მიადო, არ დაუდიაო

   "ექვსი ერის" მეორე რაუნდში უელსმა რომ ინგლისში წააგო, ჩივის, ტელე’რეფმა ნაღდი ლელო არ ჩამითვალაო

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ სტატისტიკა

ცდებიან მობურთალები და სცოდავენ მსაჯებიც.  ორივეს ლაფსუსები რაგბის ნაწილია.  მედიასა და ქომაგებს თემიდის შეცდომებზე მსჯელობას არავინ უკრძალავს, მოთამაშესა და მწვრთნელს კი გვარიანი ტაქტის გამოჩენა მართებს, როცა ამ საჩოთირო საკითხს ეხება

წაგებული უელსის გურუმ, კივმა ვორენ გეთლენდმა ნამატჩევს ბრძანა, "მსოფლიო რაგბმა" ტელე’რეფი შორეული ზელანდიიდან ჩამოაფრინა, ამას კი მთელ მატჩში ერთად’ერთი სერიოზული განჩინების გამოტანა მოუხდა და ვაგლახ. რომ მასშიც ჩაიჭრაო

"დაბლინმა" ამას რომ წაუყრუა, გეთლენდის თანა’შემწემ, რობ ჰაულიმ სამი დღის თავზე გაუმხილა სააგენტოებს, "მსოფლიო რაგბის" მსაჯთა შეფმა, ირლანდიელმა ალენ როლანმა ჩვენთან, ტელეფონით საუბრისას, აღიარა, რომ ლელო ჩასათვლელი იყოო

ამაზე გამარჯვებული ინგლისის მოძღვარმა, ოზმა ედი ჯოუნზმა ბრძანა, თემიდას პატივი უნდა ვცეთ – როგორც გადაწყვეტს, ეგრევე უნდა მივიღოთ.  ტყუილად კი არ თქმულა, მატჩში ბოლო დასტვენით ყველაფერი სრულდება და შედეგი აღარ გადაისინჯებაო

ერთდროულად გაიწვდინეს

23’ წუთი იყო, უელსი * 0:12 რომ აგებდა.  რიჩ პაჩელმა დიაგონალზე შეაგორა ბურთი ლელოში.  ოვალი მუხლზე მოხვდა სთეფ ევანსს, ამსხლტარისკენ კი თითქმის ერთდროულად გაიწვდინეს ხელები უელსელმა გარეს ენსქომმა და ინგლისელმა ჯონათან ჯოზეფმა

ფრანგმა რეფმა, ჟერომ გარსეზმა ეპიზოდის გადამოწმება ტელე’რეფს, ზელანდიელ გლენ ნიუმენს სთხოვა.  ამან "დასკვნის დადებას" 70 წამი ამყოფინა – ენსქომმა სათანადოდ ვერ დაამიწა ბურთი, ხოლო ჯოზეფმა კიო.  ლელო არ ჩაითვალა, უელსს კი ხეირზე ჯარიმა ერგებოდა და იგი კარში დაარტყა * 3:12 @ 24’

ნიუმენმა ეგებ მართლაც იჩქარა.  ინგლისელმა რეჟისორმაც ალბათ ისეთი რაკურსები’ღა უჩვენა, დავა "ვარდების" სასარგებლოდ რომ გადაეწყვიტა

რაღაი XXI საუკუნის მოდით, რაგბის კვართს სახელო ავდარშიც კი წაჭრილი აქვს, ტელე’რეფს იქნებ მეტოქეთა ხელებიც აერია;  ყველაზე სარწმუნო კი ისა გვგონია, რომ ნიუმენის შეფასებით, ენქსომმა ბურთს ხელი ოდენ (გვერდიდან) მიადო და არა (ზემოდან) დაადო, ანუ (წესისამებრ) არ დაუმიწებია!

სლიპინა გრუნტზე

ავდარი მართლაც სასტიკი იდგა – ციოდა და წვიმდა.  უელსს ზედ თამაშის წინ გამოაკლდა 15 ნომერი ლი ჰაფ’პენი – ფეხის ინფექცია გაურთულდა, ცბიერმა ჯოუნზმა კი სამზად კვირეულში მედიით შეტევა მიიტანა პაჩელზე, ეგ ბიჭი უელსის ოდენ მესამე მგეზავია და ამ დონეზე ვერ ივარგებსო

და მართლაც, ენთონი ვოთსონმა დანი ქეას აბრაგანი რომ მოუხსნა პაჩელს, ოუენ ფარელმა შენიშნა უელსის მოშიშვლებული ზურგი და
48 მეტრიდან ფრთისკენ დაურტყა ჯონი მეი’ს.  ამას "ექვს ერზე" აქამდე ვერაფრით გაეტანა ლელო, ამჯერად კი გაქუსლა და სლიპინა გრუნტზე ბურთს უზუსტესად დაახტა * 5:0 @ 3’

მეორე ლელოც მეიმ გაიტანა 25-ფაზიანი შტურმის შემდეგ – ფარელმა ფრთაზე, შორს მიაწოდა ჯონ ლონჩბრი’ს, ამან კი "შიგნით" ოფლოუდი გაახერხა * 12:0 @ 21’

უელსმა მეორე ტაიმში იძალა.  48’ წუთზე არონ შინგლერმა კარგი რეიდი უდროო გადაკიდებით წაახდინა.  საათის თავზე, ჯორჯ ნორსის პასით, ალმისკენ გაქანდა სქოთ ვილიამსი, მაგრამ სემ ენდერჰილმა მაინც მიაბრძანა კიდეზე

ჰოდა, "ურჩხულები" ნუგეშსღა * 6:12 დასჯერდნენ ომში, რომელშიც გუნდებმა 39-39 ტაქტიკური დარტყმა შეასრულეს, ინგლისი კი უელსზე ბევრად მეტჯერ * 11-2 დაჯარიმდა

მეხუთე ძვირად დაუჯდათ

ყურადღება არავის მიუქცევია, თორემ უელსის ბოლო გოლით ინგლისმა ლიდერობა დაკარგა – იგი გადააბარა ირლანდიას, რომელმაც თამაშ’თამაშ 8-ჯერ დაალელოვა მაჩანჩალა იტალია და პრემია პირველ ტაიმშივე დაიბევა * 56:19

"აძურს" 27 ბოჭვა გაუცუდდა!  კელტების 8 ლელოდან 7 ბექებმა გაიტანეს, ოღონდაც ორი – ძალით, ახლოდან.  მეოთხე, საპრემიო, თერნოვერს მოჰყვა – კივმა ბანდი აკიმ გაიჯეჯილა და ქის ერლსი ახეირა * 28:0 @ 37’, მეხუთე კი "სამყურებს" ძვირად დაუჯდათ:

ტომაზო ალენისთვის გამიზნული პასი სერჯო პარისეს რომ ჩაუჭრა ვარსკვლავად შერაცხულმა რობი ჰენშოუმ და გაქუსლა, ტომაზო ბენვენუტი გამოეკიდა და დამიწებისას ისე დასცა, რომ შემტევს ბეჭი მოტყდა და ტურნირის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან

გოლებითღა დაგვაპურეს

კვირას, მარიფილდზე, სტარტზე წაგებულები შეიყარნენ.  პირველ ტაიმში მეტოქეებმა ორ-ორი ლელო დადეს, მერე კი დაფრთხდნენ და გოლებითღა დაგვაპურეს.  ჰოდა, მოკეთებულმა ექს’კაპიტანმა, გრეიგ ლეიდლოუმ 6-დან 6 (!) ჯარიმა რომ გაიტანა, სქოთებმა * 32:26 ძლიეს გალები, რომელთა ბოლო გამარჯვების აქეთ 329 დღე გასულა

"ლე ბლემ" ორ მატჩში სამი ლელო გაიტანა და ყველა – მულატი ტედი ტომას ანგარიშზეა.  სანამ გუნდი ჯანზე იყო და შეტევის შნო ჰქონდა, "რასინგის" გარემარბმა ჯერ 45-მეტრა სლალომი მოაწყო და გზად სამი სქოთი (რასელ ჰორნ ჰოგ) გააბითურა * 7:0 @ 4’, მერე კი გადაიკიდა და ლეიდლოუსაც დაუმიწა * 17:7 @ 28’

ვალში არ სქოთი ბექები დარჩენილან.  ფრანგებს შესვენებაზე გამოაკლდათ ბეჭ’მტკივანი 9 ნომერი მაკსიმ მაშნო, შინ დაბრუნებული რაზმიდან კი ერთბაშად 8 კაცი (მათ შორის, ტომაც) გარიცხა ახალმა მწვრთნელმა ჟაკ ბრიუნელმა:

კვირა ღამით ბიჭებმა ისე აიკლეს ბარი, რომ პოლიციამ ჩართერი დააყოვნა და ბევრიც დაკითხა, თუმც საქმე აღარ აღუძრავს, რაკი რაგინდარა დანაშაულის კვალს, ნიშანსა და საბუთს ვერ მიაგნო

 

ექვსი ერი * 2018

მეორე რაუნდი

 

<<  ირლანდია$ 56:19 იტალია  სტატ

ირლ: რ.ქარნი ერლს ჰენშოუ (ლარმორ 45) აკი სთოქ’დეილ <10-9> სექსთონ (ქარბრი 51) მარი (მარმიონ 51) / მაკ’გრას (ჰილი 68) ბესთ^კაპ (ქრონინ 61) ფურლონგ (პორთერ 4) ჰენდერსონ (რუ 41) თოუნერ; ო’მანი ლივი ქონან (სტანდერ 41) – 8ლ: ჰენშოუ (1 5) მარი აკი ერლს ბესთ სთოქ’დეილ (7 8) 8გ: სექსთონ 5, ქარბრი 3

იტა: მინოძი ბენვენუტი ბონი (ჰეივორდ 54) კასტელო ბელინი <10-9> ალენ ვიოლი (გორი 58) / კვალიო (ლოვოტი 37) ბიჯი (გირალდინი 45) ფერარი (პასკვალი 54) ძანი ბად; ნეგრი (რუძა 58) ბ.სტეინ (მბანდა 45) პარისე^კაპ3ლ: ალენ გორი მინოძი; 2გ: ალენ  

რეფ პუატ (სფრ) 10/02 @ დაბლინ, ავივა (51 700ვიდეო

7:0(12) 14:0(16) 21:0(22) 28:0(37$) /
35:0(45) 42:0(54) 42:7(58) 49:7(61) 49:14(66) 56:14(71) 56:19(75)

<<  ინგლისი 12:6 უელსი$  სტატ

ინგ: ბრაუნ ვოთსონ (ნოულ 45) ჯოზეფ ფარელ მეი <10-9> ფორდ (თე’ო 68) ქეა (ვიგლს’ვორს 65) / მ.ვუნიპოლა (ჰეპბერნ 77) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 1-10, 52) ქოულ (ჰ.ვილიამს 65) ლონჩბრი (ქრუზ 68) ითოჟე; ლოზ რობშოუ სიმონდს (ანდერჰილ 41) – 2ლ: მეი;
გ: ფარელ

უელ: ენსქომ ადამს სქ.ვილიამს პარქს სთ.ევანს <10-9> პაჩელ (ნორს 56) გრ.დევის (ალ.დევის 66) / რ.ევანს (ვ.ჯოუნზ 58) ოუენს (დი 65) ლი (ფრენსის 58) ჰილ (ბრ.დევის 74) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ ნავიდი მორიართი (თიპურიქ 65) – 2ჯ: პაჩელ ენსქომ

რეფ გარსეზ (სფრ) 10/02 @ ლონდონ, თვიქნემ (82 ათასივიდეო

5:0(3) 12:0(21) 12:3(24) შეს(40+2) / 12:6(77) დას(80+2)

<<  შოტლანდია 32:26 საფრანგეთი$  სტატ

შტლ: ჰოგ სიმორ ჰ.ჯოუნზ ჰორნ მეითლენდ <10-9> რასელ (პრაის 65) ლეიდლოუ / რიდ (ბჰათი 58) მაკ’ინალი ბერგენ; გილქრისთ (თულის 58) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ (დენთონ 65) ვოთსონ ვილსონ – 2ლ: მეითლენდ ჯოუნზ; 2გ 6ჯ: ლეიდლოუ

სფრ: პალი ტომა ლამერა დუმეირუ ვაკატავა (ფოლ 71) <10-9> ბოგზის (ბელო 71) მაშნო (სერენ 41) / პუარო (ბენ’არუ 58) გირადო ^კაპ (პელისიე 75) სლიმანი (გომეს-სა 58) იტიურია ვაამაინა (გაბრიაგ 71) ლორე კამარა ტოლენ (პიკამოლ 58) – 2ლ: ტომა;
2გ:
მაშნო; 4ჯ: მაშნო 2, სერენ 2

რეფ ლეისი (ირლ) 11/02 @ ედინბურგ, მარიფილდ (67 144ვიდეო

0:7(4) 0:10(10) 7:10(14) 7:17(28) 14:17(33) 14:20(40+2) / 17:20(44) 17:23(47) 20:23(49) 20:26(58) 23:26(61) 26:26(65) 29:26(71) 32:26(77)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 მაიქ ბრაუნ (ინგ), 14 ტედი ტომა (სფრ), 13 რობი ჰენშოუ (ირლ),
12 ოუენ ფარელ (ინგ), 11 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ); 10 გარეს ენსქომ (უელ), 9 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ) /

1 მაკო ვუნიპოლა (ინგ), 2 სთიუართ მაკ’ინალი (შტლ), 3 საიმონ ბერგენ (შტლ); 4 ჯო ლონჩბრი (ინგ), 5 ჯონი გრეი (შტლ); 6 არონ შინგლერ (უელ), 7 ჯოშ ნავიდი (უელ), 8 ჯექ ქონან (ირლ)

სულ:  4 ინგ შტლ, 3 ირლ უელ, 1 სფრ * 0 იტა

 

ექვსი ერი 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით (# მარსეი)

შაბ

03/02

უელსი $

34:07

შოტლანდია

შაბ

03/02

საფრანგეთი $

13:15

ირლანდია

კვი

04/02

იტალია

15:46

ინგლისი $

შაბ

10/02

ირლანდია $

56:19

იტალია

შაბ

10/02

ინგლისი

12:06

უელსი $

კვი

11/02

შოტლანდია

32:26

საფრანგეთი $

2 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*

$

ირლანდია

9

+39

08/04

071:032

2-0

1

ინგლისი

9

+37

09/02

058:021

2-0

1

უელსი

6

+21

04/03

040:019

1-1

2

შოტლანდია

4

-21

03/06

039:060

1-1

0

საფრანგეთი

2

-8

03/02

039:047

0-2

2

იტალია

0

-68

05/15

034:102

0-2

0

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

პარ

23/02

# საფრანგეთი

24.00

იტალია

შაბ

24/02

ირლანდია

18.15

უელსი

შაბ

24/02

შოტლანდია

20.45

ინგლისი

შაბ

10/03

ირლანდია

18.15

შოტლანდია

შაბ

10/03

საფრანგეთი

20.45

ინგლისი

კვი

11/03

უელსი

19.00

იტალია

შაბ

17/03

იტალია

16.30

შოტლანდია

შაბ

17/03

ინგლისი

18.45

ირლანდია

შაბ

17/03

უელსი

21.00

საფრანგეთი

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (12/02_2018)

  1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9087, 3 ირლანდია 8686,
  4 ავსტრალია 8549, 5 აფრიკა 8381, 6 უელსი 8343,
  7 შოტლანდია
8294, 8 არგენტინა 7822, 9 ფიჯი 7793,
10 საფრანგეთი
7743, 11 იაპონია 7566,  12 საქართველო 7346,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7125, 15 რუმინეთი 6958

+/-:  შტლ 19 სფრ * ირლ 0 იტა, ინგ 0 უელ