არ გადავდგებიო

   სანაკრებო სეზონის ბოლო ტესტში უელსმა წკიპზე ძლია აფრიკა, ამისი მულატი გურუ კი გადადგომას მაინც არ აპირებს 

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმი

ტესტი "მსოფლიო რაგბის" მიერ დადგენილი 3-კვირიანი პერიოდის მიღმა რომ დაიგეგმა, გუნდებმა ლეგიონერები (ო.ვილიამს პრისთ’ლენდ რობერთს / ფრენსის ფ.ლოუ ფერმიულენ) მოისაკლისეს

ერთი კია, მოთამაშის კონტრაქტში ჩართული საგანგებო მუხლის წყალობით უელსმა რომ მაინც დაიტოვა "ბასის" 8 ნომერი "თობი" ფალეტაუ, კლუბს (!) ნაღდად დასჯის "პრემიერ’შიპ რაგბი", ესაო და კავშირებთან ურთიერთობის დადგენილ სტანდარტს რად არღვევო

მარადი მარქაფა

სეზონის ფინიშზე გამარჯვება ორივე მხარეს ძაან ჭირდებოდა.  "ბოკეს" დაუბრუნდნენ მალკომ მარქსი და სია კოლისი, უელსმა კი პირველად ათამაშა 30 წლის ზელანდიელი მეცხვარე ჰედლი პარქსი, ვისაც 2012-14 წლებში ზე’რაგბის 26 მატჩი გაემართა სამ კლუბში – ბლუზ (ზელ), ქინგზ (აფრ), ჰარიქეინზ (ზელ), ახალ ადგილზე ბინადრობის 3-წლიანი ცენზი კი ტესტის წინა დღით’ღა, პარასკევს (!) გაესრულებინა

ჰოდა, დააყენა კივმა ვორენ გეთლენდმა ყოფილი "მარადი მარქაფა", აწ’კი "ჰლანეჰლი"ს დამწყები შუა’მარბი (80 მატჩი) ნაკრების 12 ნომრად, და ამანაც გაამართლა ნდობა – პირველ ტაიმში’ვე გაიტანა ორი ლელო!

საამოდ საცქერი

უელსმა სამივე ლელო შესვენებამდე დადო და 11-ქულიანი ფორით წაბრძანდა გასახდელში, მაგრამ მეორე ტაიმში აფრიკამ იძალა.  და მაინც, უელსმა 24:22 ძლია დადედლებული გრანდი, ვისაც პირველად 1998 წელსღა მოუგო, 2014 წლიდან კი შინ, კარდიფში, უკვე ზედიზედ (!) მესამედ აჯობა, და "უფლისწულ ვილიამის თასიც" შეინარჩუნა 

გუნდებმა ბურთს ბლომად ურტყეს ფეხი * 33-27.  სტატისტიკურად ბოკემ უფრო ივარგა:  ნავარდით * 494-401 მეტრი და რაქშიც * 114-83; უელსს მეტი მოუგროვდა ბოჭვა * 171-129 და ჯარიმაც * 10-3.

ისე კი თამაში იმდენად თანაბარი და საამოდ საცქერიც გამოვიდა, რომ ეგებ ფრედაც დასრულებულიყო – მაგრამ ჰანდრე პოლარდმა ძელს გაარტყა გარდასახვა 

ჩინებული დარტყმებით

უელსმა საწყის 10 წუთში წყვილი ლელო გაიტანა დენ ბიგარის ჩინებული დარტყმებით:  ჯერ ფრთაზე გადაკიდებული იხელთა ჰალამ ეიმოსმა და სქოთ ვილიამსს გაატანა, მერე კი 25 მეტრიდან კარისკენ დაგორებული პარქსმა დაამიწა * 14:0

ბოკეს უკანა სამეული 14’ წუთზეც ჩაიჭრა აბრაგანზე და ეიმოსმა ახლა ფალეტაუ დაგეზა, მაგრამ ივარგა კოლისიმ, მერე კი თანდათან გამოჩნდა მორკინალებში აფრიკის უპირატესობა:  მარქსმა 18’ წუთზე მოლით ლელოც შეიტანა, მაგრამ ტელე’რეფმა არ დაუმტკიცა

ტაიმის ბოლოსკენ ანდრის კუციას მოგერიებაზე დაუფარეს და ფალეტაუმ პარქსი ახეირა * 21:3 @ 34’, მაგრამ დილეინ ლეიდსმაც წამოიწყო კონტრ’შეტევა და ჯესი კრილის გაგორებულს ვორიქ ხელანტი დაეწია * 21:10 @ 39’

არ გადაგორდა

მეორე ნახევარი ბოკემ კაპიტნის, იბენ ეცებეთის გარეშე ითამაშა, რაკი ამას ბეჭი და ზურგი წამოსტკივდა.  ზედიზედ დაიდო ორი ლელო: 

ძალურ სოლოთა შემდეგ პოლარდმა მოკლე ფრთაზე ახლოდან გააბითურა ალედ დევისი * 21:15 @ 46’, მარქსმა კი დროულად რომ უპასა კრილს, ამან ალამთან ლი ჰაფ’პენი დაიფრინა და პოლარდმა კიდიდან გარდასახა * 21:22 @ 56’

უელსმა მაინც მოიგო:  პიტერ-სტეფ დიუ’ტოი რომ "არ გადაგორდა" კარის პირდაპირ, ჰაფ’პენიმ 20 მეტრიდან დაჰკრა * 24:22 @ 68’, მერე კი იერიშზე გადასული ბოკე ბევრჯერ დააღალატა ტექნიკამ და რეიტინგშიც მე-6 ადგილამდე დაქვეითდა

ინდივიდუალური შეცდომები

ნამატჩევს აფრიკელთა მოძღვარმა, ალისთერ კუციამ მედიას უთხრა, 2019 წელს იაპონიაში ნამდვილად წავალ, რაღაი კონტრაქტი მაქამდე მაქვსო.  მულატი გურუს მტკიცებით, შარშან ბოკეს ფიასკო შეემთხვა, მაგრამ წლეულს თავიდან დაიწყო შენება და უდაოდ იზარდა

გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა – მარცხს თურმე ყველა განიცდის;  არც რომი აშენებულა ერთ დღეში, სწორ გზაზე დამდგარ ბოკეს კი ისღა დარჩენიაო, რომ "ინდივიდუალური შეცდომები" აღმოფხრას

მედია მაინც ვარაუდობს, რომ კუციას შეფად დაუნიშნავენ თეთრ რასი ერაზმუსს, რომელიც მანსთერიდან (ირლ) შინ დააბრუნეს და კავშირში ზეპური მიმართულება ჩააბარეს, შემდეგი მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირი კი – მე-19 "ექვსი ერი" ორი თვის თავზე იწყება

 

შემოდგომის ტესტები * 2017

ჩაროზი

ვიდეო ჰაი’ლაითები >>>  წკაპი  ანგარიშზე

უელსი 24:22 აფრიკა

უელ: ჰაფ’პენი ეიმოს სქ.ვილიამს პარქს სთ.ევანს <10-9> ბიგარ (პაჩელ 48) ალ.დევის (ვებ 57) / რ.ევანს (ვ.ჯოუნზ 48) დეისი (დი 54) ენდრიუზ; ჰილ ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ ნავიდი (ლიდიეთ 75) ფალეტაუ – 3ლ: ვილიამს პარქს (2 3) 3გ ჯ: ჰაფ’პენი

აფრ: ან.კუცია (ამ 77) ლეიდს ჯ.კრილ ფენტერ ხელანტ <10-9> პოლარდ (იანკის 71) კრონიე (სკრჲოდერ 71) / კიცჰოფ მარქს (მბონამბი 71) ვ.ლოუ (ნიაკანე 69) ეცებეთ^კაპ (მოჰოჟე 41) დე’იახერ; კოლისი დიუ’ტოი დ.დიუ’პრე (ქასიმ 77) –
3ლ:
ხელანტ პოლარდ კრილ; 2გ ჯ: პოლარდ

რეფ გარსეზ (სფრ) 2/12 @ კარდიფ, პრინსიპალითი (65 317)   ვიდეო

7:0(6) 14:0(9) 14:3(31) 21:3(34) 21:10(39) /
21:15(46) 21:22(56) 24:22(68)

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (4/12_2017)

  1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9087, 3 ირლანდია 8639,
  4 ავსტრალია 8549, 5(6) შოტლანდია 8411, 6(5) აფრიკა
8381,
  7 უელსი
8208, 8 არგენტინა 7822, 9 საფრანგეთი 7809,
10 ფიჯი 7793, 11 იაპონია 7566,  12 საქართველო 7346,

13 ტონგა 7187, 14 იტალია 7125, 15 რუმინეთი 6958

+/-:  უელ 110 აფრ

 

პირველი დონის ათი ბობოლა

ძრავი >>   სქრამ’ის ბაზა     ქ% = (2* + ფ) / (2*) * 100

2017  ყველა ტესტი, ლომებიანად   |   2016-17  მხოლოდ ტოლთა წინააღმდეგ   |   შარშან

2017

%

  მ-წ*

სხვ

ინგ

90.0

10

  9-1

+150

ზელ

82.1

14

11-2*1

+252

ირლ

81.8

11

  9-2

+182

შტლ

63.6

11

  7-4

+55

აფრ

61.5

13

  7-4*2

+43

ავს

57.1

14

  7-5*2

+40

უელ

54.5

11

  6-5

+22

სფრ

31.8

11

  3-7*1

-72

არგ

16.7

12

  2-10

-129

იტა

9.1

11

  1-10

-224

#

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

2016-7

%

  მ-  *

სხვ

ინგ

95.2

21

20-  1

+268

ზელ

87.0

27

23-  3*1

+515

ირლ

58.3

18

10-  7*1

+130

შტლ

56.3

16

  9-  7

+63

აფრ

48.0

25

11-12*2

-46

ავს

44.4

27

11-14*2

-94

უელ

42.5

20

  8-11*1

-35

სფრ

31.8

19

  6-13

-90

არგ

17.5

23

  4-19

-262

იტა

5.9

17

  1-16

-437

 

ექვსი ერი + საქართველო "რაგბი ევროპა"ზე * 2018

საქართველოს თარიღითა და დროით  (# მარსეი, * სოჭი)

შაბ

03/02

უელსი

18.15

შოტლანდია

შაბ

03/02

საფრანგეთი

20.45

ირლანდია

კვი

04/02

იტალია

19.00

ინგლისი

შაბ

10/02

საქართველო

__.__

ბელგია

შაბ

10/02

ირლანდია

18.15

იტალია

შაბ

10/02

ინგლისი

20.45

უელსი

კვი

11/02

შოტლანდია

19.00

საფრანგეთი

შაბ

17/02

გერმანია

17.30

საქართველო

პარ

23/02

# საფრანგეთი

24.00

იტალია

შაბ

24/02

ირლანდია

18.15

უელსი

შაბ

24/02

შოტლანდია

20.45

ინგლისი

შაბ

03/03

საქართველო

__.__

ესპანეთი

შაბ

10/03

* რუსეთი

16.00

საქართველო

შაბ

10/03

ირლანდია

18.15

შოტლანდია

შაბ

10/03

საფრანგეთი

20.45

ინგლისი

კვი

11/03

უელსი

19.00

იტალია

შაბ

17/03

იტალია

16.30

შოტლანდია

შაბ

17/03

ინგლისი

18.45

ირლანდია

შაბ

17/03

უელსი

21.00

საფრანგეთი

კვი

18/03

საქართველო

__.__

რუმინეთი

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

www.000webhost.com