სამივეჯერ სწორად

   "ექვსი ერის" მესამე რაუნდში ირლანდიამ შინ, ბონუსით გაასაღა უელსი, ხოლო ინგლისმა "კალკუტის თასი" შოტლანდიაში დატოვა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ სტატისტიკა

საშველი აღარაა!  დიდი რაგბს სკანდალი თან სდევს:  ხან თემიდა ცდება მწარედ; ხან ბიჭები ბარს იკლებენ და ხანაც თურმე ... სტადიონის გვირაბში წაკინკლავდებიან

ტელე’თვალს ჩვენს დროში რა გამოეპარება?  ჰოდა, ინგლისელები და სქოთები მოთელვის შემდეგ გასახდელში რომ ბრუნდებოდნენ, რაიან ვილსონს რაღაც უშნოდ უთქვამს ოუენ ფარელისთვის. ამას ავ’ყიისთვის წაუთაქებია, მაგრამ უმალ სხვებს გაუშველებიათ

ლიანგი სმართ’ფონებით რომაა შეიარაღებული, ამბავი უმალ მოედო სტადიონს და ფანობამ ფარელს უსტვინა, მაგრამ ვაგლახ, რომ მსაჯი არ შესწრებია ინციდენტს.  მწვრთნელებმაც შორს დაიჭირეს რამის ცოდნა. კონფლიქტი მაინც ვერ მიჩუმათდა, რადგან მახვშებმა კავშირებს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, ხოლო ამათ მედია’ქოლი (!) დაგეგმეს

ხრიკები ვერ არგებთო

ვერცხლის "კალკუტა" XIX საუკუნიდან – 1879 წლიდან თამაშდება.  წლევანდელი რკენა 125-ე იყო:  ინგლისს მოეგო 70, შოტლანდიას – 39, 15 კი – მათ შორის, სულ პირველიც – ფრედ დასრულებულიყო

სქოთებს ჯილდო ბოლოჯერ 2008 წელს, შინ, მარიფილდზე მოეგოთ და იქვე 2004 წლის აქეთ ვერაფრით დაე’ლელო’ებინათ ინგლისი! "სქრამ"მა დათვალა და იმ ლელოს შემდეგ 62 შოტლანდიელს მიეღო "პირველი კეპი", ხოლო "ნარშავთა" ახლანდელ მწვრთნელს – გრეგორ თაუნსენდს მოთამაშეობისას 10 ცდაზე ერთადერთხელ შეემართა რელიკვია

ინგლისი რკენისთვის საგულდაგულოდ ემზადა.  ექს-კაპიტანი ქრის რობშოუ იქადნებოდა, მასპინძლებს წვრილმანი ხრიკები ვერც ამჯერად არგებთ – აი, ავტობუსს რომ გვიგვიანებდნენ, ანაც შუქს გვიქრობდნენ გასახდელში;  ან თუნდაც მოედანზე გამოსვლისას ერთბაშად 50 მესტვირე რომ გადაგვეღობებოდა ... პრინცესა ანას შესაგებებლადო

მოედანზევე ითათბირეს

ფანობას უელსში მარცხის გამო უმოწყალოდ ეკრიტიკებინა სქოთთა 10 ნომერი ფინ რასელი, ეს კი ადგა და ისე ითამაშა, რომ ყველა დაადუმა. აიშვა ქეიპ’თაუნის "სთორმერზის" შუა’მარბმა ჰიუ ჯოუნზმაც – ოთხ სოლოზე 4-ჯერვე (!) გაჭრა ხაზი, 115 მეტრი ირბინა, ორი ლელო თავად გაიტანა და ერთშიც ლომის წილი დაიდო

თუ მავან წყაროს ვენდობით, 50 წუთის შემდეგ ინგლისს თურმე 44 წარმატებული და 14 (!) გაცუდებული ბოჭვა მოჰგროვებოდა

ბიჭებიც საამურ სიტყვებს რომ არ ელოდნენ ედი ჯოუნზისგან, შესვენებაზე, გასახდელში შესვლის წინ, მოედანზევე შეგროვდნენ და წაითათბირეს, მაგრამ ოზ გურუს არ "აუფრენია" – ღირსეულად გადაიტანა 26-ე ტესტში ოდენ მეორე წაგება, ნამატჩევს კი მედიას უთხრა, გვირაბის ინციდენტით ნუ გადაფარავთ ჩინებულ რაგბსო

"რასელ – ჯოუნზ"იანი

შოტლანდიამ პირველ ტაიმშივე დადო სამი ლელო

რასელმა, მოლის წინსვლით რგებულ ხეირზე, მსაჯი გამოიყენა ფარად და ფრონტის შუაში შეუცურა ჯოუნზს, ამან კი ოთხ დაბნეულ ინგლისელს ცხვირწინ დაუმიწა * 10:3 @ 16’

რასელმა ერთ შეტევაში შეასრულა ორი გრძელი, რისკიანი პასი: თავისი 22-დან იმათ 22-მდე გააჭენა ჯოუნზი, სთიუართ მაკ’ინალის მიძალების შემდეგ კი კივი შონ მეითლენდი მოკლე ფრთაზე დაგეზა * 15:6 @ 31’

დერეფნის შემდეგ, გრეიგ ლეიდლოუს პასით, ჯოუნზი 45 მეტრიდან გაძვრა ნეითან ჰიუზსა და ფარელს შორის, და თუმც მაიქ ბრაუნი და ენთონი ვოთსონი დაეკიდნენ, 5 მეტრიდან ეწია მიზანს * 22:6 @ 39’

მტევნიდან წინ წასულა

ინგლისი მეორე ტაიმში გამწარდა, მაგრამ იღბალმა ზურგი შეაქცია –მსაჯებმა სამივე (!) კრიტიკულ მომენტში "ვარდების" საზიანო, ოღონდაც სწორი (!) განჩინება გამოიტანეს

სტუმრებმა დერეფნიდან რომ გაშალეს შეტევა, დანი ქეამ მოკლე ფრთაზე მიუშვა ფარელი * 22:13 @ 44’

48’ წუთზე იმავე ქეამ ლეიდლოუს ჩაუჭრა პასი და გაიჯეჯილა, მაგრამ უელსელმა რეფმა უკან იხმო, რაქში ჯო ლონჩბრიმ შეანელა ბურთიო

54’ წუთზე ქორთნი ლოზმა ბეჭებზე დასცა ჯონ ბარქლეი; დაგდებულ ბურთს ფარელმა და ვოთსონმა თითოჯერ მიჰკრეს ფეხი და ფარელმა დაამიწა, მაგრამ უფალმა ოუენსმა ჯახი რომ გადაამოწმებინა ტელე’ რეფს, ცხადად გამოჩნდა, რომ ოვალი ლოზის მტევნიდან წინ წასულა

ამან ინგლისი მთლად წაახდინა, ნაიჯელ ოუენსს კი არც ის გამოპარვია, რომ სემ ანდერჰილი ხელის მოუხვევლად, მხრით დაეჯახა ჯემი ბჰატს * 25:13 @ 67’ სბ

მეასედ მოძღვრავდა

ინგლისის მარცხით პირველობის უდაო ფავორიტი გახდა ირლანდია, ვინაც კონკურენტს 5 საცხრილო და 24 რაგბული ქულით უსწრებს 

"სამყურებს" უელსთან აკლდნენ ბექი რობი ჰენშოუ, ბურჯი თეიგ ფურლონგი და მეორე’ხაზელი იენ ჰენდერსონი;  "ურჩხულებს", პირიქით, დაემატნენ "ლომები" – ლი ჰაფ’პენი, დენ ბიგარი და ლიამ ვილიამსი

ზელანდიელი ვორენ გეთლენდიც მეასედ (!) მოძღვრავდა გუნდს, მაგრამ მაქედან რა ხეირი? – ირლანდიამ ერთი შეხედვით ძნელად, მაგრამ მაინც უსიტყვოდ, პრემიით მოიგო * 37:27

ტყვიასავით პასი

დასკვნითი ნახევარი საათის წინ მასპინძლები ბურთის ფლობით 80-20% სჯობდნენ სტუმრებს, ტერიტორიით 86-14%, ნავარდის მეტრაჟით კი 325-67.  "სამყურებმა" მალე ბონუსიც დაიბევეს და 14 ქულით გაიჭრნენ წინ * 27:13, მაგრამ უელსმა ბოლომდე იბრძოლა და სამამდე წამოეწია მეტოქეს * 27:30 @ 78’

მაგრამ არა! გაწითლებულ დროზე კივ გარეს ენსქომს კადნიერი პასი ჩაუჭრა ჯექობ სთოქ’დეილმა, ვისაც 7 ტესტში 8 ლელო მოჰგროვებია 

ირლანდიამ ოთხი საწყისი ლელო ახლოდან გაიტანა: პირველი – ჯონი სექსთონის ბრმა, ტყვიასავით, მომსხეპი პასით, შემდეგი სამი კი "აიღე და მიეძალე"თი.  სექსთონმა, ვიდრე პირველ გოლს შეაგდებდა, კარს სამჯერ ააცილა, ბოლო ჯარიმა კი ქონორ მარიმ დაარტყა

თამაშამდე სექსთონზე ტრადიციულად ამბობდნენ. წელი სტკივაო.  უელსმა რაც დადო, სულ გაშლილი ბურთაობით, ნამატჩევს კი გეთლენდი წაეანგლა თვისტომს – "სამყურათა" მწვრთნელ ჯო შმიდტს, აგერ, შარშან რომ დაგიწუნე სტაკატო (დანაწევრებული) რიტმი, უწყვეტად ბურთაობა გისწავლებია შეგირდებისთვისო

ვერავის დავაბრალებო!

თუ ბრიტთა ორივე შინა’ომი კლასიანი გამოვიდა, ვერ ივარგა ლათინთა რკენამ, რომელიც პარასკევ ღამით დაინიშნა და თანაც მარსელში, ესაო და იტალიელი მანდ მეტი ჩავა, ვიდრე პარიზშიო

მახვშებმა დასწრების მონაცემი ნაღდად გაბუქეს, თორემ ჩანდა, რომ ცარიელი ადგილი 15 ათასზე მეტი იყო.  ფრანგებს აკლდნენ უწესონი – სქოთური ბარის ამკლებნი (ტომა ლამერა ვაკატავა / პიკამოლ); სამაგიეროდ, დისკვალიფიკაცია გაუთავდა ხვადაგ მატიო ბასტაროს და მაგრადაც ითამაშა, ხოლო გუნდმა 8-წაგებიანი (!) ნავსი გატეხა

მეტოქეებმა თავიდან თითო ლელო დადეს მოლის გორებით – ოღონდაც უფალმა ბარნსმა ისე უბოძა "აძურს" 7-ქულიანი, რომ აღარავინ გაუსინბინებია, აქაო და ჩაქცევას კონკრეტულად ვერავის დავაბრალებო! 

ფრანგთაგან კიდევ გამოირჩეოდნენ გარე’მარბი რემი გროსო და 8 ნომერი მარკო ტოლენი – ორივე მოხვდა "პლანეტის" რჩეულში;  მაკსიმ მაშნომ ხუთიდან 5 ჯარიმა შეაგდო;  ბასტარომ მეორე ლელოზე ოფლოუდი ხომ გამოაცხო და მესამე თავად შეიტანა ძალით, ხოლო "ლე ბლე" მაინც უბონუსოდ დაშვრა – კვაჭ’ნაკლულმა იტალიამ კარის წინ მოლში გაუჭედა ბურთი * 34:17

 

ექვსი ერი * 2018

მესამე რაუნდი

 

<<  საფრანგეთი 34:17 იტალია  სტატ

სფრ: ბონევალ ფოლ ბასტარო დუმეირუ (ფიკუ 66) გროსო <10-9> ბოგზის (ტრენ-დიუკ 72) მაშნო (კუიუ 72) / პუარო (პრიზო 61) გირადო^კაპ (პელისიე 39-/, 72) სლიმანი (გომეს-სა 72) გაბრიაგ ვაამაინა (ტაოფიფენუა 66) ლორე კამარა (გალეტიე 57) ტოლენ –
3ლ:
გაბრიაგ ბონევალ ბასტარო; 2გ: მაშნო ტრენ-დიუკ; 5ჯ: მაშნო

იტა: მინოძი ბენვენუტი ბონი (ჰეივორდ 63) კასტელო ბელინი <10-9> ალენ (კანა 72) ვიოლი (გორი 49) / ლოვოტი (კვალიო 57) გირალდინი (ბიჯი 68 სბ 80+3) ფერარი (პასკვალი 62) ძანი ბად (ბიაჯი 34) ნეგრი (რუძა 72) მბანდა პარისე^კაპშ: მბანდა + ლ: მინოძი; გ: კანა;
ჯ: ალენ

რეფ ბარნს (ინგ) 23/02 @ მარსეი, ველოდრომ (50 ათასივიდეო

5:0(5) 5:7(10შ) 8:7(29) 11:7(40) / 14:7(46) 14:10(50) 21:10(61) 24:10(65) 27:10(71) 34:10(74) 34:17(79) სბ(80+3ი)

<<  ირლანდია$ 37:27 უელსი  სტატ

ირლ: რ.ქარნი ერლს (მაკ’ფადენ 64) ქ.ფარელ აკი სთოქ’დეილ <10-9> სექსთონ (ქარბრი 77) მარი / ჰილი (მაკ’გრას 64) ბესთ^კაპ (ქრონინ 71) პორთერ (ჯნ.რაიან 67) ჯმ.რაიან თოუნერ (რუ 74) ო’მანი (ქონან 67) ლივი სტანდერ – 5ლ: სთოქ’დეილ (1 5) აკი ლივი ჰილი;
3გ: სექსთონ 2, ქარბრი; 2ჯ: სექსთონ მარი 

უელ: ჰაფ’პენი ლმ.ვილიამს (ნორს 64) სქ.ვილიამს პარქს სთ.ევანს <10-9> ბიგარ (ენსქომ 64) გრ.დევის / რ.ევანს (ვ.ჯოუნზ 56-73) ოუენს (დი 56) ლი (ფრენსის 56) ჰილ (ბრ.დევის 64) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ ნავიდი მორიართი (თიპურიქ 64) – 3ლ: გრ.დევის შინგლერ სთ.ევანს; 3გ 2ჯ: ჰაფ’პენი 

რეფ ჯექსონ (ზელ) 24/02 @ დაბლინ, ავივა (51 700ვიდეო

0:3(3) 5:3(7) 5:10(22) 5:13(31) 8:13(36) 15:13(40+3) /
22:13(46) 27:13(54
$) 27:20(64) 30:20(76) 30:27(78) 37:27(80+2)

<<  შოტლანდია 25:13 ინგლისი  სტატ

შტლ: ჰოგ სიმორ (ქინგ’ჰორნ 65) ჰ.ჯოუნზ ჰორნ (გრიგ 72) მეითლენდ <10-9> რასელ ლეიდლოუ (პრაის 63) / რიდ (ბჰათი 56) მაკ’ინალი ბერგენ (ნელ 69) გილქრისთ (სვინსონ 56) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ ვოთსონ ვილსონ (დენთონ 69) – 3ლ: ჯოუნზ (1 3) მეითლენდ;
2გ ლეიდლოუ; 2ჯ: ლეიდლოუ რასელ

ინგ: ბრაუნ (ნოულ 56) ვოთსონ ჯოზეფ ო.ფარელ მეი <10-9> ფორდ (თე’ო 65) ქეა (ვიგლს’ვორს 72) / მ.ვუნიპოლა (მარლერ 69) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 56) ქოულ (ჰ.ვილიამს 65) ლონჩბრი (ქრუზ 72) ითოჟე; ლოზ რობშოუ ჰიუზ (ანდერჰილ 55 სბ 66) – ლ გ 2ჯ: ფარელ

რეფ ოუენს (უელ) 24/02 @ ედინბურგ, მარიფილდ (67 144ვიდეო

3:0(3) 3:3(14) 10:3(16) 10:6(18) 15:6(31) 22:6(39) /
22:13(44) 25:13(67სბ) დას(80+1)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 რობ ქარნი (ირლ), 14 ქის ერლს (ირლ), 13 ჰიუ ჯოუნზ (შტლ),
12 ოუენ ფარელ (ინგ), 11 რემი გროსო (სფრ); 10 ფინ რასელ (შტლ),
9 ქონორ მარი (ირლ) /

1 ქიან ჰილი (ირლ), 2 სთიუართ მაკ’ინალი (შტლ), 3 საიმონ ბერგენ (შტლ); 4 ჯეიმზ რაიან (ირლ), 5 ჯონი გრეი (შტლ); 6 ჯონ ბარქლეი (შტლ), 7 ჰემიშ ვოთსონ (შტლ), 8 მარკო ტოლენ (სფრ)

სულ:  7 შტლ, 5 ირლ, 2 სფრ,1 ინგ * 0 იტა უელ

 

ექვსი ერი 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

03/02

უელსი $

34:07

შოტლანდია

შაბ

03/02

საფრანგეთი $

13:15

ირლანდია

კვი

04/02

იტალია

15:46

ინგლისი $

შაბ

10/02

ირლანდია $

56:19

იტალია

შაბ

10/02

ინგლისი

12:06

უელსი $

კვი

11/02

შოტლანდია

32:26

საფრანგეთი $

პარ

23/02

საფრანგეთი

34:17

იტალია

შაბ

24/02

ირლანდია $

37:27

უელსი

შაბ

24/02

შოტლანდია

25:13

ინგლისი

3 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*

$

ირლანდია

14

+49

13/07

108:059

3-0

2

ინგლისი

9

+25

10/05

071:046

2-1

1

შოტლანდია

8

-9

06/07

064:073

2-1

0

უელსი

6

+11

07/08

067:056

1-2

2

საფრანგეთი

6

+9

06/04

073:064

1-2

2

იტალია

0

-85

07/18

051:136

0-3

0

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

შაბ

10/03

ირლანდია

18.15

შოტლანდია

შაბ

10/03

საფრანგეთი

20.45

ინგლისი

კვი

11/03

უელსი

19.00

იტალია

შაბ

17/03

იტალია

16.30

შოტლანდია

შაბ

17/03

ინგლისი

18.45

ირლანდია

შაბ

17/03

უელსი

21.00

საფრანგეთი

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

  სტატმოწინავენი

ქულა:  36 ლი ჰაფ’პენი (უელ); 33 მაკსიმ მაშნო (სფრ); 32 ჯონი სექსთონ (ირლ); 31 ოუენ ფარელ (ინგ); 29 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ)

ლელო:  4 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ); 3 ტედი ტომა (სფრ), ჰიუ ჯოუნზ (შტლ)

სოლო: 58 სი’ჯეი სტანდერ (ირლ); 43 სებასტიან ნეგრი (იტა); 41 ბანდი აკი (ირლ)

ნავარდი (მეტრი): 252 სთიუართ ჰოგ (შტლ); 244 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ); 222 სთეფ ევანს (უელ); 212 მატეო მინოძი (იტა)

ბოჭვა: 57 გიონ გირადო (სფრ); 56 ჯოშ ნავიდი (უელ); 53 ჯონი გრეი (შტლ); 47 არონ შინგლერ (უელ)

(მბოჭავის) გაბითურება: 12 ბანდი აკი (ირლ); 10 ენთონი ვოთსონ (ინგ), სებასტიან ნეგრი (იტა), ჰიუ ჯოუნზ (შტლ)

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (26/02_2018)

  1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 8938, 3 ირლანდია 8721,
  4 ავსტრალია 8549, 5(7) შოტლანდია
8443, 6(5) აფრიკა 8381,
  7(6) უელსი
8307, 8 არგენტინა 7822, 9 ფიჯი 7793,
10 საფრანგეთი
7756, 11 იაპონია 7566,  12 საქართველო 7346,
13 ტონგა 7187, 14 იტალია
7113, 15 სამოა 6903, 16 რუმინეთი 6824

+/-:  შტლ 149 ინგ, ირლ 35 უელ, სფრ 13 იტა * ესპ 133 რუმ (შ 22:10)