სარასენსი მაინც გაძვრა

   ევროპის "ჩემპიონთა თასის" მეოთხედ’ფინალში 4 ფრანგული კლუბი კი გავიდა, მაგრამ ნახევარ’ფინალები შეიძლება ირლანდიაში მოეწყოს

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

ლენსთერს "ჯგუფის ჯილებში" საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, მანსთერს კი წილის’ყრაზე გაუღიმა ბედმა.  ალსთერიც ლიდერობდა ჯგუფს, მაგრამ ფინიშზე წაუცდა ფეხი. იგივე შეემთხვა უელსის ოსპრეიზს და უმალ მოხსნა მწვრთნელი სთივ თენდი, ბოლო ორი წლის ფალავანმა, ლონდონის "სარასენსმა" კი მაინც გააღწია პლეი’ოფში – ბოლო, მესამე ვაილდ’ქარდად (#8)

მასპინძელმა 10 თამაშიდან 7 მოიგო. გაიცა 6 პრემია და 3 ნუგეში. სინბინში მორაგბე ოდენ 5-ჯერ გაუშვეს. სამაგიეროდ, სამ თამაშში ჩაითვალა თითო 7’ქულიანი – ახლებური საჯარიმო ლელო, რის გამოც უბობოლეს სტატისტიკურ სამსახურს – "ოპტა"ს ისევ აერია ლაივ’სქორი

ტაროსის გამო

ბოლო რაუნდობის გამო ერთი და იმავე ჯგუფის მატჩები ერთ’ დროულად უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კვირას საქმეში ტაროსი ჩაერია – ლიმრიქში ისე წვიმდა, რომ მსაჯმა 3 საათით გადაავადა ქიქ’ოფი

შაბათის პირველ ტელე’სლოთში მესამე ჯგუფმა ირაგბა. გლაზგოში ძლივს მოესწრო მოედნიდან თოვლის გადახვეტა. მასპინძლებს აქამდე 5-ვე თამაში წაეგოთ, მაგრამ მესამე მეოთხედში "7 ქულას + სინბინი" რომ ერგოთ, ვაილდ’ქარდის აღების იმედი გადაუწურეს ინგლისის ჩემპიონს – ექსეთერს * 28:21

მონპელიეში მოლ’აობა გაჩაღდა. მასპინძლებმა ტაიმი * 14:8 მოიგეს, მაგრამ მეორეში ლენსთერმა ორი ლელო გაიტანა და ბოლოს გადამწყვეტი დერეფანიც მოიგო * 23:14 – 6-დან 6 მოგება!

უელსის დანაკლისი

მეორე ჯგუფელი სარასენსი სხვათა იმედად კი იყო, მაგრამ თავადაც
7-ჯერ დაალელოვა ნორს’ჰემპთონი *
62:14, თუმც ამოტოლა სხვაობა  ვაილდ’ქარდის მოპოვებაში აღარ დაჭირვებია

ოსპრეიზი გააგდო კლერმონმა * 24:7 – ფრანგთა პირველ ლელოზე მორგან პარამ კართან გადაკიდა; მანვე ძაან შორიდანაც შეაგდო გადამწყვეტი ჯარიმა, მაგრამ მუხლიც იტკინა და "ექვსი ერის" სტარტზე ირლანდიას ვეღარ დაუხვდება

იზარალა სრულიად უელსმაც: ოსპრეიზის მგეზავს, დენ ბიგარს მხარი ისე ეტკინა, რომ მარტამდე იუქმებს.  არადა, "ურჩხულებს" ისედაც დააკლდებიან ბექები: რის პრისთლენდი, რის ვები, ჯონათან დევისი და ლიამ ვილიამსი, და მორკინალები: სემ ვორბერთონი, დენ ლიდიეთი და ტაულუპე "თობი" ფალეტაუ

რისკიანი პასებით

შაბათ საღამოს, მეხუთე ჯგუფში, ჰლანეჰლი შეიქნა პირველი უელსური რეგიონული ფრანჩაიზი, ვინაც 2012 წლის აქეთ გააღწია პლეი’ოფში

"წითლების" (სქარლეთს) მგეზავმა, რიჩ პაჩელმა რისკიანი პასებით ერთი ლელო გამოაცხო და მეორე – მეტოქეს აჩუქა

სტუმარი – უქართველებო ტულონი – ლამის მთელი თამაში აგებდა. ბოლოს ფრანსუა ტრენ-დიუკმა ამაოდ სცადა არეკნი, მაგრამ ფრანგებმა ნუგეში რომ მაინც მიითვალეს * 27:30, ბასს სულ ოხრად დაურჩა გასვლაზე ტრევიზოს დარბევა * 47:28

ფანობა ანერვიულეს

კვირას მანსთერმა მეორე ტაიმშიღა * 48:3 გადაუარა კასტრს, ვისაც სინბინში კაცი ორჯერ გაუმწესეს

პარიზის "რასინგი" შესვენებამდე შერკინებით ჯაბნიდა ლესთერს და 14 ქულითაც კი დაწინაურდა, მაგრამ ავდარში თამაში თანდათან რომ გაჭირდა და ჭიდილად იქცა, ფრანგებმა ბოლოს "ვეფხვების" შტურმიც კი მოიგერიეს * 23:20 და მეორე ვაილდ’ქარდი შეიქნენ

დრამა გათამაშდა პირველ ჯგუფში – ალსთერი ლიდერობდა, მაგრამ ერთობ უინიციატივოდ გაისარჯა გასვლაზე, ვოსპსთან * 7:26 და მესამე ადგილამდე დაეშვა

ლა’როშელმა, თუმც ანერვიულა ფანობა, მაინც გატეხა აუტსაიდერი ჰარლიქვინზი * 16:7 და ჯგუფი მოიგო, ოღონდაც როგორც #5, გასვლაზე გამართავს მეოთხედ’ფინალს

პლეი’ოფი აპრილში, "ექვსი ერის" შემდეგ’ღა გაჩაღდება

 

ევროპის "ჩემპიონთა თასი"  2017-18

ბოლო, მეექვსე რაუნდი      1      2      3      4      5

<<   პირველი ჯგუფი

ვოსპს$(ინგ) 26:7 ალსთერ (ირლ)

4ლ: თომპსონ ქრუზ ლე’რუ ქუპერ-ვული; 3გ: სიპრიანი –

ლ: რიდი; გ: ქუნი

რეფ გარსეზ (სფრ) @ 21/01 ქოვენთრი, რიკოჰ (13 124  ვიდეო

7:0(12) 7:7(25) 14:7(33) / 19:7(47) 26:7(57$)

ლაროშელ (სფრ) 16:7 ჰარლიქვინზ (ინგ)

2ლ: აგიონ მური’მური’ვალუ; 2ჯ: ბალე –

ლ: ქეა; გ: სმით

რეფ ქლენზი (ირლ) @ 21/01 მარსელ დეფლონდრ (16 ათასი  ვიდეო

3:0(5) 8:0(20) 13:0(38) / 13:7(48) 16:7(51)

<<   მეორე ჯგუფი

სარასენს$(ინგ) 62:14 ნორსჰემპთონ (ინგ)

7ლ: მ.ვუნიპოლა გუდ ვოშ ვიგლს’ვორს კოხ მეითლენდ ვაილანუ;
6გ 5ჯ: ფარელ –

2ლ: რაინახ ტუი’ტავაკე; 2გ: ჰ.მალინდერ სბ გიბსონ

რეფ რეინალ (სფრ) @ 20/01 ლონდონ, ალიანს (10 ათასი)  ვიდეო

0:7(7) 3:7(10) 10:7(15) 10:14(18) 17:14(22) 22:14(29) 29:14(37$) სბ(40+ნ) 36:14(40+4) / 39:14(47) 42:14(50) 49:14(55) 56:14(64) 59:14(69) 62:14(74)

კლერმონ (სფრ) 24:7 ოსპრეიზ (უელ)

2ლ: აბენდენონ მაკ’ალისთერ; გ 4ჯ: პარა 3, ლეიდლოუ –

ლ: ბექ; გ: ბიგარ

რეფ დოილ (ინგ) @ 20/01 მარსელ მიშელენ (18 007)    ვიდეო

7:0(26) 10:0(31) 13:0(38) / 13:7(60) 16:7(70) 19:7(76) 24:7(78)

<<   მესამე ჯგუფი

გლაზგო$(შტლ) 28:21 ექსეთერ$(ინგ)

შ + 3ლ: ჰოგ სიმორ ფეიგერსონ; 3გ: რასელ –

3ლ: ს.სიმონდს არმანდ ვითენ; 3გ: სთინსონ სბ ნ.ვაით

რეფ პუატ (სფრ) @ 20/01 სქოთს’თაუნ (7 351  ვიდეო

7:0(2) 7:7(40) / 14:7(53შ+სბ) 21:7(61) 28:7(63$) 28:14(66) 28:21(70)

მონპელიე (სფრ) 14:23 ლენსთერ (ირლ)

2ლ: ბ.დიუ’პლესი კამარა; 2გ: ქრუდენ –

3ლ: რ.ბერნ ჰენშოუ შ.ქრონინ; გ 2ჯ: ბერნ

რეფ პირს (ინგ) @ 20/01 ალტრად (8 250  ვიდეო

0:5(5) 0:8(20) 7:8(25) 14:8(38) / 14:13(46) 14:16(50) 14:23(54)

<<   მეოთხე ჯგუფი

ლესთერ$(ინგ) 20:23 რასინგ (სფრ)

ლ: ო’ქონორ; 5ჯ: ფორდ –

2ლ: შავონსი მაშნო; 2გ 3ჯ: მაშნო

რეფ ოუენს (უელ) @ 21/01 ველფორდ როუდ (18 165)   ვიდეო

0:7(8) 0:14(13) 3:14(17) 6:14(29) 9:14(39) /
14:14(44) 14:17(55) 17:17(65) 17:20(69) 20:20(72) 20:23(76)

მანსთერ$(ირლ) 48:3 კასტრ (სფრ)

შ + 5ლ: ერლს რ.მარშალ ზიბო ვუთონ ჯ.ქრონინ; 5გ: ქითლი 3,
ჰანრაჰან 2;
2ჯ: ქითლი –

ჯ: ქოქოთ სბ კონბეზუ კოცე

რეფ ვაით’ჰაუს (უელ) @
21/01 ლიმრიქ, სომონდ პარქ (
23 116  ვიდეო

0:3(14) 3:3(18) 6:3(26) სბ(32კ) 13:3(35) /
20:3(46) სბ(56კ) 27:3(57შ) 34:3(60
$) 41:3(69) 48:3(80+3)

<<   მეხუთე ჯგუფი

ჰლანეჰლი (უელ) 30:27 ტულონ$(სფრ)

3ლ: პრაიდი პარქს დნ.ჯოუნზ; 3გ: ჯოუნზ; 3ჯ: ჯოუნზ 2. პაჩელ –

2ლ: ფერმიულენ ეშთონ; გ: ბელო; 5ჯ: ბელო 3, ტრენ-დიუკ 2

რეფ ბარნს (ინგ) @ 20/01 პარქ’ი’სქარლეთს (14 476  ვიდეო

7:0(4) 7:5(5) 10:5(10) 10:8(15) 10:15(19) 17:15(21) 20:15(25) 20:18(28) 27:18(35) 27:21(40+) / 30:21(49) 30:24(52) 30:27(57)

ტრევიზო$(იტა) 28:47 ბას$(ინგ)

4ლ: სპერანდიო ნეგრი ბენვენუტი მ.იოანე; 4გ: ალენ სბ გორი –

შ + 6ლ: დან ბანაჰან ვოთსონ ჯოზეფ მერსერ ჩართერის; 5გ: ბერნს

რეფ გაიუზერ (სფრ) @ 20/01 მონიგო (3 ათასი  ვიდეო

7:0(14) 7:7(17) 7:14(22შ+სბ) 7:21(31) 7:28(34$) 7:35(40+3) /
14:35(45) 21:35(48) 21:42(61) 21:47(78) 28:47(80+4
$)

 

ჩვენებურები

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

ლექსო ყაულაშვილი (ლრშ)

17

+54

0/1

1

0

0

5/0

1

1

დათო ზირაქაშვილი (კლრ)

3

-51

0/0

0

0

0

3/0

0

2

მიხო ნარიაშვილი (მნპ)  

1

-60

1/5

0

0

0

8/1

0

1

კოტე მიქაუტაძე (მნპ)

5

-73

0/8

15

0

0

12/0

0

1

გელა აფრასიძე (მნპ)  

21

+76

7/0

0

0

0

0/0

0

0

ვასო კაკოვინი (რას)  

17

+58

0/3

2

0

0

2/0

0

1

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

ად

6 რაუნდი

სხვ

მ-წ*

გატ:გაშ

$

1

ლა’როშელ (სფრ)

20

+35

18

4-2

156:121 4

2

ვოსპს (ინგ) ^

17

+33

21

3-3

154:121

5

3

ალსთერ (ირლ)

17

+14

15

4-2

132:118

1

4

ჰარლიქვინზ (ინგ)

7

-82

15

1-5

106:188

3

1

კლერმონ (სფრ)

22

+61

16

5-1

165:104

2

2

სარასენს (ინგ) %

18

+59

24

3-2*1

205:146

4

3

ოსპრეიზ (უელ)

15

+4

18

2-3*1

152:148

5

4

ნორს’ჰემპთონ (ინგ)

6

-124

16

1-5

115:239

2

1

ლენსთერ (ირლ)

27

+83

22

6-0

176:093

3

2

ექსეთერ (ინგ)

15

+21

18

3-3

138:117

3

3

მონპელიე (სფრ)

13

-33

18

2-4

130:163

5

4

გლაზგო (შტლ)

7

-71

18

1-5

128:199

3

1

მანსთერ (ირლ)

21

+80

18

4-1*1

167:087

3

2

რასინგ (სფრ) %

19

+23

14

4-2

128:105

3

3

კასტრ (სფრ)

12

-50

13

2-3*1

111:161

2

4

ლესთერ (ინგ)

7

-53

12

1-5

118:171

3

1

ჰლანეჰლი (უელ)

21

+39

19

4-2

162:123

5

2

ტულონ (სფრ) %

19

+34

16

4-2

159:125

3

3

ბას (ინგ)

18

+30

16

4-2

151:121

3

4

ტრევიზო (იტა)

4

-103

12

0-6

097:200

4

 

დებულება

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში) ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)  

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა, 2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო;  ჯგუფურ ეტაპზე 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)

 

პლეიოფი

მეოთხედ’ფინალები @ საქ

პარ 30/03

ჰლა (უელ)

20.30

ლრშ (სფრ)

შაბ 31/03

მნს (ირლ)

18.15

ტლნ (სფრ)

კვი 1/04

კლრ (სფრ)

16.00

რას (სფრ)
ლნს (ირლ)

18.30

სარ (ინგ)

#

5 ჯილა + 3 უკეთ

სხვ

1

ლენსთერ (ირლ)

27

+83

2

კლერმონ (სფრ)

22

+61

3

მანსთერ (ირლ)

21

+80

4

ჰლანეჰლი (უელ)

21

+39

5

ლა’როშელ (სფრ)

20

+35

6

ტულონ (სფრ)

19

+34

7

რასინგ (სფრ)

19

+23

8

სარასენს (ინგ)

18

+59

ნახევარ’ფინალები:  20-22/04

ლნს (ირლ) | სარ (ინგ) ჰლა (უელ) | ლრშ (სფრ)

მნს (ირლ) | ტლნ (სფრ) კლრ (სფრ) | რას (სფრ)

ფინალი:  შაბ 12/05  ბილბაო, სან’მამეს (ესპ) @ 19.45 საქ

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html