იაპთა ფორა

   "ზე რაგბის" XXIII სეზონი აფრიკაში ნაადრევად გაიხსნა ორი რკენით, ამიერიდან კი შოუში ზღვისრეთელებიც ჩაებმებიან

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

მახვშებმა გაბერილი დასი 15 გუნდამდე კი დაწრიტეს, მაგრამ კოჭი კიდევ გაუგორეს ქურციკეთს და ნება დართეს, "ბოკეს" საივნისო ტესტების უკეთ დასაგეგმად, აფრიკის ჯგუფს სეზონი სხვებზე ადრე დაეწყო

ჰოდა, იაპებს ფორა ექნებათ 16’ რაუნდამდე (1-3/06) – თავად რომ იუქმებენ და სხვები ბოლოს’და’ბოლოს დაეწევიან

გარდასახვაზე დაუფარეს

ჩვენებური სათვალავით, აფრიკაში აგვისტოა და ძაან ცხელა.  ამის გამო თუ იყო, რომ დღის სამზე მთლად ხალისიანად ვერ ირაგბეს კონცხის "სთორმერზმა" და შორებელმა სტუმარმა – არგენტინის "ხაგუარესმა"

მაინც დაიდო 4 ლელო, ლათინებმა კი 7-ქულიანსაც გამოჰკრეს ხელი, როცა ზედიზედ ათრიეს იაპთა კაც’ნაკლული შერკინება.  5 ქულით ჩამორჩენილმა იაგუარებმა * 20:25 იგივე ფანდი კიდევ სცადეს 5 წუთის შემდეგ, მაგრამ ამჯერად კონცხი მაგრად დადგა და ჯარიმა მოიპოვა

სთორმერზს 10 ნომრად ეყენა შარშან ჭაბუკთა მსოფლიოზე ნარაგბალი მულატი დამიენ ვილემსე [ფოტოზე].  ჯეელმა გუნდი რიგიანად გეზა, მაგრამ კურიოზიც შეემთხვა – ზანგი კაპიტნის, სია კოლისის მიერ, მბოჭავთა დაფრენით გატანილი ლელოს გარდასახვაზე ... დაუფარეს!

სტუმრებს 34 ბოჭვა გაუცუდდათ, მასპინძლებს – 23.  ემილიანო ვოფელიმ ცენტრიდან შეაგდო ჯარიმა.  გუნდებმა თითო სინბინი მიიღეს.  60-მეტრა სოლოთი გაიტანა ლელო სთორმერზის ახალბედამ, ოღონდაც "ბოკემ", რეიმონდ რულმა, ვილემსემ კი სირენის შემდეგ ნუგეშიც წაართვა არგენტინელებს * 28:20

გაილაღა, გადაიკიდა, აიღო

ფრიადი დონისა გამოვიდა აფრიკული დარბი – დასკვნით მეოთხედში აღარაფერი გასულა, საწყის საათში კი 7 ლელო ვიხილეთ და ბოლო ორი წლის ვიცე-ჩემპიონმა, ლაიონზმა შინ * 26:19 ძლია შარქსი

მასპინძლებს გლოსთერში (ინგ) გადასული იოჰან აკერმანის ნაცვლად მოძღვრავს მისივე თანა’შემწე-ყოფილი, სვეის დე’ბრეინი და გუნდიც იმავე ყაიდაზე ბურთაობს.  არა უშავს შარქსსაც, მაგრამ ბისთ მთავარირას შესვლამდე ჟაკ ფან’რუიენმა რომ დაიბრიყვა თომას დიუ’ტოი, ლაიონზმა მეტოქის 10 შერკინებიდან ... 6 (!) მოიგო

სამაგიეროდ, ლაიონზის კვაჭმა და ქურციკეთის "წლის მორაგბემ", მალკომ მარქსმა დერეფანში 4-ჯერ (!) ვერ "მონახა" მხტომელი.  შარქსს ბოჭვა ორჯერ მეტი გაუცუდდა * 29/14, მასპინძელმა ლიონელ მაპუმ კი დუბლი შეასრულა

რაუნდის საუკეთესო ლელო ზე’რაგბის ახალბედამ, ზანგმა აფივე დიანტიმ გაიტანა – ფრთაზე გაილაღა, გადაიკიდა და აიღო!  ლაიონზის მესამე ლელო ანდრის კუციას რეიდს მოჰყვა, ბოლოზე კი შვიდკაციდან ისევ დაბრუნებულმა კვოხა სმითმა უცებ გაათამაშა ჯარიმა და იძალა

ჯაბა მარქაფაშია

სთორმერზი პირველი შეუდგა 3-მატჩა ზღვისრეთულ ტურნეს. კივთაგან აფრიკაში პირველი ჰარიქეინზი ჩავიდა, მაგრამ ბულზთან 10 ნომრად იჰაია ვესთი უყენია და არა ბოდენ ბარეთი, ვინაც მარქაფაშია

სან’ვულვზი შაბათს, ჩვენებურად დილის რვაზე, ბრამბიზს იღებს და ჯაბა ბრეგვაძე 16 ნომრად უწერია;  ვიქენდს კი, დილის 11-ის ნახევრებზე, დაამშვენებს წყვილი ზელანდიური შინა’ომი:

ჰაილენდერზ – ბლუზ (პარასკევს) და ქრუსეიდერზს – ჩიფს (შაბათს)

 

ზე რაგბი 2018

პირველი რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

<<  სთორმერზ 28:20 ხაგუარეს  სტატ

3ლ: დე’ალენდე კოლისი რულ; 2გ 3ჯ: ვილემსე სბ სამუელს –

შ + ლ: ვოფელი; გ: სანჩეს; 2ჯ: სანჩეს ვოფელი სბ ტუკულეტ

რეფ პეიპერ (აფრ) 17/02   ვიდეო

0:3(5) 7:3(20) 7:6(22) 10:6(28სბ) 15:6(32) /
22:6(42) 22:13(47) 25:13(57) სბ(65ს) 25:20(68შ) 28:20(80+)

<<  ლაიონზ 26:19 შარქს$  სტატ

4ლ: მაპუ (1 3) დიანტი კვ.სმით; 3გ: იანკის –

3ლ: რ.დიუ’პრე ნკოსი მაპიმპი; 2გ: დიუ’პრე

რეფ ჯექსონ (ზელ) 17/02   ვიდეო

0:7(9) 7:7(18) 14:7(24) /
14:12(42) 21:12(53) 21:19(56) 26:19(59) დას(80+1)

<<  ბულზ  უქმობდა

#

[#]

1 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

6

სთო

ქეიპთაუნ

4

1-0

+8

3/2

28:20

0

2

1

ქრს

ქრაისთჩერჩ

0

0-0

=0

0/0

00:00

0

3

3

ბრმ

კანბერა

0

0-0

=0

0/0

00:00

0

4

2

ლნზ

იოჰანესბერგ

4

1-0

+7

4/3

26:19

0

5

8

შრქ

დურბან

1

0-1

-7

3/4

19:26

1

6

4

ჰრქ

ველინგთონ

0

0-0

=0

0/0

00:00

0

7

5

ჩიფ

ჰემილთონ

0

0-0

=0

0/0

00:00

0

8

7

ჰლნ

დანიდინ

0

0-0

=0

0/0

00:00

0

9

9

ბლუ

ოქლენდ

0

0-0

=0

0/0

00:00

0

10

11

რედ

ბრისბენ

0

0-0

=0

0/0

00:00

0

11

12

ბულ

პრეტორია .

0

0-0

=0

0/0

00:00

0

12

13

ვრთ

სიდნი

0

0-0

=0

0/0

00:00

0

13

14

სნვ

ტოკიო

0

0-0

=0

0/0

00:00

0

14

15

რბლ

მელბურნ

0

0-0

=0

0/0

00:00

0

15

10

ხგრ

ბუენოს აირეს

0

0-1

-8

2/3

20:28

0

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მეორე რაუნდი (საქართველოს დროით  რაზმები @ პლანეტ
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 23/02

ჰლნ.ზელ

10.35

ბლუ.ზელ

რბლ.ავს

12.45

რედ.ავს

უქმობს

შრქ.აფრ

შაბ 24/02

სნვ.იაპ

08.15

ბრმ.ავს

ქრს.ზელ

10.35

ჩიფ.ზელ

ვრთ.ავს

12.45

სთო.აფრ

ლნზ.აფრ

17.05

ხგრ.არგ

ბულ.აფრ

19.15

ჰრქ.ზელ