ანგარიშზე

ბარბაროსები 27:24 ტონგა

4ლ: ნაიარავორო ბრიჯ მერფი ელის; 2გ ჯ: რ.დიუ’პრე –

4ლ: პაკალანი ლოკოტუი ვაილანუ (3 4) 2გ: ტაკულუა

რეფ მერფი (ირლ) 10/11 @ ლიმრიქ (ირლ), სომონდ პარქ (_)

0:7(3) 0:14(11) 5:14(18) 12:14(22) 15:14(36) /
15:19(63) 22:19(70) 27:19(74) 27:24(79)

გერმანია 45:12 ბრაზილია

7ლ: კუცია ფიუხზელ ოტო შრამ (4 5) კლევინგ’ჰაუს ბარბერ;
5გ:
პარქინსონ –

2ლ: სანსერი არუდა; გ: რივზ სბ პიერო როზეტი

რეფ ვილქინსონ (ირლ) 11/11 @ ლაიპციგ, პლახე (2 668)

სბ(4ბ) 5:0(6) 12:0(14) 19:0(25) 26:0(36) /
სბ(43ბ) 33:0(45) 38:0(50) 38:7(57) 45:7(64) 45:12(77)

იტალია 19:10 ფიჯი

იტა: ჰეივორდ სარტო ბონი კასტელო (მინოძი 21-25) ბელინი <10-9> კანა (მაკ’ქინლი 62) ვიოლი (გორი 69) / ლოვოტი (ძანი 6-7, 25-26, 51) ბიჯი (გირალდინი 47) ფერარი (კისტოლინი 47) ფუზერ (ლაძარონი 69) ბად; მინტო (ლიკატა 58) ბ.სტეინ პარისე^კაპლ: ფერარი;
გ:
კანა; 4ჯ: კანა 3, მაკ’ქინლი  

ფიჯ: მური’მური’ვალუ ტუი’სოვა ტიკოი’როტუმა ვატუ’მბუა (მბოტია 52) ტ.ნანგუსა (ნგონევა 76) <10-9> ვოლა’ვოლა სბ 64, ლომანი (სენი’ლოლი 52) / მაჰაფუ (რავაი 54) ტუა’პატი (კოტო 54) საულო (რინა’კამა 67) რატუნია’რავა (ნამბოუ 68) ნაკა’რავა; კუნა’ტანი ნქერა^კაპ ნ.ნანგუსა (ვოკა 68) – ლ: ნაკარავა;
გ ჯ:
ვოლავოლა

რეფ ლეისი (ირლ) 11/11 @ კატანია, მესიმინო (12 343)   ვიდეო

3:0(5) 3:3(21) 10:3(29) 10:10(40) /
13:10(53) 16:10(58) სბ(64ფ) 19:10(80)

შოტლანდია 44:38 სამოა

შტლ: ჰოგ სიმორ (ჰარის 59) ჰ.ჯოუნზ დანბარ ლ.ჯოუნზ <10-9> რასელ (ჰორნ 66) პრაის (პირგოს 66) / მარფო (ბჰათი 59) მაკ’ინალი (თერნერ 59) ნელ (ფეიგერსონ 32) თულის (სვინსონ 72) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ (კ.დიუ’პრე 59) ვოთსონ ვილსონ – 6ლ: ჰოგ ჰ.ჯოუნზ მაკ’ინალი (3 4) დანბარ ჰორნ; 4გ: რასელ 3, ჰორნ; 2ჯ: რასელ  

სამ: ტუალა (ალატიმუ 75) პერეს ფონოტია ლი-ლო (ლეიუა 70) ლემი <10-9> ნანაი-ვილიამს ქაული (მატავაო 51) / ჯდ.ლეი (ჯმ.ლეი 59) ლეაია’ტაუა (მატუჰუ 57) ბრიგ’ჰაუს (სასანგი 52) თაირელ (ლემალუ 72) ვუი^კაპ; ფაჰა’სალელე თჯ.იოანე (ტრევირანუს 62) ლემ – 5ლ: თაირელ ფაჰა’სალელე ნანაი-ვილიამს ფონოტია ტრევირანუს; 5გ ჯ: ნანაი-ვილიამს

რეფ ბერი (ავს) 11/11 @ ედინბურგ, მარი’ფილდ (67 144)   ვიდეო

7:0(3) 7:3(12) 10:3(15) 13:3(25) 13:10(28) 18:10(35) 25:10(40+3) / 32:10(47) 32:17(51) 32:24(64) 37:24(66) 37:31(69) 44:31(76) 44:38(78)

ინგლისი 21:8 არგენტინა

ინგ: ბრაუნ (როკო’ნდუნგუნი 22) ვოთსონ ჯოზეფ (ლოზოვსკი 62) სლეიდ დეილი <10-9> ფორდ იანგს (ქეა 62) / მ.ვუნიპოლა (გენჩ 68) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 59) ქოულ (ჰ.ვილიამს 68) ლოზ ქრუზ (ლონჩბრი 57) რობშოუ ანდერჰილ ჰიუზ (სიმონდს 71) –
2ლ: ჰიუზ როკო’ნდუნგუნი; გ 3ჯ: ფორდ

არგ: ტუკულეტ სბ 22, მოშანო (კანსელიერე 55) მორონი გონსალეს-იგლესიას ვოფელი <10-9> ერნანდეს (სანჩეს 64) ლანდახო (ვერტრანუ 68) / გარსია-ვოტა (ნოგერა-პას 59) კრევი^კაპ (მონტოშა 68) ტეტას-ჩაპარო (პიერეტო-ეილან 59) ალემანო ლავანინი (სენატორე 68) მატერა კრემერ ლესანა (მაკომე 57) –
ლ: სანჩეს; ჯ: ვოფელი

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 11/11
@ ლონდონ, თვიქნემ (
81 683)   ვიდეო

3:0(7) 3:3(10) 6:3(14) სბ(22ა) 11:3(23) 14:3(34) /
21:3(68) 21:8(78)

უელსი 21:29 ავსტრალია

უელ: ჰაფ’პენი ლმ.ვილიამს ჯთ.დევის ო.ვილიამს (ვოთქინ 69) სთ.ევანს (ეიმოს 65) <10-9> ბიგარ გრ.დევის (ალ.დევის 76) / რ.ევანს (ნ.სმით 69) ოუენს (დეისი 75) ფრენსის (ბრაუნ 75) ბოლ (ჰილ 69) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ (ქროს 75) ნავიდი ფალეტაუ –
2ლ:
სთ.ევანს ეიმოს; გ 3ჯ: ჰაფ’პენი 

ავს: ბილ კოროი’მბეტე კურინდრანი კერევი (ჰანთ 53) ჰოჯ <10-9> ფოლი გენია  / სიო (რობერთსონ 69) პოლოტა-ნაუ (მორ 59) კეპუ (ალა’ალატოა 65) სიმონს (ფილიპ 64) ქოულმენ; ჰენიგან (მაკ’ქალმან 64) ჰუპერ^კაპ სბ 68, მაკ’მან – 4ლ: პოლოტა-ნაუ ქოულმენ ჰუპერ ბილ; 3გ; ფოლი; ჯ: ჰოჯ  

რეფ ჯექსონ (ზელ) 11/11 @
კარდიფ, პრინსიპალითი (
70 275)   ვიდეო

3:0(9) 3:7(14) 10:7(19) 10:14(24) 10:17(34) 13:17(38) 13:22(40+) /
16:22(52) 16:29(64) სბ(68ა) 21:29(80) დას(80+2)

ირლანდია 38:3 აფრიკა

ირლ: რ.ქარნი (სვითნემ 74) ქონვეი ჰენშოუ აკი სთოქდეილ <10-9> სექსთონ (ქარბრი 75) მარი (მარმიონ 71) / ჰილი (ქილქოინ 67) ბესთ^კაპ (ჰერინგ 67) ფურლონგ (ჯნ.რაიან 71) ჰენდერსონ (ჯმ.რაიან 71) თოუნერ; ო’მანი (რადოქ 51) ო’ბრაიენ სტანდერ – 4ლ: ქონვეი რადოქ ჰერინგ სთოქდეილ; 3გ: სექსთონ, ქარბრი 2; 4ჯ: სექსთონ

აფრ: ან.კუცია ლეიდს ჯ.კრილ დე’ალენდე (ფ.ფენტერ 57) სქოსან <10-9> იანკის (პოლარდ 57) კრონიე (პეიჯ 69) / მთავარირა (კიცჰოფ 54) მარქს (მბონამბი 69) უსტ’ჰეიზენ (ვ.ლოუ 2) ეცებეთ^კაპ დე’იახერ (მოსტერტ 67) კოლისი (ქასიმ 69) დიუ’ტოი (კოლისი 75) ფ.ლოუ – ჯ: იანკის

რეფ ო’ქიფ (ზელ) 11/11 @ დაბლინ, ავივა (51 ათასი)   ვიდეო

3:0(4) 6:0(15) 9:0(20) 14:0(25) შეს(40+3) /
14:3(44) 17:3(57) 24:3(73) 31:3(78) 38:3(80+2)

საფრანგეთი 18:38 ზელანდია

სფრ: დიუკუენ (ტრენ-დიუკ 75) ტომა ბასტარო დუმეირუ (პენო 63) იუჟე <10-9> ბელო დიუპონ (სერენ 73) / პუარო (შომე 35-/, 67) გირადო^კაპ (მეინადიე 70) სლიმანი სბ 34 (კოცე 62) ვაამაინა გაბრიაგ (ჟედრასიაკ 62) კონკორიე გურდონ პიკამოლ (ჟელონშ 67) – შ^იუჟე + ლ: ტომა; 2ჯ: ბელო

ზელ: მაკ’ქენზი (სოპოანგა 66) ნაჰოლო ქროთი (ლენართ-ბრაუნ 65) ვილიამს სბ 47, რ.იოანე <10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 69) / ჰეიმს (ქროქეთ 48) ქოულზ (თეილორ 24) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 61) რომანო (სქ.ბარეთ 30-37, 65) ს.ვაითლოქ; ფიფიტა ქეინ რიდ^კაპ (თოდ 48) – 5ლ: ქოულზ ნაჰოლო (2 5) ქროთი ქეინ; 5გ ჯ: ბ.ბარეთ

რეფ გარდნერ (ავს) 11/11 @
სან’დენი, სტად დე ფრანს (
78 561)   ვიდეო

0:7(10) 0:10(17) 0:17(24) 5:17(27) სბ(36ს) 5:24(38) 5:31(40+) /
8:31(42) 15:31(47შ+სბ) 18:31(52) 18:38(80+)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ქერთლი ბილ (ავს), 14 ვაისაკე ნაჰოლო (ზელ), 13 ჰიუ ჯოუნზ (შტლ), 12 ბანდი აკი (ირლ), 11 ენდრიუ ქონვეი (ირლ): 10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 ანტუან დიუპონ (სფრ) /

1 მაკო ვუნიპოლა (ინგ), 2 სთიუართ მაკ’ინალი (შტლ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ); 4 იენ ჰენდერსონ (ირლ), 5 ადამ ქოულმენ (ავს);
6 პავლო მატერა (არგ), 7 სემ ანდერჰილ (ინგ), 8 ნეითან ჰიუზ (ინგ)

სულ:  5 ირლ; 3 ინგ; 2 ავს შტლ; 1 არგ ზელ სფრ

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (13/11_2017)

  1 ზელანდია 9383, 2 ინგლისი 9014, 3 ავსტრალია 8802,
  4 ირლანდია
8639, 5 აფრიკა 8404, 6 შოტლანდია 8247, 
  7 უელსი
8098, 8 საფრანგეთი 7963, 9 ფიჯი 7793,
10 არგენტინა 7693, 11 იაპონია 7379, 12 საქართველო 7341,
13(14) იტალია
7255, 14(13) ტონგა 7172, 15 რუმინეთი 7027,
16 სამოა 6967, 17 შტატები 6584 ... 23(24) კანადა 5947

+/-:  იტა 155 ფიჯ, ირლ 100 აფრ, ავს 74 უელ *
           ზელ
0 სფრ, ინგ 0 არგ, შტლ 0 სამ, საქ 0 კან (54:22 შ)

მეორე ვიქენდი @ საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

18/11

იტალია

18.00

არგენტინა

ფირენცე

 

.

ნამიბია

18.00

ურუგვაი

ვინდჰუქ

 

.

უელსი

18.30

საქართველო

კარდიფ

 

.

ინგლისი

19.00

ავსტრალია

თვიქნემ

 

.

ესპანეთი

19.00

კანადა

მადრიდ

 

.

გერმანია

20.00

შტატები

ვისბადენ

 

.

რუმინეთი

20.00

სამოა

ბუკურეშტ

 

.

იაპონია

20.15

ტონგა

ტულუზ (სფრ)

 

.

შოტლანდია

21.15

ზელანდია

მარიფილდ

 

.

ირლანდია

21.30

ფიჯი

დაბლინ

 

.

საფრანგეთი

23.45

აფრიკა

სან’დენი

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

www.000webhost.com