ათიდან შვიდმა – მეორედაც

   ევროპის "ჩემპიონთა თასის" მეოთხე – რევანშთა რაუნდში წინა ვიქენდზე წაგებული 10 გუნდიდან ჯავრი მეტოქეზე სამმაღა იყარა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

დავიწყოთ "მამაო ჩვენო"თი: ათიდან 8 მატჩი მასპინძელმა მოიგო და ორი’ღა – სტუმარმა; ლიდერი ხუთიდან ერთად-ერთ – მეხუთე ჯგუფში შეიცვალა; პრემია ოციდან 8 გუნდმა შეირგო, ნუგეში კი ათიდან ოთხმა ძლეულმა მიითვალა; გაიცა 14 ყვითელი და ერთიც წითელი ბარათი, ხოლო ინგლისის 7 ხელ’ მოცარული კლუბიდან რევანში ორმა’ღა აიღო, და ორივემ – შინ

წინა უქმეებზე წაგებისთვის ჯავრი იყარეს ვოსპსმა, რასინგმა და ბასმა, სხვა შვიდმა (!) მოგებულმა კი მეორედაც ძლია მეტოქე.  რაგინდარა შეჯიბრში ზედიზედ მეშვიდედ (!) დამარცხდა ბოლო ორი წლის ფალავანი სარასენსი, ვისაც ტრავმები მართლაც რომ მიეძალა, მაგრამ წარუმატებელი წყება მხოლოდ ამის ბრალი ვერასგზით ვერ იქნება

ეგრეც არ დაუდიათ

სარკინოზები კლერმონ-ფერანში თავიდან 13 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მესამე მეოთხედში წინ უკვე ფრანგები იყვნენ და თან ისე, რომ ლელო ეგრეც არ დაუდიათ.  თამაში ფრედ მთავრდებოდა, ბურჯი რიჩარდ ბარინგთონი ცენტრთან რომ დაჯარიმდა.  ჰოდა, "აფრიკელი" სქოთ სპედინგი "პორტუგალ" მორგან პარას მატჩში მეორედაც შეეხიდა და შორიდან გაიტანა გამარჯვების გოლი * 24:21 

ირლანდიის სამმა კუთხემ დედა-ინგლისს კვლავ დაუმარცხა სამი ბობოლა კლუბი:  მანსთერმა უდისციპლინო ლესთერი გასვლაზე დააშამათა იენ ქითლის გოლებით * 25:16, მატიო რეინალმა კი ზედ შესვენების წინ მეხუთედაც (!) რომ დააჯარიმა ნაკრების ბურჯი დენ ქოული, მას ყვითელი ბარათიც უჩვენა

ალსთერმა შინ 28 ქულით გააბურთავა ჰარლიქვინზი * 52:24, ლენსთერს კი, ექსეთერთან, შერყევის გამო თუმც 3’ წუთზევე გამოაკლდა ჯონი სექსთონი და პირველ ტაიმში ორი სინბინიც მიიღო –  "ფიჯელი" ისა ნათევას გოლებითა და ლუქ მაკ’გრასის ლელოთი გამარჯვება მაინც დაბლინელებს დარჩათ * 22:17

სერიოზულად მოეკიდნენ

რაგბის სამშობლო საშობაოდ გაახარეს მხოლოდ ვოსპსმა და ბასმა:  ქოვენთრის ხიზნებმა ელიოთ დეილის დუბლით ნისლში გააბითურეს ტოპ 14-ის ლიდერი ლა’როშელი * 21:3, აბანო-ქალაქმა კი 48’’ წამზევე დაალელოვა ტულონი და ენთონი ვოთსონის დუბლით * 26:21 რომ მოუგო, ორი პირისპირ ჯახის ჯამში 1 ქულითაც აჯობა

ოსპრეიზს გავერანებულ ნორს’ჰემპთონთან ორი ლელო შეაწია შეცვლაზე შესულმა ჰავბექმა რის ვებმა * 32:15

რასინგმა უპრობლემოდ აიღო რევანში კასტრთან * 29:7

ჰლანეჰლი ტრევიზოში სტუმრობას სერიოზულად მოეკიდა, ბონუსი 46’ წუთზე დაიბევა და სულ ბოლოსღა გაუშვა ორი ლელო * 31:12

მონპელიემ კი მესამე მეოთხედში გატეხა გლაზგო:  ფიჯელმა ნემანი ნანდოლომ რომ დაჯაბნა თომი სიმორი, უმალ ბურმა ნიკო იანსე-ფან’რენსბერგმაც დაუფარა ბოქს’ქიქზე ალი პრაისს. საბოლოოდ * 36:26

 

ევროპის "ჩემპიონთა თასი"  2017-18

მეოთხე რაუნდი      1      2      3

<<   პირველი ჯგუფი

ალსთერ$(ირლ) 52:24 ჰარლიქვინზ$(ინგ)

6ლ: მაკ’ქლოსქი გილროი პიატაუ ო’ქონორ ქუნი თრიმბლ; 5გ 4ჯ: ქუნი –

4ლ: მ.სმით ვოქერ რ.ჩიზომ ვორდ; 2გ: სმით სბ სინქლერ

რეფ რუის (სფრ) @ 15/12 ბელფასთ, ქინგ’სპენ (15 646  ვიდეო

3:0(5) 6:0(10) 6:5(14) 13:5(19) 13:12(31) 16:12(34) / 23:12(46) 26:12(51) 31:12(56) 31:17(59) სბ(61ჰ) 38:17(63$) 38:24(68$) 45:24(73) 52:24(80+)

ვოსპს (ინგ) 21:3 ლაროშელ (სფრ)

3ლ: დეილი (1 2) ქრუზ; 3გ: დეილი 2, სიპრიანი –

ჯ: ბრ.ჯეიმზ

რეფ ქლენზი (ირლ) @ 17/12 ქოვენთრი, რიკოჰ (12 931  ვიდეო

7:0(12) / 14:0(48) 14:3(60) 21:3(74)

<<   მეორე ჯგუფი

ოსპრეიზ$(უელ) 32:15 ნორსჰემპთონ (ინგ)

4ლ: დ.არხიპ ვებ (2 4) თიპურიქ; 3გ 2ჯ: სმ.დევის –

2ლ: ჰ.მალინდერ გიბსონ; გ: მალინდერ; ჯ: ფრანსის

რეფ მიტრეა (იტა) @ 17/12 სვონზი, ლიბერთი (6 947  ვიდეო

5:0(2) 8:0(25) 11:0(31) /
11:5(46) 11:8(50) 18:8(57) 25:8(67) 32:8(70
$) 32:15(80+3)

კლერმონ (სფრ) 24:21 სარასენს$(ინგ)

8ჯ: პარა 6. სპედინგ (4 8) სბ აბენდენონ –

2ლ: სპენსერ ლოზოვსკი; გ 3ჯ: ფარელ სბ სქელთონ ფიგაშო

რეფ ბრეის (ირლ) @ 17/12 მარსელ მიშელენ (18 808  ვიდეო

0:3(4) 0:6(7) 0:13(10) 3:13(18) 6:13(22) 9:13(33სბ) 12:13(40+2) / 15:13(48) 18:13(54) 18:16(60) სბ(61კ) 18:21(63) სბ(66ს) 21:21(73) 24:21(78)

<<   მესამე ჯგუფი

მონპელიე$(სფრ) 36:26 გლაზგო$(შტლ)

5ლ: ნანდოლო რიუფენაშ ჰ.იმელმან (3 5) პეიოგ; 4გ: პეიოგ;
ჯ: ფ.სტეინ სბ ბ.დიუ’პლესი –

4ლ: ბრაუნ პ.ჰორნ გრიგ ჯ.ჰორნ; 3გ: პ.ჰორნ 2, რასელ სბ რ.ჯექსონ

რეფ დოილ (ინგ) @ 16/12 ალტრად (11 ათასი  ვიდეო

0:7(3) 7:7(7) 7:14(14) 14:14(17) 14:19(19) /
21:19(46) 26:19(48
$) 33:19(68) 33:26(71$) 36:26(78) სბ-სბ(80)

ლენსთერ (ირლ) 22:17 ექსეთერ$(ინგ)

ლ: ლ.მაკ’გრას; გ 5ჯ: ნათევა სბ ჰილი ფარდი –

2ლ: სქინერ ქოუვან-დიქი; 2გ ჯ: სთინსონ

რეფ გაიუზერ (სფრ) @ 16/12 დაბლინ, ავივა (40 064  ვიდეო

0:7(3) 3:7(12) სბ(18ლ) 3:10(29) 3:17(32სბ) 6:17(39) 9:17(40+5) /
12:17(56) 15:17(64) 22:17(67)

<<   მეოთხე ჯგუფი

რასინგ$(სფრ) 29:7 კასტრ (სფრ)

4ლ: ნაკარავა ვაკატავა დიუპიშო (3 4) 3გ: მაშნო 2, ირიბარან;
ჯ:
მაშნო წბ იმოფ –

ლ გ: ქოქოთ სბ სონსონ ქოქოთ

რეფ ბარნს (ინგ) @ 16/12 პარიზ’ი, ივ დიუ მანუარ (9 067  ვიდეო

7:0(6) 14:0(17) 17:0(25) 17:7(32) სბ(36კ) / 22:7(60) წბ-სბ(64) 29:7(70$)

ლესთერ (ინგ) 16:25 მანსთერ (ირლ)

ლ: თეით; გ 3ჯ: ჯჯ.ფორდ სბ ქოულ –

ლ: სტანდერ; გ 6ჯ: ქითლი სბ ჯნ.რაიან

რეფ რეინალ (სფრ) @ 17/12 ველფორდ როუდ (23 100  ვიდეო

3:0(3) 3:3(11) 10:3(15) 10:6(24) 10:9(34) 10:12(40) სბ(40+ლ) /
10:19(44) 13:19(52) 16:19(61სბ) 16:22(73) 16:25(78)

<<   მეხუთე ჯგუფი

ტრევიზო (იტა) 12:31 ჰლანეჰლი$(უელ)

2ლ: მ.იოანე; გ: მაკ’ქინლი სბ ძანი ა.ესპოზიტო –

4ლ: მაკ’ნიქოლ ესქვის გრ.დევის (3 4) 4გ ჯ: ჰაფ’პენი

რეფ პუატ (სფრ) @ 16/12 მონიგო (2 600  ვიდეო

0:3(9) 0:10(14) სბ(21ტ) 0:17(25) 0:24(38) /
სბ(43ტ) 0:31(46
$) 5:31(78) 12:31(80+)

ბას (ინგ) 26:21 ტულონ$(სფრ)

3ლ: ობანო ვოთსონ (2 3) გ 3ჯ: პრისთ’ლენდ –

2ლ: მეთიუსონ მანოა; გ 3ჯ: ტრენ-დიუკ

რეფ ოუენს (უელ) @ 16/12 რექ (14 422  ვიდეო

7:0(2) 10:0(10) 13:0(13) 13:7(19) 13:10(27) 18:10(28) 18:13(36) 23:13(40+) / 23:18(42) 26:18(56) 26:21(65)

 

ბორჯღალოსნები

#

წთ’

პ/ს

^

ოფ

ბჭვ

-შ

-ჯ

ვიტო კოლელიშვილი (კლრ)

20

+73

0/0

0

0

0

1/0

0

0

კოტე მიქაუტაძე (მნპ)

5

-68

1/8

7

0

0

10/2

0

1

მიხო ნარიაშვილი (მნპ)  

17

+48

3/5

1

0

0

6/0

0

0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

ად

4 რაუნდი

სხვ

მ-წ*

გატ:გაშ

$

1

ლა’როშელ (სფრ)

15

+33

15

3-1

127:094

3

2

ალსთერ (ირლ) %

13

+26

11

3-1

105:079

1

3

ვოსპს (ინგ)

10

+19

13

2-2

100:081

2

4

ჰარლიქვინზ (ინგ)

2

-78

9

0-4

066:144

2

1

კლერმონ (სფრ)

18

+57

12

4-0

120:063

2

2

ოსპრეიზ (უელ) %

13

+21

17

2-2

130:109

5

3

სარასენს (ინგ)

11

+11

17

2-2

128:117

3

4

ნორს’ჰემპთონ (ინგ)

1

-89

10

0-4

067:156

1

1

ლენსთერ (ირლ)

18

38

11

4-0

098:060

2

2

მონპელიე (სფრ) %

13

+7

15

2-2

106:099

5

3

ექსეთერ (ინგ)

9

-3

9

2-2

076:079

1

4

გლაზგო (შტლ)

2

-42

11

0-4

081:123

2

1

მანსთერ (ირლ)

15

+39

9

3-0*1

089:050

1

2

რასინგ (სფრ)

11

+16

9

2-2

071:055

3

3

კასტრ (სფრ)

7

-44

8

1-2*1

069:113

1

4

ლესთერ (ინგ)

6

-11

11

1-3

098:109

2

1

ბას (ინგ) ^

13

+29

7

3-1

087:058

1

2

ტულონ (სფრ)

13

+1

9

3-1

096:095

1

3

ჰლანეჰლი (უელ)

12

+18

12

2-2

097:079

4

4

ტრევიზო (იტა)

3

-48

8

0-4

069:117

3

 

დებულება

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში) ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)  

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა, 2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო;  ჯგუფ ეტაპზე 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)

შემდგომი განრიგი

ჯგუფური რაუნდები:  2018 * 12-14/01 და 19-21/01

მეოთხედ’ფინალები  30/03-1/04,  ნახევარ’ფინალები  20-22/04

ფინალი:  შაბ 12/05  ბილბაო, სან’მამეს (ესპ) @ 19.45 საქ

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html