ინგლისელთა ვაება

   ევროპის "ჩემპიონთა თასის" მესამე რაუნდში დამარცხდა ინგლისის შვიდივე (!) კლუბი და თოვლმაც არია განრიგი

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

ინგლისს ასეთი რამ აქამდე არასოდეს დამართნოდა, სხვა’ ფრივ კი ათიდან ხუთი მატჩი’ღა მოიგო მასპინძელმა და ამდენივეც – სტუმარმა

პრემია ოციდან 9 გუნდმა მიითვალა – მათ შორის, სამმა წაგებულმა! ოთხმა ძლეულმა ნუგეში აიღო, ტრევიზომ კი ერთბაშად 2 ქულა შეჰმატა აქტივს.  გაიცა 12 ყვითელი და ორიც წითელი ბარათი, ლიდერი კი ხუთიდან სამ ჯგუფში შეიცვალა

მალინდერი მოხსნეს

ინგლისის 12-გუნდა პრემიერ’შიპში 10 რაუნდის შემდეგ პირველ ადგილზეა ჩემპიონი, ექსეთერი.  მეორეზე მყოფი გლოსთერი ამ ევრო’ სეზონში ქვემოთ, "ჩელენჯ"ზე რაგბობს, "ავივას" კიბეზე კი სხედან:

ევროპის ბოლო ორი წლის ჯილა სარასენსი (მესამე საფეხურზე), ბასი (4), ვოსპსი (5), ლესთერი (6), ჰარლიქვინზი (7) და ნორს’ჰემპთონი (10), რომელმაც ამდენი მარცხი რომ ვეღარ იგუა, სამშაბათს დაითხოვა 51 წლის ჯიმ მალინდერი, ვის ხელ’ქვეითაც 2014 წელს პრემიერი გახდა

ორშაბათს, თვითერით

პროგრამის თვალი, ბოლო ფინალის რე’მატჩი, სარასენს – კლერმონი ბუნებამ ხომ შეაფერხა და ოფიციოზმა მთლად დააკნინა: ბარნეთში, სტადიონისკენ მისასვლელი გზები რომ დაითოვლა, მატჩი – ფანთა უსაფრთხოების მომიზეზებით – გადაიდო

ამაზე სტუმარმა, კლერმონმა, ერთი ამბავი ატეხა, ბიჭებს კვების რეჟიმი დაერღვევათო, შვეიცარიაში მოკალათებულმა ორგანიზატორმა, ეპკრ-მა კი ისე, რომ მასპინძელს არც ჰკითხა, თამაში ორშაბათისთვის გადაიტანა და ეგეც ბრძანა, რაგბი უმაყურებლებოდ (!) გაიმართებაო

სარასენსი ოფიციოზს არ შეეპუა და სამუშაო დღეს, თვითერით (!) მაინც იხმო ფანობა, მაგრამ 300 ათასი გირვანქა კი იზარალა, ხოლო კლერმონი ისე გამწარდა, რომ * 46:14 დაანგრია ფალავანი – თანაც ფიჯელმა ალივერეტი რაკამ ჰეთ’თრიქი 25 წუთში შეასრულა!

შეიცურა და აიღო

ექსეთერს შინ, სენდი პარქზე, ერთი წელი იყო, არ წაეგო, მაგრამ ამ ჯერზე ბედმა უმტყუნა – 3:8-ზე ლელოსკენ გაჭრილი ჯექ ნოული შონ ქრონინმა კისერში ჩავლებით რომ შეაჩერა, ფრანგმა რეფმა კელტს სინბინი აკმარა, ხოლო საჯარიმო ლელო არ ჩათვალა; ლენსთერმა კი ბოლო მეოთხედში 10 ქულაც მოკრიფა * 18:8

ბასი საათის თავზე * 20:14 იგებდა ტულონში, რაკი "გაფრანგებულ" ქრის ეშთონს მოგერიება მოეჭრა, მაგრამ მერე "ლე ბლეს" ნორჩმა მგეზავმა, ანტონი ბელომ შეიცურა და აიღო, ინგლისელთა შტურმი კი თერნოვერით მოიგერია "ბოკე" დვეინ ფერმიულენმა * 24:20

ვოსპსი ტოპ 14-ის ლიდერს, ლა’როშელს ეახლა და 11-ლელოიან სეირში  * 29:49 გაბითურდა, ლესთერმა კი მანსთერში შარშანდელივით აღარ წააგო * 0:38 – ანგარიში ამჯერად უფრო ჰუმანური * 10:33 გამოვიდა

14 კაცის ამარა

ჰარლიქვინზი თოვლში [ფოტოზე] დაუხვდა ალსთერს და ქრის რობშოუ და დანი ქეა "შერყევის ტესტის" ვერ’ჩაბარების გადამკიდე ზედიზედ რომ მოისაკლისა * 5:17 დამარცხდა

ნორს’ჰემპთონი საათის თავზე შინ * 8:43 ჩამორჩა ოსპრეიზს და თუმც მერე 4 ლელო დადო, მაინც უქულოდ დაშვრა * 32:43

"გინეს პრო 14"-ში უძლეველი გლაზგო შინვე, შესვენების წინ გატეხა ორმა სინბინმა და 7-ქულიანმა * 29:22 მონპელიეს სასარგებლოდ

ფრანგულ დარბში კასტრმა 77’ წუთზე გაუსწრო რასინგს, ვინაც მერე ორი ჯარიმა ააცილა და ეგრევე * 13:16 წააგო

მაჩანჩალა ტრევიზომ კი, ვინაც შუა პირველი ტაიმიდან 14 კაცის ამარა თამაშობდა, ბოლოსკენ კიდეც გაუსწრო მასპინძელს, მაგრამ მერე ჰლანეჰლიმ მაინც გაიტანა ორი ლელო * 33:28

 

ევროპის "ჩემპიონთა თასი"  2017-18

მესამე რაუნდი      1      2

<<   პირველი ჯგუფი

ჰარლიქვინზ (ინგ) 5:17 ალსთერ (ირლ)

ლ: სინქლერ –

ლ: სთოქ’დეილ; 4ჯ: ქუნი

რეფ გაიუზერ (სფრ) @ 10/12 ლონდონ, სთუპ (8 327  ვიდეო

0:3(6) 0:8(26) / 5:8(50) 5:11(62) 5:14(69) 5:17(79)

ლაროშელ$(სფრ) 49:29 ვოსპს$(ინგ)

6ლ: აგიონ ბურგარი მბოტია (3 6) რატე (4 5) 5გ: ბრ.ჯეიმზ 3, ლემბ 2; 3ჯ: ჯეიმზ –

5ლ: მილერ იანგ დეილი სიმპსონ სთიუართ; 2გ: გოპერთ სბ იანგ დე’იონხ

რეფ ლეისი (ირლ) @ 10/12 მარსელ დეფლონდრ (16 ათასი  ვიდეო

3:0(8სბ) 3:5(11) 10:5(13) 17:5(18) 17:12(23) 24:12(27) 27:12(35) სბ(37ვ) 30:12(40+) / 35:12(47$) 35:17(61) 42:17(65) 42:24(70$) 42:29(75) 49:29(79)

<<   მეორე ჯგუფი

ნორსჰემპთონ$(ინგ) 32:43 ოსპრეიზ$(უელ)

5ლ: ჰართლი გრუმ ჰორნ ტუალა ჰ.მალინდერ; 2გ: მალინდერ;
ჯ:
მაილერ სბ მალინდერ –

6ლ: დნ.ევანს (1 5) ჰაბერ’ფილდ ჰასლერ (3 6) ფონოტია;
5გ ჯ:
სმ.დევის სბ ჰასლერ მაკ’ქასქერ წბ დირკსენ

რეფ რუის (სფრ) @ 9/12 ფრენქლინ გარდენზ (8 105  ვიდეო

3:0(17) სბ(18ო) 3:3(21) 3:10(29) 3:17(39) / 3:24(47) 3:31(50$) 8:31(53) 8:38(57) 8:43(60) 13:43(64) 20:43(67) 27:43(69$) 32:43(72) სბ-სბ(72) წბ(78ო)

სარასენს (ინგ) 14:46 კლერმონ$(სფრ)

შ + ლ: ქრუზ; გ: ფარელ – 

6ლ: რაკა (1 2 3) ფლ.ფან’დერ’მერვე ფოფანა ტოიავა; 5გ 2ჯ: პარა სბ ლი

რეფ ოუენს (უელ) @ 11/12 ლონდონ, ალიანს (2 811  ვიდეო

0:7(14) 0:14(22) 0:21(26) 7:21(28შ+სბ) 5:24(32) /
5:31(48
$) 5:38(61) 5:41(64) 12:41(74) 12:46(77)

<<   მესამე ჯგუფი

გლაზგო$(შტლ) 22:29 მონპელიე$(სფრ)

3ლ: სარტო (1 3) ჯ.თერნერ; 2გ ჯ: რასელ სბ თერნერ ჯ.გრეი –

შ + 3ლ: გალეტიე (1 2) ი.დიუ’პლესი; 2გ ჯ: ფ.სტეინ

რეფ ქარლი (ინგ) @ 8/12 სქოთს’თაუნ (7 351  ვიდეო

3:0(4) 3:5(10) 10:5(14) 17:5(25) სბ(28გ) 17:12(34) 17:19(38შ+სბ) /
17:26(49
$) 22:26(58) 22:29(71)

ექსეთერ (ინგ) 8:18 ლენსთერ (ირლ)

ლ: შორთ; ჯ: სთინსონ სბ ჰ.ვილიამს –

2ლ: სექსთონ ქონან; გ: ნათევა; 2ჯ: სექსთონ ნათევა სბ ქრონინ

რეფ პუატ (სფრ) @ 10/12 სენდი პარქ (12 606  ვიდეო

სბ(17ე) 0:5(21) 3:5(25) 3:8(32) / სბ(43ლ) 8:8(54) 8:11(62) 8:18(72)

<<   მეოთხე ჯგუფი

კასტრ (სფრ) 16:13 რასინგ$(სფრ)

ლ: ვაი’პულუ; გ 3ჯ: ურდაპიშეტა –

ლ: მაკა; გ 2ჯ: მაშნო

რეფ პირს (ინგ) @ 9/12 პიერ ფაბრ (8 538  ვიდეო

0:3(11) 3:3(21) 6:3(33) 6:6(36) / 6:13(52) 13:13(74) 16:13(77)

მანსთერ$(ირლ) 33:10 ლესთერ (ინგ)

4ლ: მარშალ ზიბო ო’მანი კლუტე; 2გ 3ჯ: ქითლი –

ლ: სექერ; გ ჯ: ჯჯ.ფორდ

რეფ გარსეზ (სფრ) @ 9/12 ლიმრიქ, სომონდ პარქ (23 503  ვიდეო

3:0(8) 10:0(21) 13:0(27) 20:0(32) 20:3(36) 23:3(38) /
28:3(56) 28:10(66) 33:10(68
$)

<<   მეხუთე ჯგუფი

ჰლანეჰლი$(უელ) 33:28 ტრევიზო$$(იტა)

5ლ: გრ.დევის (1 2) ბერნ სთ.ევანს ესქვის; 4გ: ჰაფ’პენი 3, პაჩელ
სბ
ჯმ.დევის –

4ლ: ბარბიერი ჰეივორდ ესპოზიტო რუძა; 4გ: ალენ წბ მინტო

რეფ რეინალ (სფრ) @ 9/12 პარქ’ი’სქარლეთს (6 856  ვიდეო

7:0(3) 14:0(7) 14:7(15) წბ(24ტ) 21:7(28) 21:14(38) /
21:21(58) სბ(62ჰ) 21:28(71
$) 28:28(77$) 33:28(79)

ტულონ (სფრ) 24:20 ბას$(ინგ)

3ლ: ნონუ მეთიუსონ ბელო; 3გ: ტრენ-დიუკ 2, ბელო; ჯ: ტრენ-დიუკ –

2ლ: ვოთსონ ჯოზეფ; 2გ 2ჯ: პრისთ’ლენდ სბ ქუქ

რეფ ბრეის (ირლ) @ 9/12 ფელიკს მეიოლ (13 541  ვიდეო

0:3(13) 0:10(16) 7:10(36) 7:13(40+) /
სბ(50ბ) 14:13(52) 14:20(62) 17:20(67) 24:20(78)

 

ბორჯღალოსნები

#

წთ’

პ/ს

^

ოფ

ბჭვ

-შ

-ჯ

მიხო ნარიაშვილი (მნპ)  

1

!

8/8

10

0

0

7/3

0

1

კოტე მიქაუტაძე (მნპ)

19

+74

0/0

0

0

0

3/0

0

0

ლევან ჩილაჩავა (ტლნ)

3

-31

1/2

1

0

0

1/0

0

2

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

ად

3 რაუნდი

სხვ

მ-წ*

გატ:გაშ

$

1

ლა’როშელ (სფრ)

15

+51

15

3-0

124:073

3

2

ალსთერ (ირლ)

8

-2

5

2-1

053:055

0

3

ვოსპს (ინგ)

6

+1

10

1-2

079:078

2

4

ჰარლიქვინზ (ინგ)

1

-50

5

0-3

042:092

1

1

კლერმონ (სფრ)

14

+54

12

3-0

096:042

2

2

სარასენს (ინგ) %

10

+14

15

2-1

107:093

2

3

ოსპრეიზ (უელ)

8

+4

13

1-2

098:094

4

4

ნორს’ჰემპთონ (ინგ)

1

-72

7

0-3

052:124

1

1

ლენსთერ (ირლ)

14

+33

10

3-0

076:043

2

2

ექსეთერ (ინგ) ^ %

8

+2

7

2-1

059:057

0

3

მონპელიე (სფრ)

8

-3

10

1-2

070:073

4

4

გლაზგო (შტლ)

1

-32

7

0-3

055:087

1

1

მანსთერ (ირლ)

11

+30

8

2-0*1

064:034

1

2

კასტრ (სფრ)

7

-22

7

1-1*1

062:084

1

3

რასინგ (სფრ) ^

6

-6

5

1-2

042:048

2

4

ლესთერ (ინგ)

6

-2

10

1-2

082:084

2

1

ტულონ (სფრ)

12

+6

7

3-0

075:069

0

2

ბას (ინგ) %

9

+24

4

2-1

061:037

1

3

ჰლანეჰლი (უელ)

7

-1

8

1-2

066:067

3

4

ტრევიზო (იტა)

3

-29

6

0-3

057:086

3

 

დებულება

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში) ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)  

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა, 2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო;  ჯგუფ ეტაპზე 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)

შემდგომი განრიგი

ჯგუფური რაუნდები:  15-17/12,   2018 * 12-14/01 და 19-21/01

მეოთხედ’ფინალები  30/03-1/04,  ნახევარ’ფინალები  20-22/04

ფინალი:  შაბ 12/05 @ ბილბაო, სან’მამეს (ესპ)

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html