უკადრებელი იკადრეს

   უელსთან პირველად შერკინებულმა "ბორჯღალოსნებმა" მეორე ტაიმში ღონით დაჯაბნეს მასპინძლები, მაგრამ ესენი ფრეს არა- სპორტულად’ღა დაუძვრნენ

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმი და სტატისტიკა

ბობოლათა ამპარტავნობის გამო, "ურჩხულებთან" რაგბობა ნაკრების შექმნიდან 29-ე წელს’ღა, 205-ე მატჩში გვეღირსა. განგებამაც ისე ინება, რომ საქართველო და უელსი 2019 წლის მსოფლიოზე – ჯგუფში, 23 სექტემბერს, ტოიოტაში უნდა შეიბნენ

კელტებმა ბირთვი შემდეგ შაბათს, ზელანდიასთან რკენისთვის დაზოგეს და ერთბაშად 14 დამწყები შეცვალეს – ეგონათ, დუბლი იმდენად გაუძალიანდება "მეორე დონის" ქვეყანას, რომ სხარტ და ამბიციურ ბექთა ხარჯზეღა გავიმარჯვებთო, მაგრამ მოტყუვდნენ:

შესვენებისკენ გავთამამდით, მეორეში კი არა-ბუნებრივად ჩქარა მოთამაშე უელსს არაქათი გამოელია.  მათდა ბედად, ჩვენი უკანა ხაზი ჯერაც ვერ ბურთაობს ზე’რაგბულად – საამისოდ თაობათა ცვლა უნდა დასრულდეს, მორკინალებმა კი ბოლოს ისეთი "აიღე და მიეძალე" გააჩაღეს, რომ უელსის "წითელ ზოლში" ორჯერ დასცეს ბანაკი

მაყურებელი დუმდა

ურჩხულებმა მეორე ჯერზე უკადრებელი იკადრეს – მოიგონეს, საღი ბურჯი აღარ დაგვრჩაო და მსაჯს "ცრუ შერკინება" შემოაღებინეს, რაღაი მიწოლით ვუპირებდით დალელოვებას.  მაშინ ბორჯღალოსნებმა მოლი და ძალური სოლოები სცადეს, მაგრამ მიზნამდე 3 მეტრი დააკლდათ

ბოლო შტურმის წინ თამაში სრული 6 წუთით გაჩერდა, რათა მსაჯს გამოსავალი მოენახა.  მაყურებელი მაქამდეც მეტწილად დუმდა, რაკი ბურთაობის ნაცვლად ჭიდილიღა იხილა.  უეჭველია, ამას ხელზე დაიხვევენ მავანნი, რათა "ექვს ერში" არასოდეს (!) მიგვიღონ – ესაოდა, ვერაფერს შეგვმატებთო, მაგრამ უელსი კი დაიზაფრება მსოფლიოს წინ

ერთი სიტყვით, რაგბეთს დავუმტკიცეთ, რომ ძალ-ღონითა და ბრძოლის უნარით ტოლს არავის დავუდებთ.  უეჭველია, რომ წელიწადში ორ, "პირველი დონის" მეტოქეს კვლავაც მოგვიჩენენ მახვშები.  ამ შანსებით კიდევ უნდა ვიზარდოთ, შერკინების წესები კი რომ დასახვეწია, მაგაზე ალბათ ერთხელაც დაფიქრდებიან დაბლინში

წინ გადაუვარდაო

კარდიფში, ჭერქვეშ, ორი წლის წინ, თუმც თვით ზელანდიას ვერაგბეთ და ძაანაც ღირსეულად – უელსთან თავიდან მაინც რიდი დაგვეტყო:  ჩვენი (!) მეოთხედიდან მორკინალებით ვცდილობდით გამოსვლას, ისინი კი სულ გაშლილად გვებურთავებოდნენ, რათა დავეღალეთ

უელსმა 10 ქულით გაგვისწრო:  ვოთქინს ლელოსთან დაუვარდა ბურთი;  პრისთლენდმა 30 მეტრიდან გაგვიტანა ჯარიმა * 0:3 @ 7’

მანვე ქასბერთს შეუქცია პასი, მაგრამ ლობჟანიძემ დამიწებისას გააკავა  მომხვდური;  5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლის შემდეგ კი კელტებმა წყვილი "ჩარბენი" გამოიყენეს, ხოლო მგეზავმა "შემორბენზე" შორს მიაწოდა ბურთი განდაგან წასულ ეიმოსს * 0:10 @ 21’

ამ ლელომდეც ნელა და უიდეოდ ვუტევდით. მერე გადავაბით 18 ფაზა, ოღონდაც ბურჯმა (!) სმითმა დგომელამ წაგვღლიტა ბურთი და ორი პასის შემდეგ მარდმა ეიმოსმა კიდევ დაგვალელოვა.  ბედად, გვიხსნა ტელე-რეფმა ლიო ქოლგანმა:  ნაღლეტი ოვალი წინ გადავარდაო!

უკეთ გაგვინაწილებია

შერკინებაში უმალ დავადედლეთ მეტოქე * 3:10 @ 29’

35’ წუთზე კონტრ’შეტევა წამოიწყეს ნორჩებმა – მოდებაძემ და კოშაძემ. ტაიმის ბოლოს ისინი კიდევ მოგვეძალნენ, მაგრამ ჯარიმის კარში დარტყმა აღარ იკადრეს, მოლით კი ვერაფერი დაგვაკლეს

რაგბი 80 წუთს გრძელდება.  გაირკვა, რომ ქართველებს ჯანი უკეთ გაგვენაწილებინა.  თუ იმათ პირველ ტაიმში 11-4 გვაჯობეს მბოჭავის გაბითურებაში და 4-1 ხაზის ჭრაში, მეორეში ბურთი უფრო ჩვენ გვქონდა * 71-29% და ცენტრის გაღმაც მეტად ვრაგბობდით * 75-25%

52’ წუთზე მესიე რეინალმა უელსის ყოჩს, ლიდიეთს მიუგო, მეტოქე შერკინებაში გერევათ და ჯარიმაც მაგად ერგებაო!  ამის გაგონებაზე კელტებმა ბურჯები შეცვალეს.  საათის თავზე ანგარიში * 6:13 გახდა, 67’ წუთზე კი კაპიტანმა შარიქაძემ ორი მინი’გარღვევა მოახერხა

ლეგალური ხრიკით

მორიგი ჯარიმის შემდეგ კიდიდან კარისკენ დავიძარით და 12 ფაზის კვალად იმათ დაარღვიეს წესი.  შერკინება 5-მეტრა ნიშნულზე 4-ჯერ დაეწყო, მაგრამ ბოლოს წამოდგა ბეკოშვილი @ 74’

მერე კიდევ 20 ფაზა ავკინძეთ, მაგრამ 10-მეტრა წყვეტილსაც ვერ გადავცდით და დავჯარიმდით.  უელსმა კიდევ წაიმედიდურა და კარში არ დაარტყა, კაჭარავამ კი ღლეტვით ჯარიმა მოიპოვა

შემდეგი ჯარიმიდან კვირიკაშვილმა 45 მეტრიდან 5-ზე დაარტყა ბურთი.  გავაჩაღეთ საფირმო "აიღე და მიეძალე", მეტოქე კი ისე წახდა, რომ ბურჯმა ფრენსისმა რაქში ბეგაძე დატორა (!) და რეფმაც უმალ სინბინში გაუშვა @ 81’27

ჯარიმა 5 და 15-მეტრა ხაზთა გადაკვეთაზე გვერგო.  ვიაზრეთ და კარგად ცნობილი, მაგრამ ლეგალური (!) ხრიკით, წელ-მტკივანი ბეკოშვილის ნაცვლად ბრძოლაში ხელ’მეორედ ჩავაბით დასვენებული ჩილაჩავა, რამაც უელსს 8 თვის წინდელი, ფრანგული ოინი გაახსენა

გვიანღა მიხვდა

კელტთა 6-გურუიანმა ბანაკმა [ ვიდეოზე  1:42:59] მოტვინა, რომ "ნაღდი შერკინება" კარგს არაფერს უქადდა.  ჩვენები შესაბმელად მზად იყვნენ, მაგრამ უელსი ფეხს ითრევდა – არავინ გაყავდა სპეციალისტის შემოსაშვებად.  მესიე რეინალი ვითარების გასარკვევად კიდესთან მივიდა და რომ შეიტყო, ურჩხულები "ცრუ შერკინებას" ითხოვენო, მათს კაპიტანს დაუძახა, "ერთი კაციც უნდა გაიყვანოთ"ო [1:45:05]

ამ დროს ორივე შეცვლილი ბურჯი კიდეზე [1:42:37] იდგა, მაგრამ უელსმა მოიმიზეზა, სმითი მარჯვნივ ვერ დადგება, ხოლო ბრაუნს შეცვლის შემდეგ ფეხის კრუჩხვა (!) დაეწყოო.  ურჩხულებმა მაინც განახორციელეს ძნელად გასაგები შეცვლა – 8 ნომრის მაგივრად ხელ’ახლა შეიყვანეს დასვენებული 2, და არეულობაში გაუვიდათ

რეინალმა უელსის მენეჯერს კიდევ [1:47:19] მოსთხოვა, მოთამაშე მოიკელითო, რაზეც პასუხად მიიღო, ისედაც 14 ვართო 15-ის წინააღმდეგ!  ჰოდა, ფრანგი რეფი უთუოდ მაშინღა მიხვდა, რომ "ცრუ შერკინების" გამომწვევმა გუნდმა კაცი უპირობოდ უნდა მოიკლოს ფრანგული, ოღონდაც არა ... "მსოფლიო რაგბის" წესებით

ყველანი დავიბენითო

რეინალს სამართლის გაჩენა სურდა – უნდოდა, ბრძოლისთვის თავის ამრიდებელი უელსი 13 კაცის ამარა დაეტოვებინა, ხოლო სხვა’და’სხვა რეგიონის | სეზონის წესები უწინაც არევია

გაბრიყვებულმა მსაჯმა ჯარიმა ციმციმ აღადგინა [1:48:01], რაზეც ლიდიეთი კიდევ [1:48:20] შეედავა.  ჰოდა, დიპლომატმა რეფმა მიუგო, თუ თქვენ გადაიფიქრეთ ბურჯის შემოყვანა, იმათაც შეცვალეს გეგმა და კიდეზე დაჰკრესო [1:48:10]

ჭიდილი 6-წუთიანი ქაოსის შემდეგ განახლდა.  ახლოდან მივეძალეთ 11-ჯერ, მაგრამ კართან, ბურთის ჩახურვისთვის დავჯარიმდით @ 84’25

ნამატჩევს უელსის ოღრაშმა გადიამ, ვორენ გეთლენდმა მიამიტურად შეიცხადა, ბოლო წუთებზე ისეთი ამბები დატრიალდა, რომ მარტო ჩვენ კი არა, მთელი სტადიონი დაიბნაო.  ბორჯღალოსნების კივმა გურუმ, მილთონ ჰეიგმა შენიშნა, "მიხვდა უელსი, რაც ელოდა და მაგიტომ ააკრძალვინა მიწოლა"ო, ჩვენ კი ჩაროზად ორი საკითხიც გავარჩიოთ

ფრიადზე შეასრულებენ

ნამიბიამ იგივე დაგვმართა 25 თვის წინ, მსოფლიო თასზე, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ – ეტყობა, ვერ ვიცით ხაზით დალელოვება მაშინ, როცა "ცრუ შერკინება" 5 მეტრზე გვერგება

არადა, უკვე მთელს რაგბეთში შემოღებული, "იტალიური წესით", ცრუ შერკინებაში ორივე გუნდი 8-8 კაცს აყენებს, რის გამოც შემტევს ხაზში აპრიორი ეძლევა მეტობა

რა თქმა უნდა, კაც’ნაკლულ დამცველ გუნდს შეუძლია 9 ნომერი თავიდანვე ხაზში გაამწესოს და ეგ ღრეჩო შეავსოს, მაგრამ მაშინ ბურთი შემტევის "რვამ" უნდა აიღოს, ხოლო ცხრამ იკისროს 10 ნომრობა და ამით მეტობა აღადგინოს – მით უფრო, ლელოსთან ძაან ახლოს 

იტყვით, მაგის თქმა ადვილია და შესრულება ძნელიო, მაგრამ ეგეც უეჭველია, რომ თუ "ოლ ბლექსს" ან "ვოლაბებს" დაჭირდებათ ამ კომბინაციის გათამაშება – ფრიადზე შეასრულებენ

სინბინში სხვა დაჯდეს

მეტობით ხეირი გაიოლდებოდა, "ფრანგული წესი" მსოფლიოშიც რომ მოქმედებდეს.  "ცრუ შერკინებისას" კაცის მოკლება გალთა მოგონილია, მაგრამ საზრიანმა კელტებმა ისე ვერაგულად ჩაწერეს "მსოფლიო წესებში" ეგ პრინციპი, რომ ბურჯთა ტრავმებით ისევე ზარალდები, როგორც წესთა განზრახ დარღვევითა და გასინბინებით, რაც აბსურდია

არსებობს, მინიმუმ ორი, სხვა გამოსავალიც:

1) რაგბმა უნდა გადმოიღოს ყინულის ჰოკეის მაგალითი – იქ მეკარის ნაცვლად გუნდის სხვა წევრი იხდის უმეტეს სასჯელს, რადგან ჰოკეიში "გოული" ისევეა საჭირო, როგორც რაგბში – შერკინება და ბურჯი 

2) ელიტარულ დონეზე რაზმს უნდა დაემატოს 24 ნომერი – სამარქაფო, უნივერსალი ბურჯი, რომელიც მარტო მაშინ ჩაებმება ბრძოლაში, როცა გუნდს უელსის’ნაირად გაუჭირდება.  ამით არც ხარჯი იმატებს, რადგან ბობოლებს ტესტებზე | მსოფლიოზე ისედაც დაჰყავთ 31-კაცა რაზმები

ეგებ გაკიცხონ

ვაგლახ, რომ "მსოფლიო რაგბი" ასეთ წვრილმანებზე არ ფიქრობს და არც წესთა განსხვავებულობა ადარდებს, სხვაფრივ კი, უცხოურ წყაროთა თანახმად, მილთონისთვის კომისარს უთქვამს, კარდიფში მომხდარს აუცილებლად გამოვიძიებთო

ერთი კია, მაგითი არა შეიცვლება რა – უელსს, მისთვის უარეს შემთხვევაში, "რაგბული ადათის" შელახვისთვის თუღა გაკიცხავენ

 

შემოდგომის ტესტები * 2017

მეორე შაბათი

 

<<  საქართველო 6:13 უელსი

  წარსული   23 მოთამაშე 

საქ: მათიაშვილი კოშაძე (კვირიკაშვილი 75) კაჭარავა შარიქაძე^კაპ მოდებაძე <10-9> ხმალაძე (ჯინჭველაშვილი 47) ლობჟანიძე (ბეგაძე 56) / ნარიაშვილი (ასიეშვილი 67) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 67) ჩილაჩავა (ბეკოშვილი 63 - 80+2) მიქაუტაძე ნემსაძე (ჩხაიძე 66) ლომიძე კოლელიშვილი (თხილაიშვილი 63) ბიწაძე –
2ჯ:
მათიაშვილი

უელ: ლმ.ვილიამს (ბიგარ 56) ქასბერთ სქ.ვილიამს ვოთქინ ეიმოს <10-9> პრისთლენდ ვებ (ალ.დევის 57) / ნ.სმით (ვ.ჯოუნზ 56) დეისი (დი 68) ბრაუნ (ფრენსის 56 სბ 80+2) ჰილ ბერდ (ფალეტაუ 75) ლიდიეთ^კაპ ქროს (ნავიდი 41) სბ.დევის (დეისი 80+2) –
ლ: ეიმოს; გ 2ჯ: პრისთლენდ

რეფ რეინალ (სფრ) 18/11_2017 @
კარდიფ, პრინსიპალითი (
55 310)   ვიდეო 

0:3(7) 0:10(21) 3:10(29) /
6:10(50) 6:13(62) სბ(80+2უ) ცრუ’შრკ(80+3უ) დას(80+5)

 

*  სტატისტიკა  ოპტა

ბურთის ფლობა 58-42% (46-54 / 71-29) 
ტერიტორია
56-44% (37-63 / 75-25)
სოლო 146-109 (293-333 მეტრი = საშ 2.0-3.1), გარღვევა 7-5
პასი
144-174, ოფლოუდი 8-10, ბურთის დაკარგვა 11-14
ფეხით
17-16, სადგამიდან 2/2-3/3, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან
119-75, მოლი 6-3
ბოჭვა 126-200, გატარება 14-15, დაჯარიმება 12-18
თავისი*მეტოქის შერკინება
9*0-6*1, დერეფანი 14*2-11*1

საქართველო

წთ

ფ/პ/ს

|

^

ბჭვ

დერ

-შ

-ჯ

მათიაშვილი

85

1/3/8

22

0

2

1

2/0

.

1

0

კოშაძე

74

1/0/4

25

1

0

0

8/1

.

0

0

კვირიკაშვილი

11

0/1/1

0

0

0

0

0/0

.

0

0

კაჭარავა

85

0/4/6

13

1

0

1

6/1

.

0

1

შარიქაძე

85

0/7/9

27

1

2

3

13/1

.

0

1

მოდებაძე

85

1/3/8

42

2

3

0

3/1

.

1

0

ხმალაძე

46

6/12/5

10

0

1

0

2/1

.

4

1

ჯინჭველაშვილი

39

2/13/3

17

0

1

1

1/0

.

1

0

ლობჟანიძე

55

5/52/4

5

0

1

0

4/2

.

0

0

ბეგაძე

30

1/30/2

8

0

0

0

0/0

.

0

0

ნარიაშვილი

66

2/11

5

0

0

0

10/0

.

0

1

ასიეშვილი

19

0/8

12

0

1

0

0/0

0/1

0

0

ბრეგვაძე

66

1/7

5

0

0

1

9/2

.

1

0

მამუკაშვილი

19

2/8

7

1

0

0

0/0

.

0

0

ჩილაჩავა

66

0/7

16

1

1

0

3/0

.

1

2

ბეკოშვილი

19

1/3

0

0

0

0

1/0

.

0

1

მიქაუტაძე

85

2/12

5

0

0

0

14/1

1/0

0

2

ნემსაძე

65

1/4

12

0

0

0

8/0

3/1

1

1

ჩხაიძე

20

1/5

9

0

0

0

0/0

1/0

0

0

ლომიძე

85

5/12

12

0

1

1

12/2

3/0

1

1

კოლელიშვილი

62

2/6

3

0

0

0

12/2

1/0

0

0

თხილაიშვილი

23

0/1

0

0

0

0

2/0

0/0

0

0

ბიწაძე

85

2/12

38

0

2

0

16/0

4/0

0

1

უელსი

წთ

ფ/პ/ს

|

^

ბჭვ

დერ

-შ

-ჯ

ლმ.ვილიამს

55

4/4/13

80

0

6

0

2/2

.

1

1

ბიგარ

30

0/2/1

0

0

0

0

0/0

.

1

0

ქასბერთ

85

0/1/7

29

1

1

1

5/0

.

3

1

სქ.ვილიამს

85

0/12/11

40

0

1

2

4/1

.

2

0

ვოთქინ

85

0/6/5

16

0

0

1

7/0

1/0

1

1

ეიმოს

85

2/8/10

20

1

0

3

3/1

1/0

0

0

პრისთლენდ

85

7/37/2

0

0

0

0

7/1

1/0

1

0

ვებ

56

2/58/6

49

1

4

1

6/2

.

0

1

ალ.დევის

29

1/11/3

20

0

0

0

5/2

.

0

0

ნ.სმით

55

4/7

2

0

1

0

10/0

.

1

0

ვ.ჯოუნზ

30

0/3

0

0

0

0

7/0

.

0

2

დეისი

70

3/7

12

0

0

0

18/2

.

2

0

დი

28

0/0

0

0

0

0

14/0

.

0

0

ბრაუნ

55

1/5

15

1

1

0

8/0

.

0

3

ფრენსის

27

1/0

0

0

0

0

7/0

.

0

2

ჰილ

85

6/7

14

0

0

1

14/0

3/0

0

2

ბერდ

74

5/3

3

0

0

0

12/0

2/0

0

0

ფალეტაუ

11

0/1

1

0

0

0

8/0

0/0

0

1

ლიდიეთ

85

4/5

5

0

0

0

27/1

0/0

0

1

ქროს

40

2/6

4

0

0

0

7/1

0/0

0

0

ნავიდი

45

3/1

1

0

0

0

12/0

1/0

1

1

სბ.დევის

82

6/6

22

1

0

1

17/2

2/1

1

0

წთ წუთი, სინბინი, ფ/პ/ს ფეხი/პასი/სოლო, მ წინსვლა (მეტრი), | ხაზის გაჭრა,
^ მბოჭავის გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
დერ დერეფანი (მოიგო/წააგო), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

29 წლის (1989-2017) მონაგარი

205 თამაში (82 შინ, 83 გარეთ, 40 ნეიტრ)
125 მოგება -
73 წაგება * 7 ფრე
ქულა 
4747:3711 (+1036)  
ლელო 
564/379 (+185)

>>  252 ბორჯღალოსანი

101 ბექი, 141 ფორვარდი და 10 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 274, ხოლო ფორვარდებმა
290 ლელო

>>  უელსთან (2017)

1თ (1გ)  0-1   ქ 6:13   ლ 0/1

>>  ბორჯღალი (კეპი)

107 კვირიკაშვილი; 104 კაჭარავა; 99 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
  78 მალაღურაძე; 77 ზიბზიბაძე;
75 დათუნაშვილი, ნემსაძე;
  73 მაჩხანელი; 71 გორგოძე; 70 ურჯუკაშვილი; 67 ლაბაძე, თოდუა;
  66 ზედგინიძე; 64 ა.გიორგაძე, შველიძე; 62 სუთიაშვილი;
  61 ხამაშურიძე, სამხარაძე;
60 ბეგაძე; 58 ხმალაძე; 57 ჯიმშელაძე;
  56 შარიქაძე; 53 
ზირაქაშვილი, მიქაუტაძე

>>  ქულა (მარტო დამრტყმელები)

833 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური

>>  ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 22 კაჭარავა; 21 ზიბზიბაძე;
18 ურჯუკაშვილი;
16 კვირიკაშვილი; 15 ზედგინიძე, ხამაშურიძე;
14 უდესიანი; 13 ნემსაძე; 12 ლაბაძე; 11 ა.გიორგაძე, შარიქაძე;
10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე, თხილაიშვილი;
  9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი

1989 - 2017 ზაფხული    203 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად