ორნაირად ისჯებაო

   ზე 15-ის მეორე რაუნდში ორი მატჩის ბედი ბარათმა რომ გადაწყვიტა, რაგბეთი კიდევ დაფიქრდა, ეგებ ზოგი წესი შეგვეცვალაო

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ბოლო ხანია, რაგბსა და სხვა კონტაქტურ სპორტებსაც ერთობ ადარდებთ ტვინის შერყევის გახშირება და ამის გამო კარიერის ნაადრევი დასრულება.  კანონ’მდებლები გამოსავალს კისერში ბოჭვისა და თავში დარტყმის ამოშანთვაში ხედავენ, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ თამაშის ტემპიანობის გამო ეს  დარღვევები ხშირად უნებურად, განუზრახველად ხდება

მაგრამ წესი წესიაო და მსაჯი ცდომილს ან წითლით აძევებს, და ანაც მის გუნდს "7-ქულიანს პლუს სინბინით" სჯის.  ამის შედეგად ბრძოლაც სრულდება, რადგან დიდი ხნით კაც’ნაკლული ან – თავისი აზრით, უსამართლოდ – ჩამორჩენილი გუნდი ფარ-ხმალს ყრის, ხოლო დამრღვევებს მერე სასტიკად განიკითხავს ტრიბუნალი

მენცრები გამოსავალს იმაში ხედავენ, რომ ნებისმიერი გაძევება 10 წუთიანი იყოს, წითლით დათხოვნილის ნაცვლად კი, ამ დროის შემდეგ, მოედანზე სხვა შევიდეს.  7-ქულიანისთვის სინბინის დართვაც ბოლო წლების მოდაა და ვერც მთლად სამართლიანია, რადგან გუნდი ერთი დარღვევისთვის ორ’მაგად | ორ’ნაირად ისჯება

ზედიზედ ოფლოუდებით

როგორც მოსალოდნელი იყო, რაუნდი წყვილმა კივურმა დარბმა დაამშვენა, სხვებმა კი შეძლების’და’გვარად იცოდვილეს.  ბონუსი შვიდივე მატჩში გაიცა:  სამგან, მოგებულმა მინიმუმ სამით მეტი დაუდო მეტოქეს და პრემია აიღო, ხოლო ოთხგან წაგებული 7 ქულის ფარგალში ჩამორჩა მოწინააღმდეგეს და მაგისთვის ნუგეში მიითვალა

პარასკევს, ჭერქვეშ შეიბნენ ჰაილენდერზი და ბლუზი.  დაიდო 9 ლელო.  სტუმრები 4-ჯერ დაწინაურდნენ (7:3, 14:10, 21:17, 31:24), მაგრამ მათი მარბიელი ანტონიო კირი’კირი უშნოდ რომ წაეტანა ლიმა სოპოანგას, "განსაწმენდელში" მიაბრძანეს და ამ დროს შუა’მარბმა ტეიჰორანგი ვოლდენმა ორჯერ დაალელოვა ბლუზი * 38:31 @ 62’

ლელო ბევრ’ნაირად გავიდა.  ზედიზედ ოფლოუდებით დააშამათეს ჰაილენდერზი სონი-ბილ ვილიამსმა, რიკო იოანემ და მეთ დაფიმ; რობ თომპსონმა დაზუთხული კომბინაციით, ფრონტის შუაში, 45 მეტრიდან გაილაღა, გამარჯვების მომტან ლელოზე კი ვოლდენს დაცვის ზურგში თავადვე მოზომილად გადაუკიდა * საბოლოოდ 41:34

კაპიტნები რომ გამწარდნენ

შაბათს, 8-გზის ჩემპიონ ქრუსეიდერზს პირველ ტაიმში კაცი ორჯერ გაუგდეს, მაგრამ ერთი ხანობა სამი ლელოთიც კი უგებდა ჩიფსს * 19:3 @ 31’

მერე გამწარდა ამისი კაპიტანი, მარბიელი სემ ქეინი და 50-მეტრიან სოლოზე ფინტიც შეასრულა, 10 ნომრად მოთამაშე დამიენ მაკ’ქენზიმ კი – პირველად და ერთად’ერთხელ – საათის თავზეღა დააწინაურა უკეთ მობურთალი სტუმრები * 20:19 @ 57’

უმალ მასპინძელთა ყოჩმა, მეორე’ხაზელმა სემ ვაითლოქმა იძალა, მერე კი ლოჰლინ ბოშიამ რაქის შემდეგ, მოკლე ფრთაზე, ჯერ ბეჭზე და მერე კისერზეც ხელის მოხვევით რომ ალაგმა რაიან ქროთი [სურათზე], ჩიფსი, წესის თანახმად, სამაგალითოდ დაისაჯა * 23:33 (შ+სბ) @ 71’

14 კაცის ამარა დარჩენილი სტუმრები ძაან ამჩატდნენ.  ჰოდა, ქრუსეიდერზმა მეტოქის 22-ში ორჯერ ჩაჭრა რისკიანი პასი და ბარაქიანად * 45:23 მოიგო

უჰაერობას ვერ გაუძლეს

სეზონი აფრიკაში, ზეგანზე გახსნა შარშან’წინდელმა ფალავანმა, ჰარიქეინზმა.  მასპინძელ ბულზს ორიგინალური – წინიდან ცისფერი, ხოლო უკნიდან თეთრი – კვართი ეცვა და პირველად თამაშობდა კივი ჯონ მიჩელის ხელ’ქვეით

სტუმრებმა სიცხესა და უჰაერობას ბოლომდე ვერ გაუძლეს – ბოდენ ბარეთი თუმც შეცვლაზე შევიდა და თი’ჯეი პერენარას დაგორებული დაამიწა * 19:16 @ 60’, მერე იჰაია ვესთს შეტევაში, დარტყმაზე დაუფარა ჰანდრე პოლარდმა და ბურთი სტუმართა ზურგშიც გადაკიდა

ოვალს მისდია ჯესი კრილმა;  აფრიკელებმა კონტრ-რაქშიც ივარგეს და ბურჯმა (!) პიერ სკუმანმა გაიტანა ლელო, სირენის მოლოდინში კი ბულზმა 16 ძალური ფაზა აკინძა და ოვალი კიდეზე დაჰკრა * 21:19

თავისი კარის შალითას

ზღვისრეთში პირველი სთორმერზი მოგზაურობს.  კონცხელებს ვორათაზის ვარსკვლავმა, იზი ფოლაუმ, ბერნარდ ფოლის აბრაგანის მოხსნითა და განავარდებით დაუდო პირველი ლელო * 10:7 @ 19’

დრო რომ გაწითლდა, ფრე იყო.  სტუმრები თავიანთ 22-თან აწვდიდნენ აუტს, მაგრამ ნორჩმა დინ მიუირმა მწყობრს გადააცილა, ჰიუ როუჩმა და ჯედ ჰოლოვეიმ ძალუმად შეუტიეს, და ნედ ჰენიგანმა ორ კაცთან ჭიდილში ალამთან დაანარცხა ბურთი * 34:27 გაიმარჯვა ვორათაზმა

ბრამბიზი ტოკიოში მალე ჩამორჩა საზრიანად მორაგბე სან’ვულვზს, მაგრამ უმალ შეიშნო ბედის წყალობა – იაპონელთა კაპიტანმა, 9 ნომერმა იუტაკა ნაგარემ ბურთი რაქიდან გამოიტანა და თავისი (!) კარის შალითას გაარტყა * 19:22 @ 43’

კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე 62’ წუთზე შევიდა და 78’ წუთზე აკოჭლებული შეცვალეს; შესატევად ეგრეც არ მიუღია ბურთი; შეასრულა 3 ბოჭვა, ერთხელ კი ოფსაიდისთვის დაჯარიმდა.  სან’ვულვზმა სირენის შემდეგ კარში დაარტყა ჯარიმა და ნუგეში აიღო * 25:32

აგრესიულობას უქადაგებდა

არა’რაგბულ ქალაქ მელბურნში 10,021 ქომაგი მაინც მივიდა ოზური შინა’ომის დასაჭაშნიკებლად.  სტუმარი რედსის გურუ – ერთბაშად ოზი ლიგელი და კივი მორაგბე – ბრედ სორნი სეზონის წინ აგრესიულად თამაშს უქადაგებდა შეგირდებს

ჰოდა, კაპიტანმა სქოთ ჰიგინბოთამმა 10’ წუთზე მოქნეული მკლავი თავში რომ მოსდო მეთ ფილიპს, კივმა რეფმა სამი კრიტერიუმი განიხილა და დამრღვევი წითლით გააგდო

ჰიგინბოთამი სამ რაუნდს გამოტოვებს.  ამდენიმე შეუფარდეს ლუკან ტუი’ს, ვინაც რედსის ვეტერანი, აწ კი რებელზის 9 ნომერი, ვილ გენია შუბურად დასცა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა

მასპინძლებმა გაილაღეს და ზე’რაგბში პირველად გაიტანეს ერთბაშად
7 ლელო *
45:19, მათმა ფულბექმა, დეინ ჰეილეთ-პეთიმ კი 13 სოლოზე 146 მეტრი მოაგროვა

"ბოკეს" ეშველა?

ეგრევე გაისარჯა სეზონის აღმოჩენა, ლაიონზის 23 წლის ზანგი გარე’მარბი, აფივე დიანტი, ვისაც ერთი ხანობა მიეტოვებინა რაგბი, რადგან მავანნი უმტკიცებდნენ, ზომა-წონა ხელს ვერ გიწყობსო

ახალბედამ ხაზი 5-ჯერ გაჭრა, 11-ჯერ გააბითურა მბოჭავი, ორი ლელო გაიტანა, მესამეში წილი დაიდო და 15 სოლოზე 158 მეტრი გალია

ბოლო ორი წლის ვიცე-ჩემპიონი გუნდიც გადაირია – ნავარდის მეტრაჟით არგენტინის "ხაგუარეს"ი 666-294 ჩამოიტოვა და * 47:27 მოუგო, ხუთშაბათს, 1 მარტს კი, ეტყობა, "ბოკე"საც ეშველა – 

2023 წლის ჩათვლით ჩაბარდა 45 წლის თეთრს, რასი ერაზმუსს, ვინაც კავშირმა სამშობლოში თადარიგიანად დააბრუნა ... ირლანდიიდან

 

ზე რაგბი 2018

მეორე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ჰაილენდერზ 41:34 ბლუზ$  სტატ

5ლ: თომპსონ (1 3) ტოკოლაჰი ვოლდენ (4 5) 5გ: სოპოანგა;
2ჯ:
სოპოანგა ფ.სმით –

4ლ: გეთლენდ დაფი ა.იოანე (3 4) 4გ 2ჯ: გეთლენდ სბ კირი’კირი

რეფ ნათ’ბრაუნ (ზელ) 23/02   ვიდეო

3:0(10) 3:7(16) 10:7(22) 10:14(26) 17:14(32) 17:21(39) 17:24(40+3) / 24:24(45) 24:31(47) სბ(54ბ) 31:31(58) 38:31(62) 38:34(67) 41:34(69) დას(80+1)

<<  რებელზ$ 45:19 რედს  სტატ

7ლ: ნაივალუ (1 3) ინგლიშ დ.ჰეილეთ-პეთი (4 6) დებროსინი (5 7) 5გ: დებროსინი –

3ლ: პაიაჰაუა კერევი ფეაუაი-საუტია; 2გ: თათლ წბ ჰიგინბოთამ
სბ ტუი

რეფ პიქერილ (ზელ) 23/02 (10 021)   ვიდეო

წბ(10რ) 0:7(20) სბ(23რ) 7:7(25) 7:14(28) 14:14(31) 19:14(34) 26:14(39) /
33:14(43) 38:14(47) 45:14(57) 45:19(67)

<<  სან’ვულვზ$ 25:32 ბრამბიზ  სტატ

3ლ: საუმაკი (1 3) ლაფაელე; 2გ: ნაკამურა პარქერ; 2ჯ: პარქერ –

5ლ: მაკ’ქაფრი გოდვინ ტ.კურინდრანი მენ-რეი ბენქს;
2გ ჯ:
ლეა’ლია’ფანო

რეფ ვილიამს (ზელ) 24/02 (14 614)   ვიდეო

0:3(6) 7:3(10) 14:3(20) 14:8(24) 19:8(29) 19:15(36) /
19:22(43) 19:27(53) 22:27(65) 22:32(68) 25:32(80+2)

<<  ქრუსეიდერზ$ 45:23 ჩიფს  სტატ

შ: ქროთი + 6ლ: თოდ მოჰუნგა ტაუფუა ვაითლოქ ბრიჯ მატაელე;
4გ:
მოჰუნგა (1 3 4) ჰავილი (2) სბ მოჰუნგა მ.ალა’ალა’ტოა –

2ლ: ქეინ ალაი’მალო; 2გ 3ჯ: დ.მაკ’ქენზი სბ ბოშია

რეფ ო’ქიფ (ზელ) 24/02   ვიდეო

5:0(5) 12:0(14) 12:3(18) სბ(20ქ) 19:3(31) 19:10(34) სბ(35ქ) 19:17(40+2) /
19:20(57) 26:20(63) 26:23(67) 33:23(71შ+სბ) 40:23(76) 45:23(77)

<<  ვორათაზ 34:27 სთორმერზ$  სტატ

4ლ: ფოლაუ ჰუპერ ფითს’პათრიქ ჰენიგან; 4გ 2ჯ: ფოლი სბ სიმონს –

3ლ: კიცჰოფ ფან’დეიკ მარე; 3გ 2ჯ: მარე

რეფ გარდნერ (ავს) 24/02   ვიდეო

3:0(15) 3:7(17) 10:7(19) 10:10(22) 17:10(30) 17:17(37) /
24:17(44) 24:24(52) სბ(57ვ) 27:24(65) 27:27(67) 34:27(80+3)

<<  ლაიონზ$ 47:27 ხაგუარეს  სტატ

შ + 6ლ: დიანტი (1 4) ა.კუცია მაჰუზა იანსე-ფან’რენსბერგ ვაითლი; 5გ: იანკის –

3ლ: ვოფელი დელგვი (2 3) 3გ: სანჩეს; 2ჯ: ვოფელი სანჩეს
სბ
დელგვი მონტოშა

რეფ პეიპერ (აფრ) 24/02   ვიდეო

0:7(4) 0:10(18) 5:10(27) 12:10(33შ+სბ) 19:10(40+) / 26:10(48) 26:13(51) 33:13(53) 40:13(65) სბ(71ხ) 40:20(72) 40:27(76) 47:27(80)

<<  ბულზ 21:19 ჰარიქეინზ$  სტატ

3ლ: კოცე ლ.დე’იახერ სკუმან; 2ჯ: პოლარდ სბ სკუმან –

3ლ: რიქითელი ხუსენ ბ.ბარეთ; 2გ: ვესთ

რეფ რასივჰენგე (აფრ) 24/02   ვიდეო

5:0(4) 8:0(7) 8:5(12) 8:12(19) სბ(25ბ) 13:12(33) 16:12(40+) /
16:19(60) 21:19(72)

<<  შარქს  უქმობდა

#

[#]

2 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

4

ლნზ

იოჰანესბერგ

9

2-0

+27

11/06

73:46

1

2

14

რბლ

მელბურნ

5

1-0

+26

07/03

45:19

1

3

2

ქრს

ქრაისთჩერჩ

5

1-0

+22

07/02

45:23

1

4

1

სთო

ქეიპთაუნ

5

1-1

+1

06/06

55:54

1

5

3

ბრმ

კანბერა

4

1-0

+7

05/03

32:25

0

6

8

ჰლნ

დანიდინ

4

1-0

+7

05/04

41:34

0

7

12

ვრთ

სიდნი

4

1-0

+7

04/03

34:27

0

8

11

ბულ

პრეტორია .

4

1-0

+2

03/03

21:19

0

9

6

ჰრქ

ველინგთონ

1

0-1

-2

03/03

19:21

1

10

9

ბლუ

ოქლენდ

1

0-1

-7

04/05

34:41

1

11

5

შრქ

დურბან .

1

0-1

-7

03/04

19:26

1

12

13

სნვ

ტოკიო

1

0-1

-7

03/05

25:32

1

13

7

ჩიფ

ჰემილთონ

0

0-1

-22

02/07

23:45

0

14

10

რედ

ბრისბენ

0

0-1

-26

03/07

19:45

0

15

15

ხგრ

ბუენოს აირეს

0

0-2

-28

05/10

47:75

0

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 დეინ ჰაულეთ-პეთი (რბლ), 14 აფივე დიანტი (ლნზ), 13 რობ თომპსონ (ჰლნ), 12 ტეიჰორანგი ვოლდენ (ჰლნ), 11 სეფა’ნაია ნაივალუ (რბლ); 10 ჯექ დებროსინი (რბლ), 9 არონ სმით (ჰლნ) /

1 სთივენ კიცჰოფ (სთო), 2 ჯოშ მენ-რეი (ბრმ), 3 სიატე ტოკოლაჰი (ჰლნ); 4 არ’ჯი სნეიმან (ბულ), 5 სემ ვაითლოქ (ქრს); 6 ლიამ სქვაიერ (ჰლნ), 7 სემ ქეინ (ჩიფ), 8 აკირა იოანე (ბლუ)

სულ:  8 ზელ, 4 ავს, 3 აფრ * 0 არგ იაპ

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მესამე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სვლაგეზი 
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 02/03

ბლუ.ზელ

10.35

ჩიფ.ზელ

რედ.ავს

13.00

ბრმ.ავს

უქმობს

ჰლნ.ზელ

შაბ 03/03

სნვ.იაპ

08.15

რბლ.ავს

ქრს.ზელ

10.35

სთო.აფრ

შრქ.აფრ

17.05

ვრთ.ავს

ბულ.აფრ

19.15

ლნზ.აფრ

კვი 04/03

ხგრ.არგ

01.40

ჰრქ.ზელ