ზედიზედ ოცდამეათედ

   ზელანდიამ ევროპა წაუგებლად მოვლო – ბოლო 65 წელში უელსი ზედიზედ 30-ედაც ძლია, ხოლო ავსტრალია შოტლანდიაშიც მოისრა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

ზელანდიისა არ იყოს, რაგბი უელსშიც სახალხო თამაშია, მაგრამ ბედი არ გინდა? – წელს მიჰყვება წელი, "წითელი ურჩხულები" კი "ოლ ბლექსთან" სულ აგებენ იმის და მიუხედავად, რომ გულიანად და კოხტადაც ებურთავებიან

კელტებს ახლაც ეიმედებოდათ, ნავსს გავტეხთო.  ერთი რომ, კივებმა სეზონის ფინიშს დაღლილებმა და დალეწილებმა უწიესო;  მეორეც, "ბრიტანელი ლომები" ეგრეც ვერ დაგვიმარცხეს ივლისშიო:  და რაც მთავარია, "სუ’თლა შავები" ბოლოჯერ რომ ვძლიეთ 1953 წელს, იმ გუნდში ახლანდელის კაპიტნის, სემ ვაით’ლოქის ბაბუა თამაშობდაო!

რიკო ლაზარე

სემი ყოჩად იმად დადგა, რომ ქიარან რიდს ქრონიკულად მტკივანი თეძო გაუმიზეზდა.  უელსს ჩვენთან რკენის შემდეგ გამოაკლდა ლიამ ვილიამსი, რიკო იოანეს კი სასწაულად რომ მოურჩა შოტლანდიასთან ნატკენი ბეჭი, გუნდებელმა "ლაზარე"დ მონათლეს, ხოლო "მსოფლიო რაგბმა" კვირას, მონაკოში, "2017 წლის აღმოჩენად"აც დაასახელა

"რაგბეთში საუკეთესო" ზედიზედ მეორედ გახდა ზელანდიისა და "ჰარიქეინზ"ის 10 ნომერი ბოდენ ბარეთი;  წლის გუნდად ყველაფრის მომგები, ზელანდიისვე მანდილოსანთა ნაკრები "შავი გვიმრები" (ბლექ ფერნზ) შერაცხეს, "საუკეთესო მწვრთნელის" ნომინაციაში კი ინგლისის ავსტრალიელმა გურუმ, ედი ჯოუნზმა აჯობა კივებს – "ოლ ბლექსის" გადიას, სთივ ჰანსენს და "ლომთა" სარდალს, ვორენ გეთლენდს

რიდი არა გვაქვსო

გეთლენდი თან უელსის მწვრთნელიცაა და თამაშამდე ამტკიცებდა, სუსტი ზელანდია არ არსებობს, მაგრამ არც მისი რიდი გვაქვსო

და მართლაც, ურჩხულებმა ბურთის ფლობითა და ტერიტორიულადაც მაგრად აჯობეს სტუმრებს * 64-36 და 67-33%, მეტიც იპასავეს * 272-154, რაქში იყოჩაღეს * 141-73 და ოფლოუდიც ორჯერ მეტი "გაუშვეს" * 14-7, მაგრამ ზელანდიამ იქეთ უჭრათ ხაზი * 18-9, ხუთი ლელო დაუდოთ და *  33:18 მოუგოთ

იოანემ ორი ლელო თავად გაიტანა და ორშიც ლომის წილი დაიდო. დუბლი შეასრულა იქეთა გარემარბმა ვაისაკე ნაჰოლომაც.  საწყისი ნახევარი საათის შემდეგ კივებს 7-ჯერ მეტი ბოჭვა მოუგროვდათ * 81-11, მაგრამ მაინც წინ იყვნენ, სამი მორაგბე კი – ორი უელსელი და ერთი ზელანდიელი – ბრძოლას უკვე გამოსთიშვოდა ტრავმის გამო

აკრობატი ნაჰოლო

9’ წუთზე ტვინი შეერყა მასპინძელთა 9 ნომერს, რის ვებს * 3:0

15’ წუთზე იოანემ გასერა დაცვა, არონ სმითმა კი კუთხისკენ დაგეზა ნაჰოლო, ვინაც აკრობატულად ეწია მიზანს * 3:7 [ფოტოზე]

გადასარევი გარღვევა მოაწყო უელსის მარბიელმა ჯოშ ნავიდიმ, მაგრამ ვერავინ მიჰყვა, არონმა კი უცებ რომ გაათამაშა 5 მეტრზე რგებული ჯარიმა, სონი-ბილ ვილიამსის მიძალების შემდეგ, ნაჰოლომ სამი უელსელი ალამთან მდგარმაც გააბითურა * 6:12 @ 38’

ბოლო სიტყვა მაინც მასპინძლებმა თქვეს:  დერეფნის შემდეგ ჰალამ ეიმოსმა 50 მეტრიდან გაჭრა ხაზი და დენ ბიგარმა სქოთ ვილიამსი დაგეზა, მაგრამ გარდასახვა კარს ასცდა * 11:12

დაზუთხული კომბინაცია

მესამე მეოთხედის ბოლოს რიკო ფრთაზე გაიქცა და ალყაში მოქცეულმა განზე დაუგდო ბურთი ენთონ ლენართ-ბრაუნს * 11:19

მალე იოანემ’ვე პასი ჩაუჭრა ბიგარს და მარტომ ირბინა * 11:26 @ 64’

ბოლო მეოთხედში უელსი მიეძალა და სემ ვაითლოქი ბურთის ზედიზედ ჩაკვლისთვის რომ გააძევეს, 5-მეტრა შერკინებიდან გარეს დევისმა მოკლე ფრთაზე შეასწრო დაცვას, ზელანდიამ კი 7 კაცითაც მოიგო შერკინება და დაზუთხული კომბინაცია ფრიადზე გაათამაშა:

ორი ჩარბენის შემდეგ იოანემ "13 ნომრის არხში" გაიჯეჯილა და მე-13 ტესტში მე-11 ლელო მიითვალა * 18:33 @ 75’

გაძევების გადამკიდე

შოტლანდია წინა შაბათს კივებს კინაღამ დაეწია სთიუართ ჰოგის რეიდით, ოზებთან კი გუნდის თილისმა მოთელვაზე დაუშავდა და ხაზის ციმ’ციმ გადალაგება მოუხდა

მიუხედავად ამისა, სქოთებმა ავსტრალია 8-ჯერ დაალელოვეს და საარაკო ანგარიშითაც * 53:24 ძლიეს, რადგან სტუმრებს – ბურჯის წითლის გაძევების გადამკიდე – მთელი მეორე ტაიმი აკლდათ მარბიელი და მაინც ხელ’და’ხელ შეტევაზე ეჭირათ თვალი

ინციდენტი 39’ წუთზე მოხდა:  "ვოლაბები" * 12:10 იყვნენ წინ,
31 წლისა და 90 კეპის პატრონმა სეკოპე კეპუმ რაქში, "გადაყრაზე", მხარი სახეში რომ უთავაზა ჰემიშ ვოთსონს და გუნდი ბოლომდე დატოვა 14 კაცის ამარა

კეპუმ ტრიბუნალზე ცოდვა მოინანია და სასჯელად სამი კვირა’ღა მიიღო, რაც იმას მოასწავებს, რომ 2018 წლის ზე 15-ის სტარტზე სიდნის "ვორათაზის" ორ მატჩს’ღა გამოტოვებს

27-ე ახალბედა

შოტლანდიამ შეინარჩუნა ივნისში, სტუმრად მოპოვებული, 1998 წელს დაწესებული, ბროლის "ჰოუპ’თუნის თასი".  ოზებმა ბოლო მსოფლიო თასის აქეთ გამოსცადეს 27-ე ახალბედა – ძირით ტონგელი ბურჯი ტანიელა ტუპოუ, 129-ტესტიანი კარიერა კი მარცხიანად დაასრულა ყოფილმა კაპიტანმა, კვაჭმა სთივენ მორმა

ჰოგის ნაცვლად 15 ნომრად კივი შონ მეითლენდი დადგა, გარემარბად კი მარქაფიდან დაწინაურდა სამხრეთ’აფრიკელი ბაირონ მაკ’გვიგანი და ორი ლელოც გაიტანა:  თავიდან მეტოქის მიერ დაგდებულ ბურთს ორჯერ, ოსტატურად მიჰკრა ფეხი * 10:0 @ 18’, საათის თავზე კი ფრთაზე დაასრულა ბარაქიანი მეტობა * 39:17 @ 61’

ამ დროს სქოთები უკვე არბევდნენ ოზებს:  ჩაუქმა მეით’ლენდმა 55 მეტრზე თერნ’ოვერიდან შეუტია  და სამ ადევნებულ მორკინალს (!) გაუსწრო * 22:17 @ 46’, ფინ რასელმა კი ჯერ ვითომც კიდეზე დააპირა ჯარიმის გადატანა, მაგრამ გაათამაშა და შორს რომ მიაწოდა ზე’რაგბში მოღვაწე ჰიუ ჯოუნზს, ამან გააბითურა სამუ კერევი * 34:17 @ 56’

ხელოვნურ გაზონზე

ავსტრალია ჩრდილოეთი ნახევარ’სფეროს ქვეყანასთან ასე სასტიკად არასოდეს დამარცხებულიყო.  უარესი დაემართა საფრანგეთს – შინ, პარიზის მახლობლად, ნანტერში აშენებულ, "რასინგის" ახალ სტადიონზე, კინაღამ წააგო იაპონიასთან * 23:23

დიდი რაგბი ხელოვნურ გაზონზე მოეწყო.  აზიელი სტუმრები გემრიელად ბურთაობდნენ, რასაც სტატისტიკაც მოწმობს: ბურთი 58-42%, მოედანი 65-35%, პასი 186-94, ნავარდი 506-352 მეტრი, მაგრამ რად გინდა? – იუ ტამურამ ბოლოს იოლი გარდასახვა გააფუჭა

ჰოდა, ტულუზელი გი ნოვესის ხელ’ქვეით "მამლებს" "ექვსი ერის" შემდეგ თამაში რომ ვერ მოუგიათ და 2017 წლის ბალანსადაც 11: 3-7*1
(-72) უწერიათ, ფედერაციის პრეზიდენტი, თავადვე ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ბერნარ ლაპორტი გურუს დათხოვნაზე დაფიქრდა

მულატი მოძღვარი

თუმც არა ტყდება – ყოვლის მცოდნე "სქრამ"ის თანახმად, იგივე ბედი ელის აფრიკის მულატ მოძღვარს, ალისთერ კუციას.  ბოკე წლეულსაც არა’სტაბილურად თამაშობს და ალაგ’ალაგ ჩავარდნებიც აქვს, მაგრამ   შარშანდელი წაგებისთვის კი გადაუხადა სამაგიერო იტალიას * 35:6

პადოვაში წვიმდა.  "ბოკეს" ხუთი ლელოდან ოთხი მორკინალთა ანგარიშზეა.  ყინავდა დაბლინში, სადაც ირლანდიას არგენტინასთან რევანში ჰქონდა ასაღები 2015 წლის მსოფლიო თასზე წაგებისთვის

კელტებს იმ რკენიდან 8 კაციღა შემორჩათ და დაემატათ სამი – სექსთონ, ო’მანი და ო’ბრაიენ!  ჯანიანი ჯექობ სთოქ’დეილის დუბლით "სამყურები" * 20:0 @ 43’ დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ხელი "პუმებმაც" გამოიღეს და ორი ლელო გაიტანეს შეგორებით * 28:19

ძველებურად’ვე აორთქლდება

და სად იყო ამ შაბათს ზელანდიის მთავარი მეტოქე, ინგლისი? – თვიქნემში, ლამის 82 ათასი (!) ქომაგის თვალ’წინ, ცდიდა ციცქნა სამოას

გურუ ჯოუნზმა ნარევი შემადგენლობა გამოიყვანა, რათა გული არავინ – თვით ამათაც: ვოთსონ ჯოზეფ ო.ფარელ – დაი’არხეინოს და მაინც უიოლესად * 48:14 მოიგო, ბიჭებმა კი ჰონორარიდან თითო ათასი აღარ აჩუქეს მეტოქეს, ესაო და არა’ეთიკურიაო

სამაგიეროდ, კავშირმა გადაურიცხა შეპირებული 75 ათასი გირვანქა ვითომც გაკოტრებულ კოლეგას, ოღონდაც რაგბეთში ყველა ხვდება, რომ ეგ თანხა ძველებურად’ვე აორთქლდება

 

შემოდგომის ტესტები * 2017

ბოლო, მესამე ვიქ’ენდი

ვიდეო ჰაი’ლაითები >>>  წკაპი  ანგარიშზე

იტალია 6:35 აფრიკა

იტა: ჰეივორდ ესპოზიტო ბონი კასტელო (მინოძი 71) ბელინი <10-9> კანა (მაკ’ქინლი 55) ვიოლი (გორი 49) / ლოვოტი (ძანი 49) ბიჯი (გირალდინი 49) ფერარი (პასკვალი 61) ფუზერ (მინტო 69) ბად; ლიკატა ბ.სტეინ (ჯამარიოლი 49) პარისე^კაპ2ჯ: კანა 

აფრ: ან.კუცია ლეიდს ჯ.კრილ ფენტერ სქოსან (ხელანტ 61) <10-9> პოლარდ (იანკის 66) კრონიე (პეიჯ 55) / მთავარირა (კიცჰოფ 28) მბონამბი (რალეპელე 61) ვ.ლოუ (ნიაკანე 66) ეცებეთ^კაპ (მოსტერტ 61) დე’იახერ; ფ.ლოუ დიუ’ტოი (დ.დიუ’პრე 74) ფერმიულენ – 5ლ: ფ.ლოუ მბონამბი ფენტერ კიცჰოფ მოსტერტ; 5გ: პოლარდ 4, იანკის  

რეფ პუატ (სფრ) 25/11 @ პადოვა, ევგანეო (23 595)   ვიდეო

3:0(11) 3:7(16) 6:7(20) 6:14(25) 6:21(35) / 6:28(45) 6:35(79)

შოტლანდია 53:24 ავსტრალია

შტლ: მეითლენდ (ჯექსონ 73) სიმორ ჰ.ჯოუნზ ჰორნ (ბერლი 62) მაკ’გვიგან <10-9> რასელ პრაის (პირგოს 67) / მარფო (ბჰათი 41) მაკ’ინალი (ფ.ბრაუნ 58-69) ბერგენ (ფეიგერსონ 41) გილქრისთ (თულის 54) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ ვოთსონ (კ.დიუ’პრე 67) ვილსონ – 8ლ: მაკ’გვიგან (1 6) პრაის მეითლენდ გრეი ჯოუნზ ბარქლეი მაკ’ინალი; 5გ ჯ: რასელ

ავს: ბილ სბ 79, კოროი’მბეტე (სპეით 68) კურინდრანი კერევი (ჰანთ 62) ჰოჯ <10-9> ფოლი გენია (ფიპს 58) / სიო (ფოქნერ 71) მორ (პოლოტა-ნაუ 60) კეპუ წბ 39; სიმონს (ტიმანი 68) ენევერ (ტუი 54) მაკ’ქალმან (ტუპოუ 54) ჰუპერ^კაპ მაკ’მან – 4ლ: კურინდრანი (1 2) ბილ ტიმანი; 2გ: ფოლი

რეფ გაიუზერ (სფრ) 25/11 @ ედინბურგ, მარიფილდ (67 144)   ვიდეო

3:0(15) 10:0(18) 10:7(35) 10:12(37) წბ(39ა) 17:12(40+) / 17:17(43) 22:17(46) 29:17(50) 34:17(56) 39:17(61) 39:24(69) 46:24(76) სბ(79ა) 53:24(80+)

ინგლისი 48:14 სამოა

ინგ: ბრაუნ მეი (როკო’ნდუნგუნი 47) სლეიდ ლოზოვსკი (ფრანსის 57) დეილი <10-9> ფორდ^კაპ ქეა (იანგს 57) / გენჩ (მარლერ 46) ჯორჯ (ჰართლი 64) ქოულ (ჰ.ვილიამს 57) ლონჩბრი (ლოზ 31) იულს (იზიკვე 64) ითოჟე რობშოუ^კაპ სიმონდს – 7ლ: ბრაუნ ლოზოვსკი იულს დეილი (4 6) სლეიდ როკო’ნდუნგუნი;
5გ ჯ:
ფორდ

სამ: ტუალა პერეს ფონოტია ლეიუა (ლი-ლო 68) ლემი (ტაულანგი 74) <10-9> ნანაი-ვილიამს პოლა’ტაი’ვაია (მატავაო 74) / ჯდ.ლეი (ჯმ.ლეი 58) მატუჰუ (ლეაია’ტაუა 31) ბრიგ’ჰაუს (სასანგი 47) თაირელ (ლემალუ 62) ვუი^კაპ; ფაჰა’სალელე სბ 69, თჯ.იოანე ლემ (ტრევირანუს 68) – 2ლ: ფაჰა’სალელე ვუი; 2გ: ნანაი-ვილიამს

რეფ ბრეის (ირლ) 25/11 @ ლონდონ, თვიქნემ (81 911)   ვიდეო

7:0(3) 12:0(9) 12:7(14) 15:7(19) 22:7(30) /
29:7(62) სბ(69ს) 36:7(71) 36:14(74) 43:14(79) 48:14(80+)

უელსი 18:33 ზელანდია

უელ: ჰაფ’პენი ეიმოს სქ.ვილიამს (რობერთს 58) ო.ვილიამს სთ.ევანს <10-9> ბიგარ (პრისთლენდ 64) ვებ (გრ.დევის 9) / რ.ევანს (ვ.ჯოუნზ 58) ოუენს (დეისი 76) ფრენსის (ბრაუნ 76) ბოლ (ჰილ 19) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ (თიპურიქ 71) ნავიდი ფალეტაუ –
2ლ: სქ.ვილიამს დევის; გ 2ჯ: ჰაფ’პენი 

ზელ: მაკ’ქენზი ნაჰოლო (სოპოანგა 71) ქროთი (ლენართ-ბრაუნ 19) სბ.ვილიამს რ.იოანე <10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 64) / ჰეიმს (ქროქეთ 60) თეილორ (ჰარის 71) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 41) ტუი’პულოტუ (სქ.ბარეთ 46) ს.ვაითლოქ^კაპ სბ 68; სქვაიერ ქეინ ლ.ვაითლოქ (თოდ 46) – 5ლ: ნაჰოლო (1 2) ლენართ-ბრაუნ იოანე
(4 5)
4გ: ბ.ბარეთ

რეფ ბარნს (ინგ) 25/11 @ კარდიფ, პრინსიპალითი (74 169)   ვიდეო

3:0(9) 3:7(15) 6:7(32) 6:12(38) 11:12(40+) /
11:19(57) 11:26(64) სბ(68ზ) 18:26(71) 18:33(75) დას(80+3)

ირლანდია 28:19 არგენტინა

ირლ: რ.ქარნი ბერნ ქ.ფარელ (ქონვეი 60) აკი სთოქდეილ <10-9> სექსთონ (ქითლი 76) მარი (ლ.მაკ’გრას 77) / ჰილი (ქილქოინ 60) ბესთ^კაპ ფურლონგ (ჯნ.რაიან 67) ჯმ.რაიან (თოუნერ 49) ჰენდერსონ; ო’მანი (თრეისი 75) ო’ბრაიენ (რადოქ 64) სტანდერ – 3ლ: სთოქდეილ (1 3) სტანდერ; 2გ 3ჯ: სექსთონ

არგ: ტუკულეტ რ.მოშანო მორონი გონსალეს-იგლესიას (დე’ლა’ ფუენტე 56) ვოფელი (კანსელიერე 67) <10-9> სანჩეს ლანდახო (ვერტრანუ 58) / გარსია-ვოტა (ნოგერა-პას 64) კრევი^კაპ (მონტოშა 60) ტეტას-ჩაპარო (პიერეტო-ეილან 64) ალემანო (პეტი-პაგადისავალ 56) ლავანინი (ლეგისამონ 64) მატერა კრემერ ლესანა – 3ლ: ტუკულეტ ლეგისამონ მოშანო; 2გ: სანჩეს

რეფ რეინალ (სფრ) 25/11 @ დაბლინ, ავივა (_)   ვიდეო

3:0(4) 6:0(14) 13:0(22) /
20:0(43) 20:7(56) 25:7(63) 25:12(71) 28:12(75) 28:19(80+)

საფრანგეთი 23:23 იაპონია

სფრ: სპედინგ (ბონევალ 49) ტომა პენო (ბასტარო 46) შავონსი ლაკრუა სბ 61 <10-9> ტრენ-დიუკ სერენ (დიუპონ 66) / პუარო (ს.ტაო’ფიფენუა 50) გირადო^კაპ (შა 55) სლიმანი (კოცე 75) რ.ტაო’ფიფენუა (ჟედრასიაკ 41) ვაამაინა; კონკორიე მაკალუ პიკამოლ (სონკონი 75) – 2ლ: სლიმანი ლაკრუა; 2გ 3ჯ: ტრენ-დიუკ  

იაპ: მაცუშიმა ლემეკი ლაფაელე ტატეკავა (ტეაუპა 61) ფუკუოკა (ფუძიტა 18) <10-9> ტამურა ნაგარე (ტანაკა 61) / ინაგაკი (აი’ვალუ 68) ჰორიე კუ (იშიჰარა 55) ფან’დერ’ვალტ (ტოკუნაგა 29-33, ლაუტამი 68) მაკაბე (ტოკუნაგა 8-16, 61) ჰიმენო ლიჩ^კაპ მაფი – 3ლ: ჰორიე ლაფაელე იშიჰარა; გ 2ჯ: ტამურა

რეფ პირს (ინგ) 25/11 @ ნანტერ, ჲჳ არენა (_)   ვიდეო

0:3(5) 3:3(14) 3:8(23) 6:8(30) 13:8(40+) /
13:15(44) 20:15(51) სბ(61ს) 20:18(63) 23:18(68) 23:23(73)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 რობ ქარნი (ირლ), 14 ვაისაკე ნაჰოლო (ზელ), 13 ჰიუ ჯოუნზ (შტლ), 12 ფრანსუა ფენტერ (აფრ), 11 რიკო იოანე (ზელ); 10 ფინ რასელ (შტლ), 9 ალი პრაის (შტლ) /

1 სთივენ კიცჰოფ (აფრ), 2 სთიაურთ მაკ’ინალი (შტლ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ); 4 პეთელი იატო (ფიჯ), 5 ალინ-ვინ ჯოუნზ (უელ); 6 ჯოშ ბარქლეი (შტლ), 7 ჯოშ ნავიდი (უელ), 8 ამანაკი მაფი (იაპ)

სულ:  5 შტლ; 2 აფრ ზელ ირლ უელ; 1 იაპ ფიჯ

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (27/11_2017)

  1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9087, 3(4) ირლანდია 8639,
  4(3) ავსტრალია
8549, 5 აფრიკა 8490, 6 შოტლანდია 8411
  7 უელსი 8098, 8(9) არგენტინა 7822, 9(8) საფრანგეთი
7809,
10 ფიჯი 7793, 11 იაპონია
7566,  12 საქართველო 7346

13(15) ტონგა 7187, 14(13) იტალია 7125, 15(14) რუმინეთი 6958,
16 სამოა 6903, 17 შტატები
6687, 18 ურუგვაი 6563,
19 რუსეთი 6445, 20 ესპანეთი
6168, 21 კანადა 6113,
22(23) ჰონკონგი 5966, 23(22) ნამიბია
5893, 24(28) ჩილე 5818

+/-:  ჩილ 243 გერ (32:10 გ), შტლ 180 ავს, ტონ 134 რუმ (25:20 გ), ურუ 79 ნამ (39:34 გ), ინგ 73 სამ, იაპ 68 სფრ, ესპ 20 ბრზ (67:28 შ), საქ 5 აშშ (21:20 შ) * ზელ 0 უელ, ირლ 0 არგ, აფრ 0 იტა, ფიჯ 0 კან (57:17 ნ)

ჩაროზ-ვიქენდი @ საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

02/12

უელსი

18.30

აფრიკა

კარდიფ

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

"მსოფლიო რაგბის" ოსკაროსნები

წელი

მოთამაშე

#

მწვრთნელი

გუნდი

2001

ქის ვუდ

ირლ

2

როდ მაკ’ქვინ

ავს

ავსტრალია

2002

ფაბიან გალტიე

სფრ

9

ბერნარ ლაპორტ

სფრ

საფრანგეთი

2003

ჯონი ვილქინსონ

ინგ

10

ქლაივ ვუდვორდ

ინგ

ინგლისი

2004

სხალკ ბერგერ

აფრ

6

ჯეიქ ვაით

აფრ

აფრიკა

2005

დენ ქართერ

ზელ

10

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2006

რიჩი მაკ’ქოუ

ზელ

7

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2007

ბრაიან ჰაბანა

აფრ

11

ჯეიქ ვაით

აფრ

აფრიკა

2008

შეინ ვილიამს

უელ

11

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2009

რიჩი მაკ’ქოუ

ზელ

7

დექლან ქიდნი

ირლ

აფრიკა

2010

რიჩი მაკ’ქოუ

ზელ

7

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2011

ტიერი დიუზოტუარ

სფრ

6

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2012

დენ ქართერ

ზელ

10

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2013

ქიარან რიდ

ზელ

8

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2014

ბროდი რეთალიქ

ზელ

4

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2015

დენ ქართერ

ზელ

10

მაიქლ ჩეკა

ავს

ზელანდია

2016 ბოდენ ბარეთ

ზელ

10

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2017 ბოდენ ბარეთ

ზელ

10

ედი ჯოუნზ

ინგ

ზელანდქალ

www.000webhost.com