რეკორდი გაუმჯობესდებაო

   "ექვსი ერის" წარდგენაზე მწვრთნელებმა ტრადიციულად იქილიკეს და ერთმანეთსაც მოუსინჯეს კბილი

შარშან (2017) >>   სჯობს გვიანო
შარშან’წინ (2016) >>   არავის მივიღებთო!
შარშან’წინის’წინ (2015) >>   ახალი თასი და ბრენდიც
შარშან’წინის’წინის’წინ (2014) >>   წლიდან წლამდე, მეთხუთმეტედაც
შარშან’წინის’წინის’წინის’წინ (2013) >>
   გაღმერთებული და უჩინარი

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ სტატისტიკა

ვიკი’პედიის სათვალავით, წლევანდელი ტურნირი დასაბამიდან (1883) 124-ეა!  მისი საათობრივი განრიგი შარშან’ვე, 16 მაისს გამოქვეყნდა

მერე და მერე შეიცვლა მოსახელე სპონსორი:  აქამდელმა პატრონმა, "შოტლანდიის სამეფო ბანკმა" (არ’ბი’ეს) ეს "უაღრესად საპატიო მისია" თავისსავე ფილიალს, "ნეთ ვესთ"ს გადააბარა. ჰოდა, ლოგოც ოდნავ გადა’სხვა’ფერდა

წარდგენა პირველ მატჩამდე 10 დღით ადრე, ოთხშაბათს (24/01) მოეწყო ლონდონში, "სიონ პარქ ჰილთონ"ში.  ფოტო’სესიაზე კაპიტნებმა სურათი ჩარჩოსთან გადაიღეს – მაგრამ არა გვგონია, ეს "საბჭოურ ქურდულ მენტალიტეტ"თან ზიარების ბრალი იყოს

ტურნირის საითმა მუქთი ფოტო’პაკეტი რომ "დადო", გაირკვა, რომ იტალიის გარდა, ყველა კაპიტანსა და მწვრთნელს წაეკოხტავა თასით, მაგრამ ეგეც ალბათ "ადამიანური შეცდომის" ბრალია და არამც და არამც არაა იმის ნიშანი, რომ "აძურს" გარიცხვას უპირებენ ზვიადი მამები

სტატისტიკას ჩავხედოთ

ამათ აქესა და ადიდეს "პროდუქტი".  "6 ერის" თავ’მჯდომარემ – პეთ ვილანმა შენიშნა, რომ შარშან რეკორდი დამყარდა ტელე’სივრცესა და ციფრულ პლატფორმებზე, წლეულს კი ეს შედეგებიც გაუმჯობესდება, რაკი დასი უაღრესად თანაბარია და სეირი უფრო დაძაბული გამოვა

ჩვენმა გულითადმა "მეგობარმა" და "რაგბის უდიადესი შეჯიბრების" სიწმინდის თავ’გამოდებულმა გუშაგმა, ჯონ ფიანმა დაიტრაბახა, რომ შარშანდელმა ექსპერიმენტმა – ბონუსის შემოღებამ გაამართლა

სიახლე ელიტას თურმე სამი წელი უნდა ეცადა, მაგრამ პირველსავე სეზონში ისე მოუხდა შოუს, რომ ახლავე, უყოყმანოდ გაუგრძელეს ვადა.  არადა, შარშანაც შევნიშნეთ, რომ "6 ერის" ბონუსური სისტემა ყავლ’გასულია, ხოლო ლელოიანობის დინამიკის გასარკვევად გვიჯობს, უტყუარ სტატისტიკას ჩვენ’ვე ჩავხედოთ:

2012 46 ლელო, 2013 37 * იკლო,
2014
61,
201562, 201671 * მატულობდა,
შემოიღეს ბონუსი და 201766 * ისევ იკლო!

აუტ’საიდერები ვართო

მამებს განრიგს რომ ტელევიზია კარნახობთ, ეგ არ’ახალია!  წელსაც ყველაფერი მისხალ-მისხალ რომაა გათვლილი, ბოლო რაუნდში – ირლანდიის მფარველი წმინდანის, პათრიქის დღეს – "სამყურები" თვიქნემში ეახლებიან ბოლო ორი წლის ფალავან ინგლისს

ამისი ავსტრალიელი გურუ, ედი ჯოუნზი [22 მოგება 23 ტესტში] თვალთ’მაქცობს, ერთი "სარასენსი"ღა [ლონდონის კლუბი] გავიდა "ჩემპიონთა თასის" პლეი’ოფში; ტრავმებიც მოგვეძალა და ვეღარც შნოიანად ვრაგბობთ, ანუ აუტ’საიდერები ვართო!

"ცბიერი ედის" ოინებისა, რა თქმა უნდა, არავის სჯერა.  "ვარდებს" მართლაც აკლიათ ბილი ვუნიპოლა, ნეითან ჰიუზი, ჯეიმზ ჰასქელი, ელიოთ დეილი, ჯექ ნოული და ჰენრი სლეიდი, მაგრამ იმოტოლა რეზერვი ჰყავთ, რომ დანაკლისზე მათი წუწუნი სასაცილოა

აკი ამხელს კოლეგას ირლანდიის კივი მოძღვარი ჯო შმიდტი, ედი პრემიერ’შიპის 12 გუნდიდან ადგენს "ვარდებს", მე კი 4 ფრანჩაიზით მიწევს შემოფარგვლაო

35 მილიონ ევროდ

მიუხედავად არჩევანის ფარდობითი სიმწირისა, ირლანდია მაინც სასწაულად გაწონასწორებული გუნდია. "სამყურები" მოისაკლისებენ ჯემი ჰიზლიპს, შონ ო’ბრაიენს, დეივ ქილქოინსა და ჯარედ პეინს, მაგრამ სხავაფრივ არაფერი უჭირთ

მათი პირველი მეტოქე აჭრილი და გავერანებული საფრანგეთია. ამისმა პრეზიდენტმა, ბერნარ ლაპორტმა მწვრთნელობიდან ზედ შობაზე (!) გადააყენა 63 წლის ტულუზელი გი ნოვეს’ი და ნაკრები მისსავე კბილას, იტალიის შეფად ნამუშევარ (2011-16) ჟაკ ბრიუნელს გადააბარა

დაწინაურებულმა 9 ნომრად უმალ იხმო ბებერი კლერმონელი მორგან პარა, მაგრამ ეს "ჩემპიონთა თასზე" დაიმტვრა, თავად ლაპორტს კი პოლიციამ გაუჩხრიკა მარკუსის ოფისი, რათა მონპელიეს პატრონ მოედ ალტრად’თან უკანონო ბიზნეს’კავშირების სამხილი ეპოვა

ლაპორტმა ტენდერის ერთადერთ მონაწილეს – ალტრადს 35 მილიონ ევროდ 5 წლით მიჰყიდა ნაკრების კვართზე წარწერის უფლება, თავად კი "წესრიგის კომიტეტს" ალტრადის’ვე კლუბის – მონპელიესთვის შეამცირებინა ფულადი ჯარიმა

ლაზარეთი დაუხვდა

უელსს სრულიად ბრიტანეთის "ლომებიდან" დაუბრუნდა კივი დამრიგებელი ვორენ გეთლენდი და იქადნება, საქმე მომენატრა და გვიფრთხილდითო, მაგრამ ნაკრების ნაცვლად ლაზარეთი დაუხვდა:

დაშავდნენ დენ ბიგარი, რის პრისთლენდი, რის ვები, ჯონათან დევისი, სემ ვორბერთონი, დენ ლიდიეთი და ტაულუპე ფალეტაუ, ლიამ ვილიამსს კი კლუბმა – ლონდონის "სარასენსმა" დროზე არ გაუკეთა ოპერაცია, ათამაშა და ტრავმა გაურთულა

შარშან სრულიად რაგბეთი აალაპარაკა შოტლანდიამ, ვინაც ბოლო – 1999 წლის "ხუთი ერის" ჩემპიონია.  ნაკრებს იმ გუნდის მოთამაშე, გრეგორ თაუნსენდი უნარიანად წვრთნის

ბიჭები ამბობენ, ყველა ვარჯიშზე სიახლე გვატყდება თავსო, თავად გურუ კი შეამხანაგებია "მანჩესთერ სითის" კატალან მოძღვარს – პეპ გვარდიოლას, ვისაც თურმე რაგბიც ჰყვარებია და "დიდ თამაშს არ ტოვებს"

 

ექვსი ერი* 2018

საქართველოს თარიღითა და დროით  (# მარსეი)

შაბ

03/02

უელსი

18.15

შოტლანდია

შაბ

03/02

საფრანგეთი

20.45

ირლანდია

კვი

04/02

იტალია

19.00

ინგლისი

შაბ

10/02

ირლანდია

18.15

იტალია

შაბ

10/02

ინგლისი

20.45

უელსი

კვი

11/02

შოტლანდია

19.00

საფრანგეთი

პარ

23/02

# საფრანგეთი

24.00

იტალია

შაბ

24/02

ირლანდია

18.15

უელსი

შაბ

24/02

შოტლანდია

20.45

ინგლისი

შაბ

10/03

ირლანდია

18.15

შოტლანდია

შაბ

10/03

საფრანგეთი

20.45

ინგლისი

კვი

11/03

უელსი

19.00

იტალია

შაბ

17/03

იტალია

16.30

შოტლანდია

შაბ

17/03

ინგლისი

18.45

ირლანდია

შაბ

17/03

უელსი

21.00

საფრანგეთი

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (29/01_2018 = 4/12_2017)

  1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9087, 3 ირლანდია 8639,
  4 ავსტრალია 8549,
5 შოტლანდია 8411, 6 აფრიკა 8381,
 
7 უელსი 8208, 8 არგენტინა 7822, 9 საფრანგეთი 7809,
10 ფიჯი 7793, 11 იაპონია 7566,  12 საქართველო 7346,

13 ტონგა 7187,
14 იტალია 7125, 15 რუმინეთი 6958

 

"ექვსი ერის" ჩემპიონები

ინგლისი

2000

2001#

2003^

2011

2016^

2017

საფრანგეთი

2002^

2004^

2006#

2007#

2010^

 

უელსი

2005^

2008^

2012^

2013#

 

 

ირლანდია

2009^

2014#

2015#

 

 

 

^ სლემ (5-0)  # უკეთესი სხვაობით’ღა,  ვთ = ვაით’ვოშ (0-5)

 

ქვეყანა

%

   მ-წ*ფ$ბ  

გატ:გაშ

სხვ

ჩმ

სლ

ვთ

18-ვე სეზონის (2000-2017) ჯამი

ინგლისი

72.5

64-25*1$3

2496:1408

+1088

6

2

-

ირლანდია

66.7

58-29*3$2

2206:1613

+593

3

1

-

საფრანგეთი

65.0

57-31*2$2

2191:1624

+567

5

3

-

უელსი

56.7

49-38*3$2

2086:1897

+189

4

3

1

შოტლანდია

28.3

24-64*2$2

1500:2233

-733

-

-

3

იტალია

13.9

12-77*1$0

1289:2993

-1704

-

-

7

ბოლო 6 სეზონის (2012-2017) ჯამი

ინგლისი

85.8

25-05*0$3

0765:0465

+300

2 1 -

უელსი

73.3

21-08*1$2

0751:0470

+281

2

1

-

ირლანდია

60.0

16-11*3$2

0698:0444

+254

2 - -

საფრანგეთი

48.3

13-15*2$2

0567:0577

-10

- - -

შოტლანდია

28.3

08-22*0$2

0518:0714

-196

- - 2

იტალია

13.3

04-26*0$0

0382:1011

-629

- - 3

% = (4*+ 2*+ ბ) / (4*) * 100