ისტორიაში შევიდა

   "ექვსი ერის" სტარტზე ირლანდიამ "გაწითლებულ დროზე", 41 ფაზის შემდეგ, 44 მეტრიდან გატანილი არეკნით, სტუმრად ძლია საფრანგეთი

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ სტატისტიკა

ბედის ირონია თუა, რომ სადაც დრამა დატრიალდა, იქ თამაში საყურებლად არ ვარგოდა, თორემ პირველი რაუნდის სხვა ორ მატჩში კი დაიდო 14 ლელო

მიზეზი ავდარია.  პარიზის შემოგარენში წვიმდა, მაშინ როცა კარდიფში ჭერქვეშ ჩატარდა რაგბი, ხოლო რომში – მზის გულზე.  სამ რკენაში გათამაშდა 43 შერკინება და 70 დერეფანი, და 58 ჯარიმაც დაინიშნა, მაგრამ სინბინში არავინ გაუგდიათ

სამაგიეროდ, აღინუსხა მძიმე ტრავმები.  საფრანგეთს საფუძვლიანად დაემტვრნენ მატიო ჟალიბერი, ანტუან დიუპონი და კევინ გურდონი: ირლანდიას – ჯოშ ფან’დერ’ფლიერი; ინგლისს – ბენ იანგსი და დიაგნოზიც ეგეთია, რომ თუ მთლად სეზონი არა, "ექვსი ერი" კი ყველასათვის დასრულდა

თოფი გაუვარდათ

ირლანდია მოგებას იმსახურებდა, მაგრამ ბედად’ღა იმარჯვა. კელტებმა ბურთი დროის 68% აკონტროლეს და რაქში 162-72 თანა’ფარდობით იყოჩაღეს; მათ ბოჭვაც "მამლებზე" 2.2-ჯერ ნაკლები დაჭირდათ 113/253, მაგრამ მთელ თამაშში სულ ორჯერ გაიჭრა ხაზი და ეგ სწორედ რომ ფრანგებმა მოახერხეს

უელსელი კოლორიტი ტაქტიანად კი მსაჯობდა, მაგრამ "ლე ბლე" 11-ჯერ მაინც დააჯარიმა: 3-ჯერ სებასტიან ვაამაინამ შესცოდა და ორჯერ – კაპიტანმა გიონ გირადომ.  ჯონი სექსთონს ფეხი პირველად საათის თავზე’ღა მოეცარა, რისი წყალობითაც ირლანდია სულ წინ იყო – 3:0 ... 12:6, მაგრამ სად იყო და სად არა, გალებს თოფი გაუვარდათ:

მულატმა ტედი ტომამ სლალომი მოაწყო და გზად მოაღორა რობ ქარნი და ჯექ სთოქ’დეილი * 13:12 @ 74’

სტრატეგიაში ჩაიჭრნენ

თამაშის მიწურულს სამი საგულისხმო რამ მოხდა:  ჟალიბერისა არ იყოს, ჰავ’ბექი დიუპონიც კოჭლობით გაიყვანეს, მარქაფაში კი უკანა ბექი, ბენჟამენ ფოლი’ღა იჯდა

აქ "ლე ბლეს" მხსნელად მოევლინა "დამოუკიდებელი ექიმი", ვინაც "ტვინის შერყევაზე" შემოწმება მოიმიზეზა და ფრანგებს შეცვლილი 9 ნომერი, მაკსიმ მაშნო დააბრუნებინა.  "მსოფლიო რაგბი" აქამდე იძიებს შარს, მაგრამ არა გვგონია, ბობოლას შენიშვნის მეტი რამე აკადროს

მერე იყო და ფრანგებმა შერკინებაში დაადედლეს კელტები და ჯარიმა ალალად გამოიმუშავეს, მაგრამ სტრატეგიაში ჩაიჭრნენ:  ნაცვლად იმისა, რომ ბურთი ალამთან გადაეგდოთ, დერეფანში აეგორებინათ მოლი, გაეჩაღებინათ "აიღე და მიეძალე" და მეტოქის ლელოსთან ამოეწურათ 80 წუთი, ანტონი ბელომ კარში დაჰკრა და ააცილა

ირლანდიასაც ეგ უნდოდა: ბურთი რომ მოიხელთა, თავისი ნახევრიდან შეუდგა ფაზათა კინძვას.  "სამყურები" წინ გაჭირვებით მიიწევდნენ; არც ოუენსი ნიშნავდა ჯარიმას; ლიგის ფანობაც ნაღდად ქილიკობდა მორიგი "რაგბული ამაოების" გამო, მაგრამ სექსთონმა გარისკა, შორიდან არეკნით დაარტყა და ისტორიაშიც შევიდა * 15:13 @ 80+3’

საკადრისად დააფასეს

ავტორიტეტთა ანგარიშით, უელსს აკლდა 8 "ლომი", მაგრამ 15-ეულში "ჰლანეჰლის" 10 წევრი შეიყვანა;  შოტლანდიას კარდიფში წინა ჯერზე 2002 წელს მოეგო, მაგრამ ამჯერად ყინჩად იყო, რაკი შარშან ორჯერ ეძლია ავსტრალია და კინაღამ "ოლ ბლექსიც" ზედ მიეყოლებინა

სქოთებს ქადილი ფუჭად დაურჩათ – თავიდანვე თავზე ხელი აიღეს და ჩამორჩნენ, უელსმა კი, მეტოქეს რომ საკადრისად აფასებდა, თანდათან ზარდა მონაგარი და ბოლოსწინა წუთამდე ნულზეც იგებდა

"ურჩხულების" პირველ ლელოზე გარეს დევისმა კოლეგას, ალი პრაისს ჩაუჭრა ბურჯისთვის (!) გამიზნული გრძელი პასი და ნახევარი მოედანი გაირბინა * 7:0 @ 8’

38 ტესტის წინო

მეორეზე მგეზავმა რის პაჩელმა გასერა დაცვა, მეტოქის ჩათრევის შემდეგ კი ლი ჰაფ’პენმა ფრთაზე იხეირა ორ-კაცა მეტობით * 14:0 @ 13’

მესამე და მეოთხე ლელოები მეორე ტაიმში დაიდო: მოლის შეჩერებით სტუმრებს მწყობრი აერიათ და ჰაფ’პენი ახლოდან ეწია მიზანს * 27:0 @ 63’, ჩაჭრის შემდეგ კი ჰედლი პარქსმა გააქცუნა სთეფ ევანსი და ამან ალამთან, აკრობატულად დაამიწა ბურთი * 34:0 @ 74’

სქოთებმა პრესტიჟის ლელოღა გაიტანეს.  უელსმა ბონუსი მიითვალა, ჰაფ’პენმა კი 24 ქულა ხომ მოკრიფა და თურმე 5-წლიანი ნავსიც გატეხა – ნაკრებში წინა ლელო 38 ტესტის წინ გაეტანა

"სიმოს" ბენეფისი

კვირას უელსს ლიდერობა მაინც ჩამოართვა ბოლო ორი წლის ჩემპიონმა ინგლისმა – რომში, 77’ წუთზე, მეშვიდედაც (!) რომ დაალელოვა იტალია * 46:15, კელტებს სხვაობით გადაუსწრო

დარში საამოდ საცქერი რაგბი გაჩაღდა.  გადახალისებულ იტალიას ცისფერ კვართზე ოქროს’ფრად წაეწერა ნომერი და თამამადაც უტევდა – "აძურმა" სრულ საათს გაუძლო ფავორიტს * 15:27 და მერეღა გატყდა

"ვარდებს" 9 ნომერი 10’ წუთზე დაემტვრათ და თამაში დიდი ხნით შეჩერდა.  სტუმართაგან დუბლი შეასრულეს "უკანა ბექმა" ენთონი ვოთსონმა და "ექვსი ერის" ახალბედამ – ექსეთერელმა 8 ნომერმა სემ სიმონდსმა

ჩაუქმა და ღონიერმა "სიმო"მ მთლად გადარია პუბლიკა – 13 წაღებაზე 75 მეტრით წაწია წინ ბურთი, შეასრულა სალელოე პასი, ხაზი სამჯერ გაჭრა, გააბითურა 6 მბოჭავი, ხოლო თავად 22-ჯერვე დაიჭირა მომხვდური

 

ექვსი ერი * 2018

პირველი რაუნდი

 

<<  უელსი$ 34:7 შოტლანდია  სტატ

უელ: ჰაფ’პენი ადამს სქ.ვილიამს (ვოთქინ 71) პარქს სთ.ევანს <10-9> პაჩელ (ენსქომ 63) გრ.დევის (ალ.დევის 66) / რ.ევანს (ვ.ჯოუნზ 51) ოუენს (დი 63) ლი (ფრენსის 51) ჰილ (ბრ.დევის 56) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ ნავიდი მორიართი (თიპურიქ 65) – 4ლ: გრ.დევის ჰაფ’პენი (2 3) სთ.ევანს; 4გ 2ჯ: ჰაფ’პენი

შტლ: ჰოგ სიმორ ჰარის (ჰორნ 55) ჰ.ჯოუნზ მაკ’გვიგან (მეითლენდ 55) <10-9> რასელ პრაის (ლეიდლოუ 49) / რიდ (ბჰათი 49-75) მაკ’ინალი (ლოუსონ 70) ველშ (მაკ’ქალუმ 65) თულის (გილქრისთ 55) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ ვოთსონ კ.დიუ’პრე (ვილსონ 49) –
ლ: ჰორნ; გ: რასელ

რეფ გაიუზერ (სფრ) 3/02 @ კარდიფ, პრინსიპალითი (74 169ვიდეო

7:0(8) 14:0(13) / 17:0(44) 20:0(49) 27:0(63) 34:0(74$) 34:7(79)

<<  საფრანგეთი$ 13:15 ირლანდია  სტატ

სფრ: პალი ტომა ლამერა შავონსი ვაკატავა <10-9> ჟალიბერ (ბელო 30) მაშნო (დიუპონ 67-75) / პუარო (პრიზო 55) გირადო^კაპ (პელისიე 74) სლიმანი (გომეს-სა 55) იტიურია (გაბრიაგ 61) ვაამაინა; ლორე (ტოლენ 67) კამარა გურდონ – ლ: ტომა; გ: ბელო; 2ჯ: მაშნო

ირლ: რ.ქარნი ერლს ჰენშოუ აკი სთოქ’დეილ (მაკ’ფადენ 75) <10-9> სექსთონ მარი / ჰილი (ჯ.მაკ’გრას 61) ბესთ^კაპ (ქრონინ 68) ფურლონგ (ჯნ.რაიან 70) ჰენდერსონ ჯმ.რაიან (თოუნერ 68) ო’მანი ფან’დერ’ფლიერ (ლივი 37) სტანდერ – 4ჯ ა: სექსთონ

რეფ ოუენს (უელ) 3/02 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (74 878ვიდეო

0:3(3) 0:6(22) 3:6(36) 3:9(39) / 3:12(47) 6:12(54) 13:12(74) 13:15(80+3ა)

<<  იტალია 15:46 ინგლისი$  სტატ

იტა: მინოძი ბენვენუტი ბონი (კასტელო 80) კასტელო (ჰეივორდ 73) ბელინი <10-9> ალენ (კანა 73) ვიოლი (გორი 63) / ლოვოტი (კვალიო 41) გირალდინი (ბიჯი 54) ფერარი (პასკვალი 54) ძანი ბად (ბიაჯი 61) ნეგრი ჯამარიოლი (მბანდა 50) პარისე^კაპ2ლ: ბენვენუტი ბელინი; გ ჯ: ალენ

ინგ: ბრაუნ (ნოულ 61) ვოთსონ თე’ო (ჯოზეფ 59) ფარელ მეი <10-9> ფორდ იანგს (ქეა 10) / მ.ვუნიპოლა (ჰეპბერნ 73) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 54) ქოულ (ჰ.ვილიამს 54) ლონჩბრი ითოჟე; ლოზ (ქრუზ 59) რობშოუ (ანდერჰილ 67) სიმონდს – 7ლ: ვოთსონ (1 2) ფარელ სიმონდს (4 6) ფორდ ნოულ; 4გ ჯ: ფარელ

რეფ რეინალ (სფრ) 4/02 @ რომა, ოლიმპიკო (61 464ვიდეო

0:5(3) 0:10(11) 7:10(22) 7:17(27) 10:17(39) /
10:20(47) 10:27(53
$) 15:27(58) 15:34(69) 15:41(76) 15:46(77)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ლი ჰაფ’პენი (უელ), 14 ენთონი ვოთსონ (ინგ), 13 სქოთ ვილიამს (უელ), 12 ოუენ ფარელ (ინგ), 11 სთეფ ევანს (უელ); 10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 გარეს დევის (უელ) /

1 მაკო ვუნიპოლა (ინგ), 2 გიონ გირადო (სფრ), 3 დენ ქოულ (ინგ);
4 ალინ’ვინ ჯოუნზ (უელ), 5 ჯეიმზ რაიან (ირლ); 6 არონ შინგლერ (უელ), 7 ჯოშ ნავიდი (უელ), 8 სემ სიმონდს (ინგ)

სულ:  7 უელ, 5 ინგ, 2 ირლ, 1 სფრ * 0 იტა, შტლ

 

ექვსი ერი 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით (# მარსეი)

შაბ

03/02

უელსი $

34:07

შოტლანდია

შაბ

03/02

საფრანგეთი $

13:15

ირლანდია

კვი

04/02

იტალია

15:46

ინგლისი $

1 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*

$

ინგლისი

5

+31

7/2

46:15

1-0

1

უელსი

5

+27

4/1

34:07

1-0

1

ირლანდია

4

+2

0/1

15:13

1-0

0

საფრანგეთი

1

-2

1/0

13:15

0-1

1

შოტლანდია

0

-27

1/4

07:34

0-1

0

იტალია

0

-31

2/7

15:46

0-1

0

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

შაბ

10/02

ირლანდია

18.15

იტალია

შაბ

10/02

ინგლისი

20.45

უელსი

კვი

11/02

შოტლანდია

19.00

საფრანგეთი

პარ

23/02

# საფრანგეთი

24.00

იტალია

შაბ

24/02

ირლანდია

18.15

უელსი

შაბ

24/02

შოტლანდია

20.45

ინგლისი

შაბ

10/03

ირლანდია

18.15

შოტლანდია

შაბ

10/03

საფრანგეთი

20.45

ინგლისი

კვი

11/03

უელსი

19.00

იტალია

შაბ

17/03

იტალია

16.30

შოტლანდია

შაბ

17/03

ინგლისი

18.45

ირლანდია

შაბ

17/03

უელსი

21.00

საფრანგეთი

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (5/02_2018)

  1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9087, 3 ირლანდია 8686,
  4 ავსტრალია 8549, 5(6) აფრიკა 8381, 6(7) უელსი
8343,
  7(5) შოტლანდია
8275, 8 არგენტინა 7822, 9(10) ფიჯი 7793,
10(9) საფრანგეთი
7762, 11 იაპონია 7566,  12 საქართველო 7346,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7125, 15 რუმინეთი 6958

+/-:  უელ 135 შტლ, ირლ 47 სფრ * ინგ 0 იტა

კიდევ შეუძლიათ

გამოვლინდა 2019 წლის მსოფლიო თასის მე-16 ფინალისტი და თან ჩვენი ბოლო, აქამდე უცნობი მეტოქეც გაირკვა:  ურუგვაიმ ჯერ გარეთ, მერე კი შინაც ძლია დაჩიავებული კანადა – ჯამში 70:60 და იაპონიაში ჯგუფში მეორე გვეთამაშება: უელსსა და ფიჯს შორის

"მესამე დონის" ურუგვაი მსოფლიოზე მეოთხედ გავიდა, კანადა კი ისე დასუსტდა, რომ "მეორე დონეზე" ბოლო სამი წლის ბალანსად 1-17*1 უწერია და 8-გუნდა ამქარში ცხრილის ფსკერზეა

კანადა თავიდან შინ 10 ქულით იგებდა, ხოლო გარეთ – 15-ითაც, მაგრამ ბოლოს იმდენად გატუტუცდა, რომ გარდასახვა ზერელედ, არეკნით დაარტყა, თითქო მეორე რკენის მოგება ჩირადაც არ უღირდა

კანადელი ფანობა რაგბის დაღმავლობას კავშირს აბრალებს – მამებმა ნაკრები ჩააბარეს ბევრგან ხელ’მოცურულ უელსელს, ქინგსლი ჯოუნზს.  ერთი კია, მსოფლიო თასის უცვლელ მონაწილეს იაპონიაში მოხვედრა წლის ბოლოს გასამართი რეპეშაჟიდან კიდევ შეუძლია

 

მსოფლიო თასის შესარჩევები

<<  კანადა 29:38 ურუგვაი

შ + 3ლ: ომსთედ ფან’დერ’მერვე ბლევინს; 2გ ჯ: ბრეიდ –

5ლ: სილვა ლეივას არატა დოტი კაპო; 5გ ჯ: ვერჩესი სბ კესლერ

რეფ ბრეის (ირლ) 27/01 @ ვანქუვერ, ბი’სი პლეის (16 132)  ვიდეო

0:7(3) 7:7(20) 10:7(23) 17:7(26) 17:14(32) 17:21(40+3) /
24:21(47შ+სბ) 24:28(53) 24:35(58) 29:35(72) 29:38(76)

<<  ურუგვაი 32:31 კანადა

4ლ: დოტი კატ ვილასეკა (3 4) 3გ 2ჯ: ვერჩესი –

4ლ: ფან’დერ’მერვე (1 4) პერის სირს-დურუ; გ 3ჯ: სთოლერ

რეფ პირს (ინგ) 3/02 @ მონტევიდეო, ჩარუა (_)  ვიდეო

0:3(7) 0:8(12) 0:15(26) 7:15(34) 10:15(37) 10:18(40) /
15:18(42) 15:21(54) 18:21(56) 25:21(66) 25:26(71) 32:26(75) 32:31(80+2)

 

მსოფლიო თასი * 2019

იაპონია * პარ 20/09 შაბ 02/11

წილისყრა = ოთხ 10/05_2017 @ კიოტო * 12.00 საქ 

ირლანდია

ახ.ზელანდია

ინგლისი

ავსტრალია

შოტლანდია

სამხრ.აფრიკა

საფრანგეთი

უელსი

იაპონია

იტალია

არგენტინა

საქართველო

ევროპა’1

აფრიკა’1

 შტატები (ამე’1)

ფიჯი (ზღვ’1)

ევრ’2 | სამოა (ზღვ’3)

რეპეშაჟი’1

ტონგა (ზღვ’2)

ურუგვაი (ამე’2)

განრიგი = ხუთ 02/11_2017 @ ტოკიო *  10.30 საქ

საქართველო -

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

 შესარჩევთა ზემო დონე 

წლეულს გამოვლინდება:

ევროპა’1

10/03

ევროპა’2 | სამოა (ზღვ’3)

16/06

აფრიკა’1

18/08

რეპეშაჟი (4 გუნდი)

__/11