ახლებური ჰაკა

   "მსოფლიო შვიდკაცის" XIX სეზონის სტარტზე კრიზის’გადატანილმა ზელანდიამ დუბაიში ფინალს უწია, ხოლო ქეიპ’თაუნში ოქროც აიღო

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

ზელანდია სერიის 12-გზის ჩემპიონი კია, მაგრამ წინა სამ სეზონში ჯერ ფიჯი გახდა ფალავანი ზედიზედ ორჯერ, ხოლო შემდეგ, ნაოლიმპიადევს, დაწინაურდა აფრიკა

"ბლიც ბოკე"მ წინა სეზონი დამაჯერებლად მოიგო და ახალიც ყოჩაღად დაიწყო, მაგრამ შინ ასპარეზობამ აწყინა – ლიანგი მორიგ გამარჯვებას რომ ელოდა, სწორედ მაშინ წააგეს მასპინძლებმა კივებთან

სტარტზე, არაბეთში, ჯგუფებში საგულისხმო არაფერი მომხდარა: გუნდები კიბეზე კანონიკურად ჩამწკრივდნენ.  მეოთხედ’ფინალებშიც ჯგუფთა ჯილებმა ძლიეს მეორე’ადგილოსნები, ფინალში კი სინბინმა ჯერ ზელანდია აზარალა, მერე კი – აფრიკაც.  და მაინც, ბოკემ იმარჯვა * 24:12 და შარშან მოპოვებული, დუბაური ტიტული შეინარჩუნა

მცირე ნუგეში

ქეიპ’თაუნში ჯგუფებშივე გამოცხვა ორი სენსაცია – შტატებმა * 22:0 მოსრეს ზელანდია, კანადამ კი * 22:14 გაასაღა ფიჯი.  ამეების გადამკიდე, ოთხი ფავორიტი ბადის ერთსა და იმავე ნახევარში მოხვდა

მეოთხედ’ფინალში აფრიკა ფიჯს ბარაქიანად ჩამორჩა და პირველად თამაშის ბოლოსღა გავიდა წინ * 31:26, ნახევარ’ფინალში კი იღბალმა უმუხთლა – "ოლ ბლექს სევენს"ში მობურთავე ფიჯელებმა, კოროიმ და რავოუვოუმ, მასპინძელ პუბლიკას სეირი ჩაამწარეს * 19:12

ფინალში კივებმა იოლად ძლიეს არგენტინა * 38:14 და ახლებური ჰაკა იცეკვეს, აფრიკას კი მცირე ნუგეშად ისღა დარჩა, რომ ზანგმა სიბელო სენატლამ მე-200 ლელო უმაგალითოდ მალე – 35-ე ტურნირში გაიტანა

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XIX სეზონი * 2017-18

I ეტაპი * 1-2/12 დუბაი (არაბეთი)

<<  ჯგუფები (# მიწვეული)

(ა) აფრიკა 3-0, კენია 2-1 / კანადა 1-2, უგანდა# 0-3
(ბ) ინგლისი 3-0, შოტლანდია 2-1 / ესპანეთი 1-2, საფრანგეთი 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, რუსეთი 0-3
(დ) ზელანდია 3-0, სამოა 2-1 / არგენტინა 1-2, შტატები 0-3

<<  მეოთხედ’ფინალი   რჩეული

აფრიკა (ა1) 26:10 სამოა (დ2)
ფიჯი (გ1) 35:24 შოტლანდია (ბ2)
ზელანდია (დ1) 14:12 კენია (ა2)
ინგლისი (ბ1) 26:19 ავსტრალია (გ2)

<<  ნახევარ’ფინალი

აფრიკა 12:7 ფიჯი
ზელანდია 14:5 ინგლისი

<<  ფინალი

(XIII)  უელსი 26:7 უგანდა
ალაფა (IX)  საფრანგეთი 21:12 ესპანეთი
(V)  ავსტრალია 22:17 სამოა
ბრინჯაო (III)  ინგლისი 28:21 ფიჯი
ოქრო + თასი (I) 
აფრიკა 24:12 ზელანდია   ვიდეო

<<  აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან^კაპ, 4 კვოხა სმით, 5 ვერნერ კოკ,
7 ბრანკო დიუ’პრე, 10 სესილ აფრიკა, 11 სიბელო სენატლა *
3 თიმ აგაბა, 6 ქაილ ბრაუნ, 8 როსკო სპეკმან, 9 ჯასთინ ხედულდ,
12 რუან ნელ * მწ) ნილ პაუელ

<<  უჩაუქესნი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
   ალამანდა მოტუნგა (სამ) და სიბელო სენატლა (აფრ) – 50 ქმედება

II ეტაპი * 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრიკა)

<<  ჯგუფები (# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით)   რჩეული

(ა) აფრიკა 3-0, საფრანგეთი 2-1 / კენია 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) შტატები 3-0, ზელანდია 2-1 / ავსტრალია 1-2, ესპანეთი 0-3
(გ) ინგლისი 3-0, არგენტინა 2-1 / შოტლანდია 1-2, უგანდა
# 0-3
(დ) კანადა
^ ფიჯი 2-1 / უელსი^ სამოა 1-2

<<  მეოთხედ’ფინალი   რჩეული

აფრიკა (ა1) 31:26 ფიჯი (დ2)
ინგლისი (გ1)
12:17 ზელანდია (ბ2)
კანადა (დ1) 35:7 საფრანგეთი (ა2)
შტატები (ბ1)
12:28 არგენტინა (გ2)

<<  ნახევარ’ფინალი

ზელანდია 19:12 აფრიკა
არგენტინა 14:12 კანადა

<<  ფინალი

(XIII)  კენია 24:14 უგანდა
ალაფა (IX)  ავსტრალია 26:7 ესპანეთი
(V)  ფიჯი 26:12 შტატები
ბრინჯაო (III)  აფრიკა 19:17 კანადა
ოქრო + თასი (I) 
ზელანდია 38:14 არგენტინა   ვიდეო

<<  ზელანდია

1 სქოთ ქარი^კაპ, 2 თიმ მიქელსონ, 4 ჯოსევა რავოუვოუ, 5 დილან ქოლიე, 6 ვილიმონი კოროი, 8 ენდრიუ ნიუ’სთაბ, 9 რეგან ვარე *
3 თედი სთენევეი-ტეაო, 7 სემ დიქსონ, 10 კურტ ბეიქერ, 11 ჯო ვებერ, 12 სიონე მოლია, 13 აიზექ ტე’ტამაკი * მწ) ქლარქ ლეიდლოუ

<<  უჩაუქესი: ამენონი ნასილა’სილა (ფიჯ) – 60 ქმედება

<<  ქულა

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

41 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ); 39 აფრიკა (თ: დუბაი);
28
ფიჯი; 27 ინგლისი; 24 არგენტინა; 21 ავსტრალია; 20 კანადა;
18 საფრანგეთი; 17 სამოა; 14 ესპანეთი; 13 კენია შტატები;
11 შოტლანდია; 8 უელსი; 2 რუსეთი
(ვარდება) / 4 უგანდა##

<<  განრიგი
1

1-2/12

დუბაი

(არბ)

2

9-10/12

ქეიპ’თაუნ

(აფრ)

3

26-28/01

სიდნი

(ავს)

4

3-4/02

ჰემილთონ

(ზელ)

5

2-4/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

10-11/03

ვანქუვერ

(კან)

7

6-8/04

ჰონკონგ

(ჩინ)

თან

14-15/04

გოულდ ქოუსთ

(ავს)

8

28-29/04

სინგაპურ

(სნგ)

9

2-3/06

ლონდონ

(ინგ)

10

9-10/06

პარიზ’ი

(სფრ)

მსო

20-22/07

სან ფრანცისკო

(აშშ)

>>  თასის მფლობელი

1999-2017 (158 ეტაპი)  56 ზელანდია; 31 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა შოტლანდია;

1 კანადა კენია საფრანგეთი შტატები

>>  სერიის ჩემპიონი
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   2

2009,  2017

სამოა   1

2010

 

www.000webhost.com