ისევ შეგვაქციეს

   ზე 15-ის მესამე რაუნდში იმარჯვა სამივე ჯგუფის ჯილამ, "ბოკეს" ახალ გურუს კი სჯერა, რომ აფრიკას "ოლ ბლექსის" დაწევა შეუძლია

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

შვიდი რკენიდან მასპინძელმა ორი’ღა მოიგო, ერთში კი სეზონის პირველი ფრე აღინუსხა.  ნუგეში ექვსიდან ერთ წაგებულსღა ერგო, ხოლო მეტოქეზე მინიმუმ სამით მეტი ლელო ოთხმა გამარჯვებულმა გაიტანა

ლაზარეთი ცნობილი სახეებით შეივსო: ქრუსეიდერზის ჯეელ მგეზავს, რიჩი მოჰუნგას ბურჯთან ჯახით გატეხილი ყბა საოპერაციო გაუხდა და მაისამდე იუქმებს;  სამი თვით გამოვიდა მწყობრიდან სთორმერზის მზარდი მეორე’ხაზელი ჯეი’დი შიკერლინგი;  ნეკნი იტკინა ვორათაზის კოლორიტმა ქერთლი ბილმა, ჩიფსს კი მოთელვაზე გამოაკლდნენ ბროდი რეთალიქი (თვალი) და შონ სთივენსონი (ფეხი)

უნიკალური აჯაფსანდალი

"ბოკე" 1 მარტს ჩაიბარა 45 წლის იოჰან "რასი" ერაზმუსმა, ვინაც 1997-2001 წლებში მარბიელად 36 კეპი მოიხვეჭა (27 მოგება - 9 წაგება) და 7 ლელო გაიტანა, მერე კი ხან ჩიტაზსა და მანსთერს (ირლ) წვრთნიდა და ხანაც აფრიკაშივე მუშაობდა "ელიტარული რაგბის დირექტორად"

რასიმ ნაკრების შტაბში მანსთერიდან იახლა ორი თანა’შემწე – ბური ჟაკ ნინაბერი და უელსელი მაწრთობი ალედ ვოლთერსი.  გურუ "შიგნიდან" იცნობს "ქურციკეთის" რაგბის უნიკალურ აჯაფსანდალს და ზომიერი რასობრივი გარდაქმნის მომხრეა, ბოკეს მთავარ ნაკლად კი ჰაერში თამაშის (აბრაგანის მოხსნის) უუნარობა მიაჩნია

უელსი და სამჯერაც ინგლისი

ერაზმუსი ბრძანებს, კლასიანი მორაგბე მრავლადა გვყავს და ახლები ცდას არ დავაკლებთ, რათა მსოფლიო თასამდე დარჩენილ 600 დღესა და 18 ტესტში ბიჭები რიგიანად შევათამაშოთო

ორი წლის წინ მულატობით’ღა დანიშნული ალისთერ კუცია კავშირმა
2 თებერვალს მოხსნა, რაკი "ბოკეს" ამ საუკუნეში უცუდესი შედეგი ჰქონდა, რასი კი აფრიკას ჯერ – 2 ივნისს – ვაშინგთონში (აშშ) არკინებს უელსთან, ხოლო შემდეგ განახლებული "ბოკე" ზედიზედ შაბათებზე სამ ტესტში უმასპინძლებს თვით ედი ჯოუნზის გაწვრთნილ ინგლისს

პოსტ-აპარტჰეიდის ხანის "ბოკეს" მწვრთნელები

გურუ

ზეობა

  მ-  წ*

%

ჯონ ვილიამს

1992

5

01-04

20.0

ხერი სონეკუს

.

0

.

.

იენ მაკ’ინთოშ

1993-1994

12

04-06*2

33.3

ქიჩ ქრისთი

1994-1995

14

14-00

100.0

ანდრე მარკ’ხრაფ

1996

13

08-05

61.5

კარელ დიუ’პლესი

1997

8

03-05

37.5

ნიქ მალით

1997-2000

38

27-11

71.1

ჰარი ფილიუნ

2000-2001

15

08-06*1

53.3

რუდი სტრაული

2002-2003

23

12-11

52.2

ჯეიქ ვაით

2004-2007

54

36-17*1

66.7

პიტერ დე’ვილიერს

2008-2011

48

30-18

62.5

ჰეინეკე მეიერ

2012-2015

48

32-14*2

68.8

ალისთერ კუცია

2016-2017

25

11-12*2

48.0

რასი ერაზმუს

2018-2023

.

.

.

მგორავი მოლით

იანკურ სარფს გამოკიდებულმა აფრიკამ სეზონი პარტნიორებზე ერთი კვირით ადრე რომ გახსნა, მაგიტომაც ლაიონზი მანამ იქნება წინ, სანამ ფეხი არ წაუცდება.  ბოლო ორი წლის ვიცე-ჩემპიონი ამჯერად ბულზს ეახლა მეზობლად – ავტობუსით ერთი საათის სავალზე – და შვიდიდან ოთხი (!) ლელო "მგორავი მოლით" დაუდო * 49:35

დანარჩენი სამი ლელო ბექების ნახელავია:  ელთონ იანკისმა კართან ხანჯლური დაუგორა მარვინ ორს;  სილვენ მაჰუზამ 35 მეტრიდან გააბითურა ვორიქ ხელანტი, კაპიტანმა ვორენ ვაითლიმ კი დერეფნის კუდში მოიგო ბურთი და 9 ნომერი როს კრონიე დაგეზა

სიმბოლურადღა გაამწესა

უკეთესი სხვაობით ქრუსეიდერზზე წინაა შარშანდელი მაჩანჩალა რებელზი, ვინაც კივებს პირველად მეშვიდე რაუნდშიღა გადაეყრება.  პერთელებით გაძლიერებული მელბურნის კლუბი ტოკიოში ჩავიდა და გემოზე გააბურთავა სან’ვულვზი, რომელსაც 23-კაცა რაზმში ოთხი (!) იაპონელიღა ეწერა * 37:17

ჰეთ-თრიქი შეასრულა ოზმა გარე’მარბმა ჯექ მედოქსმა, თამაში კი კურიოზულად დასრულდა – მედოქსისვე სალელოე პასი "ხელის წინ ჩაკვრით" რომ ჩაშალა მეტოქემ, აფრიკელმა მულატმა რეფმა
7-ქულიანი ჩათვალა და ცდომილი სინბინში სიმბოლურადღა გაამწესა, რადგან დრო უკვე ამოწურულიყო

81-ედ იღერძეს

ქრუსეიდერზმა სთორმერზს დაცვის გამწელი ფაზაობით პირველ მეოთხედშივე დაახვია თავბრუ და 4-ჯერ დაალელოვა * 26:0 @ 20’

მერე და მერე ხელი გამოიღეს იაპებმაც, რომელთაც 10 ნომრად "მულატი მათიაშვილი" – დილეინ ლეიდსი ეყენათ.  სთორმერზის 4 ლელოდან სამი სამმა (!) ბურჯმა შეიტანა და ერთიც მეორე’ხაზელმა, დაშავებულ მოჰუნგას კი შარშანდელივით შეცვლის მიჩ ჰანთი * 45:28

8-გზის ფალავანი ქრუსეიდერზი შაბათს ეწვევა აფრიკასა და არგენტინაში უკვე ნამყოფ ჰარიქეინზს.  ამან ბუენოს-აირესში ორივე ბარეთი თავიდანვე არაგბა და ლელოებით 5/0 აჯობა ხაგუარესს * 34:9,

ხოლო თი’ჯეი პერენარამ და ბოდენმა ღერძად 81-ედ ითამაშეს და ზე’რაგბის რეკორდი ჩამოართვეს ბრამბიზის ლეგენდარულ დუეტს:
9 ჯორჯ გრეგან – 10 სთივენ ლარქემ

მრუდედ ააგდო

დურბანში ქარი ქროდა და სიცხისგან სუნთქვაც ჭირდა.  შარქსმა მბოჭავის გაბითურებით 24-9 აჯობა ვორათაზს.  თამაში იწურებოდა და მასპინძლები გარდასახული ლელოთი იყვნენ წინ, ბერნარდ ფოლიმ რომ გამოაქცუნა გადაკიდებული და ფრთაზე ნორჩმა მიჩ შორთმა გაიჯეჯილა, ხოლო "აის მენმა" ძნელი გარდასახვაც შეაგდო * 24:24

უფერული ოზური დარბის შემხედვარე შეიცხადებდი, მართლა ზე’რაგბს ვუყურებ და ევროპულ ჩიბლუხსო:  დაინიშნა 19 შერკინება,
26 დერეფანი და 21 ჯარიმა.  ძველებურად – შინდისფრად შემოსილმა რედსმა ლელოს გატანის რამდენიმე შანსი გაფლანგა, მაგრამ 6 ჯარიმა კი შეაგდო და *
18:10 ძლია ბრამბიზი, ვისაც, თუ მენცრებს დაეჯერებათ, ავსტრალიაში უმძლავრესი (!?) შერკინება ჰყავს

სამაგიეროდ, ისევ შეგვაქციეს კივებმა – ხაზი 33-ჯერ გაჭრეს!  ბლუზმა ტაიმი * 14:10 მოუგო ჩიფსს, მაგრამ მერე უცებ ჩამორჩა.  სულ ბოლოს ჯორჯ მოალა კიდევ ვერ შეელია ბურთს;  გუნდმა ვეღარც მოლით იხეირა, თამაში კი იმით დასრულდა მესამე გადაცილებულ წუთზე, რომ ბლუზმა 5-მეტრა დერეფანში მრუდედ ააგდო ბურთი * 21:27

 

ზე რაგბი 2018

მესამე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ბლუზ$ 21:27 ჩიფს  სტატ

3ლ: პულუ ა.იოანე გეთლენდ; 3გ: გეთლენდ –

4ლ: სეუ ვაინუი ქეინ ვებერ; 2გ ჯ: დ.მაკ’ქენზი

რეფ ო’ქიფ (ზელ) 2/03   ვიდეო

7:0(8) 7:5(13) 14:5(23) 14:10(26) /
14:17(49) 14:24(51) 14:27(56) 21:27(62) დას(80+3)

<<  რედს 18:10 ბრამბიზ  სტატ

6ჯ: თათლ 3, ლენს 3 სბ ქ.თიმუ –

2ლ: პაუელ ნაისარანი

რეფ გარდნერ (ავს) 2/03 (11 034)   ვიდეო

3:0(10) 6:0(25) 6:5(30) სბ(35რ) /
9:5(58) 12:5(66) 15:5(72) 15:10(75) 18:10(80)

<<  სან’ვულვზ 17:37 რებელზ$  სტატ

2ლ: ტუპოუ ქვერქ; 2გ ჯ: ნაკამურა სბ ქვერქ –

შ + 5ლ: მედოქს (1 4 5) მაფი ნაივალუ; გ: ჰოჯ; ჯ: დებროსინი
სბ
დ.ჰეილეთ-პეთი

რეფ სექონდს (აფრ) 3/03 (11 181)   ვიდეო

0:5(9) 0:10(12) 3:10(26) 10:10(37) /
10:13(42) 10:18(45) 10:25(50) 10:30(52) სბ(76რ) 17:30(79) 17:37(80+ შ+სბ)

<<  ქრუსეიდერზ$ 45:28 სთორმერზ  სტატ

7ლ: ბრიჯ (1 5) თეილორ ჰარმონ ჰოლ ტამანი’ვალუ მოჰუნგა;
5გ: მოჰუნგა სბ ჰარმონ –

4ლ: ფან’რენსბერგ ვ.ლოუ შიკერლინგ კიცჰოფ; 4გ: მარე 3, ვაითჰედ

რეფ ბერი (ავს) 3/03   ვიდეო

5:0(7) 12:0(12) 19:0(18) 26:0(20) 26:7(34) 31:7(40) /
31:14(43) 31:21(55) 38:21(63) 45:21(70) 45:28(77) სბ(80+ქ)

<<  შარქს 24:24 ვორათაზ  სტატ

3ლ: ამ (1 2) რ.დიუ’პრე; 3გ ჯ: დიუ’პრე –

3ლ: გორდონ ჰუპერ შორთ; 3გ ჯ: ფოლი

რეფ პეიპერ (აფრ) 3/03   ვიდეო

0:7(6) 3:7(12) 10:7(19) 10:10(31) /
17:10(47) 17:17(57) 24:17(72) 24:24(78)

<<  ბულზ 35:49 ლაიონზ$  სტატ

4ლ: ჯბ.კოცე პოლარდ გობოკა იშმაილ; 3გ: ბოსჰოფ, ბრამერ 2;
3ჯ: ბოსჰოფ სბ ფან’ფურენ ნ,დე’იახერ –

შ + 6ლ: დრეიერ ფან’რუიენ ორი მარქს მაჰუზა კრონიე; 6გ: იანკის

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 3/03   ვიდეო

3:0(6) 3:7(15) 3:14(19) 6:14(23) 9:14(28) 9:21(33) 14:21(35) / 21:21(42) 21:28(52) სბ(54ბ) 21:35(55შ+სბ) 21:42(57) 21:49(72) 28:49(77) 35:49(79)

<<  ხაგუარეს 9:34 ჰარიქეინზ$  სტატ

3ჯ: სანჩეს – 

5ლ: ლემ ლაუმაპე პროქთორ ასო თომსონ; 3გ: ბ.ბარეთ;
ჯ: გარდენ-ბეშოპ სბ ბ.მეი

რეფ ბრაიანთ (ზელ) 3/03   ვიდეო

0:7(10) 3:7(17) 3:12(26) 6:12(40+) /
9:12(47) 9:19(55) სბ(57ჰ) 9:26(66) 9:29(79) 9:34(
79)

<<  ჰაილენდერზ  უქმობდა

#

[#]

3 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ლნზ

იოჰანესბერგ

14

3-0

+41

18/10

122:081

2

2

2

რბლ

მელბურნ

10

2-0

+46

13/05

082:036

2

3

3

ქრს

ქრაისთჩერჩ

10

2-0

+39

14/06

090:051

2

4

9

ჰრქ

ველინგთონ

6

1-1

+23

08/03

053:030

2

5

7

ვრთ

სიდნი

6

1-0*1

+7

07/06

058:051

0

6

4

სთო

ქეიპთაუნ

5

1-2

-16

10/13

083:099

1

7

6

ჰლნ

დანიდინ .

4

1-0

+7

05/04

041:034

0

8

5

ბრმ

კანბერა

4

1-1

-1

07/03

042:043

0

9

8

ბულ

პრეტორია .

4

1-1

-12

07/10

056:068

0

10

13

ჩიფ

ჰემილთონ

4

1-1

-16

06/10

050:066

0

11

14

რედ

ბრისბენ

4

1-1

-18

03/09

037:055

0

12

11

შრქ

დურბან .

3

0-1*1

-7

06/07

043:050

1

13

10

ბლუ

ოქლენდ

2

0-2

-13

07/09

055:068

2

14

12

სნვ

ტოკიო

1

0-2

-27

05/11

042:069

1

15

15

ხგრ

ბუენოს აირეს

0

0-3

-53

05/15

056:109

0

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 დევიდ ჰავილი (ქრს), 14 ჯექ მედოქს (რბლ), 13 ლუკანიო ამ (შრქ), 12 როან იანსე-ფან’რენსბერგ (ლნზ), 11 ჯორჯ ბრიჯ (ქრს);
10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 ბრინ ჰოლ (ქრს) /

1 ჟაკ ფან’რუიენ (ლნზ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 ტანიელა ტუპოუ (რედ); 4 სქოთ ბარეთ (ქრს), 5 ქეინ დაგლას (რედ); 6 ბრედ შილდს (ჰრქ), 7 სემ ქეინ (ჩიფ), 8 ამანაკი მაფი (რბლ)

სულ:  7 ზელ, 4 ავს აფრ * 0 არგ იაპ

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მეოთხე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სვლაგეზი 
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 09/03

ჰლნ.ზელ

10.35

სთო.აფრ

რბლ.ავს

12.45

ბრმ.ავს

უქმობს

ჩიფ.ზელ

შაბ 10/03

ჰრქ.ზელ

10.35

ქრს.ზელ

რედ.ავს

12.45

ბულ.აფრ

შრქ.აფრ

17.05

სნვ.იაპ

ლნზ.აფრ

19.15

ბლუ.ზელ

კვი 11/03

ხგრ.არგ

01.40

ვრთ.ავს