ციმციმ სამიც!

   ევროპული ტესტების მეორე შაბათს ოზმა ედი ჯოუნზმა ინგლისს მეხუთედაც აძლევინა მშობლიური ავსტრალია, ზელანდიამ კი კიდევ მოუგო უტეხ შოტლანდიას

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

"ცბიერი ედი" რომ ფენომენია, მაგას ბევრი ფიცი-მტკიცი არ ჭირდება.  "ბრამბიზისა" და "ვოლაბთა" წარმატებებს რომ თავი გავანებოთ, გურუს აქტივშია იაპონიის მიერ აფრიკის გაბითურება და ინგლისის ბოლო’დროინდელი აღმა’სვლა

"ვარდებმა" წინა ტესტში ფრიად უფერულად გაასაღეს არგენტინა და ავსტრალიასთანაც მეტ’წილად თავს იცავდნენ * ბურთი 43-57%, მოედანი 46-54%, ბოჭვა 130-82, რაქი 58-89, პასი 101-158, სოლო 96-123; მაგრამ ბრიტანულ წვიმასა და თოშში ოვალს მეტად ურტყეს ფეხი * 42-29, და ამ გზით გაიტანეს ოთხივე (!) ლელო

სათვალეს შემირჩევსო

ცალკე სათქმელია მსაჯობა.  "ვოლაბთა" ფიცხმა გურუმ, მაიქლ ჩეკამ ამჯერად არად ჩააგდო მთელს რაგბეთში მიღებული პრაქტიკა და 28 წლის კივს, ბენ ო’ქიფს ბრიფინგზე არ ეახლა, ედიმ კი პირიქით – თავი მოუქონა რეფს, მცოდნე და გონიერი ხომაა და თვალის ექიმიცაა:  არც მოედნაზე გამორჩება რამე და თუ დამჭირდა, სათვალესაც შემირჩევსო

შექებამ გაჭრა თუ სხვა მიზეზი იყო, ო’ქიფმა მართლაც არ დაზოგა სტუმრები – ზედიზედ მიაბრძანა სინბინში, ირლანდიელმა ტელე-რეფმა, საიმონ მაკ’დაუელმა კი სამჯერვე მასპინძლის სასარგებლოდ "დადო" დასკვნა:  ბოლო 10 წუთამდე ოზებს ორივე ლელო გაუუქმა, ხოლო ბრიტებს ფრიად სათუო ჩაუთვალა

თემიდის ამგვარ მოპყრობაზე ჩეკა სულ გადაირია:  ო’ქიფს შესვენებაზე მიუხდა, გზად მაყურებლებსაც ეშაირა და კაბინაშიც ბლომად იგინა.  გურუ, ეტყობა, ყველაფერში არ ტყუოდა, რაღაი "მსოფლიო რაგბმა" სამი დღე მოანდომა მტკიცებულებათა შესწავლას და მეამბოხე მწვრთნელს შენიშვნა აკმარა – როცა ტელე-კამერა მოგჩერებია, თავი შეიკავეო

ნიუტონის მექანიკა?

ინგლისმა ავსტრალია აქამდე არნახული სხვაობით მოსრა * 30:6 და გარდამავალი "ქუქის თასი" შეინარჩუნა

3:0-ზე, 23’ წუთზე, ბერნარდ ფოლიმ ძაან უხეიროდ დაარტყა ჯარიმა; 27’ წუთზე კი ტევიტა კურინდრანმა რომ დაუგორა მარიკა კოროი’ მბეტეს, ამან კიდევ მიჰკრა ბურთს ფეხი და მაიქლ ჰუპერმა დაამიწა, მაგრამ ო’ქიფმა ოზთა კაპიტანს თამაშ’გარე გამოუჩხრიკა:

ტევიტაზე წინ რომ იყავი, უმალ რად არ გაჩერდიო – ეტყობა, თვალის ექიმს ნიუტონის მექანიკის ანა-ბანის ცოდნა არ მოეთხოვება!

მალე ჰუპერი "წითელ ზოლში" ბურთის ჩაკვლისთვის სანაკრებო კარიერაში მერვედაც (!) გაამწესეს სინბინში * 6:0 @ 33’, ქერთლი ბილმა კი ვითომც პასის ჩაჭრა სცადა და "წინ ჩაკვრა" დაბრალდა

რამდენიმე ფაქტორი

6:3-ზე სამუ კერევი ბევრ ინგლისელს გასცდა, მაგრამ კურინდრანს წინ გადაუვარდა ბურთი.  ბენ იანგსმა შორს მოიგერია ოვალი;  ბურთი რამდენჯერმე დაეცა კიდესთან ძაან ახლოს.  ბილმა მას ზანტად მისდია, ელიოთ დეილიმ კი – მარდად და მონდომებით

მეტიც, ინგლისელმა "გილბერთს" ფეხი მიჰკრა და ლელოშიც დაამიწა, ტელე-რეფმა კი ჩაუთვალა იმის მიუხედავად, რომ ერთი რაკურსით ჩანდა, თუ როგორ შეეხო ოვალი კიდის ხაზს * 13:3 @ 56’

13:6-ზე, 70’ წუთზე, კოროი’მბეტემ გაარღვია დაცვა, ფოლისგან წინ (!) პასი მიიღო და ქრის რობშოუსთან ჭიდილში, გადაგორებით, ლელოში დაამიწა, მაგრამ თემიდამ რომ აწონ-დაწონა რამდენიმე ფაქტორი, დაასკვნა, სთივენ მორმა რობშოუს "უკეთ ბოჭვაში" შეუშალა ხელიო

დამაბოლოვებლები

ამდენმა ფათერაკმა ავსტრალია საბოლოოდ გატეხა, მოედანზე შესულმა დანი ქეამ კი ციმ’ციმ გამოაცხო სამი ლელოც:

ჯერ რაქიდან წინ გადაუკიდა ჯონათან ჯოზეფს და ეს სრიალით ეწია მიზანს * 20:6 @ 73’

მერე შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუცურა ჯონი მეი’ს * 25:6 @ 79’

ბოლოს კი მეიმ მიწიდან ფეხით რომ აიგდო ოზთა მიერ მოსროლილი ბურთი, გაქუსლა და შებოჭილმა ქეას გაატანა * 30:6 @ 80+’

ჰოდა, ნამატჩევს ჯოუნზმა აქო მარქაფა, რომელსაც (უთუოდ) ბეის’ბოლის ანალოგიით, დამაბოლოვებლებს (ფინიშერზ) ეძახის, მსაჯობის გამო კი შეიცხადა, "რა ვქნა?  ბოდიში ხომ არ მოვუხადო მეტოქეს, რომ დღეს იღბალი გვწყალობდაო"

კლასით იმარჯვეს

შოტლანდიამ ბოლო ხანს აშკარად უმატა, მაგრამ ისევ დამარცხდა ზელანდიასთან * 17:22 და 1905 წლიდან მოყოლებული, ჯერაც ვერ უძლევია კივები – 31: 0-29*2 (-573)

სტატისტიკურად ამ ტესტშიც წაგებულმა მეტად იყოჩაღა ძირითადი მაჩვენებლებით * ბურთი 60-40%, მოედანი 65-35%, პასი 191-117, სოლო 177-95, რაქი 125-55 და ბოჭვა 79-177

მაგრამ "ოლ ბლექსმა" სწორედ რომ კლასით იმარჯვა * ნავარდი 496-404, ხაზის ჭრა 15-9, ოფლოუდი 10-6

ზელანდიამ ორი სინბინის გამო ბოლო 20 წუთი კაც’ნაკლულმა ირაგბა.  სთიუართ ჰოგმა ფრთაზე რომ დაუგორა თომი სიმორს, ამან ჰიუ ჯოუნზს გაატანინა ლელო * 17:22 @ 78’

სონი-ბილმა შეამზადა

სქოთებმა კიდევ გაიბრძოლეს:  ჰოგმა გაჭრა ხაზი და საქმეს ეგეთი პირი გამოუჩნდა, რომ მიზანსაც ეწეოდა, მაგრამ არა – ბოდენ ბარეთი ლელოდან 10 მეტრზე, კიდესთან წაეტანა, ხოლო მოედანში გადმოგდებული ბურთი წინ წავიდა და თამაშიც დასრულდა

შესვენებამდე ლელო არ დადებულა * 3:3

სქოთები კივთა ორ მიძალებას დაუდგნენ.  სტუმრებმა ჯარიმებიც კარში დარტყმის ნაცვლად კიდეზე გადაიტანეს, 28’ წუთზე კი მსაჯმა დაინდო ვაისაკე ნაჰოლო, ვინაც ამხტარ ჰოგს დაეჯახა

მეორე ტაიმის დასაწყისში ალექს დანბარს ცოტა დააკლდა ლელომდე, კივთა მიერ გატანილი სამიდან კი ორი სონი’ბილ ვილიამსმა შეამზადა:

ჯერ მისი "ლიგური" შეცურებით დამიენ მაკ’ქენზიმ იხეირა * 3:15 @ 52’, ხოლო მინი-გაჭრას ოფლოუდიც მოჰყვა და იმავე მაკ’ქენზიმ გააქცუნა ბარეთი * 10:22 @ 69’

ფედერაციას მიმართეთო

აფრიკამ "2023 წლის მსოფლიო თასის" მასპინძლობისთვის გამართული ომი კი წააგო საფრანგეთთან, მაგრამ მოედანზე მოუგო ... რაგბი * 18:17

ირლანდიაში შერცხვენილმა "ბოკემ" ტულონიდან იხმო 8 ნომერი დვეინ ფერმიულენი, ათად კი შეუცვლელად ათამაშა თეთრი ჰანდრე პოლარდი, ვინაც უწინდელის აჩრდილი’ღაა – 3 ჯარიმა გააფუჭა

საფრანგეთმა ტულუზელი გი ნოვესის ხელ’ქვეით უკვე 20 ტესტი გამართა და 13-ჯერ დამარცხდა.  მიუხედავად ამისა, მოძღვარმა ყინჩად მიუგო მედიას:  ჩემს მომავალზე მე ნუ მეკითხებით – ფედერაციას მიმართეთო!

გუნდებს დააკლდებიან

ირლანდია უელსივით მოიქცა:  "მეორე დონის" წინააღმდეგ 13  "ძირითადი" დაზოგა და ფიჯი * 23:20’ღა ძლია – ისიც ბოლოში

იტალია 2008 წლის აქეთ მეშვიდედაც დამარცხდა არგენტინასთან *  15:31 – არადა, ბოლო მეოთხედამდე * 15:14 იგებდა, ოღონდაც ლელოს გაუტანლად

დასასრულ, ახალ ტრავმათა შესახებ – მათ გამო მესამე შაბათს გუნდებს დააკლდებიან:

ზელანდიას – კაპიტანი ქიარან რიდ
ინგლისს – სემ ანდერჰილ და ნეითან ჰიუზ
ირლანდიას – რობი ჰენშოუ და ჯოი ქარბრი
ავსტრალიას – ადამ ქოულმენ და ნედ ჰენიგან
აფრიკას – მალკომ მარქს
უელსს – ლიამ ვილიამს

 

შემოდგომის ტესტები * 2017

მეორე ვიქ’ენდი

ვიდეო ჰაი’ლაითები >>>  წკაპი  ანგარიშზე

იტალია 15:31 არგენტინა

იტა: ჰეივორდ სარტო (მინოძი 52) ბონი კასტელო ბელინი <10-9> კანა (მაკ’ქინლი 72) ვიოლი (ტებალდი 60) / ლოვოტი (ძანი 52) ბიჯი (გირალდინი 41-74) ფერარი (კისტოლინი 60) ფუზერ ბად (რუძა 72) მინტო (ლიკატა 62) ბ.სტეინ პარისე^კაპ4ჯ: კანა; ა: ვიოლი

არგ: ტუკულეტ კანსელიერე ორლანდო (მორონი 58) გონსალეს-იგლესიას ვოფელი <10-9> სანჩეს (ერნანდეს 6-15) ლანდახო (ვერტრანუ 60) / გარსია-ვოტა (ნოგერა-პას 44) კრევი^კაპ (მონტოშა 60) ტეტას-ჩაპარო (პიერეტო-ეილან 63) ალემანო (პეტი-პაგადისავალ 52) ლავანინი; მატერა კრემერ ლეგისამონ (მაკომე 58) – 3ლ: კანსელიერე კრემერ ტუკულეტ; 2გ: სანჩეს; 4ჯ: ერნანდეს, სანჩეს 3

რეფ პეიპერ (აფრ) 18/11 @ ფირენცე, ფრანკი (21 874)   ვიდეო

0:3(12) 3:3(13) 6:3(21) 6:8(27) 9:8(33) /
9:11(46) 12:11(49) 12:14(54) 15:14(57ა) 15:17(60) 15:24(70) 15:31(78)

ნამიბია 36:52 ურუგვაი

5ლ: დ.დე’ლა’ჰარპ კიცჰოფ ხრეილინ დე’კლერკ ტრომპ;
4გ ჯ: ლოუბსერ –

7ლ: სანგვინეტი (1 5) სილვა-პისანო (2 6) ნიეტო-სერა (3 4) არვოლეშა-სარასოლა; 7გ ჯ: ფავარო-გარსია

რეფ სექონდს (აფრ) 18/11 @ ვინდჰუქ. ხეინხობ (2 ათასი)

0:7(5) 0:14(15) 0:17(18) 3:17(21) 3:24(25) 10:24(29) 10:31(37) 17:31(40+2) / 17:38(53) 22:38(57) 29:38(63) 36:38(73) 36:45(77) 36:52(80+4)

ესპანეთი 27:37 კანადა

4ლ: გიომ კონტარდი-მედინა ლოპეს-პერეს აუსკი-ეჩეპარე;
2გ ჯ: ლინქ’ლეითერ სბ გ.რუე – 

4ლ: პერის (1 3) ფან’დერ’მერვე (2 4) 4გ 3ჯ: სთოლერ

რეფ თემპესთ (ინგ) 18/11 @ მადრიდ, კომპლუტენსე (7 ათასი)

0:3(10) 3:3(16) 10:3(20) 17:3(24) 17:10(36) 22:10(38) 22:17(40) /
სბ(43ე) 22:24(45) 22:31(51) 27:31(55) 27:34(59) 27:37(66)

ინგლისი 30:6 ავსტრალია

ინგ: ვოთსონ მეი ჯოზეფ ო.ფარელ დეილი <10-9> ფორდ (სლეიდ 70) იანგს (ქეა 70) / მ.ვუნიპოლა (მარლერ 64) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 57) ქოულ (ჰ.ვილიამს 67) ლონჩბრი ლოზ; რობშოუ ანდერჰილ (ითოჟე 17) ჰიუზ (სიმონდს 63) – 4ლ: დეილი ჯოზეფ მეი ქეა;
2გ 2ჯ: ფარელ

ავს: ბილ სბ 40, კოროი’მბეტე კურინდრანი კერევი (ჰანთ 67) ჰოჯ <10-9> ფოლი გენია (ფიპს 71) / სიო (რობერთსონ 70) პოლოტა-ნაუ (მორ 64) კეპუ (ალა’ალატოა 67) სიმონს ენევერ (ფილიპ 62) ჰენიგან (მაკ’ქალმან 41) ჰუპერ^კაპ სბ 33, მაკ’მან (ტიმანი 79) –
2ჯ: ჰოჯ ფოლი

რეფ ო’ქიფ (ზელ) 18/11 @ ლონდონ, თვიქნემ (81 909)   ვიდეო

3:0(7) 6:0(33სბ) სბ(40ა) /
6:3(49) 13:3(56) 13:6(64) 20:6(73) 25:6(79) 30:6(80+2)

გერმანია 17:46 შტატები

2ლ: შრამ ქემერონ-დოუ; 2გ ჯ: პარქინსონ – 

6ლ: სქალი დევის (2 3) მეთიას მაკ’გინთი მელქომ; 5გ 2ჯ: მაკ’გინთი

რეფ პიქერილ (ზელ) 18/11 @ ვისბადენ, ბრიტა (3 150)

7:0(13) 7:3(17) 10:3(23) 10:6(27) 10:13(40) /
10:20(45) 10:27(50) 10:32(62) 10:39(66) 17:39(71) 17:46(80+)

რუმინეთი 17:13 სამოა

2ლ: ბადიუ რედოი; 2გ ჯ: ვლაიკუ –

ლ: მატუჰუ; გ 2ჯ: ნანაი-ვილიამს სბ ვუი

რეფ ადამსონ (შტლ) 18/11 @ ბუკურეშტ, არკულ (6 ათასი)

3:0(18) 3:3(35) 3:10(38) / 3:13(49) 10:13(59) სბ(73ს) 17:13(79)

იაპონია 39:6 ტონგა

5ლ: ლემეკი (1 4) მაფი ლიჩ ფუკუოკა; 4გ 2ჯ: ტამურა – 

2ჯ: ტაკულუა სბ ლ.ფიფიტა პ.ლატუ

რეფ ბრეის (ირლ) 18/11 @ ტულუზ (სფრ), ერნესტ ვალონ (ათასი)

7:0(4) 7:3(8) 10:3(12) 10:6(21) სბ(28ტ) 17:6(30) 24:6(33) 27:6(38) /
34:6(60) 39:6(74სბ)

შოტლანდია 17:22 ზელანდია

შტლ: ჰოგ სიმორ ჰ.ჯოუნზ დანბარ (ჰორნ 47) ლ.ჯოუნზ (მაკ’გვიგან 69) <10-9> რასელ პრაის (პირგოს 76) / მარფო (ბჰათი 59) მაკ’ინალი ფეიგერსონ (ბერგენ 41) თულის (გილქრისთ 59) ჯ.გრეი; ბარქლეი ^კაპ ვოთსონ (ჰემილთონ 27, თერნერ 50) კ.დიუ’პრე – 2ლ: გრეი ჰ.ჯოუნზ; 2გ ჯ: რასელ

ზელ: მაკ’ქენზი ნაჰოლო (სოპოანგა 75) ქროთი (ლენართ-ბრაუნ 59-64) სბ.ვილიამს (ლენართ-ბრაუნ 69) რ.იოანე <10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 65) / ჰეიმს (ქროქეთ 52 სბ 71) თეილორ (ჰარის 75) ლაულალა  (ტუჰუნგაფასი 59) რომანო (სქვაიერ 47) ს.ვაითლოქ; ვ.ფიფიტა (ჰეიმს 71) ქეინ სბ 61 (თოდ 75) რიდ^კაპ3ლ: თეილორ მაკ’ქენზი ბარეთ; 2გ ჯ: ბარეთ

რეფ ქარლი (ინგ) 18/11 @ ედინბურგ, მარი’ფილდ (67 533)   ვიდეო

3:0(7) 3:3(39) შეს(40+4) /
3:8(45) 3:15(52) სბ(61ზ) 10:15(63) 10:22(69) სბ(71ზ) 17:22(78)

ირლანდია 23:20 ფიჯი

ირლ: ქონვეი სვითნემ ქ.ფარელ (ჰენშოუ 65) მაკ’ქლოსქი დ.ქარნი <10-9> ქარბრი (ქითლი 64) მარმიონ (ლ.მაკ’გრას 78) / ჯ.მაკ’გრას (ჰილი 56) ჰერინგ (თრეისი 56) პორთერ (ფურლონგ 56) დილან თოუნერ (თრედველ 64) რადოქ^კაპ (სტანდერ 62) მერფი ქონან – 3ლ: სვითნემ ქარნი ქონან; გ: ქარბრი; 2ჯ: ქითლი 

ფიჯ: მური’მური’ვალუ ტ.ნანგუსა (ნგონევა 59) ვატუ’მბუა (ტიკოი’ როტუმა 73) მბოტია ნანდოლო <10-9> ვოლა’ვოლა სენი’ლოლი (მატა’ვალუ 48) / მაჰაფუ (რავაი 58) ტუა’პატი (კოტო 70) საულო (ტავაკე 59) რატუნია’რავა (ნამბოუ 70) ნაკა’რავა; ვანქანი’მბოროტუ’ კულა ნქერა^კაპ ნ.ნანგუსა (კუნა’ტანი 64) – 2ლ: სენი’ლოლი ტ.ნანგუსა; 2გ 2ჯ: ვოლა’ვოლა  

რეფ პ.ვილიამს (ზელ) 18/11 @ დაბლინ, ავივა (51 ათასი)   ვიდეო

5:0(7) 5:3(21) 10:3(23) 17:3(35) 17:10(40+) /
17:17(46) 20:17(66) 20:20(69) 23:20(73)

საფრანგეთი 17:18 აფრიკა

სფრ: დიუკუენ ტომა ბასტარო (პენო 68) დუმეირუ (ტრენ-დიუკ 77) იუჟე <10-9> ბელო დიუპონ (სერენ 55 სბ 58) / პუარო (ტაო’ფიფენუა 59) გირადო^კაპ (მეინადიე 69) სლიმანი (კოცე 69) ვაამაინა გაბრიაგ (ჟედრასიაკ 5) კონკორიე გურდონ (ჟელონშ 53) პიკამოლ –
2ლ: ბელო სერენ; 2გ ჯ: ბელო

აფრ: ან.კუცია ლეიდს ჯ.კრილ ფენტერ სქოსან <10-9> პოლარდ კრონიე / მთავარირა (კიცჰოფ 53) მარქს ვ.ლოუ (ნიაკანე 74) ეცებეთ^კაპ (მოსტერტ 62) დე’იახერ; ფ.ლოუ კოლისი (დ.დიუ’პრე 73) ფერმიულენ – 2ლ: ლეიდს კრილ; გ 2ჯ: პოლარდ

რეფ ოუენს (უელ) 18/11 @
სან’დენი, სტად დე ფრანს (
55 ათასი)   ვიდეო

0:5(7) 0:8(18) 7:8(28) / 10:8(48) 10:11(59სბ) 10:18(63) 17:18(77)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 სთიუართ ჰოგ (შტლ), 14 ჯონი მეი (ინგ), 13 ჰიუ ჯოუნზ (შტლ),
12 სონი-ბილ ვილიამს (ზელ), 11 მარიკა კოროი’მბეტე (ავს); 10 ფინ რასელ (შტლ), 9 დანი ქეა (ინგ) /

1 ქიან ჰილი (ირლ), 2 ქოდი თეილორ (ზელ), 3 სეკოპე კეპუ (ავს);
4 ჯო ლონჩბრი (ინგ), 5 ლუდ დე’იახერ (აფრ); 6 ვაეა ფიფიტა (ზელ), 7 მაიქლ ლიჩ (იაპ), 8 ლუი პიკამოლ (სფრ)

სულ:  3 ზელ ინგ შტლ; 2 ავს; 1 აფრ იაპ ირლ სფრ

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (20/11_2017)

  1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9014, 3 ავსტრალია 8729,
  4 ირლანდია 8639, 5 აფრიკა
8490, 6 შოტლანდია 8231
  7 უელსი 8098, 8 საფრანგეთი
7877, 9(10) არგენტინა 7822,
10(9) ფიჯი 7793, 11 იაპონია
7498,  12 საქართველო 7341

13 იტალია 7125, 14(15) რუმინეთი 7091, 15(14) ტონგა 7053,
16 სამოა
6903, 17 შტატები 6692, 18(19) ურუგვაი 6484,
19(18) რუსეთი
6445, 20 ესპანეთი 6148, 21(23) კანადა 6113,
22(21) ნამიბია 5971, 23(24) ჰონკონგი 5966, 24(22) გერმანია 5896

+/-:  ურუ 169 ნამ, კან 166 ესპ, არგ 129 იტა, იაპ 119 ტონ,
          აშშ
108 გერ, აფრ 86 სფრ, ინგ 73 ავს, რუმ 64 სამ,
            ზელ
16 შტლ * ირლ 0 ფიჯ, უელ 0 საქ (13:6 შ)

მესამე ვიქენდი @ საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

25/11

საქართველო

18.00

შტატები

ვაკე

 

.

გერმანია

18.00

ჩილე

ოფენბახ

 

.

იტალია

18.00

აფრიკა

პადოვა

 

.

ნამიბია

18.00

ურუგვაი

ვინდჰუქ

 

.

შოტლანდია

18.30

ავსტრალია

მარიფილდ

 

.

ესპანეთი

18.30

ბრაზილია

ლა’ვილა

 

.

ინგლისი

19.00

სამოა

თვიქნემ

 

.

რუმინეთი

20.00

ტონგა

ბუკურეშტ

 

.

კანადა

21.00

ფიჯი

ნარბონ (სფრ)

 

.

უელსი

21.15

ზელანდია

კარდიფ

 

.

ირლანდია

21.30

არგენტინა

დაბლინ

 

.

საფრანგეთი

23.45

იაპონია

ნანტერ

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

www.000webhost.com